"იმედი გვქონდა, რომ ქართველები არ გაგვიმეტებდნენ" - ლაფანყურის სპეცოპერაციის სკანდალური დეტალები - კვირის პალიტრა

"იმედი გვქონდა, რომ ქართველები არ გაგვიმეტებდნენ" - ლაფანყურის სპეცოპერაციის სკანდალური დეტალები

"თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო და გეგმის მიხედვით მიდიოდა, ჩვენც დავიძარით. კიდევ ერთხელ გაგვაფრთხილეს, რომ თქვენს შესახებ ყველამ იცისო, თუმცა ამის დაჯერება გვიჭირდა, რადგან ოპერაცია მაღალ დონზე იყო მომზადებული და დაგეგმილი, ის 100. 000 დოლარი დაჯდა..."

"გამოგველია იარაღის მარაგიც, ბოლოს ზუბიერი მაინც გავარდა წინ სროლით ალაჰ აკბარის ძახილით. აფეთქების ხმა რომ გაისმა, ყველაფერს მივხვდი – ბიჭმა თავი აიფეთქა..."

რამდენიმე დღის წინ, "კვირის პალიტრის" საიტი წერდა, რომ გავრცელდა ჩეჩენი მებრძოლის "მანსურის" ვიდეოჩანაწერი, საიდანაც ირკვევეოდა, რომ " მანსური" ლოპოტას ხეობაში 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ ერთი გადარჩენილი მოწმე იყო. ვწერდით იმასაც, რომ ინტერვიუ ჩეჩნურ ენაზე იყო ჩაწერილი და თითქმის ორი საათს გრძელდებოდა. ასევე გამოვაქვეყნეთ ვიდეოჩვენების რამდენიმე საინტერესო დეტალი და დაგპირდით, რომ გამოვაქვეყნებდით ჩანაწერის უფრო სრულ თარგმანსაც. გთავაზობთ მანსურ შუდინოვის მონაყოლს ვრცლად. ის პროცესებს ზედმიწევნით ზუსტად იხსენებს. სტატია საკმაოდ ვრცელი გამოვიდა, ამიტომ ჯერ მის პირველ ნაწილს ვაქვეყნებთ.

მანსურ შუდინოვი:

- არის ბევრი რამ, რაც ხელისუფლებამაც არ იცოდა, მთელი რიგი მიზეზების გამო რიგ სახლებს ვერ დავასახელებ, თუმცა რაც ლაფანყურში მოხდა, ამას თავიდან ბოლომდე მოვყვები

