"რომც მეყვირა, ეს საქმე მაინც არ გაიხსნებოდა, "ნაციონალებს" ფული ჰქონდათ იური ვაზაგაშვილისგან აღებული"
09-02-2015
"რომც მეყვირა, ეს საქმე მაინც არ გაიხსნებოდა, "ნაციონალებს" ფული ჰქონდათ იური ვაზაგაშვილისგან აღებული"
შვილმკვდარმა მამამ, ლევან გაბუნიამ, სკანდალური განცხადება გააკეთა - კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილი თავისი შვილის, გიორგი გაბუნიასა და შვილის მეგობრის, ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, პაპუაშვილის მკვლელობის საქმეზე ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები დააკავეს, თუმცა, ვაკე-საბურთალოს პროკურატურას იური ვაზაგაშვილმა 70.000 აშშ დოლარი გადაუხადა და ზურაბ ვაზაგაშვილი გაათავისუფლეს.

- ეთერში გამოსვლის შემდეგ მართლა დაგიბარეს პროკურატურაში?
- ამ კვირაში ვარ გამომძიებელთან დაბარებული... შვილი 2003 წლის დეკემბერში მომიკლეს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა"”
ხელისუფლების სათავეში ახალი მოსული იყო. ამ საქმეში მათი ჩინოვნიკები, პროკურორები და გამომძიებლები ფიგურირებდნენ. როდესაც ზურაბ ვაზაგაშვილი დაიღუპა,  ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, რომლის ოფისიც კორტებთან იყო. სპეცოპერაციიდან 15 წუთში ჟურნალისტები კომენტარს მთხოვდნენ. "ნაციონალებს" უნდოდათ, მეყვირა, რა კარგი ქნ
ეს, რომ ბანდიტი და ჩემი შვილის მკვლელი მოკლეს-მეთქი. რომც მეყვირა, ეს საქმე მაინც არ გაიხსნებოდა. ფული ჰქონდათ იური ვაზაგაშვილისგან აღებული და ხომ არ იტყოდნენ ამას. ხმაური მას შემდეგ ავტეხე, რაც "ნაცმოძრაობა" წავიდა ხელისუფლებიდან.

- რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ვაზაგაშვილმა მოკლა თქვენი ვაჟი?

- გამოიძიონ და  ყველაფერი გამოჩნდება... 2002 წელს ბექას მეგობარმა ვაზაგაშვილი დაჭრა. იმავე წლის 25 ნოემბერს ბექას უთხრეს, ვაზაგაშვილი გეძებსო. იმავე საღამოს ბექას, გიორგისა და მათ ერთ მეგობარს საბურთალოს ქუჩაზე სამი პირი მიუახლოვდა, ბექა იკითხეს და შემდეგ სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ბექას მკვლელობიდან წლისთავზე, ჩემმა შვილმა გადაწყვიტა, მკვლელისთვის ხელი დაედო. 10 დღეში ვაზაგაშვილმა გიორგი მე-16 სართულიდან გადმოაგდო. გგონიათ, ვაზაგაშვილმა მარტომ გადმოაგდო? იქ სხვებიც იყვნენ.
მანანა ვაზაგაშვილი, იური ვაზაგაშვილის და: - ლევან გაბუნია რამდენიმე წლის წინაც გამოჩნდა და იურიმ საკადრისი პასუხი გასცა. როგორც კი შეიტყო, რომ იური აღარ არის, გადიდგულდა. თუ ფაქტები ჰქონდა, როგორ ფიქრობთ, "ნაციონალები" არ გამოიყენებდნენ? ამდენი უბედურების შემდეგ, კიდევ ტალახს გვესვრიან! ხან ყაჩაღობა დააბრალეს ზურას, ხან მკვლელობა, ახლა ჩემს ძმას აბრალებენ ნარკოტიკებით ვაჭრობას...

ნანა ფიცხელაური

karmen
10 თებერვალი 2015 13:59
გეყოფათ თქვენი უაზრო ვარაუდების გამოთქმა, მაინც არ გაირკვევა ამ ქვეყანაში სიმართლე, მანამ წულუკიანია იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი ბადაშვილი, ხოლო ბატონის გაფაშებული ჰაკიმი - მთლად სათავეში.
ia
10 თებერვალი 2015 07:14
მამაც მკვდარია და შვილიც,ღმერთი გაარკვევს ყველაფერს, მეტს რაღას ითხოვს (თუ მართალია რასაც ამბობსეს კაცი) ეხლა მკვდრების გასამართლება დაიწყონ,რამდენი ცოცხალია უსამართლობის მსხვერპლია?დამთავრდა ხომ ორივე მკვდარია...
:(
09 თებერვალი 2015 17:33
თუ პოლიციას ხელთ ჰქონდა ასეთი ფაქტი(ზურაბ ვაზაგაშვილის მიერს ჩადენილი ორმაგი მკვლელობა) მაშინ მათ უნდა სცოდნოდათ ზურაბ ვაზაგაშვილის ვინაობა და მისი ამაოცნობა აღარ დასჭირდებოდათ .

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები