"21 წლის ბიჭი სადისტურად მომიკლეს" - შვილმკვდარი დედა სამართალს ეძებს
26-01-2015
"21 წლის ბიჭი სადისტურად მომიკლეს" - შვილმკვდარი დედა სამართალს ეძებს
"ჩემ შვილს დანა ათჯერ დარტყეს... მკვლელს 8 წელი მიუსაჯეს"

"მკვლელისთვის სინანული რომ შემემჩნია, ასე გამწარებული არ ვიქნებოდი"


შვილმკვდარი დედა სამართალს ეძებს. ტრაგედია გასული წლის 30 ნოემბერს ხაშურში დატრიალდა - იმ ღამით 19 წლის იური ნოზაძემ 21 წლის გიგი ხვედელიძეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ძალოვანებმა გაქცეული ნოზაძე კახეთში დააკავეს.


იური ნოზაძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა. როგორც ამბობდა, გიგისთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ფული ასესხა, მაგრამ თანხის
დაბრუნება ვერ შეძლო. ამასთან, ხვედელიძე სისტემატურად აიძულებდა, მისთვის ფული ან სხვა ფასეულობა მიეცა. იმ დღესაც გიგიმ სიგარეტის მიტანა სთხოვა. ნოზაძემ მის სატელეფონო ზარს ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა რეკვას. გადაწყვიტა, მისულიყო და სიგარეტი მიეცა...

ამონარიდი ბრალდებულის ჩვენებიდან. "მივედი გიგის სახლთან, მივეცი სიგარეტი და
მოვტრიალდი. მითხრა, შენთვის წასვლის ნება არ მომიციაო და შემაგინა. ამის გამო ხვედელიძეს ხელი დავარტყი. ამ დროს დანა მომიქნია. შევძელი დანა წამერთმია, ამ დროს გავიჭერი მარჯვენა ხელის ორი თითი. შემდეგ გიორგიმ მუშტები დამიშინა. მოგერიების მიზნით ორივე ხელს ვიქნევდი, მათ შორის იმ ხელს, რომელშიც დანა მეჭირა და მას შემდეგ გავჩერდი, რაც გავიგონე გიგის ხმა, - რა ქენი, ბიჭო, დამჭერი? დავინახე, სახლში შევიდა და იქიდან წამოვედი. დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს, გიორგი გელაშვილსა და ნოდარ თედიაშვილს. იმავე ღამით ჩემი მანქანით თბილისში წამოვედით. გზაში დანა გადავაგდე. მერე კი წავედი კახეთში, იქ დამაკავეს".

ადვოკატი პროცესზე ირწმუნებოდა, რომ ნოზაძემ დანაშაული აუცილებელი მოგერიების გამო ჩაიდინა და განზრახ მკვლელობის ბრალდებაში მის გამართლებას ითხოვდა, მაგრამ გორის რაიონულმა სასამართლომ ნოზაძეს 10 წელი განზრახ მკვლელობისთვის მიუსაჯა. განაჩენი მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შედეგად მოსამართლემ 2 წელი მოაკლო და საბოლოოდ 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

რედაქციაში გიგი ხვედელიძის თვალცრემლიანი დედა, ხათუნა დევდარიანი გვეწვია:
- ეს ამბავი რომ შევიტყვე, თბილისში ვიყავი. მკვლელი და ჩემი შვილი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. თავი რომ ემართლებინა, იურიმ გიგის ცილი დასწამა, სასამართლოზე თქვა, მავიწროებდაო.  მომიყვანონ ერთი კაცი მაინც, ვისაც ფული წაართვა გიგიმ და თუ უნდათ, მკვლელი გამოუშვან. ჩემი შვილი თავის ტანსაცმელს იხდიდა და სხვას აცმევდა. ყველას გვერდში ედგა. იმ ღამით ბიძაშვილი ჰყავდა სტუმრად. თურმე სიგარეტი გამოელია, მაღაზია დაკეტილი იყო. ნოზაძეს მანქანა ჰყავდა. გიგის დაურეკავს, მაღაზიები დაკეტილია, თუ მანქანით ხარ, სამი ღერი სიგარეტი შემომაწოდეო. ცოტა ხანში დაურეკა ნოზაძემ, ეზოში გამოდი, სიგარეტი მოგიტანეო. გარეთ ჩუსტებით გავიდა. მერე დაჭრილი და სისხლში მოსვრილი კიბეზე ამოსულა და ბიძაშვილისთვის უთქვამს, მე ამათ მოვთხოვ პასუხსო და ჩაკეცილა. ეს სიტყვები ადასტურებს, რომ მკვლელი მარტო არ იყო. ჩემს შვილს დანა ათჯერ დაარტყეს. ვერავინ დამარწმუნებს, ნოზაძემ ათჯერ დაარტყა და გიგიმ ხელი არ შეუბრუნა... ჩემი  შვილი ძლიერი იყო, მუშტს მაინც დაარტყამდა. ვფიქრობ, სხვებს ჰყავდათ გაკავებული და ისე ურტყამდა ნოზაძე დანას. თედიაშვილი ჩემი შვილის კლასელია, მკვლელის მეზობლად ცხოვრობს. მან და გელაშვილმა გააპარეს ხაშურიდან ნოზაძე...  იმ ორს დანაშაულის დაფარვაშიც კი არ წაუყენეს ბრალი, არადა, დადგენილია, რომ ყველაფერი იცოდნენ. თედიაშვილმა პროცესზე თქვა, გომში გავიგე, გიგი დაჭრილი რომ იყოო. რატომ არ მიბრუნდა უკან კლასელის გადასარჩენად? იქნებ შეეძლო მისი გადარჩენა?! რატომ არ ისჯებიან თუნდაც დანაშაულის დაფარვისთვის თედიაშვილი და გელაშვილი?