მარხვის თვე იყო (აგვისტო), თბილისში ჩამოგვიყვანეს იმ პირობით, რომ ჩეჩნეთში გადაგვიყვანდნენ. ისე მოხდა, რომ ორი კვირა ერთ ბინაში ვიყავით გამოკეტილები, გარეთ არ გავდიოდით... ბინა ნესტიანი იყო, ამიტომ რამდენიმე კაცი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დავუძახეთ საქართველოში "კავკასიის ემირატის" წარმომადგენელს ახმად ჩატაევს და ვინმე საიდს, ავუხსენით, რომ სინესტის გამო ბიჭები ავად გახდნენ... ჩატაევმა გვითხრა, - თქვენი ჯგუფიდან ერთ-ერთმა რუსეთის ეფ-ეს-ბეს აცნობა, რომ საქართელოდან დაღესტანის საზღვარზე გადასვლას 15 ტერორისტი(?!) აპირებს, რუსეთის ეფ-ეს-ბემ კი საქართველოს ხელისუფლებას გადმოაუგზავნა ეს მესიჯიო, ამათ კიდევ მე და საიდი დაგიბარეს და გვაჩვენეს, ვინ არის გამყიდველიო... - ჩატაევისგან ამის გაგება ჩვენთვის შოკი იყო, ჩვენ დავთმეთ ქვეყანები, სადაც ვცხოვრობდით, დავთმეთ ოჯახები, ყველაფერი მივატოვეთ ჩეჩნეთში გადასასვლელად... ისეთი შეკრული და შემართული ჯგუფი ვიყავით, მოღალატე ჩვენს შორის გამორიცხული იყო. რამდენიმე დღეში ჩატაევი და ის საიდი ისევ გამოჩნდნენ, ჩვენ მათ მკაცრად მოვთხოვეთ შეესრულებინათ პირობა და ჩეჩენთში გადავეყვანეთ. - სადაც თქვენ უნდა გაიაროთ იმ ადგილებში საქართველომ და რუსებმა უკვე ჯარები ჩააყენეს, ამიტომ ხართ ორი კვირა აქო – მოგვიგო ჩატაევმა... რამდენიმე დღეში პანკისში წავედით... იქაც სახლში ჩაკეტილები ვცხოვრობდით. 26 აგვისტო რომ თენდებოდა, მოვილაპარაკეთ, ავიღეთ ჩვენი იარაღი, ჩაგვსხეს მანქანებში და წაგვიყვანეს ლოპოტაში, მზე კარგად იყო ამოსული, როდესაც "იმარატის" წარმომადგენელმა გამოგვიცხადა, რომ ჩვენი მეგზური ფეიზულა (ის ეხლა სირიაში ომობს- ავტ) იქნებოდა, რომელიც წაგვიყვანდა საქართველოდან მახაჩკალამდე. ხოლო მახაჩკალაში დაგვხვდებოდა ერთი ლეკი და ის უზრუნველყოფდა ჩვენს გადასვლას ჩეჩნეთში. თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო და გეგმის მიხედვით მიდიოდა, ჩვენც დავიძარით. კიდევ ერთხელ გაგვაფრთხილეს, რომ თქვენს შესახებ ყველამ იცისო, თუმცა ამის დაჯერება გვიჭირდა, რადგან ოპერაცია მაღალ დონზე იყო მომზადებული და დაგეგმილი, ის 100. 000 დოლარი დაჯდა... ვფიქრობდით, რომ უბრალოდ ჩვენი შეშინება უნდოდათ. ლოპოტაში გზად თხრილს გადავაწყდით, იქ მივხვდით რომ არც ფეიზულამ იცოდა რა გზით მივდიოდით. მანმადე, რადგან "იმარატის" სახელით მეგზურად გაგვაყოლეს, არც კი გვიფიქრია, რომ გზა არ ეცოდინებოდა... 3-4 საათის შემდეგ გზაზე ორი კაცი შეგხვდა - ქართველები. ერთმა თქვა მწყემსი ვარო, მეორე კი მასთან არყის დასალევად მიდიოდა.

ჯგუფში გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვეშვა, რადგან ინფორმაციას გაიტანდნენ და პანიკა ატყდებოდა. თან წავიყვანდით, ვფქრობდით, რომ გზასაც მიგვასწავლიდნენ და მერე საზღვრიდან უვნებლად გამოვუშვებდით, ასეც ვუთხარით მათ… დავპირდით, რომ საჭმელს-სასმელსაც გავუყოფდით. გზაში ძალიან რთულ ბილიკებს მივუყვებოდით, არადა, გეგმის თანახმად იქ სამანქანო გზა უნდა ყოფილიყო და თანაც ხალხი არ უნდა შეგვხვედროდა. მოგვიანებით, კიდევ სამ კაცს გადავეყარეთ, თოფებით იყვნენ, სავარაუდოდ, მონადირეები, თოფები ჩამოვართვით და იგივე პირობებით ისინიც ჩვენთან დავიტოვეთ. ეს ჯგუფი უკვე 5 კაცამდე გაიზარდა, საგზალი მომარაგებული გვქონდა, ამიტომ საჭმელს ყველას ვუყოფდით.

