"ისეთი კონსტრუქციის შენობა, როგორიც ქობულეთის სასტუმრო იყო, არსად მეგულება"
18-05-2015
"ისეთი კონსტრუქციის შენობა, როგორიც ქობულეთის სასტუმრო იყო, არსად მეგულება"
"როგორ შეიძლება მეტროს მიწისქვეშა ვესტიბიულში პლასტმასის წვადი კონსტრუქციების გამოყენება?! ეს თბილისის ნონსენსია!"

"როცა შენობა მაღალი ცეცხლმედეგობის ხარისხის მქონე კონსტრუქციებით არის აგებული, ხანძარი მთელ შენობაში სწრაფად არ გავრცელდება"


გასულ კვირას ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაგვაფიქრა პრობლემაზე, თუ რამდენად არის დაცული ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოება. ამის გასარკვევად შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ზურაბ თალაკვაძეს­ ვესაუბრეთ­:

- 2004 წლის შემდეგ სახელმწიფო სახა­ნძრო
ზედამხედველობის ორგანოებს უფლ­ებამოსილება მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, - დაევალათ ზედა­მხედველობა მხოლოდ კანონით დადგენილ ობიექტებზე. წარმოიდგინეთ, საშიში ობიექტის, ნავთობაზის ზედ­ამხედველობაც კი არ ხდებოდა...

ამ პერი­ო­დში სახანძრო ზედამხედველ­ობის ორგანოები უკვე ადგილობრივ თვით­მმა­რ­თველობებს ექვემდებარებოდნენ.­ იქ დამკვი­დრებ­ულმა მანკიერმა პრაქტიკამ კი (გამგ­ებლის შეცვლასთან ერთად იცვლებოდა სახა­ნძრო­-სამაშველო დანაყოფის უფროსი­, ის კი ძველ შემადგენლობას
ახალი­ კადრებით ანა­ცვლებდა) მათი საქმიანობა სრულ პარა­ლიზება­მდე მიიყვანა. დანაყოფებში თითქმის აღარ დარჩნენ სპეციალისტები. ამ პრობლემებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 2014 წლის 29 მაისს მიიღო კან­ონი "სამოქალაქო­ უსაფრთხოების შესახებ" და 2015 წლის 10 იანვრიდან სახანძრო-სამაშველო დანაყოფ­ები გადავიდა ახალშექმნილ შსს-ს საგანგებო­ სიტუაციების მართვის სააგენტოს დაქვემდე­ბარებაში. დღეს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოები ჩამოყალიბების­ სტადიაშია და მოქმედი კანონით, თუ მოთ­ხოვნა არ იქნა, ვერ ვამოწმებთ იმ ობიექტს,­ რო­მელიც არ ექვემდებარება სახანძრო ზედამ­ხედველობას. ახალი კანონის მიღებამდე სასტუმროების შემოწმება არ ევალებოდათ. ჩვენი ინიციატივით, სასტუმროებიც შევიტანეთ ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების ჩამონათვალში, თუმცა,
100-ადგილიანზე უფრო ქვევით სასტუმრო არ მოწმდება.
ამიტომ სააგენტო ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომ სახანძრო ზედამხედველობას დაექვემდებაროს ყველა სასტუმრო, ადგ­ილების რაოდენობის მიუხედავად. 

- ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე­ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?­
- არ იქნება მართებული ვინმეს პას­უხისმგებლობაზე საუბარი.
დიდი ალბათობით სასტუმროს შენ­ობაში სახანძრო უსაფრთხოება არ იყო სათანადოდ დაცული.
ისეთი კონსტრუქციის შენობა, როგორიც ქობულეთის სასტუმრო იყო, არსად მეგულ­ება. საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის ყველა სართულს უნდა ჰქონდეს შეს­აბამისი რაოდენობისა და სიგანის საევ­აკ­უ­აციო გასასვლელები, რომელსაც წარმოადგენს სამივე მხრიდან კედლით შემ­ო­ფარგლული კიბის უჯრედი. ცეცხლდებობა კი ერთ საათზე ნაკლები არ უნდა იყოს.
სართულზე სულ ცოტა, ორი საევ­ა­კუაციო გასასვლელია საჭირო - თუ ერთ მხარეს ცეცხლია, მოქალ­ა­ქეს სხვა მხარეს უნდა შეეძლოს გასვლა.

თუ დიდია სართულის ფართობი,­ ორზე მეტი საევაკუაციო გასასვლელი სჭირდება.­ ყველგან უნდა ეკიდოს ცეცხლმაქრობები. საევაკუაციო გზების პლასტმასის კონსტრუქციებით ან სხვა წვადი მასალით მოპირკეთება დაუშვებელია. პლასტმასა ძლიერ ტოქსიკურიც არის, მისი ნამწვის ერთი Yჩასუნთქვა ადამიანს მომენტალურად აკარგვინებს გონებას. არ შეიძლება სამსართულიან საზოგად­ო­ებრივი დანიშნულების შენობაში ხის კიბის­ უჯრედის მოწყობა. მთავარი მოთხოვნაა: არ უნდა იწვოდეს კიბის საფეხურები და მისი მზიდი კონსტრუქციები, უპირველესად­ კიბე უნდა იყოს დაცული! 

- ბოლო წლებში მეტროსადგურებიც მეტალოპლასტმასით მოპირკეთდა.
- ესეც თბილისის ნონსენსია, ასეთ რამეს ვერსად ნახავთ. როგორ შეიძლება მეტროს მიწისქვეშა ვესტიბიულში პლასტმასის წვადი კონსტრუქციების გამოყენება?! 

- თეატრებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში რა ვითარებაა?
- თეატრებში, სკოლებში, ბაღებში, მეტ-ნაკლებად დაცულია.

- ასეთი სასტუმრო ბევრია ზღვისპირეთში.­ როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა?

- ამჟამად ამოწმებენ დაახლოებით 40 სასტუმროს. ბევრი ქვის კაპიტალური შენ­ობაა. როცა შენობა აგებულია მაღალი ცეცხლმედეგობის ხარისხის მქონე კონსტრუქციებით, ხანძარი მთელ შენობაში სწრაფად არ გავრცელდება. სამაშველო დანაყოფებიც უფრო ადვილად შეძლებენ ხანძრის ლოკალიზაციას და შემდგომ ლიკვიდაციას.


როგორ მოვიქცეთ ხანძრისას

არასდროს ისარგებლოთ ლიფტით

ოთახის კარი უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ, რათა ხანძრის დროს ოთახში მყოფმა პირმა შეძლოს კარის გაღება. სასურველია, დამონტაჟდეს სახანძრო დეტექტორები, რომლებიც ხანძრის შესახებ შეატყობინებს ადამიანს - 68 გრადუს­ ტემპერატურაზე დეტექტორი განგაშს ტეხს. აუცილებელია ცეცხლმაქრებიც. რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს საევაკუაციო გასასვლელები, რადგან ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა. უნდა შემოწმდეს ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის: ცეცხლმაქრების, სახანძრო სახელოების გამართულობა, ისინი მუდამ სამუშაო მდგომარეობაში უნდა იყოს. ყველამ უნდა იცოდეს ცეცხლმაქრის გამოყენება.

თუ შენიშნავთ ხანძარს, მიირბინეთ ფანჯარასთან ან გაიქეცით სადარბაზოში­ შეძახილით:„"ხანძარია!", გააღვიძეთ ოჯა­ხის წევრები და მეზობლები. მაშინვე დარეკეთ 112-ზე, მიაწოდეთ ზუსტი მისამართი. თუ ხანძარი გაჩნდა თქვენი ბინის ერთ ოთახში, დახურეთ კარი და გამორთეთ შუქი. მცირე ხანძრის შემთხვევაში სცადეთ მისი ჩაქრობა. ძლიერი ხანძრის დროს დატოვეთ ბინა, დაკეტეთ ყველა ფანჯარა და კარი, რადგან ბინაში სუფთა ჰაერის ნაკადის შესვლა ხელს შეუწყობს ცეცხლის სწრაფ გავრცელებას. არ გამოიყენოთ წყალი აალებული ელექტროგაყვანილობისა და ელექტროხელსაწყოების ჩასაქრობად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დენით დაზიანება. ცეცხლისა და კვამლისგან თავის დასაცავად ჩაიცვით სქელი ქურთუკი და სქელძირიანი ფეხსაცმელი; პირსა და ცხვირზე აიფარეთ სველი ნაჭერი ან პირსახოცი. ხანძრის დროს არასდროს ისარგებლოთ ლიფტით, რადგან კვამლი ადვილად აღწევს ლიფტის შახტში და ამან შეიძლება ლიფტში მყოფთა გაგუდვა გამოიწვიოს.

თეა ხურცილავა
რევაზი
18 მაისი 2015 13:28
ღმერთმა ფცხონოს გარდაცვლილები. საჭიროა სკოლებში გამოყონ რამოდენიმე საათი და შეასწავლონ ბავშვებს თუ, როგორ მოიქცნენ გადაუდებელ და საფრთხილო შემთხვევაში.

რედაქტორის რჩევით