"ორ წამში მთელი ცხოვრება თვალწინ დამიდგა..." - კაცი, რომლიც შეიარაღებულ მძარცველს არ შეეპუა
18-05-2015
"ორ წამში მთელი ცხოვრება თვალწინ დამიდგა..." - კაცი, რომლიც შეიარაღებულ მძარცველს არ შეეპუა
სოციალურ ქსელში სავალუტო ჯიხურის ძარცვისას სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა - დაჭრილი სავალუტო ჯიხურის მფლობელი შეიარაღებულ მძარცველს წინააღმდეგობას უწევს, ამ დროს მის დასახმარებლად უამრავი ადამიანი იკრიბება და მძარცველის განიარაღებას ახერხებენ... ჩვენ სავალუტო ჯიხურის მფლობელ დავით ბექაურს­ დავუკავშირდით:

- საღამოს ათი საათი იქნებოდა, როცა შეიარაღებულმა პიროვნებამ ჯიხურის ფანჯრიდან დამიყვირა - დროზე, ფული მომეციო. მაშინვე სკამი მოვიმარჯვე, ვიფიქრე, ყაჩაღს შევაშინებ-მეთქი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. გარეთ გამომათრია, ორჯერ მესროლა და თავად ჯიხურში შევარდა. ორ
წამში მთელი ცხოვრება თვალწინ დამიდგა...
წერეთლის გამზირზე, სავალუტო ჯიხურში ვმუშაობ. ამას უფრო წვალება ჰქვია - თანხას ვსესხულობ და ასე ვცდილობ ოჯახისთვის "ორი თეთრის" შოვნას.

იმ დღესაც, როცა მძარცველი შემომივარდა, ნახევარი სხვისი, დანარჩენიც - ნასესხები ფული მქონდა... შვილების გარდა, როგორც შემიძლია ყველას ვეხმარები. თითოეული მათგანის სახე
რომ წარმომიდგა, გადაწყვეტილება ორ წამში მივიღე და ყაჩაღს ჯიხურში შევყევი.

- დასახმარებლად პოლიციას რატომ არ მიმართეთ?

- ამდენის გააზრების დრო აღარ მქონდა. ჯიხურში მაშინ შევედი, როცა მძარცველი სალაროდან ფულს იღებდა.
იარაღი მინდოდა წამერთმია, მაგრამ ხელზე "მისკოჩილი" ჰქონდა.
სისხლისგან ვიცლებოდი, ღონე მერთმეოდა, მაგრამ დრო უნდა მომეგო, რომ გამვლელები დამხმარებოდნენ. რომ ვერ მოვერიე, ყვირილი დავიწყე, - დაჭრილი ვარ, მიშველეთ-მეთქი. თვალები გამინათდა, როცა დავინახე, უამრავი ადამიანი როგორ მორბოდა ჩემს დასახმარებლად. ხალხმა მძარცველი ჯიხურიდან გამოათრია და იარაღი წაართვა. მერე უცნობმა ახალგაზრდამ დაიყვირა, დაჭრილიაო, მაისური შემოიხია და ჭრილობა შემიხვია. ამ ბიჭს დღესაც ვეძებ, მინდა მადლობა გადავუხადო.
რთული ოპერაცია გამიკეთდა, მუხლი და ვენები სულ გადაგლეჯილი მქონდა. დღესაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ.

- გამოძიება რა ეტაპზეა.
- მძარცველს წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, მეტი არაფერი ვიცი. მხოლოდ ის მითხრეს, რომ გორელია და 57 წლის არის. ჩვენების მიცემისას უთქვამს, დაყაჩაღებას უფრო ადრე ვგეგმავდი, მაგრამ დრო ვერ შევარჩიეო. ჩანს, მაკვირდებოდა, ჯიხურში მარტო როდის დავრჩებოდი...

რუსუდან შელია
Dati
11 ივნისი 2015 09:56
არარის ძმებო ეს ვაჟკაცობა. რომ მოეკლა კონტროლ დაკარგულ თავდამსხმელს მერე იტყოდით რა უაზროდ შეაკლა თავი მიეცა ის ფულიო. და საერთოდ იცოდეთ, (ჭკუას არავის გარიგებთ ვინც სწორად გაიგებს იმათვის) სხვა ადამიანი გაჭირვებაში არასოდეს არ ინდა მოატოვოთ როგორც ეს კაცი არ მიატოვეს მაგრამ ფულის გულისთვის თავის გაწირვა არამგონია მართალი იყოს.
me
31 მაისი 2015 18:21
ძალიან მიკვირს ამ ადამიანების,ვინც აღტაცებული ხართ ამ კაცის საქციელით. იმას კი ვერ ხვდებით რომ იმ კაცმა ფულის გულისთვის თავი გაწირა და ის ავტომატიანი რომ მართლა ყაჩაღი ყოფილიყო იქ მინიმუმ 15-20 მკვდარი ან დაჭრილი ეყრებოდა.და მერე რას დაწერდით საინტერესოა. თავს ნუ ისულელებთ და იმედია სხვა ასეთ უაზრობას არ ჩაიდენს, რადგანაც სხვას ასეთი გაურკვეველი "ყაჩაღი" აღარ შეხვდება და უბრალოდ მიაცხრილავს და დარჩება ფულიც და თავიც ოხრად"
ვინც ეს დაწერა უეჭველი მისი თანამზრახველია ისე ბაზრობს.... გაარკვიონ ვინაა და ისიც ვირის აბანოში გაამწესოს მართლმსაჯულებამ
???.......
27 მაისი 2015 17:26
???....-ს. არა შენმა მზემ თავს შევაკლავდი ფულის გულისა. მერე სად წავიდოდა ხომ დაიჭერდნენ და გავიგებდი ვინც იყო და გავუწყვიტავდი ოჯახს დედაბუდიანად. გაიგეთ ჩემო მაგრებო.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები