მარიხუანას დეკრიმინალიზაცია - ნარკომაფიის დაკვეთა?!
15-06-2015
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია - ნარკომაფიის დაკვეთა?!
"არ არის გამორიცხული, რომ ეს ჯგუფი საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის ან რომელიმე სახელმწიფოს დავალებას ასრულებდეს"

ცხარე კამათის თემად იქცა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ შემუშავ­ებული კანონპროექტი. ინიციატორები სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილე­ბის შეტანის აუცილებლობას­ იმით ხსნიან,­ რომ ჩვენი კანონმდებლობა მარიხუანას მომხმარებელთა მიმართ ხისტი და მკაცრია... "კვირის პა­ლიტ­რა"­”უშიშ­რო­ების გე­ნე­რალ-მაი­ორს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ ჯემალ ჯანაშიას ესაუბრა:


- მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მისი ლეგალიზაციისკენ გადადგმული ნაბი­ჯია.
ის მოსაზრება, რომ მარიხუანა არის მსუბუქი­ ნარკოტიკი, მითია. მისი დიდი ოდე­ნობით მიღება მომაკვდინებელია.
დეკრიმინალიზაცია ნიშნავს­­ იმას, რომ მარიხუანა­ თამბაქოს რეჟიმში გადავიყვანოთ, მოვიყვანთ ისევე, როგორც თამბაქოს, ანუ გავხდებით მისი მწარმოებლებიც. თუ მარიხუანას მოხმარება დასჯადი არ იქნება, უცხო ქვეყნები კონტრაბანდულად დაიწყებენ მის შემოტანას, ან სახელმწიფომ­ თვითონ უნდა შემოიტანოს და ფასიც დაა­წესოს მასზე. ჩვენს პირობებში, ბევრს არა აქვს მარიხუანას შეძენის საშუალება.
ამიტომ მოიძებნება \ჯგუფი, რომ­ელიც დაწესებულ ფასზე ნაკლებად შესთავაზებს მას მომხმარებელს. მეტიც, დაიწყება მისი მოყვანა უკანონო გზებით კახეთში, სვანეთსა და სამეგრელოში, სადაც საამისოდ მშვენიერი პირობებია­ (მარიხუანა იმავე კულტი­ვაციას მოითხოვს, რასაც სიმინდი), ანუ გავხდებით მწარმოებლებიც და მივიღებთ დიდ ბაზარს, ვინაიდან იქნება მოთხოვნა, იქნება ბაზარიც.

- პარლამენტში განსახილველად შედის­ გოგა ხაჩიძის ინიცირებული კანონპროექტი.

- წინა ხელისუფლების დროს დეკრი­მინალიზაცია აზრად არავის მოსვლია. ამის უკან არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან.
ეს არის ჯგუფი, რომელიც დიდი შემა­რთებით ცდილობს ამ კანონპროექტის გატანას პარლამენტში. მასში არის პუნქტი, თუ ერთხელ მოხმარება არ არის დასჯადი, არც მეორე და მესამე მოხმარება უნდა იყოს, რაც პოპულისტური მოსაზრებაა.
რუსეთმა 1989 წელს მიიღო მსგავსი კანონპროექტი, დუმამ დაამტკიცა და მას შემდეგ რუსეთში 100%-ით გაიზარდა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი.

დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, საქ­ართველოში შემოიტანენ მაღალი სელექციის მარიხუანას და გაავრცელებენ. ჩვენი ტერიტორია გახდება არა მარტო მომხმარებელი, მიმწოდებელიც. ასეა მექსიკაში - ის არის აშშ-ისთვის მარიხუანას ძირითადი­ მიმწოდებელი. 3 წელიწადში ნარკოკარტელებთან ბრძოლაში იქ 40 000 კაცი დაიღუპა. დღეს ნარკოკარტელებს უკვე არმია ებრძვის, ვინაიდან პოლიცია მასთან უძლურია.

- არცთუ დიდი ხნის წინ აშშ-ის ადმ­ი­ნის­ტრაციამ საქართველო ნარკოტიკების ტრანსპორტირების კლასიკურ ქვეყნად გამოაცხადა...

- აშშ-ის ადმინისტრაციამ პირდაპირ ჩამოაყალიბა თეზისი, რომ საქართველო არის ნარკოტიკების სატრანზიტო სივრცე, ამიტომ თავი უნდა დავიცვათ არა მარტო ტრანზიტისგან, არამედ იმისგან, რომ არ გავხდეთ მარიხუანას მწარმ­ოებელი ქვეყანა­.

