"ტყვია ჯერ კიდევ თავში აქვს, უფლის იმედი მაქვს, რომ არ გამწირავს და ჩემი ბიჭი გადარჩება" - დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა კვლავ მძიმე - კვირის პალიტრა

"ტყვია ჯერ კიდევ თავში აქვს, უფლის იმედი მაქვს, რომ არ გამწირავს და ჩემი ბიჭი გადარჩება" - დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა კვლავ მძიმე

"ღია ფანჯარაზე თეთრი ფარდა იყო ჩამოფარებული, ეჭვმიტანილი იმის მიღმა იყო თურმე და იქიდან ორჯერ ესოლა, მეორე ტყვია პირდაპირ თავში მოხვდა..."

"როცა აიყვანეს თოფი კიდევ დატენილი ჰქონდა..."

10 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში, ოჯახური კონფლიქტის აღსაკვეთად სამართალდამცავები გამოიძახეს, ადგილზე მისული ახმეტის რაიონული სამმართველოს თანმაშრომელები ძნელად წარმოიდგენდნენ, რომ სანადირო თოფით შეიარაღებული მოძალადე სროლას აუტეხდა. პოლიციელი ელიზბარ პატარაკაცაშვილი თავისა და გულმკერდის არეში მძმედ დაიჭრა, დამნაშავის დასაკავებლად ზემო ალვანში სპეცრაზმის ჩასვლა გახდა საჭირო. ბრალდებული ელიზბარ პაჩოშვილი 24 წლისაა, როგორც მეზობლები ამბობენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მას სმენისა და მეტყველების სერიოზული პრობლემები აქვს.

პოლიციელის პროფესია მეტად სახიფათოა რომაა, ამაზე არავინ დავობს. შეიძლება ითქვას, რომ მათი თითოეული გამოძახება დანაშაულის ადგილზე სიცოცხლის რისკთანაა დაკავშირებული, ასე, რომ ადამიანის გადაწყვეტილება გახდეს პოლიციელი, უკვე გმირობის ტოლფასია.

მომხდარსა და დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობაზე ელიზბარ პატარკაცაშვილის მამა, ფირო პატარკაცაშვილი გვესაუბრება:

- ელიზბარი სამედიცინო ბრიგადამ ჯერ თელავის საავადმყოფოში მიიყვანა, თუმცა ვითარება მძიმე იყო და თბილისში, ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა ექიმები გვეუბნებიან, რომ ვითარება სტაბილურად მძიმეა. იმის იმედი გვაქვს, როიმ ძლიერი ორგანიზმი აქვს და არ დანებდება სიკვდილს. თავშია დაჭრილი, ტყვია თავში აქვს დარჩენილი. როგორც აგვიხსნეს, ჯერ ამოღება არ შეიძლება, სანამ შესიება არ ჩაცხრება. სხვა რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთეს. მუდმივი კონტროლის ქვეშ არის. 7 დღე მაინც უნდა გავიდეს და შემდეგ ვნახოთო, რა იქნებაო, - ასე გვითხრეს, ჯერჯერობით გონზე არ არის, ორშაბათს სრულდება შვიდი დღე. უფლის იმედი მაქვს, რომ არ გამწირავს და ჩემი ბიჭი გადარჩება

- იქნებ, მოგვიყვეთ იმ დღეს რა მოხდა?

- იმ დღეს მორიგე იყო, მაგრამ შუადღისთვის გავიგეთ, რომ პაპამისი, ანუ ჩემი სიმამრი გარდაიცვალა და დედამისი აიყვანა იქეთ, მამისეულ სახლში, ითხოვა და დროებით გამოვიდა სამსახურიდან. ამ დროს გამოიძახეს და სასწრაფოდ გავარდა... ოჯახური კონფლიქტი ყოფილა, დედა-შვილს შორის და პოლიცია დედას გამოუძახია. როგორც კი ადგილზე მისულან, ეს ქალი ჭიშკარში დახვედრია. მეორე ბიჭი, თანამშრომელი მანქანაში იჯდა, ელიზბარი ამ ქალს გამოლაპარაკებია. ღია ფანჯარაზე თეთრი ფარდა იყო ჩამოფარებული, ეჭვმიტანილი იმის მიღმა იყო თურმე და იქიდან ორჯერ ესოლა, მეორე ტყვია პირდაპირ თავში მოხვდა... იმ ქალს არ უთქვამს მის ვაჟს იარაღი არომ ჰქონდა, შეიძლება არც იცოდა. სანადირო თოფიდან ესროლა ჩემ ბიჭს...

- ეჭვმიტანილი დაკავებულია?

- დიახ, მაშინვე სპეცოპერაცია ჩატარდა და დააკავეს, როცა აიყვანეს თოფი კიდევ დატენილი ჰქონდა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)