"თუ ფირცხალავას საშკაზე შურისძიება უნდოდა, შეეძლო მარტო მოეხელთებინა, რაღას ერჩოდა სხვებს"
09-02-2015
"თუ ფირცხალავას საშკაზე შურისძიება უნდოდა, შეეძლო მარტო მოეხელთებინა, რაღას ერჩოდა სხვებს"
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურა ირწმუნება, რომ ირაკლი ფირცხალავამ სპეცოპერაცია ალექსანდრე ხუბულოვზე შურისძიების მოტივით დაგეგმა, რადგან ხუბულოვმა მიაწოდა სოდ-ის თანამშრომლებს მის ძმაზე, ლევან ფირცხალავაზე ინფორმაცია და დააჭერინა.

ანა თათარაშვილი, ხუბულოვის მეუღლე: - ვიცი, საშკას ვერ გაგვიცოცხლებენ, მაგრამ ეს საქმე სწორად უნდა გამოიძიონ.
საშკამ წინადღეს თქვა, ხვალ საქმეზე მივდივარო, მაგრამ იმ ღამით ბავშვმა არ დაიძინა და გამთენიისას, 7 საათზე დავწექით. საშკას მობილური გათიშული ჰქონდა,
სახლის ნომერზე იმდენჯერ დარეკეს, წამოდგა ლოგინიდან და ზარს უპასუხა. არ ვიცი, ვის ესაუბრა. მერე მითხრა, უნდა წავიდეო. საათ-ნახევარში ტელევიზიით ვნახე ეს საშინელი ფირი... 17 ტყვია დავუთვალეთ საშკას.

- ლევან ფირცხალავასთან რა ურთიერთობა ჰქონდა?

- მასთან ურთიერთობის შესახებ არაფერი მსმენია. საშკა არ იყო ის ადამიანი, ვიღაცა
ჩაეშვა.
რუსუდან თურმანიძე, ხუბულოვის სიდედრი: - ის ვერსია, რომ თითქოს საშკამ ჩაუშვა ლევან ფირცხალავა და ამის გამო მისმა ძმამ იძია შური, სამუშაო ვერსია უნდა იყოს.  ჩემი ვარაუდით, ფირცხალავებს არ იცნობდა. ფირცხალავამ შური იძია დღისით-მზისით და კორტებთან ასეთი სასაკლაო მოაწყო? რაღას ერჩოდნენ მაშინ სხვებს,  ფირცხალავას შეეძლო მარტო მოეხელთებინა საშკა... ამდენი წელი ამბობდნენ, საყაჩაღოდ მიდიოდნენო, თუ ინფორმაცია ჰქონდათ, ასდევნებოდნენ და დაეჭირათ ფაქტზე. ან ის მითხრან, ხეზე შეჯახებულ მანქანას რატომ დაუშინეს ასობით ტყვია?
შვილიშვილები დამიობლეს -  ლიზის დღემდე არ უნდა ამ ამბის გახსენება, დათუნა კი თვითონ ეძებს ინფორმაციას მამამისზე ინტერნეტში, ვნახე, ჟურნალისტურ გამოძიებას უსმენდა. ქალიშვილი დამიქვრივეს...  ყველა უნდა დაისაჯოს!

თეა ხურცილავა
nana
13 სექტემბერი 2015 18:04
არ ვიცი ვინ ვინ იყო, მაგრამ დღისისთ, მზისით ასეთი სასაკლაოს მოწყობა დაუშვებელია, მითუმეტეს, რომ დანაშაულიც არ ჰქონდათ ჩადენილი. თუ დამნაშავეა, დაიჭირე და დააპატიმრე. შემდეგ სასამართლო გამოიტანს განაჩენს. ქუჩაში დახვრეტა და ხალხზე ნადირობა ვის გაუგია? ეტყობა,აქ რაღაც ამბის დამალვა სურდათ და ამიტომ გადაწყვიტეს მათი ჩახოცვა.
natali
08 სექტემბერი 2015 16:38
რა პერსპექტივა უნდა ქონდეს იმ ერს, რომელიც ლამის გადაყვა ამ ორი კრიმინალის საქმეს და თავგამოდებით ქომაგობას, მაშინ, როცა ასობით მოკლული სამართალდამცავის ოჯახების შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის. კვამლი რომ უცეცხლოდ არ ჩნდება, ესეც ხომ ნაღდია. ასე რომ...........
bibi
08 სექტემბერი 2015 16:34
ძალიან იშვიათია ოსი კანონიერი ქურდი. ფაქტიურად არ არსებობდა, რატომ? იმიტომ რომ ისინი (ოსები), აქტიურად თანამშრომლობდნენ და თანამშრომლობენ ორგანოებთან.

რედაქტორის რჩევით