"სამეგრელოში იარაღის სამი-ოთხი სამალავია"
06-10-2014
"სამეგრელოში იარაღის სამი-ოთხი სამალავია"
"ნაციონალები" რისთვის ინახავენ იარაღს და რა აქვთ ტვინში მომწიფებული, კაცმა არ იცის"

ამას წინათ "ნაციონალური მოძრაობის" ახალარჩეულმა აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა,  ჩვენი მოძრაობა უნდა გადაიქცეს ევროპული ტიპის პარტიად, რომელიც ძალიან მალე დაბრუნდება ხელისუფლებაშიო. რაზე ან ვისზე დაყრდნობით იმედოვნებს ამას ძალაუფლებადაკარგული გუნდი, გაუგებარია, თუმცა, ოპოზიციური ძალის სახიფათო თამაშები, რითაც ოცნების რეალობად გადაქცევა სწადიათ, ძალიან ჰგავს "ვარდების რევოლუციამდელს".

"რაზეც ეს დანაშაულებრივი სინდიკატი ოცნებობს, იმას ვერ მიიღებს, მაგრამ საზოგადოებას ამაში რა საფასურის გადახდა მოუწევს,
ეს შეიძლება დასაფიქრებელი იყოს", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი.

- ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყანაში არეულობა ხელს აძლევს, "ნაციონალური მოძრაობა" და მას დაქვემდებარებული "თავისუფალი ზონაა", რომელმაც "კმარა" ჩაანაცვლა. "ნაციონალები" ვერაფრით ეგუებიან ძალაუფლების დაკარგვას. რეალურად, "ნაციონალური მოძრაობა" კორპორატიული აზროვნების პროდუქტია.  ერთადერთი პრინციპით მოქმედებდნენ:
"ყველაფერი ჩვენ, საქართველო უნდა იყოს ჩვენი მსახური, გამოვიყენოთ მთელი რესურსები და ნებისმიერი მეთოდით მივაღწიოთ საწადელს".
მათი პოლიტიკა ორი რამით იყო ნასაზრდოები - ფულით და პიარით. მაშინ მათთვის ფული თუ ძალაუფლების შემანარჩუნებელი საშუალება იყო, ახლა ძალაუფლების დაბრუნების საშუალებაა. დიდი ფული აქვთ გადაქაჩული ოფშორებსა და სხვა ადგილებში. დარწმუნებული ვარ, არსებობდა ე.წ. "აზერბაიჯანის ფული" (ვგულისხმობ ნადირაშვილი-ჯაფარიძის ინციდენტს). როგორც ჩანს, "ნაციონალებს" აზერბაიჯანის მთავრობაც დაეხმარა. აქ გასათვალისწინებელია ის საერთო ბიზნესინტერესები, რომელიც მათ შორის 9 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. მხედველობაში მაქვს ენერგომატარებლების რეალიზაციასა და ტრანზიტთან დაკავშირებული საკითხები.

მაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალებთან" დაახლოებული 200 კაცი უკრაინაში იბრძვის. მათ ცალკე უკრაინელები უხდიან, ცალკე - "ნაციონალები". ამ ხალხს ხვალ რისთვის გამოიყენებენ, საკითხავია.
გამოსაკვლევია ისიც, თუ ვის მისცა სააკაშვილმა მოქალაქეობა თავისი პრეზიდენტობის ბოლო ვადაში. არ არის გამორიცხული, მათ პროვოკაციული მიზნები ამოძრავებდეთ.
ვფიქრობ, საკმაოდ რთულად შეიძლება განვითარდეს პროცესები, ვინაიდან ხალხს ყელში ამოუვიდა "ნაციონალები".

ევროსაბჭოს ვერანაირმა გადაწყვეტილებამ ხელისუფლებას ამაზე ხელი არ უნდა ააღებინოს - "ნაცმოძრაობის" გადარჩენა არ უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური თვითშეგნების ამოცანა, პირიქით, თუ ისინი არ განეიტრალდებიან, ჩვენს სამშობლოს სიმშვიდე არ უწერია.

