"ცააძის მამიდა მემუქრება, დაგასახიჩრებ, სამი კაცი ხომ გილპება მიწაშიო..."
20-07-2015
"ცააძის მამიდა მემუქრება, დაგასახიჩრებ, სამი კაცი ხომ გილპება მიწაშიო..."
ციალა შანავა: "ბუბა ფუთურიძეს უთვლიდნენ, მოგ­კლავთ, სიმარ­თლეს თუ იტყვიო. ბიჭს დაგ­ლეჯილი ჰქონდა ნაწლავები, ოპერაციას არ უკეთებდნენ მანამ, სანამ არ იტყოდა, მანქანიდან ისროლესო"

ე.წ. კორტების საქმეზე ძალ­ო­ვანი უწყების 11 ყოფილი მაღალჩინოსანი და რიგითი სპეცრა­ზმე­ლია და­კავებული. მათი სასამა­რთლო პროცესი ვნებათაღელვის­ ფონზე მიმდინარეობს. სპეცოპერაციის თვითმხილველმა, მოქალაქე კობა გოგატიშვი­ლმა სკა­ნ­დ­ალური ჩვენება მისცა. მისი თქმით,­ ჯერ კიდევ ცოცხალ ზურა ვაზაგაშვილს საკონტროლო ტყვია­ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა გიორგი ცააძემ ესროლა.


ციალა შანავა, ზურაბ ვაზაგაშვილის დე
და
: - მე და იურამ­ 9 წელიწადი ვიცოდით, რომ ზურას­ ცააძემ ესროლა საკონტროლო ტყვია­. გოგატიშვილმა, რომელიც შემთხვევით შეესწრო სპეცოპერაც­იას,­ იგივე გაიმეორა, რაც შემთხვ­ევის დღეს განაცხადა. ზურიკო 5 წუთის მოკლული იყო, როცა მან სატელევიზიო კომენტარში თქვა: მომაკვდავ ზურას წყალი უნდოდა­­ და მის მოსატანად გავიქეცი, ზურას ერთი ხელი საჭეზე, მეორე
- კარზე ჰქონდა ჩამოკიდებული, ცააძემ მითხრა, აქედან გაეთრ­იეო. როცა გამოვედი, გასრ­ოლის ხმა მომესმა, ცააძემ პისტოლეტი შეყო მანქანაში და თავში ესროლაო.

გაოგნებული ვარ მკვლელებ­ის­­ და მათი ახლობლების ქცევ­ით,­­ რომლებიც მუდმივად აწყობენ­ პროვოკაციებს. ცააძის მამიდა მემუქრება, დაგასახიჩრებ, ხომ გილპება მიწაში სამი კაციო... ცააძე გოგატიშვილსაც დაემუქრა, არ გეშინია, ჩემი ძმაკაცები­ ხომ გარეთ არიანო... პროცესზე­ ირაკლი ფირცხალავა ისე გამოდის სიტყვით, თამადა გეგონება. მერე ეს ცააძე ხტუნაობს... ცააძე ერთმა ქალბა­ტონმაც ამოიცნო. ის ზურას­ მანქანის უკან იდგა და პირდაპირ­ უყურებდა. ამბობს, მანქანებიდან­ გადმოხტნენ სპეცრაზმელები და ბიჭების მისამართით ისეთი სროლა­ ატ­ყდა, ხელ-ფეხი ამიკანკალდა, მანქანა ვეღარ დავძარიო. ცააძე­ მისულა მასთან, წაეთრიე, ვერ ხედავ,­ რა ხდებაო? ალბათ, უნდოდათ, არავის დაენახა,­ როგორ ჩააწყო­ბდნენ იარაღს მანქანაში.

თავიდან მე და იურამ ცააძის­ "გმირობის" ამბავი ბუბა ფუთ­ური­ძის ადვოკატ, "ნაციონალ"­ გიორგი­ ჯოგლიძისგან გავიგეთ. გვით­ხრა­, 100%-ით ვიცი, საკონტროლო ტყვია­ ცააძემ ესროლაო. ეს ბუბასგან იცოდა. ალბათ, ფოტ­ოები აჩვენეს და ასე ამოიცნო ფუთურიძემ ცააძე. მერე ბუბას უთვლიდნენ, მოგ­კლავთ, სიმარ­თლეს თუ იტყვიო. ბიჭს დაგ­ლეჯილი ჰქონდა ნაწლავები, ოპერაციას არ უკეთებდნენ მანამ, სანამ არ იტყოდა, მანქანიდან ისროლესო.
დავით ხაჟალია, გიორგი ცააძის ადვოკა­ტი: - ექსპერტიზების დასკვნებით­ დადგენილია, რომ ვაზაგაშვილის თავში ერთადერთი ტყვია სპეც­რაზმელ ჩაკვეტ­ა­იას ავტომატიდან არის გასროლ­ილი, მოწმე კი ამბ­ობს,­ ცააძეს ხელში პისტოლეტი ეჭირა­ და იქიდან გაისროლაო. სანამ ცააძე­ მათ მანქანასთან მივ­იდ­ოდა და ვიდრე ავტომანქანა­ ბოძს შეეჯახებოდა, ვაზაგაშვილი უკვე გარდაცვლილი­ იყო...  ავტომანქანის დათვალიერებისას, გოგატიშვილმა რატომღაც ვერ დაინახა უკანა სავარძელში მჯდომი ბუბა ფუთურიძე­ და ის მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა სპეცრაზმელებმა მანქანიდან­ გადმოიყვანეს...

- ცააძის მოწმისადმი მიმართვა:­ არ გეშინია, ჩვენი მეგობრები ხომ გარეთ­ არიან? - მეორე მხარემ მუქარად აღიქვა...
- ეს არ იყო მუქარის შემც­ველი განცხადება... გოგატიშვილმა თქვა, ამ სანახაობის შემყურეს, ცრემლი წამომივიდაო, არადა, როცა სატელევიზიო კომენტარს აძლევდა, გაბადრული სახით ჰყვებოდა ნანახს. ცააძემ ჰკითხა მოწმეს: თუ დაინახეთ, რომ მე ვესრ­ო­ლე, მაშინ რატომ არ უთხარით გამოძიებასო. ამაზე გოგატიშვილმა მიუგო, მაშინ როგორ მეთქვა, თქვენ იყავით და ვინ იცის, რას მიზამდითო. მაშინ თქვა ცააძემ, ახლა არ გეშინია, ოთხნი ვზივართ აქ და ჩვენი მეგობრები ხომ გარეთ არიანო... გოგატიშვილის ჩვენება არადამაჯერებელია და მას შეცდომაში შეჰყავს სასამართლო.

ნანა ფიცხელაური
მანანა
29 ივლისი 2015 10:22
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დამნაშავე უნდა იქნეს დაკავებული და მას მიესაჯოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მუხლი. არც ერთი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს არააქვს უფლება ხელჰყოს ადამიანის სიცოცხლე (თუნდაც ის დამნაშავე იყოს) მითუმეტეს როდესაც იგი შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევს
დათო
25 ივლისი 2015 18:38
მოქმედ პოლიციელებს როგორ ექცევიან პროკურატურის თანამშრომლები, კრიმინალების გამო კოლეგებს სჯიან! იმართლებემ ბიჭები თავს და დადგება განაჩენიც შესაბამისი!! თქვენს გვერდით ვართ
დიანა
25 ივლისი 2015 18:35
სასამართლოზე არ ხართ? ხომ ხედავათ პროკურატურია მოწმერბი სულ ან ნარკოტიჯებზე ან ყაჩაღურ კრიმინალურ დაჯგუფებაზე საუბრობენ!!!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები