"ჩემს ბიზნესში უხეშად ერეოდნენ ზვიად ჯანყარაშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია"
04-05-2015
"ჩემს ბიზნესში უხეშად ერეოდნენ ზვიად ჯანყარაშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია"
"ჩვენს კომპანიას ხელისუფლების ზედა რგოლი ბლოკავს, იქ განსაზღვრავენ, ვინ იმუშაოს და ვინ - არა"

შპს "ემ-ენ ჯორჯიას" მფლობელი ვახტანგ­ გოძიაშვილი ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ ყოფილი თუ ამჟამინდელი მთავრობის მაღალჩინოსნები მუშაობის საშუალებას­ არ აძლევენ.

ვახტანგ გოძიაშვილი, ბიზნესმენი:­ - ჩვენს ბიზნესორგანიზაციას ამერიკული კომპანია­ "ჯორჯიან-ამერიქან ელოიზის" შვილობილი­ ქართ­ული კომპანია შპს "ჯორჯიან მანგან­ე­ზ­ისთვის" მომსახურება უნდა გაეწია. ექსკ­ლუზიური ხელშეკრულება გავაფორმეთ­ და მანგანუმის მადნის მოპო­ვება-გადამუშავება-მიწოდების  ვალდებულება ავიღეთ. თუმცა,­ ყოფილი­ და დღევანდელი თანამდებ­ობის პირები ჩვენს
საქმიანობაში უხეშად ჩაერი­ვ­ნენ და ჩვენი კომპანია­ გაჩერდა.

გაიძახიან, ბიზნესი ხელშეუხებელიაო, სინამდვილეში კი ასე არ არის.ბევრი მიზეზი დასახელდა, თუ რატომ მებრძვიან. ჯერ ითქვა, თითქოს სააკაშვილის მეგობარი­ ვარ და ის ჩემი შვილის­ ნათლიაა. რაც ტყუილია. 2003 წლიდან სააკა­შვილთან კავშირი­ არ მქონია.

- ადრე რა ურთიერთობა გქონდათ?

-
ვიცნობდი არა მარტო სააკაშვილს, ასლან აბაშიძესაც და ედუარდ შევარდნაძესაც. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. ცნობილი­ მოვლენები, როცა კახა თარგამაძე ჩამოშორდა ხელისუფლებას, ჩემი ინიც­ირებული იყო. საკრებულოს წევრი 2006 წლამდე­ ვიყავი, მერე წავედი პოლიტიკიდან დადავიწყე ბიზნესი, მაგრამ არ მქონია სას­ათბურე პირობები, პირიქით,­ ყოველმხრივ მზღუდავდნენ­. 2012 წლის ცვლილებებზე დიდ იმედს ვამყარებდი,­ მაგრამ მწარედ შევცდი. 2014 წლის აპრილის დასაწყისში გაფორმდა კონტრაქტი ამერიკულ კომპანია "ჯორჯიან-ამერიქან ელოიზისთან" და მალევე დაიწყო ჩემი შევიწროებაც.

ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს,­ დაინტერესდეს ჩემი საქმით, შემიძლია კონკრეტული გვარები დავუსახელო, რა უხეშად ჩაერივნენ ბიზნესში.

საჯარო განც­ხადებაც გავაკეთე, მაგრამ არ გამომხმაურებია. მხოლ­ოდ თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვი­ლი დამპირდნენ, რომ შეისწავლიან ამ საკითხს. ვაცხადებ:­ ჩემს ბიზნესში უხეშად ერეოდნენ ზვიად ჯანყარაშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

- რაში გამოიხატება ჩარევა?
- ღარიბაშვილს ჩემმა პარტნიორმა ამერიკულმა კომპანია "ჯორჯიან-ამერიქან ელოიზიმ" აცნობა, რომ არსებობს­ კომპანია, რომელთანაც ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფ­ო­რმა. პრემიერმა თურმე კმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ იმავე დღეს უკმაყოფილო ზვიად ჯანყარაშვილმა დაურეკა ჩემს პარტნიორებს. იმ დღეს ამერიკიდან სტუმრები მყავდა, როცა შეშფოთებულმა პარტნიორმა­ დამირ­ეკა, ჯანყარაშვილი უკმაყოფილოა შენთან ხელშეკრულების გაფორმებითო.

