"გოგო ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ" (?!)
"გოგო ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ" (?!)
აზერბაიჯანულ სოფლებში ვითარება უკიდურესად მძიმეა. არც ერთმა­ ქალმა ქართული არ იცის, ბავშვები სკოლაში არ დადიან და განათლებას ვერ იღებენ. გოგონები მაქსიმუმ 3 კლასს ამთავრებენ, მერე მშობლებს მთაში ან მინდვრად სამუშაოდ დაჰყავთ. ამასთან, მეხუთეკლასელ გოგონებს ნიშნავენ ან ათხოვებენ. ამბობენ, ეს ჩვენი ადათიაო.

"ჩვენთან გოგოს აზრს არავინ ეკითხება. გოგო ვერ იტყვის, რომ ვიღაც ბიჭი უყვარს, ვისაც შეურჩევს ოჯახი, იმას უნდა გაჰყვეს. სიტყვა "მიყვარს" ჩვენთან არ არსებობს. ყველაფერი განათლების უქონლობის ბრალია­. კაზლარში სკოლაც
კი არ არის, იორმუღანლოს სკოლამდე 5-6 კილომეტრი უნდა გაიარონ ბავშვებმა. მეხუთე კლასის შემდეგ კი ბავშვებს სკოლაში აღარ უშვებენ. ამ პრობლემას მიხედვა სჭირდება",­ - გვითხრა ორუჯა ჯაფაროვმა.

ბაქათ ნაზაროვი: - ჩვენი წესი ასეა - სასიძოებს მშობლები­ ვირჩევთ. 2 წელი ან მეტხანს დანიშნულები არიან, მერე ქორწილი იმართება,
ზოგი დანიშვნისთანავე მიჰყვება ბიჭს. ეს ჩვენი ტრადიციაა და ასე უნდა გაგრძელდეს.
ახალგაზრდა მუზამფარ ქარიმოვსაც მოსწონს თავისი ტრადიცია. ის ორი მცირეწლოვანი შვილის მამაა, თუმცა უსიყვარულოდ შექმნა ოჯახი:
- დედამ მითხრა, შენთვის კარგი გოგო მყავსო. მოელაპარაკა მის მშობლებს და ცოლი 15.000-ად მიყიდა. არ მიყვარდა, მაგრამ მაინც მოვიყვანე. იმ გოგოს ყველაფერი გამოაყოლეს მისმა მშობლებმა, 25 000-ის ავეჯი მოიტანეს ჩვენს სახლში. ჩვენთან გოგო რომ თხოვდება, მისი მშობლები ბიჭის სახლს ავეჯით აწყობენ. ქორწილიც გვქონდა, ჩვენც ვუყიდეთ ჩემს ცოლს სამკაული: ოქროს ჯაჭვი,­ საყურე, სამაჯური, რაც ტრადიციით ეკუთვნის. არც ჩემი ცოლისთვის უკითხავს ვინმეს აზრი. მე მომწონს ჩვენი წესები. ახლა ორი შვილი გვყავს.

- სკოლაში დადიოდი? - ვკითხე გაკვირვებულმა მუზამფარს, რომელიც დამტვრეული ქართულით მელაპარაკებოდა. ამ შეკითხვას მისი ახლობელი გამოეხმაურა, სამი კლასის მერე სკოლაში არ უვლია, სულ მთაში მუშაობს და გოგოს სხვანაირად როგორ გაიცნობდაო. 

კიდევ ერთ 25 წლის მამაკაცს გავესაუბრე იმ იმედით, რომ ის მაინც დაგმობდა ამ ტრადიციას:
- 13 წლის იყო ჩემი ცოლი, რომ მოვიყვანე. მამამ შემირჩია და ვერ გავუწევდი წინააღმდეგობას. თუ არ დაემორჩილები, დაგსჯიან. ისე, მე სხვა გოგო მიყვარდა, მისი მოტაცება მინდოდა, მაგრამ როცა სახლში ვთქვი, გამიბრაზდნენ. იმ გოგოს ოჯახი არ მოსწონდათ ჩემებს.­ გოგოს ცოტა ხანი მალულად ვხვდებოდი, მაგრამ ეს ძალიან საშიში იყო, რომ დავეჭირეთ ერთად, ალბათ, ორივეს დაგვხოცავდნენ. ჩვენთან გოგოს და ბიჭის დალაპარაკება არ შეიძლება. სხვა გზა არ იყო, ვინც მშობლებმა შემირჩიეს, ის მოვიყვანე ცოლად.

