"მიშველე, დედა, დამჭრეს!" - 18 წლის ბიჭის "ბოლო ზარი"
01-06-2015
"მიშველე, დედა, დამჭრეს!" - 18 წლის ბიჭის "ბოლო ზარი"
"ტრაგედიამდე ორი დღით ადრე საატესტატო გამოცდები ჩააბარა და ეს გახარებულმა "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა, ატვირთა ბოლო ზარის ფოტოებიც"...

"დედა, დამჭრეს" - მხოლოდ ამ სიტყვების თქმა მოასწრო დედისთვის 18 წლის ახალგაზრდამ. ქუჩაში ფეხით მიმავალი გაბრიელ (ბეგი) მამალაძე სასიკვდილოდ გაიმეტეს. თვითმხილველების თქმით, ბიჭს ორი ახალგაზრდა დაედევნა. ბეგი ეხვეწებოდა, არ მომკლათო, მაგრამ დანა მაინც ჩაარტყეს...


ბეგი მამალაძე მშობლებთან ერთად ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში მდებარე ბაღის შენობაში ცხოვრობდა. ოჯახი სოცია­ლურად დაუცველია. ბეგი ამ უბანში გაიზარდა, ყველა
იცნობდა და ყველას უყვარდა­. ტრაგედიამდე ორი დღით ადრე საატესტატო გამოცდები ჩააბარა და ეს გახარებულმა "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა, ატვირთა ბოლო ზარის ფოტოებიც.

19 წლის როინ ქარდავას განზრახ მკვლ­ელობისთვის ბრალი უკვე წაუყენეს. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მამალაძე­ ორმა ადამიანმა დაჭრა, სამართალდამცავე­ბმა კი ერთი პირი დააკავეს და აცხადებენ, რომ
მხოლოდ ქარდავამ დაჭრა მამალაძე. 

თავიდან ბეგი მამალაძის მკვლელობის შესაძლო მიზეზად­ გასულ წელს 17 წლის მოზარდის, მიშო ტყემალაძის მკვლელობა დას­ახელდა. მიშო და მისი ორი მეგობარი მაშინ სასიკვდილოდ დაჭრეს, მიშო გარდაი­ცვალა, მისი მეგობრები კი სიკვდილს სასწაულად გად­ა­ურჩნენ. ითქვა, თითქოს იქ ბეგი მამალაძეც იყოო. სამართალდამცავე­ბმა საქმე გამოიძიეს და დანაშაულში ბრალდებულიც დააკავეს. ეს ვერსია არ დადასტურდა.
როგორც ირკვევა, ტრაგედიას სულ სხვა ინციდენტი უძღოდა წინ. ჩვენი ინფ­ორმაციით, წინადღეს ბეგი მამალაძე როინ ქარდავასა და სხვებთან ერთად წვეულებაზე­ იყო, სადაც შელაპარაკდნენ. იმასაც ამბობენ, ბეგიმ ქარდავას ხელი გაარტყაო.
მეორე დღეს ამის გამო მისულან ქარდავა და მისი მეგობარი ნუცუბიძეზე. თვითმხილველი ირწმუნება, ბიჭებს შორის საქმის გარჩევა არ მომხდარა, უცებ დაარტყეს ბეგის დანაო. დაჭრილი ბიჭი იქვე მცხოვრებმა ექიმმა საავადმყოფოში წაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცავებმა არაერთი მოქალაქე დაჰკითხეს, მათ შორის მამა გიორგი­ ჩახავა: "სადაც მანქანას ვაჩერებ, იქ მოკლეს ეს საწყალი ბიჭი. ჩემით გამოძიება იმიტომ დაინტერესდა, რომ ჩემს ავტომობილზე ვიდეორეგისტრატორია დაყენებული. ჩანაწერში ჩანს, რომ ბიჭებს არ უჩხუბიათ".

მაია კობალაძე, ბეგის მეგობარი: "ბეგი დედისერთა იყო. ერთ უბანში გავიზა­რდეთ. სიმღერებს, ლექსებს­ წერდა, რეპით იყო გატაცებ­ული. კარგად მღეროდა. არა­ჩვეულებრივად ხატავდა.
ქარდავა პლეხანოველია, როგორც ამბობენ, წინადღეს უჩხუბიათ, მეორე დღეს, წესით, უნდა შერიგებულიყვნენ, მაგრამ მოკლა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ბეგის ვინმე სასიკვდილოდ გაიმეტებდა. ჩვენი ბოლო ზარისთვის ლექსი დაწერა, კლასელებს დაგვინაწილა კუპლეტები და ყველამ ერთად გავრეპეთ. სიმღერა სტუდიაში ჩაგვაწერინა, ყველას მოეწონა..." 

ბეგის დედა 151-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. ამ სკოლის დირექტორი ზაზა ადამაშვილი ამბობს,­ რომ ბეგი ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო.
"კარგი მომავალი ელოდა. მარიკა ზედელაშვილი ჩვენთან უცხო ენას ასწავლის. ტრაგედიის წინადღეს ჩააბარა საატესტატო გამოცდები და დედამისი ძალიან ბედნიერი იყო".  
როინ ქარდავამ გამოძიებას ჩვენება დაკა­ვებისას მისცა, მაგრამ შემდეგ დუმილის უფლება გამოიყენა. ჩვენ მის ადვოკატ კახაბერ ხვისტანს დავუკავშირდით, მაგრამ მან კომენტარისგან თავი შეიკავა.

თეა ხურცილავა
ლიზი
06 მარტი 2017 12:17
ბეგიმ ქარდავა გოგოს თვალწინ მაგრადდ დაამცირა.. ქარდავამმ უთხრა მოგკლავო და მართლაც აუხდინა ) :(
armagedoni
09 ივნისი 2015 14:45
ნუ აჩმახებთ აქ და ნუ წიკვინებთ.

არავინ არ იცის, რა მოხდა, ვისი მიზეზით მოხდა, და ვინ იყო ამ უბედურების კატალიზატორი.

დღეს ყველას უდევს დანა ჯიბეში. დანა არ უნდა დაარტყა მოყვასს, და არც ხელი არ უნდა დაარტყა, თორემ უფრო ძლიერი გაიმარჯვებს.

ქართველებო, რატომ არ გჯერათ, რომ ურჯულობაში ცხოვრობთ. რომ მხოლოდ სიტყვით ხართ მართლმადიდებლები, ადიდებთ ცოცხალ კაცს, დადიხართ ეკლესიაში. და სინამდვილეში დაუნდობელი და სიშმაგით აღსავსენი ხართ
nino
08 ივნისი 2015 22:23
დედებო, როგორ ახერხებთ ასეთი არაკაცების გაზრდას. მკვლელის მშობლებიც დანაშაულის თანამონაწილეები არიან.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები