კონტრაბანდის საქმის ქართველი მძევლები
13-04-2015
კონტრაბანდის საქმის ქართველი მძევლები
რა ელოდება ქართველ მეზღვაურებს?!

20 მარტს საბერძნეთის სანაპირო დაცვამ კალამატასთან დააკავა სენტ-ვინსენტისა და გრენადინის დროშით მცურ­ავი გემი M/V Genc-3, რო­მელსაც მონტენეგ­რ­ოდან ლიბიაში კონტ­რაბანდული თამბაქო (11 ათასი ყუთი) გა­და­ჰქონდა. გემი თურქ­ულ კომპანიას ეკუთვნის, კაპიტანიც თურქია. დაკავებული ეკიპაჟის რვაწევრიან შემ­ადგენლობაში ორი ახალგაზრდა ქართველი მეზღვაურიც (ლევან ჯინჭარაძე და გიორგი კვირკველია) აღმოჩნდა - ისინი ყველ­აზე დაბალ პოზიციაზე მუშაობენ. მათ კალამატას ციხეში უკვე შეუფარდეს წინასწარი პატ­იმრობა, თუმცა, ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ყუთები დალუქული
იყო და მასში არსებული ტვირთის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. რა ელოდებათ ქართველ მეზღვაურებს და როგ­ორ აღმო­ჩ­ნდა კონტრაბანდული საქონელი თურქული­ კომპანიის კუთვნილ გემზე? - "კვირის პალიტრა" ამ დეტალებით დაინტერესდა.  

დათო ჯინჭარაძე, დაკავებული მეზღვაურის, ლევან ჯინჭარაძის ძმა: "ჩემი ძმა მეხუთე თვეა, რაც ამ გემზე იმყოფება. 24
წლის არის და ეს მისი რიგით მესამე წასვ­ლა იყო შორეულ ნაოსნობაში. თუ კონტრაბანდული ტვირთის მფლობელი არ გამო­ჩ­ნდა, დაკავებული ეკიპაჟის არც ერთ წევრს არ გამოუშვებენ. ბიჭებს სხვა საპატიმროში გადაყვანა ელოდებათ, სასამართლო პროც­ესი კი, სავარაუდოდ, ექვსი თვის შემ­დეგ გაიმართება. ჩვენი მეზღვაურების გათავისუფლების საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულოც ჩართული არიან, მაგრამ არავითარ მცდელობას აზრი არა აქვს, თუკი თურქული მხარე პასუხისმგებლობას არ აიღებს. ფაქტობრივად, ეს ბიჭები მძევ­ლები არიან. საკანში ძალიან ცუდი პირობ­ებია. განსაკუთრებით ჰიგიენური პრობლემ­ები აწუხებთ. ლევანი ტელეფონით მას შემ­დეგ დაგვიკავშირდა, რაც ის ჩვენმა კონს­ულმა მოინახულა. ჩემი ძმა გემზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ დალუქულ ყუთში კონტ­რაბანდული საქონელი იყო? თუმცა, ბერძნ­ებს ეს არ აინტერესებთ... მთელი ბერძნული პრესა ამ ამბით არის აჭრელებული, რადგან კონტრაბანდული საქონელი ძალიან დიდი ღირებულებისაა. ბერძნებს გემის მზარეულ­იც კი დატყვევებული ჰყავთ".

ირაკლი კვირკველია, დაკავებული მეზღვაურის, გიორგი კვირკველიას მამა: - გიორგი შიმშილით არ კვდება, მაგრამ საკ­ანში მაინც მძიმე პირობებში უწევს ყოფნა. მაგალითად, ტუალეტის ჩასარეცხად წყალი არა აქვთ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ... ჩემი შვილი უდანაშაულოა, ის სიტუაციის მძევალია. თურქი გემთმფლობელი აცხადებს­, რომ ის გემის და არა ტვირთის მფლობელია. გემი კალამატასთან შემთხვევით მოხვდა. ის მონტენეგროდან ლიბიისკენ მიემართებოდა, მაგრამ უამინდობის გამო იძულებ­ული გახდა, ღუზა კალამატასთან ჩაეშვა. სწორედ მაშინ დააკავა საბერძნეთის სანაპ­ირო დაცვამ ეკიპაჟი.