- თქვენ ერთხელ თქვით, ძალოვან სტრუქტურაში ელექტრონული სისტემის გარდა არსებობს პარალელური სისტემა, რომელსაც ადეიშვილი აკონტროლებს და სამინისტროში შესული ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მის სერვერზე ავტომატურად იტვირთებაო.
- დარწმუნებული ვარ, “"ნაცმოძრაობის" ზოგიერთ მაღალჩინოსანს კომპიუტერული ქსელების საშუალებით სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი.
ოქტომბრის არჩევნების წინადღეს რამდენიმე სერვერი ჩაიხსნა, ერთი დაუტოვეს ახალ ხელისუფლებას, დანარჩენი მათ დარჩათ. ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვამბობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კერძო ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილებები გახსნეს ბინებში და აქვთ იმის რესურსები, რომ დღესაც უსმენდნენ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში "ნაციონალების" იარაღის სამალავებიც ახსენეთ...
- დღეს სამეგრელოში აღმოჩენილია მხოლოდ ერთი სამალავი, არადა, ამისთანა იქ მინიმუმ კიდევ სამი-ოთხია, არის აჭარაშიც და სხვა ტერიტორიაზეც. "ნაციონალები" რისთვის ინახავენ იარაღს და რა აქვთ ტვინში მომწიფებული, კაცმა არ იცის. ევროსაბჭო ძალიან კი უფრთხილდება მათ, მაგრამ გამაღიზიანებელია ასეთი  აგდებული დამოკიდებულება საზოგადოებრივი აზრის მიმართ. ეს დამოკიდებულება საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს მოაძლიერებს, რაც შეუქცევადი პროცესი გახდება.

აქვე მინდა გამოვეხმაურო აჟიოტაჟს იმის შესახებ, დამძიმდა თუ არა საქართველოში კრიმინალური ფონი. არც ისეა საქმე, როგორც "ნაციონალები" ხატავენ, არიქა, იქცევა ქვეყანაო. ეს არის უფრო ობიექტური გარემოებებით გამოწვეული პროცესი. გადავხედოთ, ვინ მუშაობს ორგანოებში (ძირითადად, ძველი კადრები) და მივხვდებით, რომ ეს ხალხი ხელსაც არ გაანძრევს იმისათვის, დანაშაულმა მოიკლოს. საზოგადოების მოთხოვნა იყო ჰუმანური აქტების გამოცემა... მახსოვს, მაშინ შსს მასობრივი ამნისტიის წინააღმდეგი წავიდა, მაგრამ როცა არჩევანზე მიდგა საქმე, ხელისუფლებამ გააკეთა ის, რასაც საზოგადოება ითხოვდა... ამას დახვდა საშინელი სოციალური ფონი, უმუშევრობა, უფულობა. ბევრი დაუსაქმებელი ისევ მიუბრუნდა ამ საქმეს... ეს ბუნებრივია... თუმცა, ვინმეს თუ ჰგონია, "ნაციონალებს" ტაშის გრიალით დავაბრუნებთ ხელისუფლებაში, ძალიან ცდება.

ნანა ფიცხელაური
me vici ristvis
09 ოქტომბერი 2014 19:16
მე ვიცი რისთვისაცაა ეგ სამალავები

მგელივით რომ გიზის რუსეთი სამალავებიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში იმისთვის

აღარ დატოვოთ ეხლა არაფერი საიდუმლო თუ საჩუმათო გამოუმჟღავნებელი

რომ დაიძვრება (და ვნახეთ კიდეც როგორც დაიძრა 2008ში) ეგ მგელივით რუსეთი ჩვენ შესაჭმელად, რა ვქნათ, ლაგატკები ვესროლოთ?

ნაცების უნამუსობას რომ ზღვარი არ აქვს ეგ ვიცი მაგრამ სამეგრელოს აჯანყებაში ნაღდად ვერ დავადანაშაულებ

ეგ სამარხები ბევრად ადრეა შექმნილი ვიდრე ბიძინა ჭკუის სწავლებას დაგვიწყებდა

ხალხს უნდა ქონდეს იარაღი აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარშემო, ერთმანეთის დასახოცად კი არა, ოჯახების დასაცავად

ეხლა კიდე ნარჩემაშვილი იძახის ნაცები ჯანყს აპირებენო

ცოტა ჭკუა გაანძრიოს რაზე უნდა ილაპარაკონ და რაზე არა
simartle
07 ოქტომბერი 2014 08:44
aleko-ს

გამოგრჩა კარლ ბილდტი და ევროპარლამენტის მთელი შემადგენლობა(((((ქოცების მარაზმი მალე თავისივე "ინტელექტუალურ" ზღვარს გადააჭარბებს და მერე მართლაც ვავა,ვავა....
aleko
06 ოქტომბერი 2014 09:50
მე ვიცი დანამდვილებით.
სამეგრელოში კიდე უამრავი სამალავია და იარაღს ინახავენ,თხრიან გვირაბს სამეგრელოდან ბიძინას სოლოლაკის სასახლემდე-მისი ხელში ჩასაგდებად.
თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციები მოისყიდეს,უარესიც-ბევრი მინისტრიც.
ერთადერთი ჭიკაიძე ვერ მოისყიდეს ეს თუ გვშველის.
ვაი თვენ პატრონს!

რედაქტორის რჩევით