"იძულებით რომც გაეთხოვებინათ, მერე, რა? პირველი ხომ არ იყო, ვინც 16 წლის ქორწინდება?!" - რატომ ჩამოიხრჩო თავი 3 შვილის დედამ…
"იძულებით რომც გაეთხოვებინათ, მერე, რა?  პირველი ხომ არ იყო, ვინც 16 წლის ქორწინდება?!" - რატომ ჩამოიხრჩო თავი 3 შვილის დედამ…
"საწყალ გოგოს დეპრესია ჰქონდა და ეტყობოდა, რაღაც უჭირდა"

"სოფელში არ ჩანდა, რომ ეს გოგო ოჯახში არ მოსწონდათ."

ხელვაჩაურის სოფელ ქვემო სალიბაურში 22 წლის  ქალის თვითმკვლელობამ 2014 წელს მომხდარი სუიციდების რამდენიმე ათეული შემთხვევა კიდევ ერთით გაზარდა. გარდაცვლილი მ.დ.-ს 3 ობოლი ბავშვი დარჩა, რომელთაგან უფროსი 5 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თავი საძინებელ ოთახში კარადაზე გამობმული ქამრით მაშინ ჩამოიხრჩო, როცა დედამთილმა ბავშვის პერანგისთვის გაგზავნა. დაახლოებით საღამოს 22.00 საათი იყო, რძალ-დედამთილი ბავშვებს დასაძინებლად
ამზადებდნენ… როცა მ.ბ. საძინებელ ოთახში ყელზე ქამარშემოხვეული იპოვეს, მისი გადარჩენა უკვე გვიანი აღმოჩნდა.

რ.კ., სოფელ ქვემო სალიბაურის მკვიდრი: საზარელი ფაქტი მოხდა. ამ ოჯახი რძალს ცუდად არ ექცეოდნენ. დედამთილ-მამამთილს რაც შეეძლო ქალს ბავშვების აღზრდაში ეხმარებოდა…

- მხოლოდ აღზრდაში დახმარება ხომ არ არის მთავარი... შეურაცხყოფას აყენებდნენ? მეუღლე
ეხმარებოდა ცოლს?


- მაგ გოგოს ქმარი უსაქმური არ არის, მუშაობს. ექიმთან წაყვანა იყო თუ სხვა რამ, ბავშვებს მამა ნამდვილად პატრონობდა. რაც შეეხება დედამთილ-მამამთილს, მათ რძლისთვის შენიშვნის მიცემის უფლება აქვთ.

- თავად მეუღლეებს როგორი ურთიერთობა ჰქონდათ? გავრცელებული ინფორმაციით, მძახლებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, როცა შვილის გარდაცვალების შესახებ მეუღლის ოჯახმა ჩაქვში რძლის მშობლებს შეატყობინა, მათ გარდაცვლილის მაზლს სცემეს, მიცვალებული ოჯახს არ დაუტოვეს და ჩაქვში გადაასვენეს…

- მშობლები შვილს სად დაკრძალავენ მათი საქმეა. გოგოსა და მის ქმარს შორის რა ურთიერთობა იყო, ეგ თავად იცოდნენ... მაგ გოგოს არაფერი ეტყობოდა, რომ ქმარი ცუდად ექცეოდა.

- როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, მისი ქალიშვილი მამამთილს არ მოსწონდა, ხოლო ქმარი მშობლებთან ტელეფონით ურთიერთობას უკრძალავდა... - ეგღა გვაკლია ჭკუა მაგათმა გვასწავლონო.

-
გარდაცვლილის დედა რას ამბობს მისი საქმეა. სოფელში არ ჩანდა, რომ ეს გოგო ოჯახში არ მოსწონდათ.

- 3 შვილის გაჩენა და გაზრდა 22 წლის ასაკში ალბათ, მძიმე ტვირთია. ეს ნებაყოფლობითი ქორწინება იყო?

- არა, მშობლებმა გოგო ნებაყოფლობით გაათხოვეს, მაგრამ იძულებით რომც გაეთხოვებინათ, მერე, რა?  პირველი ხომ არ იყო, ვინც 16 წლის ქორწინდება?!

