"ქმარმა ჯერ იარაღით სცადა ცოლის მოკვლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა" - ძალადობის საზარელი ფაქტები
15-06-2015
"შორიდან ვუყურებდით, როგორ ურტყამდნენ დედას"

სავალდებულო უნდა გახდეს სკოლის დამთავრება, მშობლები უნდა აიძულონ, ბავშვები სკოლაში ატარონ. თუ ასე გაგრძელდა, ტრაგედია კიდევ არაერთხელ განმეორდება.

იორმუღანლოში ქმრის ნათესავებმა 31 წლის ხანუმა ჯეირანოვა იმის გამო დასაჯეს, რომ უცხო მამაკაცის მანქანაში ნახეს. ქალი მანქანიდან გადმოათრიეს და სასტიკად სცემეს. ამის შემდეგ­ სოფლის ბირჟამდე ფეხშიშველი ატარეს, სოფელი შეკრ­იბეს და ხალხს აყურებინეს, როგორ სცემდნენ. მეორე დღეს ქალმა თავი მოიკლა.

8 თვე
დამნაშავეების დასჯას­ უშედეგოდ ელოდნენ ხანუმას მეუღლე და მშობლები, საჩივარს­ საჩივარზე წერდნენ, მაგრამ არა­ვინ­ დასჯილა... როცა უსამართლობით გამწარებულმა ხანუმას მეუღლემ, აჯია ჰასანოვმა ერთ-ერთი დამნაშავე ფეხში დაჭრა, ის სასწრაფოდ დააკავეს და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ციხეში გამოკეტეს.

ზაჰიდა ჯეირანოვი, ხანუმა ჯეირანოვას მამა:
- ჩემს შვილს ქუჩაში სამარცხვი­ნოდ სცემეს, ხალხს აყურებინეს,­ როგორ ურტყამდნენ. ამ ამბის­
თვითმხილველები არიან ჩემი შვილიშვილები - ხანუმას მცი­რ­ე­წლ­ოვანი შვილები. რა უფლება ჰქონდათ, ჩემს შვილს ასე რომ გაუსწორდნენ?!  დამნაშავეების­ გვარები­ იცის პოლიციამ, მაგრამ­ მათთვის პასუხი არავის მოუთ­ხოვია. ჩემმა სიძემ­ ამდენი უსამ­ართლობა ვერ მოითმინა და ერთ-ერთი დაჭრა. ის მაშიIნვე­ დაიჭირეს. ახლა ჩემი შვილი მიწაშია, სიძე - ციხეში, ბავშვები უდედმამოდ დარჩნენ, დამნაშავეები დაუსჯელები არიან. ეს არის სამართალი?!

ხანუმას პატარები­ ჰყვებიან, როგორ სცემეს მათ დედას.
"სკოლიდან მოვდიოდი, ბირჟ­ასთან ჩხუბი იყო, ვიფიქრე, კაცები ჩხუბობენ-მეთქი, თურმე დედაჩემს სცემდნენ ელჩინ გეიხანოვი, აივაზ ჰასანოვი, ოვკან ისმაილოვი,­ ნოვრუზ ჰასანოვი, თერმან ჰასანოვი და კიდევ ერთი კაცი, რომელ­საც არ ვიცნობ. ახლოს მისვლის შემეშინდა, შორიდან ვუყურებდი, როგორ ურტყამდნენ დედას ფეხებსა და ხელებს, ის ტიროდა, მერე გული წაუვიდა. წაქცეულთან მივიდა აივაზ ჰასანოვის ცოლი და დედაჩემს წყალი მიაწოდა. მერე მაღაზიაში შეიყვანეს, მერე ალახ გეიჰანოვის ოჯახში", - ჰყვება ხანუმას ქალიშვილი.
"ელჩინის ბიჭმა მოირბინა და მითხრა, ქუჩაში დედაშენს სცემენო. გავიქეცი და ვნახე ტრასაზე სცემდნენ, დედა წაიქცა, მე შორიდან ვტიროდი... მერე გავიგეთ, რომ დედამ თავი მოიკლა", - ჰყვება ხანუმა ჯეირანოვას უფროსი ვაჟი და ცრემლს ვერ იკავებს.

ხანუმას მეუღლე აჯია ჰასან­ოვი ამბობს, რომ ცოლთან 14 წელი ბედნიერად იცხოვრა და არ სჯერა, რომ ქალმა უღალატა:

"არასოდეს გვიჩხუბია. ბიძაშვილები მეუბნებიან, სხვა ბიჭთან ვნახეთ და ამიტომ ვცემეთო. სიკვდილის წინ დამირეკა ჩემმა ცოლმა,­ ბავშვები მინდა ვნახოო, მერე გავიგე, თავი მოუკლავს. რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას. ამის ღირსი არ იყო ჩემი ცოლი. დამნაშავეები არ დასაჯეს. ერთი ქუჩ­აში გადამეყარა და ფეხებში ვესროლე".

"გოგოს ბიჭისთვის დაურეკავს, მოდი და წამიყვანე, თორემ დეიდა­შვილზე მათხოვენებო"

კიდევ ერთი ტრაგედია დატ­რიალდა სოფელ კაზლარში. 21 წლის ულფუგარ გულიევმა­ ცოლის შერთვა გადაწყვიტა და ამას შეეწირა. შეყვარებული გოგონას­ სახლთან ბიჭს ხელკეტებით თავი გაუ­ჩეჩქვეს და ცემაში ამოხადეს­ სული. ამ დანაშაულისთვის გოგოს­ მამა, ნოვრუზ ქარიმოვი, დააკავეს,­ თუმცა, გულიევების ოჯახი ქარიმოვების ოჯახის სხვა წევრების დასჯას დღემდე უშედეგოდ ითხოვს...

