"გოგო ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ" (?!)
"გოგო ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ" (?!)
აზერბაიჯანულ სოფლებში ვითარება უკიდურესად მძიმეა. არც ერთმა­ ქალმა ქართული არ იცის, ბავშვები სკოლაში არ დადიან და განათლებას ვერ იღებენ. გოგონები მაქსიმუმ 3 კლასს ამთავრებენ, მერე მშობლებს მთაში ან მინდვრად სამუშაოდ დაჰყავთ. ამასთან, მეხუთეკლასელ გოგონებს ნიშნავენ ან ათხოვებენ. ამბობენ, ეს ჩვენი ადათიაო.

"ჩვენთან გოგოს აზრს არავინ ეკითხება. გოგო ვერ იტყვის, რომ ვიღაც ბიჭი უყვარს, ვისაც შეურჩევს ოჯახი, იმას უნდა გაჰყვეს. სიტყვა "მიყვარს" ჩვენთან არ არსებობს. ყველაფერი განათლების უქონლობის ბრალია­. კაზლარში სკოლაც
კი არ არის, იორმუღანლოს სკოლამდე 5-6 კილომეტრი უნდა გაიარონ ბავშვებმა. მეხუთე კლასის შემდეგ კი ბავშვებს სკოლაში აღარ უშვებენ. ამ პრობლემას მიხედვა სჭირდება",­ - გვითხრა ორუჯა ჯაფაროვმა.

ბაქათ ნაზაროვი: - ჩვენი წესი ასეა - სასიძოებს მშობლები­ ვირჩევთ. 2 წელი ან მეტხანს დანიშნულები არიან, მერე ქორწილი იმართება,
ზოგი დანიშვნისთანავე მიჰყვება ბიჭს. ეს ჩვენი ტრადიციაა და ასე უნდა გაგრძელდეს.
ახალგაზრდა მუზამფარ ქარიმოვსაც მოსწონს თავისი ტრადიცია. ის ორი მცირეწლოვანი შვილის მამაა, თუმცა უსიყვარულოდ შექმნა ოჯახი:
- დედამ მითხრა, შენთვის კარგი გოგო მყავსო. მოელაპარაკა მის მშობლებს და ცოლი 15.000-ად მიყიდა. არ მიყვარდა, მაგრამ მაინც მოვიყვანე. იმ გოგოს ყველაფერი გამოაყოლეს მისმა მშობლებმა, 25 000-ის ავეჯი მოიტანეს ჩვენს სახლში. ჩვენთან გოგო რომ თხოვდება, მისი მშობლები ბიჭის სახლს ავეჯით აწყობენ. ქორწილიც გვქონდა, ჩვენც ვუყიდეთ ჩემს ცოლს სამკაული: ოქროს ჯაჭვი,­ საყურე, სამაჯური, რაც ტრადიციით ეკუთვნის. არც ჩემი ცოლისთვის უკითხავს ვინმეს აზრი. მე მომწონს ჩვენი წესები. ახლა ორი შვილი გვყავს.

- სკოლაში დადიოდი? - ვკითხე გაკვირვებულმა მუზამფარს, რომელიც დამტვრეული ქართულით მელაპარაკებოდა. ამ შეკითხვას მისი ახლობელი გამოეხმაურა, სამი კლასის მერე სკოლაში არ უვლია, სულ მთაში მუშაობს და გოგოს სხვანაირად როგორ გაიცნობდაო. 

კიდევ ერთ 25 წლის მამაკაცს გავესაუბრე იმ იმედით, რომ ის მაინც დაგმობდა ამ ტრადიციას:
- 13 წლის იყო ჩემი ცოლი, რომ მოვიყვანე. მამამ შემირჩია და ვერ გავუწევდი წინააღმდეგობას. თუ არ დაემორჩილები, დაგსჯიან. ისე, მე სხვა გოგო მიყვარდა, მისი მოტაცება მინდოდა, მაგრამ როცა სახლში ვთქვი, გამიბრაზდნენ. იმ გოგოს ოჯახი არ მოსწონდათ ჩემებს.­ გოგოს ცოტა ხანი მალულად ვხვდებოდი, მაგრამ ეს ძალიან საშიში იყო, რომ დავეჭირეთ ერთად, ალბათ, ორივეს დაგვხოცავდნენ. ჩვენთან გოგოს და ბიჭის დალაპარაკება არ შეიძლება. სხვა გზა არ იყო, ვინც მშობლებმა შემირჩიეს, ის მოვიყვანე ცოლად.

