"ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ მამაჩემის მკვლელს იპოვიან, მერე კი..."
"ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ მამაჩემის მკვლელს იპოვიან,  მერე კი..."
პროკურატურა ბესო ხარძიანის მკვლელის დნმ-ს იკვლევს?!

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმის გამოძიება გრძელ­დება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროკურატურის თანამშრომლები  კილერის დასაკავებლად არა მხოლოდ მკვლელობის ადგილის პერიმეტრზე, არამედ თბილისის სხვადასხვა უბანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს სწავლობენ -მოწმდება ყველა ის მარშრუტი, რომლითაც მკვლელი ტრაგედიის დღეს მოპედით გადაადგილდებოდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, პროკურატურამ მოიპოვა კილერის დნმ და ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებობს მკვლელის ფოტორობოტიც. Aარსებული ცნობით, მას შემდეგ, რაც მოპედი მიატოვა, კილერი თავზე კაპიუშონწამოცმული
გადაადგილდებოდა. თუმცა, რამდენიმე კამერამ შეძლო მისი სახის ნაკვთების დაფიქსირება.


"კვირის პალიტრა" ბესო ხარძიანის შვილს, მიხეილ ხარძიანს დაუკავშირდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ამ ეტაპზე გამოძიების დეტალებზე ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვისაც მიუწვდომელია: "სულ რამდენიმე დღეა, რაც მამა დავკრძალე და ნორმალურად აზროვნებას ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ. ამაც ისიც დაემატა,
რომ ჯანმრთელობის პრობლემებიც შემექმნა...
მიუხედავად ყველაფრისა, ბუნებრივია, მაინტერესებს, რა ეტაპზეა გამოძიება და დაადგა თუ არა პროკურატურა მკვლელის კვალს, მაგრამ გვეუბნებიან, გამოძიების დასრულებას დაელოდეთო.
გამოძიების დეტალებზე ინფორმაციას არ გვაწვდიან. სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ მამაჩემის მკვლელს იპოვიან,  მერე კი, კარგად ვიცი, როგორც მოვიქცევი... დნმ-ის არსებობის შესახებ არაფერი ვიცი... როგორც კი ძალას მოვიკრებ, ყველა დეტალის დადგენას პირადად შევეცდები".

სათვალთვალო კამერებიდან ამ­ო­ღებული მასალისა და დნმ-ს­­­­ საშუალებით ბესო ხარძიანის მკვლელის დადგენის ალბათობას ბიზნესმენის მეგობარი ირაკლი ბათიაშვილი რეალურად მიიჩნევს, თუმცა, იმასაც დასძენს, რომ პროკურატურის მთავარ ამოცანას არა მხოლოდ შემსრულებლის, შემკვეთის დადგენაც წარმოადგენს.

ირაკლი ბათიაშვილი:
"სავსებით რეალურია, რომ გამოძიება დნმ-ის კვალზე გავიდა, თუმცა, ამის შესახებ ოფიციალური განმარტება პროკურატურისგან უნდა მოვისმინოთ. საერთოდ, ახლა უწყების მთავარ ამოცანას არა მხოლოდ შემსრულებლის, არამედ დამკვეთის დადგენა წარმოადგენს, ამისთვის კი აბსოლუტურად ყველა დეტალის ზედმიწევნით შესწავლაა აუცილებელი. 
შესაძლოა, მკვლელის დნმ-ი ჩაფხუტზე დატოვებული თმის ნაწილის საშუალებით დაადგინონ, მით უმეტეს, თუ ის შიშველ თავზე ეხურა... ამ ეტაპზე დაზუსტებით ვიცი, რომ პროკურატურამ ყველა მოწმე დაჰკითხა, მათ შორის, ბესოს მეუღლე და მეზობლები, რომლებმაც ჩაფხუტიანი მკვლელი დაინახეს. ჩემი აზრით, ამ საქმის გახსნა უახლოეს მომავალში შესაძლებელია.

აუცილებელია ყველა სათ­ვალთვალო კამერიდან ამოღებული ჩანაწერების შესწავლა, რომლის მეშვეობითაც გამოძიებას მკვლელის მარშრუტის დადგენაც კი შეუძლია. მეტიც, იმის დაფიქსირებაც შესაძლებელია, მკვლელი რომელი ადგილიდან დაიძრა და სად მიიმალა.
შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე ჩაფხუტი მოიხსნა კიდეც. ფოტორობოტის საშუალებითაც საკმაოდ დიდი ინფორმაციის მიღებაა  შესაძლებელი. როგორც ვიცი, გამოძიება პარალელურად, ოპერატიულ სამუშაოებსაც ატარებს.
სხვადასხვა წყაროსგან ინფორმაციის მიღება გამოძიების წარმატებით დასრულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხია.

პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესშია ბესო ხარძიანის მკვლელობის გამოძიება, რადგან ეს ყველაფერი საზოგადოებაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის განცდას ქმნის.
ვის აწყობს ეს, კონკრეტულ ძალაზე ვერ ვისაუბრებ,  მაგრამ ფაქტია, ვაზაგაშვილისა და შემდეგ ბესოს მკვლელობა ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება, ამიტომ გამოძიებამ ყველა კითხვას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გასცეს პასუხი. განგაშია ასატეხი, რადგან შეიძლება მომავალში პოლიტიკოსის ან კიდევ ერთი ბიზნესმენის მკვლელობის მომსწრენი გავხდეთ. ვაზაგაშვილისა და ხარძიანის მკვლელობა შემთხვევით არ მომხდარა, ეს ყველაფერი გარკვეული ძალის გეგმის ნაწილია".“

შეგახსენებთ, რომ ბესო ხარძიანი 28 მარტს, საკუთარი სახლის წინ მოკლეს.  

რუსუდან შელია
.
08 აპრილი 2015 14:42
გამოძიება გამოიძიებს მკვლელსაც და დამკვეთსაც და უმაგლესი სასჯელით დაისჯებიან
.
08 აპრილი 2015 14:13
უკაცრავად, ვინ იმუქრება ან მუქარას რაში ხედავთ ვერ ვხდები? და ვინ კგბშნიკი არის ჩემი ძმაკაცი? ხომ კარგად ხართ ?
neli
08 აპრილი 2015 01:44
გემუდარებით, ნუ ალაპარაკებთ ამ ბავშვს!
ეშმაკს არ სძინავს და ეს ჩემზე კარგად იცით ჟურნალისტებმა!
აგერ მუქარა წამოცდა და გულშემატკივართა გარდა მტრებიც ხომ წაიკითხავდნენ ამ მუქარას?
არ დაემუქრო არავის, შვილო!
გაფრთხილდი!

გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები