"სოციალურ ქსელებში გაიცნობენ ბავშვებს და ონლაინპორნოგრაფიას სთავაზობენ"
06-10-2014
"სოციალურ ქსელებში გაიცნობენ ბავშვებს და ონლაინპორნოგრაფიას სთავაზობენ"
დანაშაულებრივი ქსელის უკან ხშირ შემთხვევაში, პედოფილთა ორგანიზებული ჯგუფები დგანან

"მოზარდს სოციალურ ქსელში გაცნობილი ქალბატონი ონლაინსექსის სანაცვლოდ ფულსა და ძვირფას ნივთებს სძალავდა"


კრიმინალური პოლიცია "კავკასუს ონლაინში" შევიდა... "კავკასუს ონლაინი"," სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას...  "ეს არის პროცედურა, როდესაც სამართალდამცველები იძიებენ საქმეს და მოგვმართავენ სასამართლოს განჩინებით. ჩვენ ვალდებული ვართ, მივცეთ მათ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა... კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე, რაც დევს სერვერზე, -
განმარტა ჩვენთან საუბრისას "კავკასუს ონლაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, რუსუდან კაპანაძემ.

კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რა აინტერესებდათ სამართალდამცველებს და რა ეწერა სასამართლოს განჩინებაში. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ინტერნეტში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის გავრცელებას...

მსოფლიოს 50 ქვეყანა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდება. გლობალურ ალიანსს ახლახან საქართველოც შეუერთდა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვაშინგტონში ვიზიტისას ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ბავშვზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლას ეძღვნება...

რამდენად აქტუალურია საქართველოში ბავშვთა პორნოგრაფია? აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაცია არც საქართველოსთვის არის უცხო... ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაული შსს-მ გასულ წელს გამოავლინა - 11 წლის გოგონა ორი წლის განმავლობაში, ანუ 9 წლიდან, სექსუალურ ექსპლუატაციას განიცდიდა, რაშიც გოგონას დედა სისტემატურად იღებდა გასამრჯელოს...
ჩვენ შევეცადეთ საგამოძიებო ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე აღგვედგინა ამ კრიმინალური სქემის დეტალები: 2013 წლის თებერვალში საქართველოს ინტერპოლის ბიუროს დაუკავშირდა აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტი და სხვადასხვა პორნოსაიტზე განთავსებულ არასრულწლოვანი გოგონას პორნოგრაფიულ ვიდეოფირებსა და ფოტოებზე მიუთითა. გამომდინარე იქიდან, რომ გოგონას კავკასიური გარეგნობა ჰქონდა, ამერიკული მხარე ვარაუდობდა, რომ ის ქართველი იყო. სწორედ ამ მიზნით ჩაერთვნენ საქმეში ქართველი სამართალდამცველები. გოგონას იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ ის ნამდვილად საქართველოს მოქალაქეა, ფოტო-ვიდეოგადაღება კი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში წარმოებდა. ამ საქმის მთავარი გმირები კი არიან არასრულწლოვნის დედა და ისრაელის მოქალაქე მამაკაცი, რომელიც  პორნომასალას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდდა. ამერიკელი, ქართველი და ებრაელი სამართალდამცველების მიერ დაიგეგმა სპეცოპერაცია, რომელიც ერთდროულად ჩატარდა საქართველოსა და ისრაელში... დანაშაულში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე ქალბატონი და ისრაელის მოქალაქე მამაკაცი დააკავეს,  ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვი კი სახელმწიფო თავშესაფარში გადაიყვანეს... გაირკვა, რომ ბავშვის დედამ და ისრაელის მოქალაქემ ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს. ალბათ, გაინტერესებთ, რა ფასად დათანხმდა დედა საკუთარი შვილის სექსუალურ ექსპლუატაციას? მას ებრაელი მამაკაცი თვეში 100-200 დოლარს უგზავნიდა, თავად კი ერთ პორნოფოტოს 50 დოლარად ყიდდა, ვიდეოფირებს - უფრო ძვირად.

სპეციალისტების თქმით, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გახშირდა არასრულწლოვანთა ჩართვა ასეთი სახის დანაშაულში. იურისტი ვლადიმერ ნორაკიძე იხსენებს შემთხვევას, როცა დახმარებისთვის 14 წლის ბიჭის მშობლებმა მიმართეს. გაირკვა, რომ მოზარდს სოციალურ ქსელში გაცნობილი ქალი, ონლაინსექსის სანაცვლოდ, ფულსა და ძვირფას ნივთებს სძალავდა. 

ვლადიმერ ნორაკიძე: - ბავშვმა შინიდან გაიტანა ნივთები და გადასცა სოციალურ ქსელში გაცნობილ ქალს, მანამდე საკმაოდ სოლიდური თანხაც ჰქონდა მიცემული, რომელიც ასევე ოჯახიდან მოიპარა.  
სოციალურ ქსელებში გაიცნობენ ბავშვებს და ონლაინპორნოგრაფიას სთავაზობენ. ქსელები არ კონტროლდება, შესაბამისად, ხშირია არასრულწლოვნების ჩაბმა გარყვნილ ქმედებებში. როდესაც საქმე არასრულწლოვნების გარყვნილ ქმედებებში ჩართვას ეხება, საჭიროა რეგულაციების გამკაცრება.

გლობალური ალიანსი

გლობალურ ალიანსს საფუძველი აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა და ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა ჩაუყარეს. გაერთიანების მიზანია, მსოფლიოს ქვეყნები ერთად ებრძოლონ სულ უფრო მზარდ დანაშაულებრივ ქსელს, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალით ვაჭრობს და რომლის უკანაც, ხშირ შემთხვევაში, პედოფილთა ორგანიზებული ჯგუფები დგანან.

ბოლოს, ამ დანაშაულებრივი ქსელის წინააღმდეგ ერთ-ერთი მასშტაბური სპეცოპერაცია 2011 წელს აშშ-ში ჩატარდა, ამერიკელმა სამართალდამცველებმა საბავშვო პორნოგრაფიაში ეჭვმიტანილი 190 პირი დააკავეს. მათი აყვანის დროს 18 მოზარდი იპოვეს, რომლებსაც პორნოგრაფიულ ფილმებში თამაშს აიძულებდნენ. მაშინ დანაშაულებრივი ჯგუფის ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი 7 წლის ბავშვი აღმოჩნდა(!).

ვახო ბერიძე
ირმა
13 ოქტომბერი 2014 13:56
ციხიდან ცხვირი არ უნდა გამოაყოფინო ამ ნა......ბს,რა ამინისტია,რის ამინისტია!ტ...ა და შიმშილი არ უნდა მოაკლო.ცოცხი სანატრელი უნდა გაუხადო.ეგ დასამიწებელი ძუ როგორ უნდა ატარებდეს ქალის და დედის სახელს?
გიორგი
11 ოქტომბერი 2014 12:36
არა არ უნდა დახვრიტო, უნდა აიღო კაკტუსი და იმითი უნდა გაუკეთო ის რასაც ამ ბავშვებს აიძულებდნენ ეკეთებინათ
alamaria
06 ოქტომბერი 2014 09:40
დასახვრეტები არიან

რედაქტორის რჩევით