"სააკაშვილის ხელისუფლებამ გამსახურდიას საქმეს ჩამომაცილა" - რატომ ააგლიჯეს სამხრეები პოლიციის ვიცე - პოლკოვნიკს
10-08-2015
"სააკაშვილის ხელისუფლებამ გამსახურდიას საქმეს ჩამომაცილა" - რატომ ააგლიჯეს სამხრეები პოლიციის ვიცე - პოლკოვნიკს
"არის ვერსია: გამსახურდია  სხვაგან მოკლეს, ან მიიყვანეს სიკვდილის პირას და ლაფეტ­ი­ანი ტრაქტორით მიიტანეს ცხედარი, ან ნახევრად მკვდარი მიიყვანეს ხიბულაში"

ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე დასმულ კით­ხვებს პროკურატურა საბოლოოდ პასუხს გასცემს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქმეს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა. ამ საქმეზე დიდხა­ნს იმუშავა გამსახურდიას გარდაცვალების­ მიზეზების­ შემსწავლელმა კომისიამ და 2011 წელს დასკვნაც მოამზადა. რობაქიძის სახელობის­ უნივ­ერსიტეტის სამართლის­ დოქტორი, კრიმინალისტიკის პროფ­ესორი გია დეკანო­ზიშვილი ამბობს,­ რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მას საქმიდან
ჩამოცილება მოსთხოვა.


- ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაში როგორ აღმოჩნდით?

- კონსტანტინე გამსახურდიამ მთხოვა. რობ­აქიძის უნივერსიტეტი ლაბორატორიით, ჩვენივე ექსპერიმენტებით უსასყიდლოდ მონაწილეობდა გამოძიებაში. ძირითადი­ კვლევა­ იარაღზე ჩატარდა. გაირკვა, რამდ­ენად შეესაბამებოდა გვამის მდებარეობა­ წარმოებულ გასროლას. ბევრი მოწმე აშკა­რად ცრუობდა, უამრავი­ ტყუილი თქვეს ძმებმა ჩუხუებმა (1993 წლის 28 დეკემბერს,
ჯიხაშკარში ყოფნისას პრეზიდენტთან მივიდნენ ძმები ჩუხუები. მათ განუცხადეს, -  აქ გაჩერება საშიშია, მდევარი კარზეა მომდგარი, ჯონსონ კვარაცხელიას სახლი "გაყიდულია", უფრო უსაფრთხო ადგილას უნდა გადაგიყვანოთო. ჩუხუებს ხიბულა არ დაუსახელებიათ, მაგრამ უთქვამთ, რომ„ეს არის ძალიან კარგი, უსაფრთხო და მიმალული ადგილი, სადაც ეზოშიც თავისუფლად შეგეძლებათ გამოსვლაო...), ღურწკაიების შვილმა (პრეზიდენტი ხიბულაში ღურწკაიების ოჯახში გადაიყვანეს, სადაც  გარდაცვლილი იპოვეს... 2004 წლის 28 თებერვალს ლუდმილა და კარლო ღურწკაიების შვილი ნუკრი ღურწკაია, კარის მეზობლის, დემურ ქებურიას ჩაქუჩით მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. რვათვიანი პატიმრობის შემდეგ ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო(?!) მერე კარის მეზობელი მოკლა და არ დასჯილა, იმიტომ­ ხომ არა, რომ ამ საქმეზე ბევრი რამ იცის?

საგამოძიებო სიტუაციების ანალიზით ვასაბუთებთ, რომ გამსახურდია სხვაგან მოკლეს და მერე მიიტანეს იქ ცხედარი... ჩვენ მოვახდინეთ ფაქტების კონსტატირება, გავაკეთეთ დასკვნები, მაგრამ ცალსახაა, ეს არავის სჭირდებოდა.

- სააკაშვილის ხელისუფლებას არ სურდა სიმართლის დადგენა?

- ამ საქმის ყველა გზა შევარდნაძესთან მიდის. სააკაშვილის ხელისუფლებას ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ შევარდნაძე შეენახა და ხელს არ აძლევდა გამოძიება. არ ვიცი, ახლა რატომ გაახსენდათ ეს საქმე ან აქამდე რატომ ედოთ თაროზე. ალბათ, ხალხისთვის ახალი სანახაობა უნდათ და ამიტომ გადაკვალიფიცირდა საქმე.

