"კრინტი არავისთან დაძრათო!" - 22 წლის ბიჭი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს
08-06-2015
"კრინტი არავისთან დაძრათო!" - 22 წლის  ბიჭი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს
"გოგონას დედას ბავშვის ამბავი რომ გაუგია, უთქვამს, იმ ბიჭის დაჭერა რაში მაწყობდა, ჩვენთვის ფული უნდა გადაეხადაო"

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრ­ულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის გამო დუშეთში 22 წლის ახალგაზრდა დააკავეს. "კვირის პალიტრა" დუშეთში ჩავიდა...


ამბობენ, რომ გოგონას, რომელიც დუშე­თის საოჯახო ტიპის დაწესებულების ბენეფიციარია, ამავე სოფლის მკვიდრ 22 წლის ახალგაზრდასთან ერთი წლის განმავლობაში ჰქონია სქესობრივი კავშირი. შემთხვევა 23 მაისს, მას შემდეგ გახმაურდა,­ რაც გოგონას ტელეფონში ძმამ ინტიმური
შინაარსის გზავნილი წაიკითხა და დას სცემა. გოგონამ სიმართლე ვეღარ დამალა და აღმზრდელებს გზავნილების ადრესატისა და მასთან ურთიერთობის ინტიმური დეტალების შესახებ უამბო. ბრალდებული დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს...

ნ.გ. ადგილობრივი: - ამბობენ, რომ ის ბიჭი დუშეთის ბავშვთა სახლში­ გაიზარდა. სრულწ­ლოვანი რომ გამხდარა, ძმასთან­ ერთად დუშეთში სახლი
უქირავებია­ და იქ ცხოვრობდა. არასრულწლოვანი გოგონა­ კი მაღალმთიანი რაიონიდან, მრავალშვი­ლიანი ოჯახიდან ყოფილა. მშობლები დაშორებ­ულან. მამა რამდენიმე წლის წინ გარდ­ასცვ­ლია. ამბობენ,­ გოგონას დედამ ყველა­ შვილი­ ბავშვთა სახლებში გაზარდაო. დე­დას შვილ­ებთან რომ ეცხოვრა,­ სახელმწიფომ­ სახლიც უყიდა და პირუტყვიც. მერე შვილები შინ წაუყვანია, მაგრამ რატომღაც ბავშვები ისევ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდნენ. გოგონა ერთ-ერთ ძმასთან ერთად­ დუშეთში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ცხოვრობდა.

- არასრულწლოვანმა და იმ 22 წლის ბიჭმა ერთმანეთი სად გაიცნეს?
- საერთო ნაცნობი ჰყოლიათ, რომელ­იც ასევე ბავშვთა სახლში გაზრდილა.­ იმ ბიჭის ოჯახში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით,­ გოგონა გაკვეთილებიდან ხშირად  გამოდიოდა­ და იმ ბიჭს ხვდებოდა. რატომ გამოეპარათ­ ეს ფაქტი საოჯახო ტიპის დაწესებულების­ თანამშრომლებსა და სკოლის პედაგოგებს?­ რატომ ვერ მოახერხა ჯანდაცვის სამინი­სტროს მონიტორინგის სამსახურმა არასრულწლოვანი ბენეფიციარის გაკონტროლება?­ ან სად იყო მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი, რომელსაც არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის მონიტორინგი უნდა გაეწია როგორც საცხოვრებელში, ასევე საგანმან­ა­თ­ლებლო დაწესებულებაში? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჯერ სკოლას, შემდეგ კი დუშეთის სოციალური მომსახურების ცენტრსა და ბოლოს, საოჯახო ტიპის დაწესებულებას მივაკითხეთ.

დუშეთის მეორე საჯარო სკოლაში მანდ­ატურმა არ შეგვიშვა. დირექტორი და გოგონას დამრიგებელი გაკვეთილებზე­ არიან, სასწავლო პროცესის დამთავრებამდე მათთან შეხვედრა შეუძლებელიაო. სწორედ იმ დროს, როდესაც "კარის მცველი" მანდატური შენობაში შესვლის უფლებას არ გვაძლევდა, სკოლის უკან შევნიშნეთ რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც გაკვეთილს აცდენ­დნენ. როგორც ჩანს, მანდატურის ფუნქცია არა ბავშვების გაკონტროლება, არამედ სკოლის დარაჯობა გამხდარა. ამის შემდეგ სკოლის დირექტორს ელენე თეთრუაშვილს ტელეფონით ვესაუბრეთ:

- ქალბატონო ელენე, ჟურნალისტი ვარ. თქვენთან შეხვედრა მინდა.
- მე რომ სკოლაში არა ვარ?

- ამწუთას მითხრა მანდატურმა, რომ გაკვეთილს ატარებთ...
- ეტყობა, ვერ დამინახა გამოსული.

- დაგელოდებით. როდის მობრუნდებით?
- არ ვიცი, ტრანსპორტში ვზივარ, სამსახურის საქმეზე მივდივარ. როდის მოვალ, არ ვიცი. დუშეთიდან გავდივარ.

