"გუანტანამოს პატიმრები ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენენ"
24-11-2014
"გუანტანამოს პატიმრები ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენენ"
ამერიკის შეერთებული შტატების თხოვნის საფუძველზე, 21 ნოემბერს გუანტანამოს საპატიმროდან საქართველოში სამი ყოფილი პატიმარი ჩამოიყვანეს. წარმოშობით იემენელ ყოფილ პატიმრებს საქართველოში გადაადგილება არ შეეზღუდებათ, არასაპატიმრო პირობებში ანონიმურად იცხოვრებენ და მუდმივად სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

- ჩვენი უწყება იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ საზოგადოება დაცული იქნება. ასევე უზრუნველყოფილი იქნება ამ ადამიანების რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ.

უცნობია, რა ბრალდებით იხდიდნენ  პატიმრები სასჯელს. "ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, ერთ-ერთი
ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ქაიდასთან" თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი.
ანალოგიური ჰუმანიტარული აქტი 2010 წლის მარტშიც განხორციელდა, როდესაც საქართველოში კუბიდან გუანტანამოს ციხის სამი პატიმარი ჩამოიყვანეს. პატიმრების ვინაობა არ გახმაურებულა, თუმცა ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა იუწყებოდა, რომ ორი ლიბიელი, ერთი კი - ირანელი ტერორისტი იყო. დიდი თანხის სანაცვლოდ თურქეთში გააპარეს.

იოსებ
ზაალიშვილი, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში:
- ობამამ გუანტანამოს ციხიდან ამნისტიის საფუძველზე დაახლოებით 300 პატიმარი გაათავისუფლა და ახლა მათი უმრავლესობა სირიასა და ერაყში იბრძვის.  არსებობს ვიდეო და ფოტომასალა, სადაც თურქეთის რეგულარული ჯარის მოსამსახურეები მოჯაჰედებს საჰაერო თავდაცვის სისტემის გამართვაში ეხმარებიან. ჩვენთვის
ასეთი ადამიანები საფრთხეს წარმოადგენენ, ამიტომ საქართველოს მთავრობა არ უნდა დასთანხმებოდა ამ პატიმრების მიღებას ისევე, როგორც ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნას მანამ, სანამ არ გვეცოდინებოდა, ვინ მომზადდება იქ.

სხვადასხვა მონაცემით, ამ ბაზაზე მომზადება უნდა დაიწყონ  სირიის თავისუფალი არმიის წარმომადგენლებმა, რომლებისგანაც შედგება ხალიფატის ჯარი და რომელთა რაოდენობამ სირიასა და ერაყში 200 000-ს მიაღწია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერორისტები იმ 390 ტონა ჰეროინზე პასუხს აუცილებლად მოსთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას. რატომ ვერევით იმ თამაშში, რომელზეც არაფერი ვიცით? ადამიანები, რომლებიც აქ ჩამოიყვანეს, საქართველოდან სად წავლენ და რას გააკეთებენ, არავინ იცის. შეუძლებელია მათი გაკონტროლება. ერთადერთი შანსი, მათთან თანამშრომლობაა, მაგრამ ვურჩევ ძალოვან სტრუქტურებს, ეს არ გააკეთონ. ჩვენ 36 000-კაციანი არმია გვყავს, მოჯაჰედებს  200 000-იანი. მალე გამოჩნდება, რომ მათი ნაწილები არის ეგვიპტეში, თურქეთში და ალბათ, საქართველოშიც.  მათ აქ ყოფნას უარესი შედეგი მოჰყვება, ვიდრე მივიღეთ 2008 წელს.

ნანა ფიცხელაური

papa
02 დეკემბერი 2014 10:35
,,დამპყრობლის სინდრომი,,


ამ ვითომდა ,,მეგობრად,, მოსულს (გვარს არ დავასახელებ.... ჩვენი სოფლის თავჯდომარეს) .....რატომ არ უნდა, რომ მეგობრად ღირსეული, ამაყი, წელგამართული და დასტოინი ადამიანი ჰყავდეს და არა დაბეჩავებული და დაგლახავებული??
რატომ არ უნდათ, რომ მათი მეგობარი მართლა საამაყო იყოს და არა დაძონძოლი---ჩამოჯ--ული ადამიანი??
რატომ ცდილობს რომ, მისი მეგობარი ხალხი დაჩმორებული იყოს და არა ნორმალური?
იმიტომ რომ ..... დაბეჩავებული ხალხი, არქიფო სეთურის ხალხივით, ადვილად სამართავია ხომ???
მერე მეგობრობა ხომ თანასწორობაზეა დაფუძნებული და არა ბატონობაზე და ცალმხრივად მართვაზე??
გამოდის რომ მას მეგობარი კი არ უნდა, არამედ მისი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი. ნების უსიტყვოდ შემსრულებელი კიდევ იმიტომ უნდა რომ ... მის ,,გლობალიზაციურ,,გეგმებს რაიმე საფრთხე არ დაემუქროს.


ეგენი ასე იმიტომ იქცევიან რომ მაგათ საერთოდ სიტყვა მეგობრობის მნიშვნელობა და ფასი არ იციან, ..... არც გაუგიათ
მაგათ მეგობარი არც არასოდეს ყოლიათ, მაგათ მარტო ადამიანის თავის ჭკვაზე ძალით მოყვანა იციან და არა მეგობრობა
მერე მაგათი ეს ბატონობა ყველას ხომ არ მოსწონს?? ზოგ-ზოგები ხომ უწევენ კიდეც ამას წინააღმდეგობას??
ინდიელებიდან დაწყებული მთელ 200 წლიან ისტორიაში მაგათ ,,მეგობრებად,,მხოლოდ ძალადობის გზით დამონებულ--დაქვემდებარებული ხალხი ყავდათ ყოველთვის
მერე იძულებითი მორჩილება ვის მოსწონს??--- არავის!
ამიტომ ნებისმიერი დამონებული ანუ ძალით დაპყრობილი ერი, ყოველთვის როგორც კი შესაბამის მომენტს პოულობს, მაშინვე ამ ბატონს ზურგში დანას ჩაარტყავს ხოლმე
ეს მაგათ თავიაანთი დურაკული ისტორიიდან ბრწყინვალედ იციან.
ჰოოდა,.. ამიტომაცა რომ ეგენი შარის თავიდან აცილების მიზნით, ყველგან სულ იმას ცდილობენ რომ ჩვენნაირი ხალხი სულ დამონებულ--დაგლახავებული იყვნენ და არა ღირსეულნი და ამაყნი--- რომ თავში,, მაგათთვის,,ავი,, აზრები,.. არ მოუვიდეთ
~ ღირსეული და ამაყი ხალხი მაგათ ამ დურაკობებს ყოველთვის არ მოითმენს. ერთხელეც იქნება მაგათ დედას მიუქინძავს. ამიტომაცაა რომ ეგენი ყველა ,,დამეგობრობებულ,, ხალხს ჩვენნაირად ექცევიან.
აი ეს არის დამპყრობლის სინდრომი
ეგენი არავისთან, არასოდეს სუფთად და უანგაროდ არ მეგობრობენ!!
მაგათ ურჩევნიათ ეს ე.წ. ,, დამეგობრებული,, ხალხი სულ ,,სპორტულ ფორმაში,, ჰყავდეთ
აი ამიტომაა მაგათი გაკეთებული ნებისმიერი ვითომ ,,სიკეტე,, საქართველოსთვის შხამი და ბალღამი
ასე რომ .....კოლუმბი
და მარადჟამს ......
lias
01 დეკემბერი 2014 17:13
უფლისგან რა გინდა როცა შენს ერს არ აქვს თავში ტვინი უფალმა თქვა ჯერ კარგად დაფიქრდით ა მერ გადადგით ნაბოიჯებიო დედამიწაზე ციდან პირდაპირ არ ხდება სასწაულები ეს ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენივე ტვინებით სასწაული
mar92
30 ნოემბერი 2014 20:59
აი ამიტომაც არ უნდა ჩსავყოთ ცხვირი იქ სადაც ააა ჩვენი ადგილი და თანაც ასეთი საშიში ერის საქმეში ჯერ ჩვენ თავებს მივხედოთ და მერე ამერიკის პატივისცემას ხო ხედავთ რო მაინც არ უნდათ ეს საწყალი საქარტველო მაინც და მაინც უნდა გადაწყვეტინოთ ტერორისტებს აქ ჩამოსვლა? 2 დღეში გადაწვავენ საქაღტველოს იმდენი არიან და ისინი ვინც მათ გამხეცებას გამოიწვევს უფრო ადრეც გაიქცევიან ევროპ[აში რა ფულები არ უწყობთ ხელს თუ რა? ჩვენ კი შევრჩებით ჩვენი ოჯახებით მაგ არადამინებს გვაწყობს? ხოდა თუ არა დროზე მოვეგოთ გონს და ჩვენ თავებზეც ვიფიქროთ თორემ სხვა არ დაგვინდობს და არც მოგემხრობათ ამერიკა

რედაქტორის რჩევით