"როცა მივედი, მითხრა, მიშველე, ცუდად ვარო" - დაჩი დარჩიას მკვლელს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
"როცა მივედი, მითხრა, მიშველე, ცუდად ვარო" - დაჩი დარჩიას მკვლელს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
"დაჩი, ფაქტობრივად, მე ჩამაკვდა ხელში. გამთენიისას, დაახლოებით 4-ის წუთებზე გავიდა სამსახურიდან და სომხურ ეკლესიასთან ორჯერ დაარტყეს დანა. დაჭრილმა მოახერხა და დახმარების სათხოვნელად ბარისკენ გამოიქცა, მკვლელი უკან მოსდევდა და ის დაცვის პოლიციამ დააკავა."

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიჯეი დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ გრძელიშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. სასამართლო სხდომა ხმაურით წარიმართა, ბრალდებულის ახლობლებმა განაჩენით გამოწვეული უკმაყოფილება სასამართლო სხდომაზე ვერ დამალეს.
1994 წელს დაბადებულ მიხეილ გრძელიშვილს სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა.
"საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა მ. გრძელიშვილმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში - გამოიყენა დუმილის უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითად განხილვისას საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში სრულად ცნო დამნაშავედ. ვინაიდან მიხეილ გრძელიშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ
იმყოფებოდა, სასამართლომ მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა."
- აცხადებენ სასამართლოში. მათივე ინფორმაციით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 9 სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლო პროცესზე ბრალდების 20 და დაცვის 2 მოწმე დაიკითხა.

როგორც სასამართლოში განმარტავენ, სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
სასამართლო სხდომის შემდედ გამოცხადებულ განაჩენთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც:
"სასამართლომ მიხეილ გრძელიშვილ სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 30 აგვისტოს, ქ.თბილისში, ავლაბრის მიმდებარე ტერიოტორიაზე მდებარე "ერევნის სკვერში" მიხეილ გრძელიშვილს შელაპარაკება მოუვიდა დაჩი დარჩიასთან, რა დროსაც გრძელიშვილმა იგი წელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი დაჩი დარჩია სკვერიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით გაიქცა, თუმცა მას გრძელიშვილი გაეკიდა და წელის არეში ჭრილობა კვლავ მიაყენა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და დაჩი დარჩია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, იმავე დღეს გარდაიცვალა. მიხეილ გრძელიშვილი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს."
ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" ვრცელ მასალას ამზადებს, მანამდე კი კი გთავაზობთ ამონარიდებს საარქივო მასალიდან:

დაჩი იმ საღამოს ბარ-რესტორან "სქაი-ბარში" მუშაობდა.

დათო კვირტია, ბარ-რესტორანის დირექტორი:

- დაჩი, ფაქტობრივად, მე ჩამაკვდა ხელში. გამთენიისას, დაახლოებით 4-ის წუთებზე გავიდა სამსახურიდან და სომხურ ეკლესიასთან ორჯერ დაარტყეს დანა. დაჭრილმა მოახერხა და დახმარების სათხოვნელად ბარისკენ გამოიქცა, მკვლელი უკან მოსდევდა და ის დაცვის პოლიციამ დააკავა.

- შესაძლებელი იყო მისი გადარჩენა?

- დაჩის ზურგიდან მთავარ არტერიაში ჰქონდა დანა დარტყმული და სისხლისგან იცლებოდა. როცა მივედი, მითხრა, დათო, მიშველე, ცუდად ვარო. მე და ჩვენი მენეჯერი გავყევით მანქანით და თვითონ შევიყვანე საავადმყოფოში. მეგონა, წინა მხრიდან ჰქონდა მიყენებული ჭრილობა, მაგრამ თურმე თავდამსხმელს დანა ზურგიდან დაურტყამს და მკერდის არეში ჰქონდა გამოსული. სადღაც 10 წუთში დაჩის გულიც გაუჩერდა.

- თუ იცით, რატომ გაიმეტა 20 წლის ბიჭმა ეს ადამიანი?

- მიზეზი არ ვიცით, მაგრამ როგორც გავიგეთ, მკვლელს 2 ფირფიტა ფსიქოტროპული აბები ჰქონია მიღებული, ძალიან აგრესიული იყო. სამჯერ ნასამართლევი ყოფილა. დანა დაარტყა და გაქცეულს კარგა ხანს სდია, რომ მოეკლა.
დაჩი 8 წელი ჩვენთან მუშაობდა, კეთილშობილი, უკონფლიქტო ახალგაზრდა ყველას უყვარდა.

ნანა მელქაძე, დაჩის ბავშვობის მეგობარი: "დაჩი ძალზე წესიერი და მშვიდი ადამიანი იყო. ვინმეს ცუდი რომც ეკადრებინა, ისეთ ზრდილობიან პასუხს გასცემდა, მტერს მოყვრად აქცევდა. გამორიცხულია, მას მტრები ჰყოლოდა".



mari
23 აპრილი 2015 10:28
15 წელი კი არა,დღის შუქს არ ვაღირსებდი,ეგ რატო უნდა სუნთქავდეს და ჩემი დაჩი არა?
giorgi
22 აპრილი 2015 14:44
სამჯერ ნასამართლევი რო უდანაშაულო ადამიანს მოკლავს იმას 15 წელი უნდა მიუსაჯო? გაგიჟდები რა კაცი...
elguja
22 აპრილი 2015 12:52
ვიღაც ნაძირალა გამოვა ტელევიზიით და მკვლელს გაამართლებს! ,,ღირსი იყო ალბათ""-ო იტყვის! მაგრამ როგორ გაამართლებს, თუ მას ჩათვლიან სიკვდილის ღირსად და სიცოცხლეს გამოასალმებენ ქუჩაში, ამაზედაც გამოთქვას თავისი მოსაზრება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?