"მამის მკვლელს სოფელში არ გავაჩერებთ"
02-03-2015
"მამის მკვლელს სოფელში არ გავაჩერებთ"
გასულ კვირას თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, არსენიშვილების სახლში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა - 43 წლის ვასილ არსენიშვილმა მოხუც მამას, 76 წლის ჯიმშერ არსენიშვილს ცემით ამოხადა სული. მაშინ დანაშაული არ უღიარებია. მეტიც,­ მეზობლებთან ირწმუნებოდა, მამაჩემი მთვრალი იყო, კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალაო.

მოგვიანებით ეჭვმიტანილმა დანაშაული აღი­არა.­ ვასილ არს­ე­ნიშვილი რამდენჯერმე ნასამართ­ლევია და ციხიდან ამნისტი­ით გათავისუფლდა.


გოჩა ქააძე, სოფელ იყალთოს რწმუნებული: - ვასილი და მისი ძმა ძალიან პატარები იყვნენ, მათი მშობლები ერთმანეთს რომ დაშო­რდნენ. ბიჭები
დედასთან იზრდებოდნენ. ვასილის ძმა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. რაც წამოი­ზარდა, ვასიკომ მას მერე დაიწყო მამასთან სიარული. მამამისი პენსიასთან ერთად,­ სოციალურ დახმარებას იღებდა. ძალიან მშრომელი კაცი იყო, მეზო­ბლებსაც ეხმარებოდა. წელიწად-ნახევარი იქნება, რაც ვასიკო ციხიდან გამოვიდა და მამას მიწის­ ნაკვეთის გაყიდვას სთხოვდა. ნაკვეთი ვასიკოს ბებიის სახე­ლზე იყო
რეგისტრირებული. ვუთხარი, მამაშენმა, როგორც მემკვიდ­რემ, უნდა დაიკანონოს დედის კუთვნილი ქონება, მერე კი გაჩუქებს თუ გაყიდის, თქვენი საქმეა-მე­თქი. მამამისსაც ველაპარაკე. მითხრა, მიწას არ გავყიდიო.
ამ ტრაგედიის წინადღეს ვასიკოს მოხუცი მამისთ­ვის ფული უთხოვია.  ამის გამო იკამათეს, თუ მიწის­ გაყიდვის გამო, არ ვიცი. ვასიკო სულ სვამდა, ალბათ იმ დღესაც მთვრალი იყო. დანაშაული საღამოს 10 საათზეა მომხდარი. მოხუცი საშინლად ნაცემია... სისხლიანი დანა პოლიციამ ფანჯრის რაფაზე იპოვა, მეორე იქვე, ძირს ეგდო... რომ მოუკლავს, თავის საწოლზე დაუწვენია. დილით მაღაზიაში მისულა და მეზობლისთვის უთქვამს, ერთი ბოთლი არაყი და პური მომე­ციო. თან დაუყოლებია, მამაჩემი მთვრალი იყო, კიბიდან გადმოვა­რდა და გარდაიცვალა, სახე სისხლ­იანი აქვს, მინდა მოვწმინდოო... მოხუცი ნაწამები იყო.

- მკვლელობის შემდეგ ვასილ არსენიშვილი უტიფრად ამბობდა, კიბეზე დაგორდა და თავი დაარტყაო. ის ცივსისხლიანი მკვლელია და საკადრისად უნდა დაისაჯოსო, მამის მკვლელს სოფელში არ გავაჩერებთ, - მი­თხრა არსენიშვილების მეზობელმა­.

ვასილ არსენიშვილს ბრალი 108-ე მუხლით - განზრახ მკვლე­ლობის ბრალდებით წაუყენეს.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით