რატომ არ არსებობს პოლიტიკური ნება ან ვინ მფარველობს დამნაშავეებს? - რას ვარაუდობს სახალხო დამცველი
11-05-2015
რატომ არ არსებობს პოლიტიკური ნება ან ვინ მფარველობს დამნაშავეებს? - რას ვარაუდობს სახალხო დამცველი
"გამოძიებები დაწყებულია, მაგრამ შედეგამდე არ მივდივართ"

მაისის ბოლოს სახალხო დამცველი პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიშს წარუდგენს. უჩა ნანუაშვილი 900-გვერდიან ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთვის შემუშავებულ უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს. სახალხო დამცველი "კვირის პალიტრასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში აშკარაა არასათანადო მოპყრობის ფაქტების ზრდის ტენდენცია, ძირითადად, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ.

უჩა ნანუაშვილი:
- 2014 წელს არაე­რ­თმა პირმა მოგვმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ არას­ათანადო მოპყრობის გამო.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ ამა თუ იმ პირის დაკავებისას პოლი­ციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ამეტებდნენ, გამოიკვეთა ძალის გამოყენების ტენდენცია.

ამ მხრივ იმერეთის რეგიონი და გურია გამოირჩევიან. რაც შეეხება თვითმმართველ­ობის ორგანოებს, შარშან მასობრივად დაი­თხოვეს თანამშრომლები და
ანგარიშში ეს ერთ-ერთ პრობლემად არის მოყვანილი.
ბევრი დარღვევა გამოვლინდა პოლი­ციის იზოლატორებში წინასწარი დაკ­ავების დროს.
გასულ წელს საგანგაშო იყო ქალებზე ძალადობა, 20-ზე მეტი ქალი მოკლეს.  
არის სფეროები, სადაც გაუმჯობესდა მდგომარეობა, მაგალითად, პენიტენციარულ­ სისტემაში, რასაც ვერ ვიტყვით #7 დაწესებულებაზე, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა და აუცილებლად მიგვაჩნია მისი გაუქმება.

- ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს?
- ბევრ ფაქტზე საქმე აღძრულია, გამ­ოძიება დაწყებულია, მაგრამ შედეგამდე არ მივდივართ.

- რატომ?
- როდესაც გენინსპექცია იძიებს­ საკუთარი სამინისტროს თანამშრ­ომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ არ იყოს შესაბამისი შედეგი.

დღემდე უცნობია 2013-2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები,­ მათ შორის, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების, სავარაუდოდ, თავ­ისუფლების უკანონო აღკვეთის, ივანე მერ­აბიშვილის საპატიმრო დაწესებულები­დან სავარაუდო უკანონო გაყვანასთან დაკავშირებული ქმედებებისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე. ლეგიტიმური კითხვები რჩება ე.წ. ტრაქტორების საქმეზეც, რომელიც, ფაქტობრივად, ჩაიფარცხა. აუცილებელი არ იყო პროკურატ­ურას ე.წ. კაბელების მთლიანი საქმისთვის გრიფი "საიდუმლო" მიენიჭებინა. მოგვიან­ებით გაითვალისწინეს ჩემი რეკომენდა­ცია­­ და მასალების მნიშვნელოვან ნაწილს მოხსნეს გრიფი. სამი წელია გრძელდება გამოძიება ლაფანყურის საქმეზე, მაგრამ ჯერაც უცნობია შედეგი. აქ უფრო სის­ტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, არ არსებობს პოლიტიკური ნება. გაჭიანურდა ბევრი საქმის გამოძიება, შემაჯამებელი გად­აწყვეტილების მიღება, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექით და არ მოხდა რამდენიმე მკვლელობა, მათ შორის - იური ვაზაგაშვილის. 

- პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც საჯარო მოხელეთა დანა­შაულებს, წამებისა და ძალადობის ფაქტ­ებსა და ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებს­ შეისწავლის.

- დაგვიანებული სამართალი, ფაქტობრივად, არ არსებობს. არის საქმეები, რომელთა გამოძიებაც მარტივია, ჟვანიას საქმ­ეზე ხომ არ ვსაუბრობ, სადაც შესაძლოა, იყოს სირთულეები? მაგრამ რატომ არ გამოიძიეს 2009 წლის 15 ივნისის დარბევის საქმე? ეს ხომ მარტივია, ვინაიდან არსებობს ფოტო და ვიდეომტკიცებულება, სადაც დანაშაულის მონაწილენი უნიღბოდ არიან. შედეგი არ ჩანს, რადგან არ არსებობს­ პოლიტიკური ნება, ან სავარაუდოდ, დამნაშავეებს ვიღაც მფარველობს. 