ის არის ნაკლებად კონტრ­ოლირებადი სივ­რცე აზიიდან ევროპისკენ, რაც ხელს უწყ­ობს საერთაშორისო ორგანიზებულ დან­აშაულს, რომელსაც წელიწადში 350 მილ­იარდი დოლარი შემოსავალი აქვს. საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულს შეუძლია ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფზე იმოქმედოს და მიაღებინოს ისეთი კანონი, რომელიც მას აძლევს ხელს.­ ერთი რეგიონის 200 000 მომხმარებელი, წარმოიდგინეთ, რამხელა მოგებას მისცემს ნარკომაფიას.

- რაზე მიანიშნებთ?
- არ არის გამორიცხული, რომ ეს ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობს მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან და­კავშირებით, საერთაშორისო ორ­განიზებული­ დანაშაულის ან რომელიმე სახელმწიფოს­ დავალებას ასრულებდეს.

ჩვენს მტერ ქვეყნ­ებს სწადიათ, ჩვენი ახალგაზრდობა იყოს დეგრადირებული, რომელსაც ერის არც წარს­ული აინტერესებს, არც აწმყო და არც მომავალი.

ამის კარგი საშუალებაა მისი ნარკოტიკებით გაბრუება. ეს ეპოპეა ჩვენ უკვე გავიარეთ 90-იან წლებში პანკისში, როდესაც ძალიან იაფი ­ოპიუმი შემოაგდეს ხეობაში და მთელი ახალგაზრდობა მას მიეჯაჭვა. ეს იყო ხელო­ვნურად პროვოცირებული პროცესი... ეს უბედურებაა!


გასაიდუმლოებული პლანტაცია


მექსიკის პოლიციამ საჰაერო პატრულირებისას აღმოაჩინა მსოფლიოში უდიდესი მარიხუანას პლანტაცია. მისი ზომა წარმოუდგენელია და შეადგენს 120 ჰექტარს, რომელშიც დათესილია ბუჩქისებრი სტილის მარიხუანა, ხოლო მოსავლის საერთო ღირებულება 160 მილიონი ამერიკული დოლარია. მფლობელმა მთელ მოსავალს გადააფარა შავი ბადე, რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო და ასევე მოსავალი არ გაეფუჭებინა მზეს.

დამნაშავეა - მარიხუანა


მექსიკაში მარიხუანას რეკორდული პარტია გაანადგურეს - სამხედროებმა 134 ტონა ნარკოტიკი
დაწვეს. ტვირთი განკუთვნილი იყო ამერიკაში, სან-დიეგოში გასაგზავნად და მისი ფასი 340 მლნ დოლარს შეადგენდა


დიდი ბრიტანეთის ფსიქიატრთა სამეფო კოლეჯის ანგარიშის მიხედვით, ყოველი მე-10 მომხმარებელი მარიხუანასთან ურთიერთობას უსიამოვნო გრძნობით ამთავრებს - იქნება ეს დაბნეულობა, ჰალუცინაციები, გაღიზიანება თუ პარანოია. კანაფისთვის უცხო არ არის დეპრესიული განწყობის შექმნა, მოტივაციის შემცირება. მტკიცდება, რომ ფსიქოზით დაავადებულთა დიდი ნაწილი მოიხმარს ან დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარდა კანაფს­. კვლევათა მიხედვით, რეგულარული მოხმარება აორმაგებს შიზოფრენიით დაავადების რისკს.
დადასტურებულია, რომ ადამიანი, რომელიც მარიხუანას ან ჰაშიშის მოხმარებას 15 წლის ასაკამდე იწყებს, იოთხმაგებს შანსს, 26 წლისა შიზოფრენიით დაავადდეს.

მარიხუანას ხშირი მოხმარება ზემოქმედებს შრომისუნარიანობაზე. მისი გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანს ხშირად ეკარგება როგორც დროის, ისე მის გარშემო მიმდინარე მოვლენების ადეკვატური აღქმის უნარი, ხშირად სიზარმაცე ერევა, უჭირს კონცენტრაცია, ხდება გულმავიწყი. გონების გარდა, ზიანი შეიძლება მიადგეს ფილტვებსა და სასუნთქ სისტემას, ოღონდ აქ მარიხუანა არაფერ შუაშია; დამნაშავე ნიკოტინია. როგორც წესი, მარიხუანას თუთუნს ურევენ.
კანაფი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აიკრძალა. ხუთი ათასი წლის მცენარეს დაბრკოლება პირველად 1911 წელს სამხრეთ აფრიკაში შეუქმნეს. მოგვიანებით სამხრეთ აფრიკას მიჰბაძეს სხვა ქვეყნებმაც. შეერთებულმა შტატებმა კანაფი 1937 წლიდან აკრძალა. დღეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას საერთაშორისო სამართალი არეგულირებს გაეროს სამი კონვენციის მეშვეობით: 1961 წლის კონვენცია ნარკოტიკების შესახებ, 1971 წლის კონვენცია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ და 1988 წლის კონვენცია ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ტრეფიკინგის შესახებ. საქართველო სამივე კონვენციის ხელმომწერია.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში კლების ტენდენცია შეინიშნება, მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით, მოწინავე ადგილს მაინც ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა იკავებს.­ მომხმარებლებმა იმატეს ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.

ევროპის სულ უფრო მეტი ქვეყანა ირჩევს თმენის პრაქტიკას და კანაფის მოხმარებისა და შენახვის ფაქტებს აღარ დევნის სისხლისსამართლებრივად. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მოხმარებისა და შენახვის გამო ამერიკაში 1991 წლიდან დაპატიმრებულ ადამიანთა რიცხვი 750 000-ს აღწევს, კალიფორნიის მსგავსად, სამედიცინო მიზნით მარიხუანას მოხმარება 15 სხვა შტატში დაუშვეს. მათ შორისაა კოლუმბიის ოლქი, კოლორადო, ალასკა, ნიუ-მექსიკო, ნიუ-ჯერსი და ა. შ. გაცილებით მკაცრი მიდგომა აქვთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს. მაგალითად, ტაილანდსა და სინგაპურში კანაფის მცირე დოზის შეტანა, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობის საფუძველი გახდეს.

ნანა ფიცხელაური
ირაკლი
16 თებერვალი 2017 15:12
ძალიან მიყვარს მარიხუანა და სიამოვნებით მოვიხმარდი ამ წუთსაც. სტატიას რაც შეეხება კი, მტერს ნამდვილად აწყობს ახალ თაობის დეგრადაცია. მაგრამ იცით რა?

ჩემი აზრით უნდა შეიმუშაონ რაიმე მექანიზმი რომელიც შეზღუდავს მძიმე კატეგორიის ნარკოტიკს, უნდა არსებობდეს რაღაც რაც გამოყოფს ბუნებრივ მცენარეს ხელოვნურ-გადამუშავებული ნაგვისგან, როგორიცაა ოპიუმი, ჰერო, ლსდ და ა.შ. რომელიც "აბანძებს" ადამიანს.
-მინახავს კან-დამპალი ადამიანი, ნახევრად მკვდარი, რომელსაც ერთი სურვილი აქვს: რაღაცა გაიჩხიროს და არ აინტერესებს სხვა. (ამ ხალხს ფსიქოლოგიური დახმარება ესაჭიროებათ და ციხე და ციხეში მეტადონის "პროსტო" პროგრამა).
-მაგრამ არ მინახავს "გაბანძებული" ადამიანი რომელიც მხოლოდ მარიხუანას ეწევა და არა ბიო-ს, ქიმიას და ა.შ.
სალომე
11 ოქტომბერი 2015 19:26
ხალხო ჯერ ბოლომდე წაიკითხეთ სტატია და მერე ილაპარაკეთ!სიგარეტს და ნარიხუანას ერთმანეთს როგორ ადარებთ?სიგარეტის მოწევის დროს,ადამიანი არ ბოლდება,უაზროდ არ იქცევა და არც ყურადღების უნარი უქვეითდება და არც ეოფროია იპყრობს!ვერ გაიგეთ,ეს არის ქვეყნის მტრების მიერ შემოგდებული პროექტი,რომელიც მიზნად ქართველი ახალგაზრდობის დეგრადაციას ისახავს!მათ ხომ აწყობთ ისეთი თაობა რომელიც მხოლოდ მოსაწევზე იფიქრებს დასხვა ყველაფერი ფეხებზე ეკიდება!თანაც ამის მაგალითი გვქონია პანკისში,იქ იაფი ოპიუმი შეუგდიათ და მთელი ახალგაზრდობა მასზე მიჯაჭვულა რათა მათი ბრძოლისუნარიანობა შეემცირებინათ!ასეთი რამ უკვე გავიარეთ,ჭკუა ვერ უნდა ვისწავლოთ?!
saxelis dawerac meshinia
26 ივნისი 2015 22:27
აუცილებელია დეკრიმინალიზაცია არც ნარკომანი ვარ და არც ბანდიტი და ყაჩაღი მაქვს პირობითი 2 ჯერ დამიჭირეს გამანარკოლოგიურეს და ეგაა 3 წელი მართვის მოწმობას ვერ ავიგებ პედაგოგი ვერ ვიქნები :)) მართვის მოწმობა არც მქონია და არც მანქაზე ვმჯდარვარ დაჭერისას )) სადაა სამართალი! პროსტა მოსაწევი მიყვარს და დამანებეთ ტავი ტო ))

რედაქტორის რჩევით