ამის მერე ერთ-ერთმა პირმა (მის ვინა­ობას ჯერ არ დავაკონკრეტებ), ბიზნესომბუდსმენ გია გახარიას­ ტელეფონის ნომერი მომცა და მითხრა, ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებაო.­ გახარიამ ჩემი ხელშეკრულების ასლი მომთხოვა და მივიტანე. მერე გაირკვა, ხელშეკრულებიდან სიტყვა "ექსკლუზივი"­ ამოუღიათ და ჩემს პარტნიორ კომპანიას "ჯორჯიან-ამერიქან ელოიზის" ორ სხვა კომპანიასთან გააფორმებინეს ხელ­შეკრულება... ჭიათურაში შეიყვანეს ის კომპანიები, რომლებზეც გახარიამ მიუთითა. პირდაპირ უთხრეს ამერიკელ ბიზნესმენს, რომ ჩემს კომპანიას არ უნდა ემუშავა.

ამერ­იკულ კომპანიას 40 წლით აქვს გადაცემული მარგანეცის მოპოვების უფლება, მე ვიყავი მისი ექსკლუზიური კონტრაქტორი  და ამ საქმეს ჩამომაცილეს.

10 თვეა გაჩერებული ვართ. არადა, ჩვენი­ მოგება წელიწადში 6-7 მილიონ დოლა­რზე იყო გათვლილი. ალბათ, გახსოვთ, იქ მოქმედ კომპანიებს ლიცენზიები შეუჩერდათ და იძულებული გახდნენ, გლეხებისგან მალულად ეყიდათ მოპარული მარგანეცი. ხან სამარშრუტო ტაქსით, ხან პატარა მანქანით, ხან ეშელონით გამოდიოდა ჭიათურიდან შავი მარგანეცი და დიდი ფული კეთდებოდა. ჩვენ ლეგალური ბიზნესი გვქონდა. ჩვენი გაჩერების შემდეგ, 7 თვის განმავლობაში ისევ ეშელონებით გადიოდა მარგანეცი, თუმცა, იქ მუდმივად იდგა გარემოს დაცვის ინსპექციის მანქანები და წარმოუდგენელია, გამოჰ­პაროდათ მარგანეცის კონტრაბანდულად გატანა. ვიღაც ამ გზით დიდ ფულს შოულ­ობდა, ჩვენ კი ამაში ხელს ვუშლიდით და ამიტომ მოგვიცილეს თავიდან. ჩვენს კომპანიას ხელისუფლების ზედა რგოლი ბლოკავს, იქ განსაზღვრავენ, ვინ იმუშაოს და ვინ - არა.

- ამჟამად ვინ მუშაობს იქ?

- ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენ­ სომხიშვილის არის, მისი მენეჯერი ჯანი მიხაი­ლოვია. როცა გახარიას თხოვნით მათ შევხვდი, შემომთავაზეს, კომპანია მოგვყი­დეო.­ უარი ვთქვი.
არაფერს ვერჩით იმ კომპანიებს,­ რომლებიც ამჟამად მუშაობენ, ფული დაა­ბ­ანდეს და უნდა ამოიღონ. მაგრამ მათ ხელშეკრულებებს ვადა ზაფხულში გასდის. ამის შემდეგ მოვითხოვ, ამოქმ­ედდეს ამერიკულ კომპანიასთან დად­ებული ჩვენი ხელშეკრულება. მისი ხელმძღვა­ნელი, რომელიც ახლა ამერიკაშია, მიდასტ­ურებს, რომ მთავრობის მითითებით გააფორმა ორ სხვა კომპანიასთან­ ხელშეკრულება.

- ჯანყარაშვილის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია თქვენ გადანაშაულებთ ცრუ ბრალდებებში და სასამართლოში გიჩივით.
- მაშინ ჯანყარაშვილი შსს-ს გენინ­სპექც­იას­ ხელმძღვანელობდა. ჩემს პარტნიორს არაერთხელ შეხვდა. მას ადგილობრივი უში­შროების უფროსი აკავშირებდა ამერიკელ ბიზნესმენთან. მიჩივლოს, არ მეშინია.
ჯანყარაშვილი უკვე ყველა საქმეს ჩამოაშორეს, რადგან ბიზნესებში მისი ჩარევის უამ­რავი ფაქტი დაგროვდა.
ჩემდა გასაკვირად, ჩემი მოწინააღმდეგეა ბიზნესომბუდსმენი, რომლის უშუალო მითითებითაც ჩერდება ჩემი კომპანიის საქმიანობა. ჩემმა ამერიკელმა პარტნიორმა პირდაპირ მითხრა, როცა გახარია მეტყვის, შეგ­იძლია დაიწყო მუშაობაო.

- იქნებ დაასახელოთ სხვა ჩინოვნიკები, ვინც ამ პროცესებში ერეოდნენ?