- პროკურატურას ბესო ხარძიანისა და ეროსი კიწმარიშვილის საქმეების გამოძიების დაჩქარებისკენაც მოუწოდეთ...
- ისეთ საქმეებს, რომელთა მიმართ მაღალია ინტერესი, პრივილეგია უნდა მიენიჭოს და განსაკუთრებულ რეჟიმში უნდა იქნეს გამოძიებული.

- ყოფილმა პოლიციელმა კახა ნაკანმა საკანში თვითმკვლელობა სცადა. კანონიერად მიგაჩნიათ მისი პრეტენზიები?

- არსად წერია, რომ ყოფილი სამართალდამცველები მაინცდამაინც "მატროსოვში" უნდა განთავსდნენ. დეპარტამენტის გადასაწყვეტია, რომელი პატიმარი სად იქნება, მთავარია პატიმრის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

- გარდაცვალების რამდენი შემთხვევა იყო გასულ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?

- დაფიქსირდა პატიმართა გარდაცვალების 28 შემთხვევა, აქედან 7, სავარაუდოდ, სუიციდის ფაქტია. მხოლოდ ერთ საქმეზეა რამდენიმე პირი ბრალდებულად ცნობილი,­ მეორეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამ­ართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
მნიშვნელოვანია პატიმართა სხე­ულზე არსებული დაზიანებების ხასიათ­ისა და წარმომავლობის დოკუმენტირება და შესაბამისი რეაგირება.

ჩემი ერთ-ერთი რეკომენდაცია უკავშირ­დება­ ასევე შრომის უსაფრთხოებას სამუშაო ადგ­ილებზე და ამისთვის მოვითხოვთ, შეიქმნას სპეციალური შრომის ინსპექცია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს, თუ რამდენად არის დაცული უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე. მარტო გასულ წელს, შრომითი მოვ­ალეობის შესრულებისას დაშავდა - 72 და დაიღუპა 46 კაცი.

ნანა ფიცხელაური
ეს სახალხო დამცველია თუ ნაცისტების?
11 მაისი 2015 10:50
რაო 2013 და 2014 წლამდე ყველაფერი გამოძიებულია და ეგღა დაგვრჩა???
თუ ნაცისტების მეტს არავის უნდა საქართველოში დაცვა მაშინ სახალხო კი არა ნაცების დამცველი დაირქვი და მაგ ეგიდით იმოქმედე
გადაუსვა ხაზი ყველაფერს
სამყაროს ათვლაც ნაცებიდან ხო არ დავიწყოთ
თუნდაც ერთი: არ გვაინტერესებს კობა დავითაშვილის აზრი, მე როგორც რიგით მოქალაქეს მაინტერესებს იმ საქმის შედეგი რომელიც მას დამართეს ელიავას ბაზრობაზე
ვინ დაისაჯა ?!
თუ ის საქართველო არ იყო, თუ რა ლოგიკაა ამ უთავბოლო ადამიანის საქმიანობაში?!
luxo
11 მაისი 2015 09:20
რა არის კარგი?
ანგლისში, დიდი ხანი არ არის რაც გააუქმეს კანონი, რომელი
კრძალავდა ცოლის ცემას, შუაღამის შემდეგ. (მეზობლები რომ არ შეწუხებულიყვნენ)
(გამოდის, ახლა ურტყი როცა გინდა და რამდენიც გინდა)
რა არის კარგი, რომ ყველასთვის იყოს საამო,
თვითონ სიცოცხლეც, ცაც კი, თავზე რომ გვახურია,
მთელი სამყარო, მარადი და დუსაბამო,
ვიღაც-ვიღაცას უსირცხვილოდ დაუწუნია.
ავის მოსურნეს, კარგიც ავად მოეჩვენება,
კერპი ბავშვივით, ანდა ხეპრე მეჯოგის მსგავსად,
ან არ შეხედავს, ან ვერ იგრძნობს მშვენიერებას,
ასს რომ მოსწონდეს, მაინც იტყვის -”არა არ ვარგა.”
ჯანდაბას ერთი, მთავარია სურვილი მასის,
თორემ ყოველთვის გამოჩნდება, ვიღაც რეგვენი,
თუმცა მაწუხებს, არას მთქმელი ვაი თუ არის,
ვაი თუ არის, ხელმწიფე და კანონმდებელი.

რედაქტორის რჩევით