– ამ გზაზე რატომ მიდიხართ, ეს გზა ხომ პირდაპირ მესაზღვრეებთან მიგიყვანთ, თქვენ ამ გზით არ უნდა მიდიოდეთო! - მითხრა მოულოდნელად მწყემსთან ერთად მყოფმა კაცმა. - არ დავუჯერე, ვიფიქრე მთვარალია, შეიძლება შეშინებულია და მატყუებს მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ოპერაცია დეტალურად იყო გაწერილი... ძაღლების ხმა გავიგეთ, ატყდა აურზაური, ჩვენ უკან დავიხიეთ, გორაზე ავედით და იქიდან რომ გადავიხედეთ (სავარაუდოდ, დურბინდით -ავტ) უამრავი ხალხი დავინახეთ, მაშინ ფეიზულას ვკითხე, - წინამძღოლი შენ ხარ , რა ხდება რატომ მივდივართ ამ გზით-მეთქი. – არაფერიაო... – მიკიბ-მოკიბა ფეიზულამ... ის ღამე წყლის პირას გავატარეთ, ორ დღე და ღამე დავდიოდით საქართველოს ტერიტორიაზე და გასავლელი გზის ნახევარიც ვერ გავიარეთ, არადა, გეგმის მიხედვით, მესამე დღეს უკვე მახაჩაკალაში უნდა ვიყოფილიყავით. ფეიზულა ჭრელ ფერებში გვიხატავდა ყველაფერს, ჩვენ ცუდზე არ ვფიქრობდით და დავდიოდით ასე ტყეებში. მოულოდნელად სამანქანო გზაზე გავედით, ეს რა გზაა-მეთქი? - ვკითხე ფეიზულას - ეს ხეობის გზაა, აქ მარმარილოს კარიერია და დიდი მანქანები კარიერიდან მარმარილოს ეზიდებიანო.

