როდის დაიწყება კრიმინალზე გენერალური შეტევა?!
08-09-2014
როდის დაიწყება კრიმინალზე გენერალური შეტევა?!
ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციამ მოქალაქეთა შემოწმება გაააქტიურა

საზოგადოება კრიმინალზე გენერალურ შეტევას ითხოვს და სტატისტიკური მონაცემები ნაკლებად აინტერესებს


აგვისტოს კრიმინალურმა ქრონიკამ ყველაზე უარეს მოლოდინს გადააჭარბა. ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მოკლეს 11 კაცი და დაჭრეს 13; აგვისტოში მკვლელობათა უმეტესობა თბილისში მოხდა. საზოგადოების დიდი ნაწილი შეშფოთებულია - გასული საუკუნის 90-იანი წლების კრიმინალური ქაოსი ყველას კარგად ახსოვს. ხელისუფლების წარმომადგენლებს კი “მოწმედ სტატისტიკური მონაცემები მოჰყავთ და აცხადებენ, რომ დაახლოებით ასეთი რაოდენობის დანაშაული წინა წლებშიც ხდებოდა,
მაგრამ მაშინ მედიისა და საზოგადოების ყურამდე ეს ამბავი არ მიდიოდა. თუმცა, ასეთი განცხადებები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის (აღარაფერს ვამბობთ დანაშაულის მსხვერპლთა ოჯახებზე) სანუგეშო ნამდვილად არ არის და განგაშის გრძნობა თანდათან ძლიერდება.    

წინა ხელისუფლების მმართველობისას დანაშაულთან ბრძოლაში გამოცხადებულმა "ნულოვანმა ტოლერანტობამ" მახინჯი ფორმა მიიღო და თვითონ იქცა
დანაშაულად. ჩამოყალიბდა ძალადობრივი, რეპრესიული სისტემა, რომელმაც არაერთი ადამიანი შეიწირა ციხეში თუ მის გარეთ. ეს ერთი უკიდურესობა იყო, რომელმაც დანაშაული თითქოს მნიშვნელოვნად კი შეამცირა, მაგრამ ამას არაერთი უდანაშაულო ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებები შეეწირა.

ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს სისტემა ფუნდამენტურად შეეცვალა და გამოცხადდა ფართომასშტაბიანი ამნისტია, შეიწყალეს არაერთი პატიმარი. თუმცა, ექსპერტთა აზრით, ამას უფრო მკვეთრი პრევენციული ღონისძიებები უნდა მოჰყოლოდა.

მაგალითად, დასავლური ქვეყნების პრაქტიკით, როდესაც მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანი ციხიდან გამოდის, მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამართალდამცველები მეთვალყურეობენ (კანონიერების ფარგლებში). მაგალითად, პოლიცია მუდმივად საქმის კურსშია, კონკრეტულმა მოქალაქემ ხომ არ აღადგინა ძველი საეჭვო კავშირები, ხომ არ ცდილობს იარაღის შეძენას, ხომ არ ემუქრება მისგან საზოგადოებას საფრთხე და ა.შ. გასაგებია, რომ ციხიდან გამოსული რამდენიმე ათასი პატიმრის გაკონტროლება რთულია, მაგრამ ექსპერტთა აზრით, შსს-მ უნდა შეარჩიოს რისკჯგუფები და მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. მხოლოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა, ალბათ, ნაკლებეფექტიანი იქნება.

სხვათა შორის, პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობენ როგორც სახალხო დამცველი, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. "მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ პროკურატურა და შს სამინისტრო იყვნენ ჩართული ამ პროცესში, არამედ სასამართლო სისტემაც. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საკმაოდ მძიმე დანაშაულებზე საკმაოდ მსუბუქი სასჯელების გამოყენება შეინიშნება", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი. 

"მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის ორგანოებს: სისტემატურად და უფრო ხშირად გამოაქვეყნონ დანაშაულის შესახებ სრულყოფილი სტატისტიკა, რაც შესაძლებელს გახდის კრიმინოგენული მდგომარეობის ობიექტურ ანალიზს; უზრუნველყონ დანაშაულის სტატისტიკის მეთოდოლოგიის ხელმისაწვდომობა მედიისა და საზოგადოებისათვის; შეიმუშაონ დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტური პოლიტიკა; რეციდივიზმთან ეფექტურად ბრძოლის მიზნით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებს; ვადაზე ადრე გათავისუფლებისას შესაბამისმა ორგანოებმა ზედმიწევნით შეისწავლონ ყოველი პატიმრის საქმე, პოლიტიკოსებმა კი რეკომენდაციების გაცემისას გაითვალისწინონ ის პასუხისმგებლობა, რასაც ისინი საზოგადოების წინაშე იღებენ", - ნათქვამია ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი შემადგენელია იმ არხის გადაკეტვა, რომლის საშუალებითაც იარაღი პოტენციური დამნაშავის ხელში ხვდება.
ექსპერტთა აზრით, ფაქტია - საქართველოში კვლავ არის შესაძლებელი არალეგალურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა. სხვათა შორის, ეს საკითხი მწვავედ დაისვა 2013 წლის აგვისტოშიც, როდესაც ასევე ერთგვარი კრიმინალური აფეთქება იყო. მაშინ ექსპერტები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ იარაღით ვაჭრობაში კრიმინალებთან ერთად ყოფილი ძალოვანებიც იყვნენ ჩართული. ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რა ღონისძიებებს ახორციელებს შსს იარაღის შავი ბაზრის არხების გადაკეტვისთვის. თუმცა, ამ მიმართულებით შეტევა თუ წარმატებით დაგვირგვინდა, ეს დამნაშავეთა სამყაროსთვის დიდი დარტყმა იქნება.

ასევე, ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა: თანამშრომლების კომპეტენცია რამდენად აძლევს საშუალებას სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათ ეფექტიანად გაატარონ დანაშაულის პრევენციული ღონისძიებები. Eალბათ, ამ საკითხით ხელისუფლება განსაკუთრებით უნდა დაინტერესდეს.
მაგალითად, ბოლოდროინდელმა სასამართლო პროცესებმა დაადასტურა, რომ იმავე პროკურატურაში საკადრო პრობლემები აშკარაა.

ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა პირდაპირ აისახება ხელისუფლების იმიჯზე და, ალბათ, უმაღლეს ეშელონებში უნდა ეცადონ, რომ საკადრო პრობლემები (თუ, რა თქმა უნდა, ასეთი არსებობს) სწრაფად გადაჭრან, რათა სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს.
თუმცა, ალბათ, პასუხი მხოლოდ სამართალდამცველებს არ უნდა მოვკითხოთ. არაერთხელ თქმულა და დაწერილა, რომ რეგიონებში მძიმე დანაშაულს ხელს უწყობს არანაკლებ მძიმე სოციალური ფონი. Aამიტომ კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო, რათა დაგროვილმა სასოწარკვეთილებამ თუ აგრესიამ მორიგი ტრაგედია არ მოიტანოს ხოლმე.

P.S. ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციამ გაააქტიურა ღამის საათებში მოქალაქეთა შემოწმება. სხვათა შორის, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლინახევრის წინ აღშფოთებით შეხვდა სამართალდამცველთა ამგვარ ქმედებებს, დღეს მას იწონებს. ფაქტია, რომ საზოგადოება კრიმინალზე გენერალურ შეტევას ითხოვს და სტატისტიკური მონაცემები ნაკლებად აინტერესებს. 

ნათია დოლიძე

gio
13 სექტემბერი 2014 13:29
სამაგიეროდ პივა პლანივით აკრძალეს:)თფუიიი მოდის საპარლამენტო არჩევნები მ ო დ ი ს ხალხს თავს აზიზღებთ უკვე იქ კაზანტიპიო, პიდარასტებიო, ბოზობა, ყველანაირი გარყვნილობის გაპრავება უკანონოთ და თავზე მოხვევა ხალხისთვის ყველა ხერხით ჟურნალისტების ჩათვლით. ახალი პირადობის მოწმობის შეტენვა, მართმადიდებული ეკლესიის ანუ ჩვენი ეკლეესიის შევიწროვება ვითომ არასამთავრობოები (დაჯგუფებები) ინტერნეტ სივრცეში ცინიკური სტატიებით, და უცხოელების გაბლატავება საქრთველოში.რუსეთს ჯერ არ ცალია ჩვენთვის ალბათ თორემ აქამდე დიდი არეულობას გამოიწვევდა ჩვენში მათი ფარული ჩარევით, რადგან რაც ისტორიულად მოგვდგამს მასეა საქართველო თავის თავს ვერ უვლის როგორც კი დამოუკიდებლები ვხდებით მაშინვე ერთმანეთს ვჭამთ.
papa
10 სექტემბერი 2014 00:31
"კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენ ვართ აბსოლუტურად უკომპრომისო და არავითარი დათმობა არ იქნება", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.


ვაააააა.....

ვთქვააა ... მტერი ვარ!
არ ვიტკვი და უფრო მტერი ვიქნები!

....,,არავითარი დანდობა ......
ყველანი ციხეში.... ყველანი ციხეში,,

მიშა რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ცოფიანი ყვიროდა ის გამახსენდა .
. ბიჯოოოო.......რა არის ეს???

აქ რეიდებზე კი არააა საქმე....
რეიდიც უნდა ჩაატარონ, სპეც ოპერაციაც. .და კრიმინალიც უნდა დაიჭირონ,... მაგრამ...... ესეთი მეთოდებიით??.
ეს პატრულ--პოლიციელები სისხლ--მოწამლულები რატომ არიიან??
უდანაშაულო ხალხს რატომ ეპყრობიან ასე ცემა-ტკეპით, სასტიკად?? რაა ....მიშამ ანდერძად დაუბარაათ, ხალხი აწამეთ და ტანჯეთოოო?
არა რა, არა .....მილიციის შემადგენლობა სულში დაზიანებული ხალხით არი გადატენილი..ხალხის ცემა და ტანჯვა მაგათ უბრალოდ სიამოვნებთ,....სიამოვნებთ თორემ ან ამ 18 წლის ბიჭის ცემა რა იყო და ან კიდევ იმ ბავშვიანი კაცის ცემა სტადიონზე?? თანაც ამ ცემა ცემაში იმ კაცს ხელიდან ბავშვი გააგდებინეს და ბავშვი სულ ფეხზეც დაიკიდეს.
რა არი სადისტები არიაან??....გამოდის რომ არიან!!
სადისტები რომ არ იყვნენ ბავშვს ფეხებზე დაიკიდებდნენ??
ბავშვი რომ ფეხზე დაიკიდეს,... დიდს რაღას უზამენ???
რას უზამენ და მიშასავით ..მალე ალბათ ესენიც .ცოცხებს გაუკეთებენ ხალხს
მთავარია რომ მიშამ ასწავლათ ცოცხების დანიშნულება და გამოყენება და დანარჩენი პრაქტიკის საქმეა
არადა ეს ღარიბაშვილი ამ დებილ, კუნთმაგარ და უტვინო მილიციელებს რა არის, რა თავმოკლული იცავს?
ეგენი როცა ტკუიან, ხალხის დასანახად მაშინ მაინც რომ დასაჯონ არ შეიძლება ??
ხალხს რომ რაღაცის პატარა იმედი(რომ კანონი ყველასთვის ერტი--ას მსგავსი მაინც) გაუჩნდეს არ შეიძლებაა??

...................................
იციან იციან, ეს ყველაფერი იციან, მაგრამ ეგრე უფრო მარტივია--- დააშინენე ხალხი და მართე
რა დემოკრატია.... რა ატამი , რის ტკემალი
ამერიკელებს ვინ ჩივის... ესენიც დაგვცინიან და ნაცარს გვაყრიან თვალებში
vahaha
09 სექტემბერი 2014 12:05
სანამ ბოლო მიშმადიდებელ გნაცანალი ცოცხოთერაპიას არ გაივლის ქვეყანა არ დაწყნარდება!

რედაქტორის რჩევით