- თქვენ რა დაადგინეთ?
- მილიმეტრების სიზუსტით ჩავატარეთ კვლევა და დავადგინეთ, რა დაზიანებებს იწვევს "სტეჩკინით" მიყენებული ჭრილობები. გამოირიცხა მიბრჯნით გასრ­ოლა. ასეთ შემთხვევაში გვამს უნდა ჰქონოდა ე.წ. შტანცმარკა. "სტეჩკინი" 30-მმ-იანი დაშორებით რომ გაისროლო, 1000-დან 2000-მდე ატმოსფერული წნევა წარმოიქმნება, რაც ნიშნავს, რომ განგრეული უნდა იყოს საფეთქლისა და სოლისებრი ძვლები, ნატყვიარის ირგვლივ კანი უნდა იყოს დამწვარი. ამ შემთხვევაში­ დაზიანებული არ ყოფილა თავის ქალაც კი. "სტეჩკინის" ხელში დაჭერა ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში ფაქტობრივად შეუძლებელია. იარაღი საკმაოდ გრძელია და მძიმეც.

არის სხვა საეჭვო გარემოებაც: ლულიდან გამოტყო­რცნილი აირების წნევა ლულაში 1200-2000 კგ/სმ2-ს შეადგენს... ეს კი იწვევს დიდი რაოდენობით სისხლისა და ტვინის­ გამოფრქვევას შემავალი და გამომავალი ხვრელებიდან. საგამოძიებო კომისიის მას­ალებში ასეთი რამ არ ფიგურირ­ებს... მოწმეთა ჩვენებებში მითითებულია, რომ პრეზიდენტს იარაღიანი ხელი მუცელზე­ ედო. არადა, ზემოთ აღწერილი ფორმით გასროლის შემთხვევაში პრეზიდენტს "სტეჩკინი" ხელიდან აუცილებლად გაუვარდებოდა. ამასთან, თვითმკვლელობისას ხელი მარჯვნივ უნდა გადავარდნოდა.

მნიშვნელოვანი დეტალია ტანსაცმელიც­. ჯონსონ კვარაცხელია, რომლის სახლიდანაც გამოვიდა გამსახურდია, აღწერს, რომ მას ეცვა კოსტიუმი და გაკრიალებული­ შავი ფეხსაცმელი. მითხრა, მცივაო და ჩემი "უშანკა" მივეციო. კარლო ღურ­წკაია კი ამბობს,­ რომ გამსახურდიას ეცვა ბუშლატა, სპორტუ­ლი რეიტუზი და რეზინის ჩექ­მები... კვარაცხელიების­ სახლი მაღლობზე იდგა და იქ თავის დაცვა ადვილად შეიძლებოდა,­ ამიტომაც შეირჩა პრეზიდენტის­ გასაჩერებლად. მაშ, ვის და რატომ დასჭირდა მისი გადმოყვანა ხიბულაში ისეთ სახლში,­ სადაც მისასვლელად რამდენიმე გზა იყო და თან პირველ ოთახშივე დაეწვინათ?

ხიბულა. სახლი, სადაც პირველი პრეზიდენტი გარდაცვლილი იპოვეს
არის ვერსია: ის სხვაგან მოკლეს, ან მიიყვანეს სიკვდილის პირას და ლაფეტ­ი­ანი ტრაქტორით მიიტანეს ცხედარი, ან ნახევრად მკვდარი მიიყვანეს ხიბულაში. მისი დაცვის წევრები ლამაზად ფუთავენ ყველაფერს. დაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა,­ რომ რაღაცას არ ამბობდნენ­. ისიც არ იცოდნენ, იმ სახლში­ საპირფარეშო­ სად იყო. ვფიქრობ, ისინი იმ სახლში საერთოდ არ იყვნენ ნამყოფები. ბევრი რამე იცის ბესა­რიონ გუგუშვილმა. ღურწკაიებმაც ბევრი რან იციან, მაგრამ არ იღებენ ხმას.