ჯგუფი გადაღლილი იყო, ბარგიც ბევრი გვქონდა, ამიტომ ვუთხარი ფული გადავუხადოთ და მანქანა გამოვიძახოთ-მეთქი, დღეს ვერ შევძლებთო, მითხრა- საქართველოში დღესასწაულია მარიამობა და ყველა სვავს და ვერ გამოვიძახებთო. ისევ ფეხით დავადექით გზას, საათი და ოცი წუთი იქნებოდა გასული რომ მანქანის ხმა შემოგვესმა, ყველა გავშეშედით, ავედით მაღალ ადგილას და დავინახეთ დიდი მანქანა მოდიოდა, ქუდების მიხედვით 11 კაცი დავთვალეთ, გადავწყვიტეთ გზაზე გადავდგომოდით სრული შეიარაღებით და სიტუაცია აგვეხსნა, თუ წინააღმდეგობას არ გაგვიწევდნენ, ტყვიას არ ვისროდით, მართლაც ასე მოვიქეცით. მანქანა გაჩერდა სამხედროები გადმოვიდნენ, გვითხრეს, - რადენიმე დღეა თქვენზე ინფორმაცია მივიღეთ და ბრძანება გვაქვს გითვალთვალოთო... - ვისგან ჰქონდათ ბრძანება, არ უთქვამთ. ისიც გვითხრეს, - რუსებმა უკვე იციან თქვენს შესახებო. ავუხსენით სიტუაცია, ვუთხარით, რომ გვყავდა 5 კაცი, რომლებიც გზაზე ვიპოვეთ. შემდეგ ამათ მოველაპარაკეთ, ვუთხარით, რომ ჩვენ გვქონდა "ჯიჰადი" გამოცხადებული რუსეთთან და მის აღსასრულებლად მივდიოდით, დაგვთნხმდნენ, რომ საზღვრამდე მიგვაცილებდნენ და მათ მერე მესაზღვრეები ჩაანაცვლებდნენ... ის 5 ქართველი გავუშვით, თან ბოდიშიც მოვუხადეთ, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩავაგდეთ და 200 დოლარიც ვაჩუქეთ. ჩავსხედით მანქანაში და წავედით საზღვრისკენ. გზაში ფეიზულას ველაპარაკებოდი, - სად არის, აბა, პოსტები - მეთქი, პოსტები აღებულია, ჩვენ რომ თავისუფლად გაგვატარონო, - მპასუხებოდა ისიც მშვიდად. მანქანაში იჯდა იმ სამხედროების მეთაურიც რომელიც ხშირად რეკავდა ტელეფონზე და მხოლოდ ორ სიტყვას ამბობდა ყველაფერი კარგადააო ( ფეიზულა თარგმნიდა ხოლმე). შემდეგ ის 10 სამხედრო გავუშვით და მათი მეთაური დავიტოვეთ და დავეშვით ქვემოთ. წყლის პირას გავჩერდით, საჭმელი უნდა გვეჭამა, ამ დროს შევამჩნიე, რომ მოდიოდა ერთი კაცი ჯინსის შარვალი ეცვა, ხელში პისტოლეტი და ავტომატი ეჭირა, როგროც შევამჩნიე, მოსულს ყველა იცნობდა ფეიზულასაც გადაეხვია და მოიკითხა, მოსულმა გვითხრა, -" თქვენ ძალიან ცუდად მოიქეცით, რომ წამოხვედით, თქვენ ეს გეგმა ჩაშალეთ, ჩვენ არჩევნების შემდეგ გპირდებოდით გადაყვანასო". ჩვენი ძმები აფორიაქდნენ, - იარაღს არ დავყრით, ასეთი პირობა არ იყოო. სიტუაცია დაიძაბა. ჯგუფში ისეთების იყვნენ, ვისაც ადრე ჰქონიათ საქართველოს მთავრობასთან საქმე, - ჩვენ ბევრჯერ მოგვატყუეს და გვიღალატესო და ამიტომ არ ვენდობითო! - ამბობდნენ ჯიუტად. ფეიზულას ვკითხე, - სტუმარი ვინ არის მეთქი? - სანდრო ამირიაძე (ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენელი – ავტ.) - სამმართველოს უფროსია პანკისის მიმართულებითო. მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან გვეხვეწებოდა იარაღი დაყარეთო, ამ ლაპარაკში დავინახეთ რომ შვეულმფენმა გადაგვიფრინა, მერე რაღაც თვიმფრინავმა, ამირიძეს ვუთხარით, - მშვიდად მივდივართ, ტყვია არ გაგვისვრია, რად გინდათ, 15 კაცის გულისთვის ავიაციის ჩართვაო?! - ჩემს ხელში არაფერია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშია ყველაფერი, ამერიკიდან ბრძნებაა - არ უნდა გაგიშვათო. მივხვდით, რომ ხაფანგში ვიყავით, ამირიძემ გვითხრა ჩატაევი გამოიძახეს მოლაპარაკებაზე და დაელოდეთო, ჩვენ წასვლა გვქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ჯგუფის უხუცესმა წვერმა ვახამ (დოკვახა დოშუევი) თქვა, მოდით დაველოდეოთ ჩატაევსო, მის ავტორიტეტს პატივი ვცეთ, იქნებ, გამოსავალი მოიძებნოსო... მალე ისიც გამოჩნდა, თან ახლდა ვინმე ზურა (მაისურაძე), ზელიმხანი და ამირიძეც იქ იყო.