- თქვენი აზრით, ვის ეკისრება ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა?
- ტვირთის მფლობელსა და კაპიტანს. თუმცა, ისიც დასაზუსტებელია, კაპიტანი წინასწარი განზრახვით გაეხვია ამ შარში, თუ ტვირთის შესახებ საბუთების შევსებისას­ შეცდომა დაუშვა. ნებისმიერ შემთხვევაში­ ქართველი მეზღვაურები უდანაშაულონი არიან. არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჩემი შვილი სასამართლო პროცესამდე საბერძნე­თში დარჩეს. მთავარია, დაკავებულ გემზე გადა­იყვანონ, სუფთა ჰაერზე მაინც იქნება. ამ შემთხვევაში თურქულ კომპანიას დაევალება მათი ყოველთვიური ხელფასით უზრუნველყოფაც და საჭმელ-სასმლით მომარაგებაც. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ მან თავისი ვალდებულება არ შეასრულოს და ამისთვისაც სამართლებრივი ბრძ­ოლა მოგვიხდეს.
თურქული კომპანიების გემებზე მუშაობა­ დაბალ­ანაზღაურებადია. გემი ამერიკული კომ­პანიის საკუთრება რომ ყოფილიყო, ბერ­ძნები ეკიპაჟის მთლიან შემადგენლობას­ ვერ დააკავებდნენ. ახლა საქმე ისე შეკერეს, თითქოს ჯგუფურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი... გიორგი ოთხი თვეა, რაც ამ გემზეა.

ივანე აბაშიძე, საზღვაო სააგენტოს იურიდიული და საერთაშორისო ურთიერ­თობის დეპარტამენტის უფროსი:
"ცხადია,­ ჩვენს მეზღვაურებს ვერ ეცოდინებოდათ, დალუქული ყუთები კონტრაბანდული საქო­ნლით თუ იყო დატვირთული. ისინი ყველ­ა­ზე დაბალი რანგის მეზღვაურები იყვნენ ეკიპაჟში. პრობლემა ის არის, რომ კონტ­რ­აბანდული საქონლის ღირებულება დაახ­ლ­ოებით 150 ათას ევროს შეადგენს, რაც საბერძნეთის კანონმდებლობით მძიმე და­ნაშა­ულად ითვლება. მსგავს სიტუაციაში­ საბერძნეთში არათუ ტვირთის გადა­ტანაზე პასუხისმგებელი პირების, არამედ მთლიანი­ ეკიპაჟის გასამართლების პრაქ­ტიკაა დანე­რგილი. რასაკვირველია, ტვირთზე პასუ­ხისმგებლობა კაპიტანსაც ეკისრება. ის არა მხოლოდ გემის გადაყვანის უსაფრთხოებაზე, არამედ ტვირთის შესახებ ინფო­რმაციაზეც პასუხისმგებელია. ნებისმიერ ტვირთს თან უნდა ახლდეს ქვითარი და დოკუმენტაცია, სადაც მისი სრული აღწერილობა უნდა იყოს მოცემული. როგორც შევიტყვეთ, დალუქული ყუთები ეგვიპტური წარმოების თამბაქოთი იყო დატვირთუ­ლი, რომელიც კონტეინერში­ ყალბი შეფუთვით აღმოჩნდა. შესაბამისად, ტვირთის შესახებ აღწერილობაც ყალბია. ქართული მხარე ჩართულია ქართველი მეზღვაურების გათა­ვ­ისუფლების საქმეში, თუმცა, ჩვენი შესაძლებლობები მწირია... ახლახან სასი­ამოვნო ინფ­ორმაცია მივიღეთ. თურქი­ გემთმფლობელი­ ჩავიდა კალამატაში და მზადაა, შეკითხვებს პასუხი გასცეს. მისი განმარტებით, პასუხისმგებლობა ტვირთის გამგზავნს უნდა დაეკისროს. რაც მთავარია, შანსი გაჩნდა, რომ გავასაჩივროთ ბერძენი პროკურორის გადაწყვეტილება ჩვენი ბიჭებ­ისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებ­აზე. შესაძლოა, მივაღწიოთ მათ გათავის­უფლებას გირაოს სანაცვლოდ. სავარაუდ­ოდ, 5 თვის განმავლობაში, ვიდრე სასამართლო გაიმართება, მათ არ მოუწევთ საკანში ყოფნა, რაც დიდი შეღავათია".
meri
15 აპრილი 2015 18:51
კურიოზია, პირდაპირ!
ტვირთს პატრონი არ ჰყავდა?!
ვისი ტვირთიც იყო, ისაა პასუხისმგებელი და არა გემის პერსონალი, რად უნდა ამას ინტეგრალი და დეტერმინანტი?
საბერძნეთის კანონდამცველობა ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე.
როგორც გაუხარდებათ, ისე ჭრიან და კერავენ.
ეგრე სადაა?!

რედაქტორის რჩევით