აჰმედ სამედოვი: - ჩემს გოგონებს საქმროები მე შევურჩიე. ახლა ახალგაზრდები ცდილობენ, გოგ­ოები მოჰპარონ მშობლებს,­ ზოგიერთ გოგოს სკოლაში ვერ უშვებენ იმის შიშით, რომ მოიტაცებენ, არადა, ის გოგო დანიშნულია. ჩემს შვილს რომ მოიტაცებ, მერე მე ხომ უნდა ვიძიო შური ბიჭზე. გოგო ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ. ჩემი ერთი გოგო დის­შ­ვილს გავაყოლე­. გოგოებისთვის­ აზრი რატომ უნდა მეკითხა, ჩემზე კარგად იცოდნენ, ქმრად ვინ გამოადგებოდათ? წესია, სანათესაოში ვინც კარგი­ იქნება, იმას უნდა გააყოლო გოგო. ჩვენთან ქალს აზრს არავინ ეკითხება. თუ გოგო დაუკითხავად გაჰყვა შეყვარებულს, თუ დროზე მიუსწრეს, აუცილებლად უკან წამოიყვანენ. ერთხელ დანიშნული გოგო სხვა ბიჭს გაჰყვა, მამას არ უნდოდა და თავისი გოგო ცემით მოკლა.
საბედნიეროდ, განსხვავებული აზრიც მოვისმინე:

აჰმედ ყულიევი: - სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ჩვენს სოფლებში ბავშვებმა განათლება მიიღონ. სავალდებულო უნდა გახდეს სკოლის დამთავრება, მშობლები უნდა აიძულონ, ბავშვები სკოლაში ატარონ. თუ ასე გაგრძელდა, ტრაგედია კიდევ არაერთხელ განმეორდება. განათლებულები რომ იყვნენ, მშობელი ვერ აიძულებს გათხოვებას. ამიტომაც ხდება უბედურება. მიუხედავად იმისა, რომ იციან, ღალატისთვის შეიძლება მოკლან, ზოგიერთი ქალი მაინც ღალატობს ქმარს, რადგან არ უყვარს.

რაც ჯერ არსად გინახავთ

ახალი გადაცემა "პალიტრა TV"-ის ეთერში -
"ლურჯი ვაშლი" დაიწყო.
ყოველ შაბათს, 20:00 საათზე, გადაცემა წარმოგიდგენთ იმას,
რაც ჯერ არსად გინახავთ;
ისტორიებს, რომლებიც ჯერ არ გაგიგიათ;
პერსონებს, რომლებსაც ჯერ არ იცნობთ...
მკითხველის კომენტარი (28)
ლალი
24 ივნისი 2015 21:17
პირველ რიგსჰი საქარტველოსჰი ის უნდა მოგვარდეს, რომ ყველა საქარტველოსჰი მცოხოვრებმა უნდა იცოდეს ქარტული ენააააა,,
.
24 ივნისი 2015 21:15
პირველყოფილი ადამიანები ტუ ცხოვრობდა საქარტველოსჰი არ ვიცოდი,,,
araaa....
24 ივნისი 2015 19:09
დისშვილს გავაყოლე ჩემი გოგოოო....ამას რომ კაცი იზამს ის და მისი მოდგა ნორმალური იქნება?????ბიძაშვილთან რომ დაწვები და მისგან შვილს გააჩენ..ამაზე მეტი გარყვნილება რა უნდა იყოს.ციეკის ბოზი სხვა კაცთან წვება და შენ ბიძაშვილთან ანუ იგივე ზმასთან....ფუიიი ასეთ ადათს.
el
19 ივნისი 2015 22:36
თან ყველა ნორმალური ადამიანი ყოველთვის უნდა რომ ისწავლეს ენა,ენას სწავლობა ყველა უნდა,შენ გომნია მარდო თქვენ ოცნებობ განათელაბა,
el
19 ივნისი 2015 22:31
ეს ჩემი აზრით არის რეითინგის ამაღლებისთვის გაგეთებულუ
სთათიები,თან ყველა 1-2 თვეში ერთი და იგივე შინარსით ინტერვიუები,გი არის ბევრი ეგეთი იორ მუგალოში მაგრამ ესენი თავის ადათი და წესე აღარალის ეს უბრალოთ არის ის ოჯახების არა არ ნორმალური ცხოვრების პიროპები,ბევრის არა არ აქ ნორმალური ადამიანური ცხოვრების საშუალება
მაგრამ რას ძერს ჟურნალითი ეს არის ან 18 საუგნის ან თავისი რაღაცა მოგონილობა
ეს სთათის ავთორს ძალიან გთხოვთ შეურაწხოფას დავი დანებოს,თანც გი საიდან იშოვე იმდენი იდიოთი
mrmg
17 ივნისი 2015 17:56
Кому же выгодно говорить о «ранних браках» в регионе Квемо Картли

http://mrmg.eu/56-komu-zhe-vygodno-govorit-o-rannih-brakah-v-regione-kvemo-kartli.html

В Грузии в Тбилиси было опубликован отчет от 2012 года под названием :«Революция роз. Итоги». Данный доклад висит на сайте http://www.georgiamonitor.org/detail.php?ID=373&sphrase_id=370123 Авторами отчета являются коллектив: Иосиф Арчвадзе — профессор; экономист, демограф, Георгий Векуа — политолог, публицист Нана Девдариани — журналист, бывший омбудсмен Грузии, Леван Осидзе — профессор; политолог, технический университет Грузии, Гулбаат Рцхиладзе — кандидат политических наук, руководитель Института Евразии.
Данный «доклад» якобы подытоживает итоги правления предыдущих властей. Внимание наше привлекло мнение данной «экспертной группы» по ситуации с азербайджанцами, гражданами Грузии.
В так называемом «Независимом экспертном докладе» отражено следующее: «… проблема компактного проживания азербайджанского населения в некоторых районах Грузии существует, что может в любой момент осложнить двусторонние отношения. Причем, надо учитывать тот факт, что в отличие от армян Джавахети, азербайджанцы, живущие в Квемо Картли и в некоторых районах Кахети, отличаются высокими темпами естественного прироста. Если бы не отток сельского населения из этих районов в Азербайджан и в Россию, количество реально проживающих в Грузии азербайджанцев уже достигало бы примерно 15% всего населения страны, что в перспективе угрожало бы демографическим позициям этнических грузин. Азербайджанское население, в свою очередь (равно как и армянское меньшинство и большая часть грузинского населения) кровно заинтересовано в открытии границы между Россией и Грузией, в восстановлении свободного передвижения и торговли. Это в значительной степени облегчило бы социально-экономическое, а также демографическое положение в Грузии» — конец цитаты.
MMM
16 ივნისი 2015 22:16
აქ დაწერილ კომენტარებს როცა ვკითხულობდი თავში ასეთი აზრი მომივიდა - ერთი და იგივე ადამიანი წერდა კმენტარების ნახევარზე მეტს. სინამდვილეში თუ გაინტერესებთ რა ხდება აზერბაიჯანულ სოფლებში შეიარეთ ჯავახიშვილის და ილიას უნივერსიტეტებში. იქ ყოველი ნაბიჯზე შეგხვდებიან აზერბაიჯანელი სტუდენტები, რომლებიც ზუსტად იმ სოფელიბიდან არიან, რომელზეც ეს "ჭკვიანი ჟურნალისტი" საუბრობს.
giular ibragimova marneulidan
16 ივნისი 2015 18:51
მე ძალიან მიკვირს იმ ადამინაებს რომლებიც იმ ხალხის შესახებ არ იციან ისე როგორც საჭიროა დეტალურად იცოდეს და ისე გაავრცელოს ინფორმაცია მათ ტრადიციებსა და სარწმუნნოებაზე.და მითუმეტეს ზოგადად ასეთი ინფორმაციის გავრცელება აბსურტია.მართლა მიკვირს და ვწუხვარ.მე თვითონ ვარ აზერბაიჯანელი რომელიც ცხოვრობს მარნეულში,საქართველოს მოქალაქე ვარ ,ვსწავლობ მე-4 კურსზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე,დასაქმებულიც კი ვარ და 23 წლის ვარ ,და თუ ამ სტატიის ავტორი ფიქრობს რომ აზერბაიჯანელების ტრადიციის მიხედვით ისინი აუცილებლად ადრე უნდა გათხოვდნენ და არ უნდა მიიღონ განათლება ცდება ძალიან.თუ ასეა ესე იგი მე არ ვარ აზერბაიჯანელი ჰა ეგრე გამოდიის ვერ გავიგე რა მართლა.მე არასოდეს არ გავავრცელებდი იმ ხალხის ტრადიციის შესახებ ინფორმაციას რომელზეც ყრმად დეტალურად არ ვიცი .
magnolia
16 ივნისი 2015 17:16
რა სჯობია კაცმა არ იცის, სამაგიეროდ ნაკლებადაა აზერბაიჯანელებში დანგრეული ოჯახები და გამოზებული ქალები, და რაც მთავარია, აბორტებია და შვილების გაშვილება ნაკლებად, მე არ გამიგია ამატგან მიტოვებული შვილები, ეხლა იმსჯელეტ რა სჯობია
NNN
16 ივნისი 2015 12:16
პრობლემა იმაშია რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ექცევა სათანადო ყურადღება ეთნიკურ ქართველებს. თანაც სიფრთხილეა საჭირო -რადიკულაური ჩარევა არ გამოდგება არც იძუელბა. სამწუხაროდ არც ერთი მთავრლობის დროს მათთვის სათანადოდ არავის მოუცლია. თვითონაც ისეთი ხალხია " ძირითადად აზერბაიჯანელებზე" ვსაუბრობ - ძალიან აპოლიტიკური ხალხია, ანუ ვინც არის მათი უფროსი ეგ უნდა იყოს და მთავრობაც მშვიდადაა-რატომ გააღიზიანოს. ხოდა აქვთ თავისი სამყარო თავისი წეს-ჩვეულებებით და ტრადიციაებით. არადა თავის დროზე ფრთიხლი მოქმდებებით შეიძლებოდა უკეთესი ცხოვრებაც მენტალიტეტიც განათლებაც ქონოდათ -თან როგორი მშრომელი ხალხია - ვფიქრობ სოფლის მეურნეობის კუთხით განვითარებაში ამთი ჩართვა თავის დროზევე დიდი შედეგს მოგვცემდა. მაგრამ სამწუხაროდ ამ ხალსისთვის აქამდე დიდად არავის მოუცლია.....

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?