აჰმედ სამედოვი: - ჩემს გოგონებს საქმროები მე შევურჩიე. ახლა ახალგაზრდები ცდილობენ, გოგ­ოები მოჰპარონ მშობლებს,­ ზოგიერთ გოგოს სკოლაში ვერ უშვებენ იმის შიშით, რომ მოიტაცებენ, არადა, ის გოგო დანიშნულია. ჩემს შვილს რომ მოიტაცებ, მერე მე ხომ უნდა ვიძიო შური ბიჭზე. გოგო ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ. ჩემი ერთი გოგო დის­შ­ვილს გავაყოლე­. გოგოებისთვის­ აზრი რატომ უნდა მეკითხა, ჩემზე კარგად იცოდნენ, ქმრად ვინ გამოადგებოდათ? წესია, სანათესაოში ვინც კარგი­ იქნება, იმას უნდა გააყოლო გოგო. ჩვენთან ქალს აზრს არავინ ეკითხება. თუ გოგო დაუკითხავად გაჰყვა შეყვარებულს, თუ დროზე მიუსწრეს, აუცილებლად უკან წამოიყვანენ. ერთხელ დანიშნული გოგო სხვა ბიჭს გაჰყვა, მამას არ უნდოდა და თავისი გოგო ცემით მოკლა.
საბედნიეროდ, განსხვავებული აზრიც მოვისმინე:

აჰმედ ყულიევი: - სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ჩვენს სოფლებში ბავშვებმა განათლება მიიღონ. სავალდებულო უნდა გახდეს სკოლის დამთავრება, მშობლები უნდა აიძულონ, ბავშვები სკოლაში ატარონ. თუ ასე გაგრძელდა, ტრაგედია კიდევ არაერთხელ განმეორდება. განათლებულები რომ იყვნენ, მშობელი ვერ აიძულებს გათხოვებას. ამიტომაც ხდება უბედურება. მიუხედავად იმისა, რომ იციან, ღალატისთვის შეიძლება მოკლან, ზოგიერთი ქალი მაინც ღალატობს ქმარს, რადგან არ უყვარს.

მკითხველის კომენტარი (28)
bacho
16 ივნისი 2015 11:56
Dis shvils gavakoleo. ... :) tradiciaa? Rogor cvalobs da codoa Vinc ase azrovnebs da am ,, tradicias" Vinc amartlebs.
qqq
16 ივნისი 2015 11:30
სტუდქალაქში ვმუშაობდი, იქ ერთ ქართველ და ერთ აზერბაიჯანელ გოგოს შეუყვარდათ ერთმანეთი, ის გოგო პედაგოგოს შვილი იყო. მამა ყავდა არ ვიცი რისი მასწავლებელი. უნდა გენახათ რა ამბავი ატყდა, მთელი სტუდენტობა გამოვიდა გარეთ რომ ჩამოვიდნენ, ბიჭს გოგო დამალული ყავდა, არც თავად ჩანდა. იცადეს, იცადეს და წავიდნენ, მერე ისევ ჩამოვიდნენ და გოგო წაიყვანეს, არ გასულა რამდენიმე დღე და გოგო ჩამოვიდა, მერე გოგო ორსულად დარჩა და მეცხრე თვეში ისევ წაიყვანეს, ბავშვი ბიჭი დაიბადა, თავისი წესით მონათლეს, გოგო ახლა ბავშვით ჩამოვიდა, 11 წელი იცხოვრეს ერთად, მერე მაინც დაშორდნენ და ის გოგო ინგლისში გათხოვდა, მაინც არ გაყვა მუსლიმანს, ბიჭმაც შეირთო ცოლი და ავსტრიაში ცხოვრობს, ის ბიჭი, \ბავშვი , უკვე დაკაცებული შემხვდა მამასთან ერთად, ისეთი ლამაზი იყო გავოცდი, ქართულად კარგად ლაპარაკობდა, ვკითხე, შენ რას აპირებ, აუცილებლად უნდა აზერბაიჯანელი მოიყვანო ცოლადმეტქი, ვინც შემიყვარდება იმას მოვიყვანო, მის შემდეგ აღარ მინახავს, მაგრამ ეს ისეთი ისტორია იყო, გაოცდებით რომ გიამბოთ.
gizo
16 ივნისი 2015 11:13
ყველა მის კანში დაეტიოს. როცა არავინ გავალებს, სხვის საქმეში ნუ ეჩხირები. ტრადიციებს რომ არ ვიცავთ და გოიმობა გვგონია, ამიტომ თხოვდებიან ქართველი "ვაჟკაცები". ერთი ცუდი რომ წამოგცდეს მართლმადიდებლობაზე(რელიგიაზე), ყველა წინდებიდან ამოხტება და ასეთ საქმეზე როგორ იტყვის რამეს, ევროპელია.
eka
16 ივნისი 2015 11:10
ra kargad msjelobt mikvirs tkveni zalian rom ars etma tkvenganma is ar tkva rom eg xalxi sakartveloshi sxovros da kartuli ratom ar isian???
vaja 17
16 ივნისი 2015 08:44
წადი და იმარჩიელე! არკვიე, ამათი ბნელი აზიურობა სჯობს თუ ჩვენი ნათელი "ევროპელობა", გეიაღლუმებით!
mikluxo maklai
16 ივნისი 2015 00:43
ეს არასამთავროები სად არიან?? სად იყურებიან ან რას უყურებენ??
საცა მართლა საქმეა, იმაზე არ იღებენ ხმას და თავიაანთი მასწავლებლების დავალებით მარტო ქართველ ხალხს დასდევენ
აბა თუ მართლა რამის გაკეთების,,ერთი ადგილი,,აქვთ ჩავიდნენ და იმათ გააგებინონ რამე ... თუ ბიჭები არიან,
მაგრამ არა ...... მაგათ ქართველი ხალხის დაქინძვა აქვთ მხოლოდ დავალებული
არადა მაგათ სინამდვილეში.... ყველაფერი ფეხზეც ჰკიდიათ...ადამიანის უფლებებიც და მთელი მსოფლიოც მთვარია მათი პირადი კეთილდრეობა და ეშმაკსაც შეეკვრებიან
Goga
15 ივნისი 2015 23:54
Xuloshic ase xdeba. An xulelebshi. Akiraveben gogoebs pulebze. Samarcxvinoa xulelebi
ana
15 ივნისი 2015 21:12
კარგი იქნება,ტუ საქართველოს მთავრობა საქარტველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა ეროვნების მოქალაქეებს ვალდებულს გახდის ქარტული ენის ცოდნას,განატლების მიგებას- საშუალო სკოლის დამტავრებას,.საქარტველოში ჯერ არცერტი ეროვნების მოქალაქეები არ არია და არ ყოფილან შეზღუდულნი რელიგიის, ადათ წესის მხრივ.,..აქვტ სკოლები,მეჩეთი. დაე მატაც სცენ პატივი საქარტველოს და ილაპარაკონ და ისწავლონ ქარტული ენა,ამიტ მატი რელიგია არ იზღუდება.სავალდებულოა იცოდე იმ ქვეყნის ენა სადაც ცხოვრობ. ევროპა გავალდებულებს იქ მცხოვრებ ემიგრანტს იცოდე მატი ენა რათა გქონდეს სამსახური და მიიღო ლეგალური ცხოვრების ნება. მთავრობამ ესეც უნდა გახადოს აუცილებელი,იმიტომ რომ როცა ლაპარაკია არასრულწლოვანების დაქორწინებებზე,მაგდროს ევროპელი მიმომხილველები პოლიტიკოსები არ აქცევენ ყურადგებას იმას რომ ბაქატ ნაზაროვი ქარტველი არ არის,არის მუსულმანი ,მხოლოდ ცხოვრობს საქარტველოს ტერიტორიაზე,და არის საქარტველოს მოქალაქე...ამიტ ისინი განსაზგვრავენ ჩვენს არა სწორ ცხოვრების წესს,და მიგვიტიტებდნენ სწორი ცხოვრებისაკენ.იყვნენ ტავის წესის მიმდევარნი,მაგრამ იცოდნენ ქარტული,იყვნენ ნაადრევად დანიშნულები მაგრამ დაქორწინდნენ სკოლის დამტავრების შემდეგ.
fazili
15 ივნისი 2015 18:48
ამათ მართლა სჭირდებოდათ საბჭოტა ხელისუფლება
gh
15 ივნისი 2015 18:11
ყველა აზერბაიჯანულ სოფელში არ ხდება მსგავსი რამ. ეს უფრო კახეთის რეგიონში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან ხდება. მარნეულის რაიონიდან წამოსულ თბილისის უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტთა უმრავლესობა გოგონებია.არასამთავრობო ორგანიზაციებშიც უმთავრესად გოგონები მუშაობენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები