"გახსენებაც მიჭირს, იმ ღამეს რა გადავიტანეთ"
08-09-2014
"გახსენებაც მიჭირს, იმ ღამეს რა გადავიტანეთ"
"იმ გარეწრებმა ბავშვისთვის თვალებზე ხელი დამაფარებინეს და ხელებზე ცხელი უთო დაადეს"

ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში შემზარავი დანაშაული მოხდა - გვიან ღამით სამი ნიღბიანი პირი არველაძეების სახლში შეიჭრა. თავდამსხმელებმა დედას სამართებლით დაუსერეს სახე, მის მცირეწლოვან მძინარე ბავშვს კი ცხელი უთოთი დაუწვეს კიდურები. დამნაშავეები ფულსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. მათ დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი "იამაჰა"” წაიღეს.

ნაწამები ქალის თქმით, ერთ-ერთმა მძარცველმა“მისი ბიძაშვილის სახელი ახსენა, რომელმაც, სავარაუდოდ, დამნაშავეებს ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე
მიაწოდა ინფორმაცია. სამართალდამცველებმა  ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დამნაშავეები დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ალექსანდრე რ. მართლაც დაზარალებული ოჯახის ნათესავია, რომელმაც იანვარში ქეთევან არველაძის  სახლიდან ციფრული ფოტოაპარატი მოიპარა. 

ქეთევან არველაძე, დაზარალებული:
- იმ საღამოს მე და ჩემი 4 წლის შვილი
მარტო ვიყავით სახლში. 10 საათი იქნებოდა, ახალი ჩაძინებული ვიყავი, როდესაც ვიგრძენი, რომ ვიღაცამ პირზე ხელი დამაფარა - სუნთქვა  შემეკრა, და ამან გამომაღვიძა. დავინახე ნიღბიანი, რომელმაც მითხრა, არ დაიყვიროო. წამოვჯექი - რა გინდა-მეთქი. იმან კი, ფულიო, - მითხრა. ხელში მგონი სამართებელი ეჭირა. რომ ვერ გამომტეხა, სახეზე ათჯერ მაინც დამისვა.  ოქროული გამოვიტანე და მივეცი. ფულსაც მოითხოვდნენ, მაგრამ რაც არ მქონდა, რას  მივცემდი, მერე იმ გარეწრებმა ბავშვისთვის თვალებზე ხელი დამაფარებინეს და ხელებზე ცხელი უთო დაადეს. მძარცველებმა დაახლოებით 15 წუთში დაასრულეს საქმე და გაიქცნენ.

- რამდენი იყვნენ?

- სახლში ორი შემოვარდა, ამბობენ, ორიც გარეთ იყოო. მეზობლებმა თქვეს, არავინ დაგვინახავსო.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაშაულის თანამონაწილე ნათესავია, რომელმაც "საქმე მისცა" დამყაჩაღებლებს.
- ალეკო მამაჩემის ძმისშვილია. ვფიქრობ, მან შურისძიების მიზნით შემომიგზავნა მძარცველები. ბიძაშვილზე მას შემდეგ მივიტანე ეჭვი, როცა ერთ-ერთმა მძარცველმა მეორეს დაუძახა, ალეკოს ბიძაშვილი ქალია თუ კაციო. ალეკო ქუთაისში ცხოვრობს. ჩემი უფროსი ბიჭი იქ სწავლობს და ბიძაჩემთან რჩებოდა სახლში. შაბათ-კვირას რომ წამოვიდა, ნახა, რომ ციფრული აპარატი ჩანთაში აღარ ჰქონდა. ბავშვმა რომ მოიკითხა, ჩემს ბიძაშვილს უთქვამს, ვიღაცას ვათხოვე, მალე მოიტანსო, თურმე გაუყიდია. ალეკოს პასუხი რომ მოვთხოვეთ, ამაზე განაწყენდა. თუმცა მერე  დანაშაული აღიარა.

- ამჟამად რა მდგომარეობაშია ბავშვი?
- ძალიან შეშინებულია, ექიმმა საჭიროდ ჩათვალა მკურნალობაში ფსიქოლოგის ჩართვა. მეც აღარ ვვარგივარ, ძალიან დაძაბული ვარ. გახსენებაც კი მიჭირს, იმ ღამეს რა გადავიტანეთ.

ნანა ფიცხელაური
lia
10 სექტემბერი 2014 09:39
მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ამ ოჯახმა გააბაზრა რომ ბიძაშვილმა ფოტოაპარატი მოპარათ და ვიღაცამ ამით ისარგებლა, თორემ საქმის მიმცემის სახელს ასე ამ ქალბატონის გასაგონად არ იტყოდნენ,ალბათ იმიტომ თქვეს, რომ ნამდვილი კვალი დამალულიყო, აი, დაიჭერენ მაგ გარეწრებს და გამოჩნდება.
xatunas
10 სექტემბერი 2014 04:05
ვინაა დაბოღმილი შე უტვინო,გული რომ მეტკინა,იმიტომ ვწერ და თანადგომას ვუცხადებ იმ ქალბატონს.შენ კი,იმდენი რამე იცი,ალბად სამართლდამცავებს მართლა დააინტერესდები... :)
ვაი ხათუნას...
10 სექტემბერი 2014 02:00
რაც შეეხება ბიძაშვილს, ბიძაშვილი შეიძლება შორეულ ნათესავზეც თქვა და რატომ გიკვირთ რომ აკონკრეტებს ნათესაურ კავშირს? მეტი ვერაფერი ნახეთ აღსაშფოთებელი? მეც ამ სოფლიდან ვართ და ჩვენც ბიძაშვილებს ვეძახით ერთმანეთს, იმიტომ რომ ბებიაა მოგვარე, მაგრამ როდინდელი განაყარი ვართ შეიძლება ბებიამ გაიხსენოს, მაგრამ მე მაგდენი არც ვიცი და არც დავინტერესებულვარ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები