"დამწვარ დედას შვილი მკერდში ჰყავდა ჩახუტებული"
02-03-2015
"დამწვარ დედას შვილი მკერდში ჰყავდა ჩახუტებული"
25 თებერვალს გარდაბნის მუნიც­იპალიტ­ეტის სოფელ ფოლადაანთკარში მინდიკაურ­ების სახლში გაჩენ­ილმა ხა­ნ­ძარ­მა სამი სიცოცხლე იმს­ხ­­ვ­­ერ­პ­ლა­ - მინდია მინდიკაურისა და მი­სი ცოლ-შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.­

შოთა გოგოჭური, მინდიკაურების მეზო­ბელი: - ოჯახის სამივე წევრი - ცოლ-ქმა­რი და 5 წლის ბავშვი ერთად ამოიბუგა. ამბობენ, ცოლ-ქმარი ხშირად სვამდაო. სხვა შემთხვევაში, გარეთ გამოსვლას მოახერხებ­დნენ. სამი სახანძრო მანქანა მივიდა, მაგრამ სახლი უკვე დამწვარი დახვდათ. ან რა დიდი დრო უნდოდა ფიცრის შენობის დაწვას. მეხანძრეებმა ცოლ-ქმრის გვამები იპოვეს. დედას შვილი
მკერდში ჰყავდა ჩახუტებული­.
ეს ოჯახი დაახლოებით 2 წელია, რაც დუშეთის სოფელ ყვავილიდან გადმოსახლდა ფოლადაანთკარში, ეკომიგრანტები იყვნენ, უაღრესად ხელმოკლე და გაჭირვებული ოჯახი. ქმარი 28 წლის იყო, ცოლი - 35-ის.­­ გამარჯვებაში, ფერმაში მუშაობდნენ. სახლში შეშის ღუმელი ჰქონდათ და შესაძლოა, ეს გახდა ხანძრის მიზეზი...  

ორი თვის წინ,
27 დეკემბრის ღამეს, ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალშიც (სადაც­­ დღეს სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ) ტრაგედია­ დატრიალდა. ხანძარმა 7 წლის გიორგი ტყეშელაშვილის სიც­ოცხლე იმსხვე­რპლა. მეზობელმა ალმოდე­ბული ბინიდან ოჯახის ყველა წევრი გამოი­ყვანა, გიორგის დამწვარი გვამი კი მეხანძრე­ებმა ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ იპოვეს.

როგორც გიორგის ნათლია ლეილა ბექაური ჰყვება: "ხანძარი ღამის სამის ნახევა­რზე გაჩნდა. ბავშვს ბოლო ოთახში ეძინა და დერეფანში ვეღარ გამოაღწია".

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი აქაც შეშის­ ღუმელმა გამოიწვია - ალბათ, ღამით ანთებ­ული დატოვეს. ცეცხლის დანახვაზე მეზობელი შევარდნილა ბინაში, ჯერ თვე-ნახევრის ბავშვი გამოუყვანია, მერე დანარჩენ­ები... ამბობს, - მეგონა, ყველა გამოვიყვანეო. მხოლოდ ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ უნახავთ მეხანძრეებს კუთხეში მიყუჟული დანახშირებული ბავშვი. როგორც ჩანს, გიორგი საწოლიდან ამდგარა, გამოსულა, მაგრამ კარებამდე ვერ მიუღწევია...

ნანა ფიცხელაური
maka
07 მარტი 2015 13:35
რატომ წერთ ასეთ საშინელებებს , ამ საცოდავხალხს კიდევ ამის გაგონება აკლიათ, იქნებ უფრო მეტი პოზიტივი დავწეროთ ხოლმერ არ იქნებოდა ურიგო
alamaria
04 მარტი 2015 15:23
ღმერთო დაიფარე მომავალი ჩვენიასეთI უბედურებებისგან ,ამინ1
ვერა
03 მარტი 2015 11:03
ღმერთო, ყველა ბავშვი დაიფარე! ჩვენ, უფროსებს, მეტი გონიერება და წინდახედულების უნარი მოგვეცი.

რედაქტორის რჩევით