- მაშინ გეტყვით, რომ თქვენს მოსწავ­ლესთან დაკავშირებით გაწუხებთ, რომელმაც 22 წლის მამაკაცი მასთან სქესობრივ კავშირში ამხილა. ამბობენ, გოგონა მასთან შესახვედრად გაკვეთილებიდან უპრობლემოდ გამოდიოდაო...
- როგორ გეკადრებათ! თუ სკოლას აცდენდა, ცუდად იყო ან დედას მიჰყავდა სოფელში და ცნობა მოჰქონდა...    

მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულების­ კარი 50 წლამდე მამაკაცმა გამიღო. ალეკო­ ჟამუკაშვილი არასრულწლოვნებს მეუღლესთან ერთად მეურვეობს. რომ გაიგო, ჟურნალისტი ვიყავი, გასაუბრებაზე უარი მითხრა, თუმცა, რამდენიმე კითხვაზე მაინც მიპასუხა.

ალეკო ჟამუკაშვილი, დუშეთის მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულების აღმზრდელი: - ბავშვი ცეკვაზე მიდიოდა ხოლმე, რომ გვცოდნოდა, სად მიდიოდა, ამას ხომ არ დავუშვებდით?! გოგონას ვერაფერს ვატყობდით. საეჭვო არაფერი შეგვიმჩნევია.

- ამბობენ,­ ეს ამბავი მაშინ გახმაურდა,­ როცა გოგონას ძმამ დის ტელეფონში გზავნილები ნახაო...
- საიდან იცით? ეს დახურული ინფო­რმაციაა. აგვიკრძალეს, კრინტი არავისთან დაძრათო. ჩვენ ისეთი ამბები გადავიტანეთ, სიტყვას ვერ დავძრავ. ახსნა-განმარტებები გვაწერინეს...

ამის შემდეგ აღმზრდელმა მომიბოდიშა და კარი მომიკეტა.

მიხეილ შოშიაშვილი, დუშეთის სოციალური მომსახურების­ სააგენტოს ფილიალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი: - ამ ფაქტის შესახებ ჩემთვის 23 მაისს გახდა ცნობილი.­ მაშინვე შევატყობინე ადგ­ილობრივ პოლიციის განყოფილებას და ვაცნობე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ცენტრს. 

- თქვენი სოციალური მუშაკი, რომელიც­ არასრულწლოვანს მეთვალყურეობდა,­ გოგონას საეჭვოს ვერაფერს ამჩნევდა?

- ბავშვებთან მუშაობენ როგორც სოციალური მუშაკები, ასევე ფსიქოლოგები. მათ ბავშვისთვის არაფერი შეუნიშნავთ..­. ახლა გოგონა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კურსს გადის...

თამარ ბუჩუკური, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართ­ველოს სოციუმის" დირექტორი: - ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე წლის წინ მოზარდს სექსუალური კავშირი ჰქონდა­ სხვა პირთანაც. შეუძლებელია, ეს არ სცო­დნოდათ­ სააგე­ნტოს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მუშაობა­ უწევდათ­ აღსაზრდე­ლთან. ეს ფაქტი ასახული უნდა იყოს დოკუმენტებში, რომელსაც აწარმოებს სოცმ­უშაკი.

ამდენად, ინფორმაციის დამალვა სახეზეა. სოციალური მუშაკის კომპეტენტურობასა და მუშაობის სპეციფ­იკას, თავის მხრივ, უნდა აკონტროლებდეს ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახური. ამგვარი ფაქტები გულგრილი დამოკიდებულებისა და პროფესიული ღირებულებების უგულებელყოფის შედეგია.


თორნიკე ყაჯრიშვილი
სიუჟეტი იხილეთ Palitra TV-ზე

marusya
26 ივნისი 2015 13:40
თიკო.
მართალია ბუნებრივი მოთხოვნილებები თუ აწეუხებს 22 წლიბ ბიჭს არასრულწლოვანზე უნდა იძალადოს და თქვენ დაუნებმა გაამართლოთ. ქუჩაში მოფსით ან სამსახურში შუა ოთახში ეგეც ბუნებრივი მოთხოვნილებაა. თუ არ ისწავლით კანონის დაცვას სულ ყველას მოგიწევთ ციხეში ჯდომა.




თიკო,არაფრით ხარ ზემოთხსენებულ ადამიანებზე უკეთესი,დაუნს რომ ადამიანის დასაკნინებლად იხმარ,მანდ დამთავრდა შენი ადამიანობა.
ნანა
20 ივნისი 2015 13:00
მარტო ეგ არ ხდება დუშეთის ბავშვთა სახლში ხშირად მოყავთ ვენებ გადაჩრილი ბავშვები. ყურადგება მისაქცევია მარტო თანხებს იღებენ
თიკო
14 ივნისი 2015 15:00
მართალია ბუნებრივი მოთხოვნილებები თუ აწეუხებს 22 წლიბ ბიჭს არასრულწლოვანზე უნდა იძალადოს და თქვენ დაუნებმა გაამართლოთ. ქუჩაში მოფსით ან სამსახურში შუა ოთახში ეგეც ბუნებრივი მოთხოვნილებაა. თუ არ ისწავლით კანონის დაცვას სულ ყველას მოგიწევთ ციხეში ჯდომა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები