11 წლის უმწეო გოგონა პირუტყვის სადგომში შეიყვანა და...
02-03-2015
11 წლის უმწეო გოგონა პირუტყვის სადგომში შეიყვანა და...
გასულ კვირას ბათუმის სასამართლომ 24 წლის მამაკაცი უმძიმესი ბრალ­დებით გაასამართლა. მას 11 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის 16 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს. შემზარავი ფაქტი 2014 წლის 16 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში მოხდა.

რამაზ შავაძე, აჭარის პროკურატურის უფროსი პროკურორი:
"24 წლის მამაკაცმა მეზობლის 11 წლის უმწეო გოგონა პირუტყვის სადგომში შეიყვანა და მასთან გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა სქესობრივი კავშირი. გოგონა  გონებაჩამორჩენილია, აქვს ეპილეფსია და ფსიქიკური პრობლემები. ბავშვმა მშობლებს ყველაფერი უამბო და მეორე
დღესვე დაიწყო გამოძიება.  დამნაშავეს 16 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბრალდებულის ადვოკატი რამინ გვარიშვილი: "ბრალ­დებულმა პირველი დღიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან. სამწუხაროდ, მისი გულწრფელი აღიარება არც პროკურატურამ და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა. ჩვენ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შევთავაზეთ პროკურატურას, სამწუხაროდ, სასამართლო პროკურატურიდან ოფიციალური პასუხის მიღებასაც არ
დაელოდა, ისე გამოიტანა განაჩენი".

შორენა შარაძე: ქედის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკი: "ამ სახლში 5 მცირეწლოვანი იზრდება. სოციალურად დაუცველები არიან, უკიდურესად უჭირთ და ჩართულები არიან კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პროგრამაში. გოგონა ინკლუზიურ სწავლებაში იყო მანამდეც და ახლაც მასწავლებლები მუშაობენ მასთან".

სამწუხაროდ, ქედაში მომხდარი ფაქტი არ არის ერთადერთი შემთხვევა. მსგავსი დანაშაული მოხდა გასულ კვირას გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში. 12 წლის გოგონა 18 წლის თანასოფლელი ბიჭისგან დაფეხმძიმდა. როგორც სოფელში ამბობენ, მას გოგონა სკოლიდან გაკვეთილების დროსაც გაჰყავდა. გოგონას დედასთან ინტერვიუს ჩაწერა შეძლო გურჯაანის ტელევიზიამ. დედის თქმით, მან შვილი ზაფხულში გაათხოვა:„"ეს ახალგაზრდების სურვილი იყო. მერე ფეხმძიმე გოგო გამოაგდო, უთხრა, მომწყინდი, მე უბრალოდ ქალი მინდოდა და ვერთობოდიო".
როგორც ირკვევა, 18 წლის ბიჭი ოფიციალურად სხვაზე იყო დაქორწინებული. ის გოგონაც 13 წლის ყოფილა, როცა ცოლად შეირთო. მალე დაშორდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ პირველ ცოლს ისევ შეურიგდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე არც საჯარო სკოლიდან და არც პოლიციიდან არანაირი მიმართვა არ მიუღიათ. ისინი საქმეში ბიჭის დაკავების შემდეგ ჩაერთვნენ. სოციალური მუშაკის თქმით, მომავალი დედა ვერ აცნობიერებს მომხდარს და ის მზრუნველობას ისევე საჭიროებს, როგორც მისი ნაყოფი.

ამ საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. "საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გამოიკვეთოს სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისთვის ცნობილი იყო 12 წლის ბავშვის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ქმედების შესახებ".

ცალკე თემაა არასრულწლოვანების ქორწინების საკითხი. რამდენიმე შემთხვევა ქართულ სოფლებში დაფიქსირდა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში კი ამ მხრივ მდგომარეობა ძალიან რთულია. ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მშობლები გოგონებს 13-14 წლის ასაკში ძალით ათხოვებენ.

თეა ხურცილავა
alfa
25 მაისი 2015 01:37
რომ დაკოდონ სახალხოდ არ შეიძლება?
??????????
04 მარტი 2015 17:30
და როგორ ფიქრობთ, ის ,,გარეწარი" რატოა გარეწარი, ძალიან ადამიანურ და საღ გარემოში გაზრდილი????
18 წლის რომ მაგას ჩადის, ციხეში რომ გამოვამწყვდევთ, საღი გამოვა იქიდან?
იციან კი ბავშვებმა კანონის წინაშე რა პასუხისმგებლობა აქვთ?
საინტერესოა, ვინმე დაინტერესდეს და 13-20 წლის ასაკის ახალგაზრდობას რა ცოდნა აქვთ კანონის წინაშე ვალდებულების არასრულწლოვანებთან სექსის თუ სხვა კანონდარღვევისას, საერთოდ კანონდარღვევად რას თვლიან
ვფიქრობ საშინელი სიტუაციაა სამოქალაქო განათლების მხრივ, არ ისწავლება, გამოცდას არ აბარებენ და მერე პირდაპირ ეჯახებიან რეალობას
ana
02 მარტი 2015 19:14
Amistana pirutkvs samudamo patimroba unda miusajon DA moashoron sazogadoebas,arts advokats atskenda chkuis stavleba,erti-ori shemolatsuneba madli iqneboda.

რედაქტორის რჩევით