შ.მ., სოფელ სალიბაურის მკვიდრი: - არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მაგრამ მგონია, მაგ გოგოს დეპრესია ჰქონდა…

- დეპრესიასაც მიზეზი ხომ უნდა ჰქონოდა? თავის მოკვლა რამ გადააწყვეტინა?
- თავის მოკვლა თუ გინდა, მაგას წინ რა დაუდგება? ისე, ამ საწყალ გოგოს ეტყობოდა, რაღაც უჭირდა, როცა ელაპარაკებოდი, თითქოს რეაქცია არ ჰქონდა… თითქოს სულ სხვაგან იყო, ისე იჯდა და გაშტერებული გიყურებდა…

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (15)
sofi
11 ნოემბერი 2014 18:04
ვინმე ნორმალურისგან ვერ აიღებთ ინტერვიუს დებილივით რო იმეორებს ეს ვიღაც "არაფერი ეტყობოდა, არაფერი ეტყობოდა". რა უნდა დატყობოდა ნეტა ფეხსაცმლის ლანჩი ტანსაცმელზე? მიჩვეულები არიან ესენი ეტყობა ასეთ სიტუაციებს და აღარ მიაჩნიათ რამედ, ჯერ რა უბედურებაა 16 წლის ბვშვის ძალით გათხოვება. ასეთი უაზრო ტრადიციის მიმდევარი ხალხი ერთად რო შევუშვათ, ერთ ტერიტორიაზე გარედან რაღაცით შემოვღობოთ და იქ ვაცხოვროთ არ შეიძლება? რომელი საუკუნეა.
kato
07 ნოემბერი 2014 19:29
ნერვები მეშლება რომ გარდაცვლილს კიდე იქეთ უტევენ უსინდისო ხალხი თუ პრობლემა არ ქონდა ბედნიერი ქალი თავს რატო მოიკლავს და დატოვებს შვილებს ბედის ანაბარა ვერ ვხვდები
nika
02 ნოემბერი 2014 21:04
ეს ვინ დეგენერატისგან აიგეტ ინტერვიუ უეჩველი მოკლულის ქმრის ნატესავია ეტყობა რადგან ველა კიტხვაზე ერტი და იგივე პასუხი აქვს არ ეტყობოდაო აგრესიაო მაინცდამაინც უნდა გვეტყობოდესს ვაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ნათია
02 ნოემბერი 2014 16:51
ეე, ეს დედამთილ მამამთილები ულ უკანასკნელი "ბომჟები" რომ იყვნენ მაინც ამეტებენ თავს რძლის ოჯახს აქაოდა ჩვენს ოჯახში შემოხვედი მონა ხარო..
საცოდავი გოგო, ალბათ ყელში ამოუვიდა ვეღარ გაუძლო ამდენი ბატონის ყოლას. მე შენ გეტყვის და საქართველოში ქმრები ცოლების მხარეს იჭერენ, დედიკოს ბიჭები. არა გენაცალე ცოლის მოყვანის თავი თუ არა გაქვს არ მოიყვანო მშობლების კისერზე ცალკე უნდა გახვიდე, სულ ოქროს მშობლები რომ გყავდეს თორემ სავალალო შედეგით მთავრდება.
რა მოსდით ამ ხალხს დედამთილები რომ ხდებიან რატომ ძაღლდებიან?
3 შვილის დედა პატარა გოგოსავით პერანგის მოსატანად გააგზავნაო თავად წასულიყო თუ ასე სჭირდებოდა.
P.S. რა თქმა უნდა ყველას არ ეხება ალბათ 2%.
miranda
02 ნოემბერი 2014 13:09
ძალიან ძნელია ფსიქოლოგიური ზეწოლა, მეც ვიყავი დედამტილიდან ძალადობის ქვეშ, ძალიან კარგად მესმის ამ გოგოსი, საქართველოსში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალია ამ დღეში. მაგრამ მადლობა უფალს ჩემს გვერდით ყოველთვის იდგა ჩემი ქმარი, ზურგი კი სუსტი მქონდა მამა არ მყავდა დედა უმუშევარი თოთო ბავშვიტ ვერსად წავიდოდი, ორი წელი ვიცხოვრე იქ და ნახევარი სიცოცხლე წამარტვა გული დამიჩაგრა,მერე ცამოვედით. მე გადავრცჩი ოჯახიც შევინარჩუნე ჩემს ქმარ შვილტან ერთად კარგად ვარ მაგრამ ძალიან მებრალებიან მსგავს სიტუაციაში მყოფო ქალები,ზოგი უძლებს ზოგი ვერა. ღმერთმა აპატიოს და ნათელში ამყოფოს, ძალიან მატკინა გული ამ ამბავმა