- ჯერ არ დავასახელებ. იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა დაინტერესდ­ება ამ საკითხით და მას ყველაფერს ავუხსნი...
შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია თვლის, რომ ჯანყა­რ­აშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული­ პიარ­აქციაა დაწყებული: "ჯანყარაშვილზე არაერთი სიბინძურე და ცრუ, გადაუმოწმებელი­ ინფო­რმაცია გავრცელდა. მოვახდენთ რეაგირებას თითოეულ ფაქტზე­ და ყველა სუბი­ექტი, რომელიც მონაწილეობს ამ ბინძურ კამპანიაში, პასუხს აგებს. ვინმე ბიზნესმენ ვახტანგ გოძიაშვილს სათანადო პასუხი ბიზნესომბუდსმენის აპარატმა უკვე გასცა... ეჭვი გვაქვს, ხვალ და ზეგ კიდევ გამოჩნდებიან ორგანიზებული ჯგუფის წევ­რები, რომლებიც­ გამოგონილი ისტორიებით­ შეეც­დებიან, ჩირქი მოსცხონ ზვიად ჯანყარაშვილის სახელს, პატივსა და ღირსებას".

ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია:
"ეს საკითხი ერთ-ერთი კომპანიის მიმართვის საფუძველზე, ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. კერძოდ, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ შპს "ემ ენ ჯორჯია" სხვადასხვა­ სახის სპეკულაციებით, მათ შორის, მაღალ თანამდებობის პირებთან ახლო კონტაქტების არსებობაზე აპელირებით, მათთან ექსკლუზიური ხელშეკრულების მოპოვებას ცდილობდა." ბიზნესომბუდსმენმა კომპანიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ "დაუშვებელია სახელმწიფოს რომელიმე თანამდებობის პირის მიერ კომპანიის საქმიანობაში ჩარევა და ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით მათ შეეძლოთ მიეღოთ ისეთი გად­აწყვეტილება, როგორსაც კომპანიის ინტერ­ე­სები მოითხოვდა. რაც შეეხება მხარეთა შორის ურთიერთობას, იგი კომერციული ურთიერთობაა და სადავო საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო კანონმდებლობის შესაბამისად. სწორედ აღნიშნულის შედეგია, რომ დღეს ამ სამუშაოებს 3 კომპანია ასრულებს­ და არა ერთი - ექსკლუზიურად. შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებ­ელია შპს "ემ ენ ჯორჯიას" ბრალდ­ებები. მივიჩნევთ, რომ მსგავსი განცხადებე­ბით იგი უპირატესობის მოპოვების მიზნით­ განხორციელებული ქმედებების გადაფარვას ცდილობს".

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი ველველ ლოზინსკი საქართველოში არ იმყოფება. ჩვენ პიარ-დეპარტამენტის დირ­ექტორს, ზაქარია ზალიკაშვილს, დავუკავშირდით: "კომპანია "ემ ენ ჯორჯიას" მართლაც აქვს ვალდებულებები აღებული, თუმცა, ეს ვალდებულებები 11 თვის განმავლობაში არ შესრულებულა. წავიდა ის დრო, როდესაც წინა ხელისუფლება პატარა და დიდ ბიზნესებს ატერორებდა. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი არ არის სწორი ადრესატი სიმართლის დასადგენად..."

რაც შეეხება იმას, მისცეს თუ არა გახარიამ და ჯანყარაშვილმა ამერიკელ პარტნიორ ველველ ლოზინსკის მითითებები, ზაქარია ზალიკაშვილი ამბობს, რომ ვახტანგ გოძიაშვილის მიერ წამოყენებულ ბრალდებაზე ის ინფორმაციას არ ფლობს. მისთვის უცნობია, თუ ზეწოლის რა ფორმებზეა საუბარი, თუმცა, მიიჩნევს, რომ ამ საკითხს პოლიტიკური ელფერი არ უნდა მიენიჭოს.  

თეა ხურცილავა
haes
05 მაისი 2015 16:45
მარგანეცი პაპა შენმა დაგოიტოვა ბებისჰენმა , მე რატო არა ვარ მაგის მფლობელი ჰა, რიტ მიაღწიე შჰენ
მარინა
05 მაისი 2015 13:29
ჭიათურა და ძესტაფონში რა დრსია ხალხი! თქვენ კუდის რიკამდე უნდა გაგფრცქვნან, ზუსტად ისე, როგორც თავად ექცეოდით გაჭირვებულ ხალხს.
nino x.
05 მაისი 2015 13:24
საინტერესოა, რა სამართლებრივ საფუძველზე ითხოვს ეს ბიზნესმენი ექსკლუზიურ უფლებას?
გთხოვთ მიპასუხოთ ვინც იცით... მადლობა

რედაქტორის რჩევით