ჩატაევმაც იგივე გვითხრა, - თქვენ ჩაშალეთ ოპერაციაო. 16 000 სამხედრო მოსამსახურე არის მობილიზირებული და არსად გაგიშვებენ, ეს ავღანეთსა და ცხინვალში მიღებული გამოცდილებით, კარგად გავრთნილი ჯარია და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვსო. ჯგუფი დავთანხმდით, რომ იარაღს დავყრიდით, ოღონდ მათი ერთი წარმომადგენელი ჩვენთან უნდა ყოფილიყო მანქანაში, გარანტიისთვის, მაგრამ ამაზე უარი გვითხრეს... მივხვდით, რომ ღალატს ჰქონდა ადგილი, ამათ ხელში ჩავარდნას და ციხეში მოხვედრას, ისევ სიკვდილი გვერჩივნა... ვიფიქრეთ, საზღვარზე რუსები გველოდებიან და ბარემ იქ შევაკლავთ თავსო და წასვლა გადავწყვიტეთ. ყველას დიდი იმედი გვქონდა, რომ ქართველები არ გაგვიმეტებდნენ კარგი მეზობლები ვიყავით, ჩვენ რამდენჯერ დავხმარებივართ, ისინიც სულ გვეხმარებოდნენ, ახმად ჩატაევი მოსულებს არ გაჰყვა, - მეც თქვენთან ერთად დავრჩებიო, მერე გვკითხა - იარაღი თუ გაქვთო და პისტოლეტი მივეცით. ის იყო უნდა დავძრულიყავით, რომ ვახამ თქვა, - ბიჭებო, საქართველოს ხელისუფლებას ცუდ სიტუაციაში ნუ ჩავაგდებთო და იქნებ, მოველაპარაკოთო, რომ იარაღი მხოლოდ პანკისში დაბრუნებისას ჩამოგვართვანო (მოჯახედისთვის იარაღის დაყრა სიკვდილის ტოლფასია), ჩატაევს უთხრა წადი მოელაპარაკეო, ახმედმა არ მეიმედება, რომ ამაზე წამოვიდნენო, თუმცა მაინც წავიდა... კარგად მახსოვს ღამის 10 საათი იყო უკვე

შუაღამე იყო, იარაღის სროლის ხმა რომ გავიგონეთ, ჩვენი ჯგუფი გაყოფილი იყო, თუმცა არავის ცუდი არ გვიფიქრია (არ გვეგონა თუ გევსროდნენ) ძალიან დაღლილები ვიყავით და ჩაგვეძინა, მახსოვს, ღამის 2 საათი იყო ვახამ გაგვაღვიძა, ადექით, სერიოზული რამ ხდება პოზიციები დავიკავოთო, ამ დროს დავინახეთ, რომ მაცხენა და მარჯვენა მხრიდან მოდოდნენ ვიღაცეები სროლით, ღამე იყო და გარჩევა ჭირდა, სროლა გამთენიისას შეწყდა, ამ დროს საათზე დავიხედე, ზუსტად 5 საათი იყო. ისევ ბნელოდა ვინ - ცოცხალი იყო, ვინ – დაჭრილი, არავინ ვიცოდით. ვახამ მითხრა, დაჭრილი ვარო, ბაჰაუდინი ვარ და მეც დაჭრილი ვარო! - დაიძახა ვიღაცამ (ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი- ავტ), ცოცხალი არის ვინმე-მეთქი? – ვყვიროდი, მაგრამ ხმას მეტი არავინ მცემდა, ვერ გადმოვცემ იმას, არას ვგრძნობდი იმ წუთებში, როცა გათენდა, დავინახე ინგუში აბდულა მოდოდა ჯგუფის ორ წევრთან ერთად, სულ - ნი ვიყავით აქედან ორი დაჭრილი გვყავდა.

დილის 9 საათს 5 წუთი აკლდა, როცა სროლა კვლავ განახლდა, ვახა ისევ დაჭრეს. ავსტრიიდან ბიჭი იყო ზუბიერი (სპორტსმენი, სპეცოპერაციის შემდეგ მისი დედა საქართველოში ჩამოვიდა. – ავტ.), რომელიც გაჰყვიროდა - ამ ღორებს როგორ უნდა ჩავბარდეთ, ამ მოღალატეებმა ეს რა გაგვიკეთესო?! ხელყუმბარა აიღო, - შევვარდები და მათთან ერთად თავს ავიფეთქებო... ვახა აკავებდა, - ასე არ მოიქცეო, ბრძოლა მთელი დღე გრძელდებოდა, გამოგველია იარაღის მარაგიც, ბოლოს ზუბიერი მაინც გავარდა წინ სროლით ალაჰ აკბარის ძახილით. აფეთქების ხმა რომ გაისმა, ყველაფერს მივხვდი – ბიჭმა თავი აიფეთქა...

გაგრძელება იხილეთ

მოამზადა ნინო ბურჭულაძემ

ვიდეოჩვენების თარგმანში დაგვეხმარა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში მცხოვრები ჩეჩენი, რომელსაც მადლობას ვუხდით.