IA
01 ნოემბერი 2014 19:49
ვერავინ ნახეტ ნორმალურად მოაზროვნე რომ მისგან აგეღოთ ინტერვიუ???/
nata
01 ნოემბერი 2014 19:23
საწყალი გოგო! ასეთი ძალადობა ხდება ძალიან ბევრ ოჯახში ქმრის და ოჯახის სხვა წევრების მიერ. ცდილობენ ყველაფერი ამ გოგოს დააბრალონ მაგრამ ძალიან კარგად ვხვდებით რო ეს გოგო ძალადობის მსხვერპლია. ძალადობა მხოლოდ მუშტებით არ გამოიხატება. უარესია ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა.
Qarcagebuli
01 ნოემბერი 2014 18:15
,,იძულებითაც რომ გაეთხოვებინათ,მერე რა "-ო??? მერე რა და იმასაც ვერ ხვდებით, მაქედან რომ იწყება თქვენი ტრაგედია! რას ქვია -მერე რა! 16 წლის გოგოს გათხოვება იძულებით კი არა ,ნებაყოფილობითაც კი არასასურველი,არამიზანშეწონილი და არაკანონიერია და თუ მშობლის ნებართვით ხდება ეს ყველაფერი,მაშინ კანონი უნდა აკისრებდეს წყვილის მშობლებს სერიუზულ პასუხისმგებლობას მის სრულწლოვანებამდე!!! რანაირად აზროვნებთ,რომელ საუკუნეში ხართ,რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ ბოლოსდაბოლოს ! საცოდავი გოგო თქვენს გონებაჩლუნგობას შეწირული კიდევ ერთი მსხვერპლია. თუნდაც ის აზერბაიჯანელი საწყალი გოგო! რომელ ,, ჩვენებურ-თქვენებურ" წესებზეა საუბარი საერთოდ. პაკისტანში ცხოვრობთ თუ რა ხდება??? რა არის წესი,რომ 14-16 წლის ბავშვი შეიძლება იძულებით გაათხოვოთ, ოჯახში შემოსულ სხვის შვილს სიკვდილი სანატრებელი გაუხადოთ,დედამთილ-მამამთილიანად ყველა მისი მბრძანებელი იყოს,საწყალმა თუ გარისკა და ოჯახიდან წასვლა გადაწყვიტა, მთელმა სანათესაომ ქუჩა-ქუჩა ატაროს ცემა-ტყეპით , მშობლებმ აღარ უნდა მიიღოთ უკან თქვენს მიერვე დასაღუპად გამეტებული შვილი ,რომ ,,თავმოყვარეობა " და ,,პატივი " არ შეგელახოთ ამით????? ესაა თქვენი წესი თქვე გონება დაბინდულო და ტვინ ნაღრძობებო,ვინც ასე აზროვნებთ ერთუჯრედიანებივით???? ყველა კუთხის და ერის წესი და ტრადიცია საკუთარი ოჯახიდან იწყება,ასე იზრდებიან თაობები,აგრესიიდან იბადება აგრესია და სანამ საოჯახო და სისხლის სამართლის კოდექსში არ შევა მკაცრი კანონი თქვენნაირად მოაზროვნეთათვის,მანამდე იქნება ქალის ჩაგვრა-კვლა მიღებული!!!
klodeli
01 ნოემბერი 2014 15:28
ან, რა განსხვავებაა ამ მეზობელსა და აზერების სოფელ ლამბალოს (ქალს რომ თავი მოაკვლევინეს) მკვიდრებს შორის.....ქათმის ფასი აქვს ამათთვის საერთოდ ქალს.....
klodeli
01 ნოემბერი 2014 15:25
სანამ სახელმწიფო არ გაამკაცრებს მიდგომას ოჯახური ძალადობის მიმართ, ამ გადაგვარებული მენტალობის ხალხს არაფერი ეშველება...
ალბათ უნდა ჩამოყალიბდეს ოჯახურ პრობლემებზე მომუშავე უწყება,დეპარტამენტი პოლიციაში, დაკომპლექტებული სოც აგენტებით და ყველა დაჩაგრულს უნდა ჰქონდეს წვდომა ცხელ ხაზზე...."ოჯახი დახურული სისტემაა"-ეს ცნება უნდა დაიმსხვრეს....თორემ კატასტროფული მდგომარეობაა უკვე......

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?