"ყურადღებას არავინ გვაქცევს,­ ხმის ამოღების უფლებაც არა გვაქვს, პროკურორი ზურგს გვაქცევს.­ ქალ-ვაჟს ერთმანეთი უყვარდა. გოგოს ბიჭისთვის დაურეკავს, მოდი და წამიყვანე, თორემ დეიდა­შვილზე მათხოვენებო. იმ საღამოს სახლიდან ულფუგარი­ ღამის პირველ საათზე გასულა, მასთან ერთად ორი მეგობარი ბიჭიც იყო გოგოს მოსატაცებლად. გოგო თავისი ფეხით ჩამჯდარა მანქანაში, მაგრამ უცებ მანქანა ვერ დაუქ­ოქავთ. ამ დროს გამოვარდნილა სახლიდან გოგოს დედ-მამა. დედა წინ გადასდგომია მანქანას, ჯოხს ურტყამდა, მამას კი თავში ცულის ტარი ჩაურტყამს ბიჭისთ­ვის. მისმა მეგობრებმა გაქცევა მოასწრეს. ულფუგარი შერჩათ, შეუთრევიათ ბიჭი ეზოში, სკამზე თოკით დაუბამთ, ხელ-ფეხი შეუკრავთ და სასტიკად უცემიათ. გოგოს დედაც ყვიროდა თურმე,­ მოკალითო. ბიჭს თავი გაჩეჩქვილი ჰქონდა. არმატურით, ცულის ტარითა და ჯოხებით გაუხეთქეს თავი. სახე სიგარეტით ჰქონდა დამწვარი. გურჯაანის საავადმყ­ოფოში რომ ვნახეთ, ვერ ვიცანი,­ ისე იყო წელს ზემოთ დალურჯებული და დასივებული... 8 თვე გავიდა, ვერ მივაღწიეთ ყველა დამნაშავის დასჯას. მარტო ერთი კაცი ვერ მოერეოდა ულფუგარს, მთელი ოჯახი გაუსწორდა, როცა ურტყამდნენ, თურმე ფეხებში ჩაუვარდა მამას გოგო და უთქვამს, ნუ სცემ, ყველაფერი ჩემი ბრალი­ იყო, მე ვუთხარი, მოსულიყოო", - ამბობს ულფუგარის ბიძა ასთან გულიევი.


ქმარმა ჯერ იარაღით სცადა ცოლის მოკვლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა

მორიგი დანაშაული შარშან საგარეჯოს სოფელ ვერხვიანთან მოხდა. იმ დღეს სოფელ თულარში მცხოვრებმა 41 წლის ელიმხან ედიგაროვმა მეუღლე მელეიქა ჰასანოვა ავტომანქანაში ჩაისვა, შვილებს კი უთხრა, რომ ცოლი თბილისში ექიმთან მიჰყავდა. ქმარმა ჯერ იარაღით სცადა ცოლის მოკვლა, შემდეგ კი ავტომანქანით გადაუარა. დამნაშავეს გაქცევა არ უცდია, ის პოლიციას ჩაჰბარდა.

ლინჩის წესით გაასამართლეს...

შარშან სოფელ ქეშალოში ეჭვიანობის ნიადაგზე ლინჩის წესით გაასამართლეს ლომონა ალაზოვა. მას ქუჩაში სასტიკად სცემეს, შემდეგ ორჯერ ესროლეს. ქალი სიკვდილს გადაურჩა. სამართალდამცავებმა ამ დანაშაულში ამხილეს დაზარალებულის ბიძაშვილი, 1979 წელს დაბ­ადებული კაზანთარ ალაზოვი, თუმცა ყველამ იცის, რომ ქალს სხვებიც სცემდნენ, მაგრამ ისინი­ არ დასჯილან.


იხილეთ ვიდეოსიუჟეტი
dudana zakaraia
26 ივნისი 2015 15:44
Etyoba xalxis shishit ver igeben xmas samartal damcavebi. Raiyot ra dagemartad ris geshiniat tu patara tyis binadrebad gadaiqecit ori yuri roaqvt da aqetiqit daxtian.dasajet damnashaveebi uklebliv yvela mkacrad da samagalitod.iqneb mere agar moxdes egeti danashaulebi. An romel saukuneshi vart an ra ufleba aqvt adamians sicocxles ro artmeven magit ris mixweva undat. Gamoqvabulshi unda cxovrobdnen egeni da arsad sxvagan. Uvici xalxi da utvino yofilan egeni da vinc mand kanons icavs isini uaresebi. Saertod fics ro xebulob da saqartvelos da qveynis wi. Ashe dgaxar iq shentvis kanoni pirveli u. Da iyos da tavi aru. Da aarido danashauls. daudeqit xalxs gverdit da gaaketet is ris gaketebac R gagicirdebat da kanons ar shewinaexmdegeba. iseimos samartalma.
lia
25 ივნისი 2015 17:56
მერე გარეწარი ჟურნალისტები დაწერენ-კახეთში მოხდაო და... კახელ გლეხებს მოჭრიან თავს. განსაკუთრებით კახეთის საინფორმაციო ცენტრი სცოდავს ამაში
მაია
25 ივნისი 2015 08:36
რატომ არ ისჯება ეს მკვლელები სამაგალითოდ? მხეცი არ მოიქცევა ასე. ამათთვის, ადამიანების სიცოცხლე ჩირადაც არ ღირს

რედაქტორის რჩევით