იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელია - კვირის პალიტრა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელია

მოგეხსენებათ, მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა.

დაკავებული პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. გია სოსანაშვილს "ფეისბუქგვერდზე"  უწერია, რომ 147-ე სკოლა დაამთავრა, ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილად კი კასპი აქვს მითითებული.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ ასევე: "ვერ ვიჯერებ, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიაა" - რას ყვებიან სოსანაშვილზე თანასოფლელები