ყველამ ვიცით, რას აკეთებდა "მხედრ­ი­ონი" სამეგრელოში. გამსახურდიას იქ ყოფ­ნის დროს კი "მხედრიონი" საერთოდ ქრება სამეგრელოდან. რატომ? შემთხვევით რომ გადაჰყროდათ ზვიადი, მოკლავდნენ და ეს იქნებოდა პოლიტიკური მკვლელობა, შევარდნაძეს კი სხვა გეგმები ჰქონდა. გამსახურდიაზე ნადირო­ბდა ორი ჯგუფი - გია გულუასი და იგორ გიორგაძისა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რომელმა ჯგუფმა მოკლა პირველი პრეზიდენტი. ვფიქრობ, გულუას სპეცრაზმს მისცეს ამის უფლება. ჯაბა იოსელიანი ამბობდა, თუ გინდათ, ახლავე ჩამ­ოგიყვანთ გამსახურდიასო. მისი დაჭერა პრობლემა არ იყო, მაგრამ სხვა დავალება იყო შესასრულებელი - უნდა გაეთამაშებინათ თვითმკვლელობა.

- გჯერათ, რომ ეს საქმე გაიხსნება?

- თუ პოლიტიკური ნება იქნა, გაიხსნება, თუმცა მეეჭვება, ამ ხელისუფლებას ეს უნდოდეს.

- ამბობთ, რომ თქვენს წინააღმდეგ საქმე აღიძრა, რას გედავებოდნენ?
- ოჯახთან ერთად მოვდიოდი, მანქანამ გზა გადამიჭრა და დავასიგნალე. მძღოლი მანქანიდან გინებით გადმოვიდა. სიტუაცია დაიძაბა. შესაშინებლად იარაღი ამოვიღე. ის მაშინვე გაიქცა, მაგრამ მეორე დღეს პოლიციელებმა მომაკითხეს და განყოფილებაში წამიყვანეს. ჩვენება მივეცი. მითხრეს, რომ საქმე დაიხურა, მერე
შემომითვალეს, თავი დამენებებინა გამსახურდიას საქმისთვის. ეს რომ არ გავაკეთე, ბრალი შემითი­თხნეს.
5.000 ლარი და 2 წელი პირობითი მსჯავრი მომისაჯეს. მაშინ პროკურორს წამ­ოსცდა, თქვენი საქმე ზევით გადაწყდაო. წინა ხელისუფლების მსხვერპლი უფრო ადრეც გავხდი.

- რატომ?

- პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვიყავი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევებში­ მონაწილეობა არ მიმიღია, სულ ვაპროტესტებდი ხელისუფლების ქმედებებს და მაშინაც დამიჭირეს. კუდ-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელ სოსო თოფურიძესთან ვმეგობრობდი, 7 ნოემბრის ღამეს აღშფოთებული შევედი მის კაბინეტში - რას აკეთებთ,­ ხალხს როგორ არბევთ, ჯობია თვითმფრინავის ბილეთები იშოვოთ და ყველანი­ გაიქცეთ-მეთქი. უცებ ოთახში დათა ახალ­აია შემოვიდა, - ეს კაცი ვინ არისო. სოსომ უთხრა, ჩემი მეგობარია, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკიო. ახალაიამ შემომხედა და ოთახიდან გავიდა, თუმცა, ორ დღეში, 9 ნოემბერს, საქმე აღძრეს...

- რა ბრალდებით?

- ძველი "ტროიკისებური" სასამართლო მომიწყვეს ვასილ სანოძის კაბინეტში. იქ იყო სანოძე, კინოლოგიის სამსახურის უფროსი ვანო ბეგაშვილი და კუდ-ის კიდევ ორი თანამშრომელი. მაშინ კინოლოგიის სამსახურში ვმუშაობდი.
7 ნოემბერს მიტინგის დასარბევად ქუჩაში ძაღლების გაყვანა მიბრძანეს.
უარი ვთქვი. ამიტომ ბრძანების შეუსრულებლობას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას მედავებოდნენ. ხელები გადამიგრიხეს, იარაღი წამართვეს, სამხრეები ამაგლიჯეს. ამას სანოძის კაბინეტში ჩემი ხელმძღვანელი ბეგაშვილი აკეთებდა. მერე ვკითხე, - ეს რატომ გააკეთე-მეთქი. შენ უნივერსიტეტში ლექციას მაინც წაიკითხავ და მე უმუშევარი ვრჩებიო.

- პატიმრობა მოგესაჯათ?
- ციხეში არ გავუშვივარ, მაგრამ დიდი თანხა მომთხოვეს, ბოლოს 15 000-ზე­ ჩამოვიდნენ, ნაწილ-ნაწილ, 5-5 ათასი, სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის ანგარიშზე ჩამარიცხვინეს.

- მეგობარმა სოსო თოფურიძემ ხომ არ გიხსნათ პატიმრობისგან?

- შეიძლება ასეც იყო, არ ვიცი. ამის მერე სტრუქტურიდან გამიშვეს. დღემდე ვითხოვ სამართლიანობას...

თეა ხურცილავა
Vep1963
05 მარტი 2016 03:32
ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ილიამ,ედუარდ შევარდნაძე,ამდენი ბოროტებების ჩამდენი კაცი ედუარდ-გიორგით მონათლა .ჰოდა ბატონებო ჩვენთვის თუ კატრიარქის სიტყვა და საქმე ეჭვგარეშეა.მაშინ ასე გამოდის რომ ედუარდას სიკეთეების მეტი არაფერი უკეთებია.ვაი ჩვენს პატრონს უბედურს
აკა
02 მარტი 2016 16:02
სააკასვილის ხელისუფლებასაქა~რთველო, როგორც სახელმწიფო გადაარჩინა....,,,ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“..... პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ მ ა სააკაშვილმა აქტიურ პოლიტიკური მუშაობის დროს ბევრი მტერი გაიჩინა, განსაკუთრებით ,,წითელი ინტელიგენციის“ წრეში.. და ქართველ კ რ ი მ ი ნ ა ლ ე ბ შ ი...
რობერტ სტურუა, გიორგი შენგელაია, მწერალთა კავშირის წითელი წევრები, წითელი ცნობილი მსახიობები და ა.შ. მათი ქსენოფობიური ინტერვიუები გამსჭვალულია მისდამი სიძულვილით,
გიორგი შ ე ნ გ ე ლ ა ი ა ინტერვიუში ამბობს: ."სახტად დავრჩი, როდესაც დავინახე სასამართლოდან დროებით გამოშვეულ უგულავას რამდენი ადამიანი გულშემატკივრობდა. ვინ არიან, რა ჯურის ხალხია, გამაგებინეთ, ნუთუ უკვე დაავიწყდათ სააკაშვილი რამდენ ბოროტებას სჩადიოდა?". .....
ხშირად, სწყინთ, როცა პარალელს ვავლებ, ბატონ ზვიად გამსახურდიასთან...,რომელსაც პრეზიდენტობა ერთი წელიც არ ა ც ა ლ ე ს ...... პ ი რ ვ ე ლ პრეზიდენტის გაპრეზიდენტებას, დიდი წინააღმდეგობა გაუწია რ უ ს უ ლ ი კომკავშირისა და კ ო მ პ ა რ ტ ი ი ს მიერ გამოზრდილმა ე. წ ,,წითელმა ინტელიგენციამ,“ მთელი ქვეყნის კორუმპირებულ კრიმინალებზე და КГБ-ს ქართველ წევრებზე დაყრდნობით... . მაშინდელ პრესში უპატიოსნეს პ ა ტ რ ი ო ტ ზ ე ,,მრავალ საზიზღრობას.წერდნენ....;..; ., პარანოიკი“( თქვენთვის გასაგებ ენაზე სააკაშვილივით,,გიჟი), ,,ზოოპარკიდან მოიპარა შვლის ნუკრი,“ ,, КГБ -ს აგენტი“, ,, ხაზინის ქურდი“ ,, მოიპარა 40 კგ ოქრო“ ,,დიქტატორი,, და მრავალი საშინელება.... გამსახურდიას ოპონენტები აკრიტიკებდნენ, "მიუღებელი დიქტატორული ქცევისთვის"..
....პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ორი სხვა მინისტრი გადადგნენ და პროტესტის ნიშნად -უ ღ ა ლ ტ ე ს ...ოპოზიციას შეუერთდნენ... "დემაგოგსა და ტოტალიტარს" უწოდებდნენ. ერთერთ სატელევიზიო გამოსვლაში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მტრები ქვეყნის შიგნით, ჩართული იყვნენ "საბოტაჟსა და ღალატში".
რ უ ს ე თ ი დ ა ნ, გამიზნულად შემოგდებულმა კგბ-ს გენერალმა შ ე ვ ა რ დ ნ აძ ე მ პრეზიდენტ ე ლ ც ი ნ ს, პირნათლად შეუსრულა დ ა პ ი რ ე ბ ა. - ბატონი ზვიად გამსახურდიას ჯერ პუტჩი მოუწყო, ქვეყნიდან გააძევა და ბოლოს სამეგრელოს მთებში მოაკვლევინა კგბს-ს ქართველ ქილერებს...- იმავ დროს, მოხდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ო კ უ პ ა ც ი ა, ე.წ. ,,სამშვიდობო ძალებით“.
გაპრეზიდენტობისთანავე, შევარდნაძემ საქართველო ყ ა ჩ ა ღ ე ბ ი ს ქვეყნად აქცია ; ყველაფერი გაიქურდა, ქარხნები ჯართად გაიყიდა. ყველა იპარავდა, მინისტრიდან დაწყებული . ჩააბნელა საქართველო; გაჩერდა ტრანსპორტი,. ქუჩებში დაძრწოდნენ შეიარაღებული მხედრიონელები და სხვა ბანდიტები, სრული განუკითხაობა იყო...
.,,ვ ა რ დ ე ბ ი ს“ რევოლუციამ, მართვას ჩამოაშორა შევარნაძე... დაიწყო განათლებული ახალგაზრდა ენერგიული პრეზიდენტ სააკაშვილის ხანა... ,, ამ სატანა ნაციონალებმა“ მოიპოვეს ელექტროენერგია, გაანათეს, ქალაქები და სოფლები. ჩართეს გაზი, დაიწყეს ინტენსიური ა ღ მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ა . დააგეს თანამედროვე გზები..... , ჩაატარეს რ ე ფ ო რ მ ე ბ ი, დაამყარეს წესრიგი. ხალხმა ა მ ო ი ს უ ნ თ ქ ა.... ქვეყანა სახელმწიფოდ აქციეს.
2004 წლის იანვარში, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით შეწყდა გამსახურდიასა და მისი მომხრეების მიმართ 1992 წლის 4 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმე # 7492801 და სისხლის სამართლებრივი დ ე ვ ნ ა. პრეზიდენტ გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა ს ნეშტი გროზნოდან გადმოასვენეს და დაასაფლავეს 2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში

2013 წელს 26 სექტემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტ გამსახურდიას საქართველოს ე რ ო ვ ნ უ ლ ი გ მ ი რ ი ს წოდება მიანიჭა.
ერთი სიტვით....ნიჭიერი ა ხ ლ გ ა ზ რ დ ე ბ ი თ დაკომპლექტებულმა მთავრობამ საქართველო, როგორც ქ ვ ე ყ ა ნ ა გ ა დ ა ა რ ჩ ი ნ ა..
.საქართველო 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო სამართლის ს უ ბ ი ე ქ ტ ი ა. რუსული ენა ჩაანაცვლა სხვა ენებმა. ქართველები, უშუალოდ ვეკონტაქტებით ევროპულ და არა მარტო ევროპულ კულტურას. თავისუფლებაში აღზრილი, საზღვარგარეთ გასული ახალგაზრდა
.ქართველები მუშაობენ , სწავლობენ და კვალიფიკაციას იმაღლებენ განვითარებული ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში, სამეცნიერო კვლევით და კულტურულ ცენტრებში.
ორიგინალში ეცნობიან მსოფლიოში ცნობილ მწერლებისა და პოეტების... შემოქმედებას..
. ახალგაზრდობამ, ბევრ, ქეიფის და ქალების მოყვარულ პაპასა და მამას გაუსწრო ინტელექტით, კანონმორჩილებითა და შრომისმოყვარეობით. საამაყოა კახალგაზრდა ქართველების ყოფა ცხოვრების ხილვა. 200 წლიანი მონობის გადმოსახედიდან.... არც ისე ცუდად გვაქვს საქმე...
ზემოთთქმული, სწორედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ არის მიღწეულ
თამაზ ხარხელაური
13 აგვისტო 2015 19:10
ბატონი გიასნაირი მცოდნე და სამართლიანი ხალხი სჭირდება დღეს საქართველოს მთავრობაში


რედაქტორის რჩევით