"დამნაშავის დედას საბერძნეთიდან შვილებისთვის დაურ­­ეკავს, თუ დაიჭერთ, ძმა თქვენვე­ მოკალითო"
08-06-2015
"დამნაშავის დედას საბერძნეთიდან შვილებისთვის დაურ­­ეკავს, თუ დაიჭერთ, ძმა თქვენვე­ მოკალითო"
"სოფელი ფაილოძის უმკაცრესად დასჯას­ ითხოვს."

დანაშაული ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. პეტრე ფაილოძე მრავალჯერ ნასამართლევია. ის 4 თვის წინ ციხი­დან შეწყალებით გამოვ­იდა. ამჯერად კი 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სამი და ზესტაფონის სოფე­ლში ბებიასა­ და მამასთან იზრდება. უფროსი 15 წლის არის, შუათანა -12-ის, პატარა - 10-ის. ბავშვების დედა სიდუხჭირის გამო საბერძნეთში წავიდა­. იმ დღეს, 31 მაისს, გოგონები შინ მარტო­ იყვნენ... შემზარავი ფაქტი მეორე დღეს გახმაურდა.­ ბავშვები დილით სკოლ­აში წავიდნენ. უფროსი და
მთელი დღე გაკვეთილზე ტიროდა,­ ბო­ლოს თანა­კლასელს უამბო, რა გადახდა მის უმცროს დას... პედაგოგებმა ეს ამბავი ოჯახს შეატყობინეს და პოლიციაც გამოიძახეს. 

ამირან ბახტაძე, სოფლის დეპუტატი:
- ფაილოძე 4 თვეა სოფელში გამოჩნდა, სახლში ძმა არ უშვებდა, ამიტომ ბიძასთან ცხოვრობდა. მათი სახლი ამ გოგონების სახლთან ახლოსაა, მეზობლები არიან.
იმ საღამოს ბავშვები შინ მარტო იყვნენ, მათთან თურმე ხშირად მიდიოდა ფაილოძე ყავის დასალევად, ამიტომ მისი სტუმრობა­ არ გაჰკვირვებიათ. იმ დღეს მთვრალი მის­­ულა. უფროსი გოგონასთვის უთქვამს, ყავა მომიდუღეო, ბავშვს უპასუხია, ყავა არა გვაქვსო, მაშინ, ვიყიდოთ, მაღაზიაში გამომ­ყ­ევიო, უნდოდა, სახლიდან გაეყვანა­. მას უარი უთქვამს, შემდეგ უმც­როსისთვის უთხოვია, შენ მაინც წამომყევიო და ისიც გაჰყოლია. ვენახებია ჩვენს სოფე­ლში, იქ ერთი ძირი დიდი მუხა დგას, იქ მიიტყუა ბავშვი და გააუპატიურა. ბავშვს­ დაზიანებები ეტყობა, პატარა, გამხდარი გოგ­ონაა, რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია იმ მხეცისთვის. თურმე ბოლოს გამოექცა და იმ გარეწარს იქვე ჩასძინებია. ბავშვი სახლში გაფითრებული დაბრუნებულა. მერე უფროსი დისთვის მოუყოლია ყველაფერი.
სოფელი ფაილოძის უმკაცრესად დასჯას­ ითხოვს. დამნაშავის დედაც საბერძნეთშია,­ ეს ამბავი­ რომ გაიგო, შვილებისთვის დაურ­­ეკავს, თუ დაიჭერთ, ძმა თქვენვე­ მოკალითო. 

- ამბობენ, ამ დანაშაულის შემდეგ ფაილოძე სოფელში ჩვეულებრივ და­დიოდა.
- ამ უბედურების შემდეგ­, მთვრალი მოდიოდა თურმე გზაზე, მეზობელს გაუჩერებია მანქანა, სახლამდე მიგიყვანო, მაგრამ არ ჩამჯდარა, ფეხით წავალო. ეს ამბავი­ მეორე დღეს რომ გახმაურდა, მთელი სოფელი შეიკრიბა, ახალგაზრდობა გამოვიდა ქუჩაში, მოვიდა ეს არაკაცი ფაილოძეც, ვკითხე, შენზე ასეთ საშინელებას რომ ამბობენ,­ რა ხდება-მეთქი. აქეთ შემომიტია, ყაჩაღი ვარ, ნარკომანი, ყველა უბედურების­ ჩამდენი, მაგრამ ამისთანა რამეს როგორ მაბრალებთო. იმ საღამოს ტელეფონით ბავშვების­ მამასაც უტიფრად შეუტია.
მას შემდეგ, რაც არასრულწლოვან გოგონას ქუთაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა და მისი გაუპატიურების ფაქტი დადასტურდა, სამართალდამცავებმა მისი ძებნა დაიწყეს. ფაილოძე თბილისში დააკავეს.

თეა ხურცილავა
nino
29 ივლისი 2015 18:33
ვის იწყალებენ და უსჰვებენ გარეტ , ეს უკვე მერამდენე დანასაულია ჰააა ხალხოო ეს რა უბედურებააა, გარეწრებს უსვებენ გარეტ , სიკვდილი მაგ არა ადამიანს და სხვა ვერ გაბედავს, კანონი უნდა იყოს სიკვდილიტ დასჯა ,პარლამენტო გაახილეტ ტვალები ნუ გზინავტ
მანჩო
29 ივლისი 2015 00:06
არ არის ახლა ეს არაკაცი დასახვრეტი? ლინჩის წესით უნდა გაესამართლებინა სოფელს, ასოასო აეცლიან ხორცები.
ის
29 ივლისი 2015 00:00
ტელევიზორიდან ამდენი შიშველი მკერდის, ფეხების, პორნოისტერიების დემონსტრირებას ვერ უძლებს, მშიერი, უფულო, გაღიზიანებული, უნებისყოფო არსება, რომელმაც კარგად იცის, რომ მიუწვდომელია მისთვის უფულოდ, გამღიზიანებელი ობიექტი და ხდება ეს და სხვა საშინელება.

რედაქტორის რჩევით