- ამჯერად რას ითხოვთ?
- არ არის გამორიცხული, მკვლელი გამართლდეს, რადგან მკვლელობის მოწმე  არავინ არისო... ნოზაძის ბიძამ ალალი ბიძაშვილი ავტომატით მოკლა და ციხეში მხოლოდ 3 წელი იჯდა, მერე ამნისტიით გამოვიდა. აშკარად მფარველები ჰყავდა. ალბათ, ამის იმედი ჰქონდა ნოზაძესაც.

იცოდა, რომ ჩემი შვილის მკვლელობისთვის საკადრისად არც ის დაისჯებოდა. ხალხს მიგზავნიდნენ, ფულს მთავაზობდნენ გაჩუმების სანაცვლოდ. შვილი მომიკლეს და პასუხი არ უნდათ აგონ?!
სასამართლო პროცესებზე სიცილით შემოდიოდა დარბაზში მკვლელი და დედას ეძახდა, კარგად ვარ, დედაო.
მკვლელისთვის სინანული რომ შემემჩნია, ასე გამწარებული და განადგურებული არ ვიქნებოდი. თქვა, 2 ლარი მასესხა, ვერ დავუბრუნე და ამის პროცენტს მთხოვდაო. 2 ლარის გამო მომიკლა შვილი?! 21 წლის ბიჭი საფლავში ჩადო და ამბობდა, თავს დამნაშავედ არ ვცნობო.

ასეთ ადამიანს მოსამართლე მაია თეთრაულმა ორი წელი მოაკლო. ჯერ 10 წელი რა იყო და ისიც შეუმცირეს. იცით, რა მოტივით? - კარგად ხასიათდებაო. დარწმუნებული ვარ, თეთრაულს არც კი მოუსმენია აუდიოჩანაწერი, როგორი ცინიზმით იქცეოდა სასამართლოზე. არ ველოდი ასეთ განაჩენს, ეს ჩვენი სრული განადგურება იყო.
სად გაქრა მოწმე კახა ქიმერიძის ჩვენება? კახამ პროცესზე თქვა, გიგიმ მითხრა, ამათ ხვალ დილით მე მოვუვლიო, ეს ადასტურებს, რომ მკვლელი მარტო არ იყო. ადვოკატიც ვერ აგვყავს, რომ ჩემი უფლებები დავიცვათ. პროკურატურამ უზენაესში საქმე არც კი გაასაჩივრა, ასეთ საქმეებს უზენაესი არ განიხილავსო. ალბათ, მალე გამოუშვებენ მკვლელს. წელიწადია მე და ჩემი მეუღლე ეკა ბესელიასთან შეხვედრას უშედეგოდ ვითხოვთ, გვინდა საქმის აუდიო და ვიდეოფაილებს გაეცნოს...

- თქვენი აზრით, რატომ უნდა მოეკლა ნოზაძეს გიგი?

- ვფიქრობ, მათ შორის ძველი წყენა იყო. ნოზაძეს ჩემს შვილთან 50 ლარი გავატანე, თურმე არ მიუტანია. ადრეც ჰქონია გიგის ვალი. ჩემი მეუღლის უსინათლო ბიძაშვილსაც გაუტანებია 50 ლარი და არც მაშინ მიუტანა. არ არის გამორიცხული, გიგის თავისი ფულის უკან დაბრუნება მოეთხოვა... ჩვენს სახლამდე აფთიაქია, ვიდეოკამერაში დაფიქსირებულია ის მანქანა, რითაც მკვლელი მოვიდა. რამდენი ხანია ვითხოვთ ფირის გადმოცემას, დარწმუნებული ვარ, მანქანაში კიდევ ორი პირი იჯდა. მოვითხოვ, პასუხი აგებინონ ყველას, ვინც შვილი მომიკლა. მივმართავ ხელისუფლებას - დასაჯოს დამნაშავეები! 21 წლის ბიჭი ასე სადისტურად მომიკლეს და მის მკვლელს 8 წელი მიუსაჯეს, ეს დაცინვაა. არ შევეგუები, სტრასბურგში გავასაჩივრებ!

თეა ხურცილავა
ნინო
04 თებერვალი 2015 01:50
ვკითხულობ კომენტარებს და ვხვდები ქართველების უმეტესობა ტაძარში მხოლოდ მოდისთვის დადის.აქ არ უნდა ირჩეოდეს ვინ კარგი იყო და ვინ ცუდი.კარგის და აუგის მთქმელს რა დალევს.ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან და აღარ დაბრუნდება.აქ დამთავრდა ყველაფერი.მართლმადიდებელმა ადამიანმა როგორ შეიძლება მიცვალებული შეურაცყოს.საეთოდ შეცოდების უნარი დავკარგეთ მგონი.
lasha
29 იანვარი 2015 14:52
Martla au ra...martla yvelam yvelaferi icis da isic,cota xnit adre mkvlels gigisavit sxvastanac rom qonda didi problema daisic ician yvelas ROM ehimeboda.tu gardacvlili rames ushavebda da itanda,eseigi ekutvnoda da itanda.tu ar ekutvnoda,Haeria xalxi an policia.xoda Gigi tu mkvdaria,arc magas apatiebs gmerti amasi darwmunebuli var.
qeta
28 იანვარი 2015 20:19
აუ ლაშა რაა,ყველამ კარგად იცის ყველაფერი,მკვლელს არ ვამართლებ,მაგრაამ ადამიანი ისე არ უნდა გაამწარო რო უკიდერესი ზომები მიიღოს,არ მინდა გარდაცვლილზე ცუდად ლაპარაკი,მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი ყველამ,ყველაფერი კარგად იცის და ნუ გამოგყავთ ეხლა ანგელოზად !

რედაქტორის რჩევით