როგორ ვებრძოლოთ თვითმკვლელობებს
15-06-2015
როგორ ვებრძოლოთ თვითმკვლელობებს
საქართველოში სუ­იციდთან დაკავშირ­ებით ზუსტი მონა­ცემები არ არსებობს, მხოლ­ოდ გახ­მაურებული­ ფაქტები აღირიცხება -­ ჭი­რისუფ­ლები ცდილ­ობენ ჩუმად ჩაყ­ლაპონ ტკივილი. იზრდება საშინელი სტატისტიკა და არ ილევა მიზეზები.

"თუ ქუჩაში ერთი ადამიანი მაინც გამ­იღიმებს, ხიდიდან აღარ გადავხტები", -  დაწერა თვითმკვლელობის წინ ერთ-ერთმა... ჩვენც, საკუთარ საფ­იქრალში ჩაძირულთ, გამოგვეპარა სხვისი სატკივარი...
მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონზე­ მეტი ადამიანი იკლავს თავს.
"რულეტკასავით" არის, რომ გამოჰკრავ, შესაძლოა პირველივე გავარდეს, მაგრამ ამისთვის მზად ხარ. თუმცა, ბოლო წამის მემილიონედში ხვდები, რომ არ
გინდა გავ­არდეს და ხელი დაწიო, მაგრამ გვიანია", - ამბობს ერთ-ერთი, ვისაც, როგორც იტყვ­იან, სულზე მიუსწრეს... 

როდესაც 26 წლის ქალმა­ სიცოცხლე საკუთარი ნებით მოისპო, სოც­ი­ალურ ქსელში წერდნენ: "რა ნახა კარგი? რაც დაიბადა, იმის მერე საგიჟეთს უყურებს. მსგავსი უბედურება იმ სახელმწიფოს კისერზეა, რომელსაც საქ­ა­რ­თველო ეწოდება".

თუმცა, თავს
იკლავენ სკანდინავიის ქვეყნებშიც, სადაც ადამიანებს ეკონომიკური,­ მატ­ე­რიალური პრობლემები არ აწუხებთ. სუიციდით მოწინავეა თანამედროვე­ ტექნო­ლოგიური ცივილიზაციის ლიდერი იაპონია. თვითლიკვიდაციას ხშირად მიმართავენ კან­ადაში, სადაც ყველაფერია იმისათვის,­ რომ ადამიანმა ბედნიერად იცხოვროს... რას მიჰყავს­ ადამიანი სუიციდამდე?

დეკანოზი დავით ციცქიშვილი: - ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია და ყველას არ შესწევს ძალა გაუძლოს გაჭირვე­ბის წნეხს. მრავალი ახალგაზრდა შვებას ეძებს სასმელში, ნარკოტიკში, აზარტულ თამა­შებში და რიგ შემთხვევაში ეს გაქცევა თვითმკვლელობით სრულდება. განათლების დონე დაბალია, ადამიანები ზედაპირულები გახდნენ და ეს მძაფრად ჩანს მოზარდებში, რომელთა წრეებში სალაპარაკო თემები ვიწრო, ყოფით რუტინას შეეხება და არა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.­ მოზარდს, რომელიც ვერ იღებს განათლებას, არ კით­ხულობს წიგნს, უჭირს გაუძლოს ტკივილებს,­ რომლითაც მდიდარია სამყარო.

ასეთ დროს ეკლესიური ბავშვის ცხოვრებაში მოძღვრის ფუნქცია მეხამრიდის როლს თამაშობს. ის ბავშვობიდანვე აჩვევს,­ რომ სიცოც­ხლე ღმერთისგან მოგვეცა და მისი ხელყოფის უფლება არავის აქვს. ამიტომაც ეკლესიური ადამიანის ცნობიერებაში დამცავ ბარიერს ქმნის ცოდვის შეგრძნება. აღსარებით, ზიარებით და ლოცვით კი ეუფლება ემოციების მართვის ხელოვნებას. აუცილებელია სტრესული მომენტების გადასატანად ვინმესთან გახსნა, სწორედ ეს განტვირთვის მომენტი დგება მოძღვართან, ისევე, როგორც ფსიქოლოგთან. 

ერთი ბელგიელი ქართველი მეუბნებ­ო­და,­ ბელგიაში ეკლესიები ძირითადად დაკეტილია, მოხუცები თუ შეაღე­ბენ მის კარს, იქ თუ ვინმეს სულიერად უჭირს, ფსიქ­ოლ­ოგები ეხმარებიანო. ჩვენთან ფსიქოლოგთან ვიზიტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ თუ ვინმეს უჭირს, უნდა ახსოვდეს, ეკლესიაში ყველას ელიან.
ამავე დროს სახელმწიფო უნდა ცდილ­ობდეს სოციალური მდგომარეობის შეც­ვლას და თუ ვერაფერს ცვლის, ხელი აღარ უნდა შეუწყოს ისეთი ფაქტორების განვი­თარებას, რომელიც უიმედო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დაღუპვისკენ უბიძგებს. უნდა მოგვარდეს სათამაშო სახლების, კაზინოების პრობლემა. უზარმაზარ ვალებში ეფლობიან ადამიან­ები და მერე თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს. 

ბიოლოგი ელა ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ სუიციდის ასაკი ძალიან გაახალგაზრდავდა: - წლების წინ, პოლიციაში არასრულწლოვანთა დაკითხვებს ვესწრებოდი. ამ ბავშვებს მშობლები ძირითადად ალკოჰ­ო­ლიკები ჰყავდათ, ძალადობდნენ ერთმანეთზე და შვილებზეც. ყველას არ ჰქონდა ერთნაირი ამტანობა და მოზარდები ტრაგიკულად ამთავრებდნენ სიცოცხლეს. გვაქვს ფანატიზმის შემთხვევებიც. 16 წლის გოგონა სიკვდილამდე წერს, რომ თუ ვკვდები­, უკეთეს ცხოვ­რებაში მივდივარო­. მას გაუთვითცნობიერებელი ჰქონდა სიცოცხლის არსი, ცოდვის შეგნება.

სუიციდისკენ მიდრეკილი მოზარდების ამოცნობა შესაძ­ლებელია საერთო­ ნიშნებითაც - მოჩვენ­ებითი სიმშვიდე, საკუთარ თავში ჩაკეტვა, სოციუმთან გაუცხოება, ე.წ. დაყურსული ბავ­შვის მდგომარეობა სიგნალია იმისათვის, რომ მას შველა სჭირდება.­

კვირაში ერთხელ მოზარდებთან უნდა შედიოდეს ფსიქოლოგი­ და სასულიერო პირი. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოთმინებას, რომლის შედეგად ადამიანში ახალი მიდრეკილება, ახალი ნიჭიც კი იბადება...
gogi
04 ივლისი 2015 16:24
საქართველოს სახელმწიფო სტანდარტში ცხოვრობს არანაირი პრობლემის გაანალიზება და ფიქრი, მხოლოდ ტოტალური ძილი....ქვეყანაზე მართლა რამდენი უბედურება ხდება და რაღაც გენდერულ თანასწორობაზე და უაზრო თემებზე მსჯელობენ!!!!!
ნინ
25 ივნისი 2015 00:26
ვცდილობ გავძლო. უფლის წყალობით )

რედაქტორის რჩევით