"მთელი ოჯახი ერთ დღეს ამოხოცეს" - ვერის სასაფლაოზე დატრიალებული ტრაგედია
23-02-2015
"მთელი ოჯახი ერთ დღეს ამოხოცეს" - ვერის სასაფლაოზე დატრიალებული ტრაგედია
ვერის სასაფლაოზე დატრიალებული ტრაგედია

თამარ თორაძე: "არ ვამბობ, რომ ჩემი ძმები ანგელოზები იყვნენ, მაგრამ მეთოდი, როგორითაც ჩემს ოჯახს გაუსწორდნენ, ამაზრზენია"დედას საკონტროლოდ სახეში ესროლეს"


ეს შემზარავი ტრაგედია თბილისში 1992 წლის 3 მარტს დატრიალდა, თუმცა, წლების განმავლობაში ვერის სასაფლაოსთან ამოწყვეტილი ოჯახის შესახებ საუბარს ყველა გაურბოდა.
თორაძეები ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მშობლებს 10 შვილი ჰყავდათ, ხუთი ვაჟი და ხუთი გოგონა. ბიჭები უბანში გავლენით სარგებლობდნენ და როგორც ამბობენ, "მხედრიონს" დაუპირისპირდნენ - თორაძეებმა უარი თქვეს
იმ კანონებზე, რომლითაც "მხედრიონი" კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებას ცდილობდა. ითქვა ისიც, რომ თორაძეებისა და "მხედრიონის" დაზავებას "კანონიერი" ქურდი" პაატა ჩლაიძე ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ.


1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს (ლაშას, კახასა და იმედოს) და მათ მეგობარს, ვინმე გელას, "მხედრიონმა" ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა. ძმები დაიჭრნენ, მათი მეგობარი
კი დაიღუპა. 1992 წლის 3 მარტს, დედ-მამამ, ზაურ თორაძემ და იზო ქურხული-თორაძემ, ლაშა ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. თორაძეები ექიმისგან შინ კუთვნილი თეთრი "ვაზ 21-07" მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ვერის სასაფლაოსთან  თორაძეების ოჯახის სამივე წევრი ჩაცხრილეს. ამის შემდეგ შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა თორაძეების სახლს ალყა შემოარტყეს.

ოჯახში დარჩენილ მამაკაცებს მეზობელთან მიაგნეს, სადაც ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ ავტომატის ჯერით დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები.

ამ სასტიკ მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამუნა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

ტრაგედიის დღეს თორაძეების უფროსი შვილი, ზაზა თორაძე, შინ არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ორი წლის შემდეგ კი 17 წლის პაატა თორაძეც გაუჩინარდა.

ამ დრომდე დუმდა სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ოჯახის  წევრი თამარ თორაძე, რომელმაც  "კვირის პალიტრას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- ოფიციალური ვერსიით, ვერის სასაფლაოსთან მამაჩემის ავტომობილიდან, სადაც ჩემი ძმა და დედა-მამა ისხდნენ,  პოლიციის პიკეტს ცეცხლი გაუხსნეს, რომლის დროსაც დაიღუპა ორი შვილის მამა, ვინმე ბიბილაური თუ ბიბილური, ხოლო საპასუხო ცეცხლით, დედა, მამა და ძმა ლიკვიდირებულნი იქნენ.  არადა, მამა მანქანაში არათუ იარაღს, არამედ დანასაც არ იქონიებდა, ამას კატეგორიულად უკრძალავდა შვილებსაც. ოფიციალურმა ვერსიამ ასევე დამალა, რომ დედას საკონტროლოდ სახეში ესროლეს.

არაფერი უთქვამთ კიდევ ორი ძმის, იმედოსა და კახას დახოცვაზე, რომლებიც მეზობლის ბინაში უიარაღოები, ხელებაწეული დახვრიტეს. როგორ ფიქრობთ, ამისთანა სიტუაციაში ვინმე რამეს გამოიძიებდა?
მოგვიანებით ითხოვდნენ, დანაშაულთან დაკავშირებით დამესახელებინა ერთი პირი, რაზეც უარი ვთქვი, რადგან მივხვდი, ვიღაცებს ჩემი გამოყენება სურდათ.

- ქვეყნის დატოვება რატომ გადაწყვიტეთ?
- თავის დროზე, მამასაც სურდა ემიგრაციაში წასვლა, მაგრამ ძმები ვერ დაიყოლია. ტრაგედიის შემდეგ ვინ იცის, კიდევ რა მოხდებოდა და მეც ამერიკაში წავედი. მას შემდეგ დებთან ურთიერთობაც გავწყვიტე.

- ფიქრობთ, რომ სიმართლის თქმის დრო დადგა?
- მთელი ბავშვობა ჩუმად ვავსებდი დღიურს. სწორედ ამ ჩანაწერების მიხედვით არის შექმნილი წიგნი, რომლის გამოცემასაც ვაპირებ. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც ჩემი ოჯახის ამოხოცვაში მონაწილეობდნენ, ზოგი გარდაცვლილია, ზოგიერთი ემიგრაციაშია, ზოგი თითქოს ჩამოშორებულია აქტიურ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ მაინც საკმარისზე მეტი კავშირი აქვთ, რომ დანაშაულისთვის პასუხი არავინ მოსთხოვოს.

არ ვამბობ, რომ ჩემი ძმები ანგელოზები იყვნენ, მაგრამ მეთოდი, როგორითაც ჩემს ოჯახს გაუსწორდნენ, ამაზრზენია.

დღეს 36 წლის ვარ. მკითხავთ, აქამდე რატომ ვდუმდი,  იმიტომ, რომ საშიში იყო ამ ყველაფერზე ვინმესთან საუბარი. მეშინია მათი, ვინც დღეს ცოცხალია  და ჩემი ოჯახის ტრაგედიაში ხელი ურევია! სიმართლე უნდა ითქვას! ვერ გაქრება უკვალოდ ამდენი სისხლის გუბე!  

ვახო ბერიძე
Sofo
29 მარტი 2017 21:10
Mec kargad maxsovs es dge.martalia zmebi namdvilad ar iyvnen angelozebi zalian bevr codvas chadiodnen,magram operacia asetive codvilebma chaatares.tumca dgesac daduan eg adamianebi tbilisis quchebshi da ar tvluan tavs damnashaved.ertimeores anoxocvashi didi nichi gamouchines qartvelebma mag dros da zalian mtkivneuliaaaa
nene
04 ნოემბერი 2016 10:17
ამიტომაც არ არის ჯაბა იოსელიანი - "სახელმწიფო მოღვაწე" დიდუბის პანთეონში გაჭიმული? ისე, ვისაც კი შეხება ქონდა მხედრიონთან, ყველას პასუხი უნდა აგებინონ, ნაძირლები.. ისე გამიგია ზოგმა ანაფორა ჩაიცვა თურმე და მღვდელია (სასაცილოა არა?) ... ზოგიც სად ჯანდაბაშია უფალმა უწყის... თუკი აქ ვერ მიიღეს, რაც ეკუთვნოდათ, უფლის სამართალს სად წაუვლენ ეგ არაადამიანები...
jhj
24 ოქტომბერი 2016 18:50
javiz quchaze vcxovrobdi ramdeni weliwadi, didi babua icnobda toradzeebis mamas, kargi urtiertoba hqonda, mashin yvela ojaxshi ido minimum erti makarovi da mtliani aboima, xalxs 2 laris gulize esrodnen, ramdenjer gamigia taqsisti rom moukliat, fuli rom ar miucia, an piriqit fuli ro ar misces iman mokla.
babuam ilaparaka mashin tavis dzmakactan bavshvi viyavi mashinda yvelaferi mainteresebda, chumat vusmendi (ki mechxubeboda xolme, ufrosebis saubars nu ismeno). bozebi arian egenio qurdebi ki arao. tqva rom eg qurdi (paata) migzavnili iyo rom duxit daegdo da daezadnebina bijebistvis. xo da imatmac qurduli nabiji gadadgeso ukan ro ar gaixedeso, da simartle vajkacurad gaitaneso, yvela taviseburad awveba tavis simartles, zogs bodishi akmayofilebs, zogs blatnoi udari, zogs sisxlio, magaze vin ras ityviso.
mere kide ragaceebi ilaparakes agarc maxsovs zustad, iaragze ilaparakes jaridan atxova vigacam, (vinc atxova magis zvania didi iyo).
amaze uaresi ambebic vici, kaxetidan daadgnen tbilishi kartofilis gamyidvels qurdebi da fuli ro ar misca coli tvalwin moukles mere tavisi bavshvi axalshobili da mere mag kacs tvalebi da ena amoujres, ro aravistan etqva. xo da amit imis tqma minda, rom bevri saqmea iseti romelic dgemde aravin icis, bolos da bolos, menturashi an saministroshi afareben egetebi tavs, rom aravin ar moklas da kudze ar daadgnen, dzveli kai bijebic ki vici, sapatruloshi mushaoben, rom aravin araferi uqnas. yovel dge vigacas klavdnen mizezi ki an fuli iyo an avtoriteti. orive ertad tu eria kide saertod ojaxebit dadiodnen strelkaze, dzmakaci ar iyo mashin vinc shens gamo gaisroda, tu ara mama, babua an dzma, sxva vin dagidgeboda?!
babuachemi ro iyos cocxali martla vkitxavdi aq ra moxda.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები