"ქმარი არ მომიკლავს, მაგრამ სიმართლის­ დამტკიცება ვერ შევძელი"
06-04-2015
"ქმარი არ მომიკლავს, მაგრამ სიმართლის­ დამტკიცება ვერ შევძელი"
21 წლის იყო, როცა ფეხმძიმეს ხელ-ბორკილები დაადეს და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ციხეში გამოკეტეს - ათწლიანი პატიმრობა შეეფარდა. საკანში ხშირად ტიროდა. მძიმე იყო იმასთან შეგუებაც, რომ მისი პატარა ციხეში გაჩნდებოდა. ბავშვის დაბადებამ ტკივილი ოდნავ შეუმსუბუქა.­ ქალთა დაწესებულებაში ცალკეა დედათა და ბავშვთა საცხოვრებელი. ყველა დედას კეთი­ლმოწყობილი ოთახი აქვს, შვილებს თავად უკეთებენ საჭმელს და ზრუნავენ მათზე. დედა-შვილმა იქ ორ წელზე მეტი გაატარა. უფროსი ვაჟი მის მშობლებთან იზრდება. ცოტა ხნის წინ მისი პატარა ციხიდან
გაიყვანეს და ქალი მარტო დარჩა. რესპონდენტის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ:
- პატარა ჩემს დას გადაეცა მზრუნვ­ელობაში. ჩემს შვილს გულის მანკი აქვს და მალე ოპერაციას გაუკეთებენ, მე კი მის გვერდით არ ვიქნები. რაც დამაკავეს, მას მერე უფროსი ბიჭი არ მინახავს. მან იცის, რომ დედა საზღვარგარეთ არის.
გამუდმებით­ შვილებზე ვფიქრობ და ვლოცულობ. აქაურ პატარებს ვეფერები, ასე ვივსებ ჩემი შვილების მონატრებას... 4 წელი და სამი თვე მაქვს დარჩენილი­.


- იქნებ გაიხსენოთ მომხდარი ფაქტი?
- რა აზრი აქვს რაიმეს მოყოლას? ქმარი არ მომიკლავს, მაგრამ სიმართლის­ დამტკიცება ვერ შევძელი.
როცა ის ოთახი­დან გამოვიდა, დანით იყო დაჭრილი... ძალ­იან მიყვარდა და სასიკვდილოდ როგორ გავიმეტებდი.
თბილისში გავიცანი, შემიყვარდა და მალე დავქორწინდით, მერე მის სოფ­ე­ლში გადავედით საცხოვრებლად.
დამიმალა, რომ ადრე ცოლ-შვილი ჰყოლია. მალე დაგვეძაბა ურთიერთობა, 3 კვირის ფეხმძიმეს სასტიკად მცემა.
4 წელი ვიცხოვრე მასთან, ჩემებმა ბევრჯერ წამომიყვანეს, მაგრამ მაინც ვურიგდებოდი. ახლა ვნანობ. ვფიქრობდი, შვილის გაჩენა შეცვლიდა, მაგ­რამ მოვტყუვდი. დალევა უყვარდა, ხშირად­ თავს იზიანებდა. ბევრჯერ თავის მოკვლაც სცადა. იმ დღესაც მთვრალმა ჩხუბი­ უმიზეზოდ ამიტეხა. ხელში დანა ეჭირა. დავუსხლტი და მაშინვე დავრეკე პოლიციაში, დამეხმ­არეთ-მეთქი. ამ დროს დამიძახა. მისკენ რომ შევტრიალდი, დავინახე, სისხლიანი იყო. სასწრაფო”გამოვიძახე, მეც გავყევი საავადმყოფოში, მაგრამ გზაში გარდ­ა­იცვალა. ვერ დავამტკიცე, რომ მისთვის დანა არ დამირტყამს. დანაზე ჩემი ანაბეჭდ­ები არ აღმოჩნდა, მაგრამ მაინც დამადანა­შაულეს. განყოფილებაში გამომძიებელმა მცემა, ბრალი აღიარეო. რაც არ ჩამიდენია, როგორ მეღიარებინა? ვამტკიცებდი, შესაძლოა, მთვრალი წაიქცა და დანაზე დაეცა-მეთქი. პროკურატურა ბრალის აღიარებას მთხოვდა, სანაცვლოდ საპროცესო გარიგებას­ მპირდებოდნენ. 4 წელს მოგისჯიო, მითხრა პროკურორმა, ამაზე უარი რომ ვთქვი, 2 წელზე ჩამოვიდა. დამნაშავე რომ ვყოფილიყავი, ასეთ პატარა სასჯელს ხომ დავთანხმდებოდი და ახლა გარეთ ვიქნ­ებოდი, მაგრამ ვერ ვაღიარებდი იმას, რაც არ ჩამიდენია. პროკურორი ბავშვის მოცილ­ებას მირჩევდა, მაგრამ ეს არ გავაკეთე.
არ მინდა, ჩემს შვილებს ეგონოთ, რომ მამა მოვუკალი. საშინელებაა, როცა უსამართლ­ოდ ისჯები და ციხეში წლებს­ ტყუილად ატარებ.  რომ ჩამედინა დანაშაული, ვიტყოდი, ღირსი ვარ და ამიტომ ვიტანჯები-მეთქი,­ მაგრამ მე ხომ არ მომიკლავს. იმედია, შვილები მაინც დაიჯერებენ, რომ მათი მამა არ მომიკლავს". 

თეა ხურცილავა
lizi
12 თებერვალი 2016 09:35
Ubralod gegmas asrulebdnen...ramdeni udanashaulos codva aqvt im droindel milicias akidebuli.....
nino
21 ივლისი 2015 09:04
ვაიმე რა საჰინელებაააა ასეტ უვიც და ქრტამისტ მოსამარტლესტან , რომ სიმარტლე არ გაგივააა? ცჰკუაზე გადავა ადამიანი აბა არაა, სჰენ გზაზე იაროს მაგის ჯისჰმა და ჯილაგმა.
tamuna
21 ივლისი 2015 00:58
vin iyo sheni mosamartle imis shvils unda mouvides es ar scxvenia namdvil damnashaveebs mixedon martla dasacherebi daichiron am xalxs gmerti arscams da ar cxveniat kaci romelic qals cems is sasikvdiloa shen samarcxvino araperi chagidenia sircxvili mosamartles ro shen mogisaja....

რედაქტორის რჩევით