ვახო სანაია ძმის მკვლელობის ყოფილ გამომძიებელს დაუპირისპირდა
15-06-2015
ვახო სანაია ძმის მკვლელობის ყოფილ გამომძიებელს დაუპირისპირდა
რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსად­ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ყოფილი გამომძიებელი სერგო­ ძაგნიძე დაინიშნა. ამ ფაქტს გიორგის ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია გამოეხმაურა, რომელიც ძაგნიძეს საქმის გაყალბებაში ადანა­შ­აულებს. შარშან ერთ-ერთ ინტერვიუში­ ძაგნიძე ამბობდა, რომ მან ყველა პროცედ­ურული ნორმის დაცვით გახსნა საქმე და მკვლელი სწორედ გრიგოლ, იგივე გრიცკო ხურცილავაა. ძაგნიძემ დაწვრილებით ისაუბრა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და დასძინა, რომ ამ საქმით მანიპულირებას ვახო სანაიასაც კი არ აპატიებდა.

-
დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი გრიცკომ მოკლა. მე ამაზე პასუხს ვაგებ ვახო სანაიას, გიორგის შვილისა და საზოგადოების წინაშე. ვახომ კი მადლობა­ მითხრას, რომ მისი ძმის მკვლელი დავიჭ­ირე. რომელ სპეციალისტთან ერთადაც უნდა, დავუჯდები და ეს საქმე გავარ­ჩიოთ,“- განაცხადა სერგო ძაგნიძემ.
ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისას ვახო სანაიას არაფერი
უთქვამს, რამდენიმე თვის შემდეგ კი, როცა სერგო ძაგნიძე თავდაცვის უწყებაში სამხედრო პოლიციის უფროსად დაინიშნა, ტელეკომპანია "იმედის"“პირდაპირ ეთერში იგი მტკიცებულებების გაყალბებაში დაადანაშაულა.

"კვირის პალიტრა" სერგო ძაგნიძეს დაუკავშირდა: - ვახო სანაიამ ის სტატია­ ყურადღებით წაიკითხოს და ყველაფერს მიხვდება. რა ვუყო, ილაპარაკოს, რაც უნდა, მისი უფლებაა. მთელი მსოფლიო ბალისტიკურ ექსპერტიზაზეა გადასული და რა მტკიცებულებები უნდა გამეყალბებინა? ხურცილავა მკვლელობას აღიარებს, ექსპ­ერტიზამ ბოთლსა და იარაღზე მისი თითის­ ანაბეჭდები დაადასტურა. ყველაფერს დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს?­ როდემდე შეიძლება ასე გაგრძელება? გიორგი სანაიას შვილი იზრდება იმ რწმენით, რომ მისი მამა პოლიტიკური მიზნით მოკლეს. აქ პოლიტიკური მიზეზი არ ყოფილა და რა ვქნა? უაზრო კამათს კი არ ვაპირებ.

ვახო სანაიამ "კვირის პალიტრასთან" განმარტა, რომ შეკითხვები ძაგნიძესთან კი არა, თავდაცვის მინისტრთან ჰქონდა, რომელმაც ყოფილი გამომძიებელი ამ პოსტზე­ დანიშნა:
- თინა ხიდაშელი თავის დროზე ადამიანის უფლებებს იცავდა. სამწუხაროდ, მან  ჩემს შეკითხვას არ უპასუხა. ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი საქმეები აქვს? 14 წელია, რაც მე და ჩემი ოჯახი ამ საქმის­ გამოძიებას, მკვლელობის შემკვეთების, შემსრულებლების გამოაშკარავებას ვითხოვთ.

ადამიანი, რომელმაც ჩემი ძმის მკვლელობის საქმის მტკიცებულებები გააყ­ალბა, უტიფრად ამბობს, რომ საქმე გახსნა,­ რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადო. მთელმა საქართველომ ნახა, შემთხვევის ადგილზე ნებისმიერი ადამიანი როგორ შედიოდა და გამოდიოდა. ეს კვალის ასარევად გააკეთეს. ყველაფერი ხომ კადრებზეა აღბეჭდილი.
გიორგის საქმეში ერთი მნიშვნელოვანი დეტალია - მკვლელობის საღამოს მან სახლის გასაღები დაკარგა. მოგვიანებით მეზობლის ქალმა გამოძიებას განუცხადა, რომ დაინახა, იმ საღამოს გიორგის ბინაში­ შუქი როგორ აინთო, ლანდი როგორ გადა­ადგილდებოდა, შემდეგ კი ისევ ჩაქრა. როცა ამ ეპიზოდის შესახებ გამომძიებელს ვკითხეთ, არ მახსოვსო, თქვა.

ეს დაცინვაა! სასამართლოში სპექტ­აკლი დადგეს. გინახავთ ოდესმე პროცესის ტრანსლირება პირდაპი­რი ეთერით? ამ გზით მათ საზო­გადოებაში თავიანთი ბინძური ვე­რსიების გავრცელება სურდათ, რაც არ გამოუვი­დათ.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იმედი გვქონდა, რომ საქმეს გამოიძიებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ვპირდები საზოგადოებას, რომ ეს საქმე გაიხსნება! სერგო ძაგნიძე კი, ჩემთან კი არა, პროკურორსა და მოსამართლესთან დაჯდება.

როგორც ვახო სანაიამ დასძინა, მალე ის გიორგი სანაიას საქმის მასალების გამოქვეყნებას დაიწყებს.

სალომე გოგოხია
rezo
20 ივნისი 2015 21:56
რა ხალხი მოიყვანეს?ვინებს ნიშნავენ თანამდებობებზე?
niko
20 ივნისი 2015 11:57
ამ ადამიანის ასეთ თანამდებობაზე დანიშვნა არ შეიძლება. არ არის ეგ პროფესიონალი. მაგის მაქსიმუმი ქვეგანყოფილებაა, ისიც თუ "ომიანობაა".
ვიღაცა
15 ივნისი 2015 14:38
ფასონობს სანაია; რაღაც არ მახსოვს ადრე პრეტენზია გამოეთქვა ამის თაობაზე; პირიქით, მშვენივრად უპრავებდა რაღაც–რაღაცეებს წინა ხელისუფლებას;

რედაქტორის რჩევით