მკვლელმა ქაღალდის საჭრელი დანა აიღო და ქალს ყელი გამოსჭრა
07-09-2015
მკვლელმა ქაღალდის საჭრელი დანა აიღო და ქალს ყელი გამოსჭრა
"ნაქირავებ ბინაში მისულა. ხელები სულ სისხლიანი ჰქონია, ეს ბინის მეპატრონეს შეუნიშნავს და მაშინვე პოლიციაში დაურეკავს"

2 სექტემბერს ხელვაჩაურში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. დალი ფარტენაძეს მის კუთვნილ მაღაზიაში მკვლელი თავს დაესხა და ქაღალდის საჭრელი დანით ყელი გამოსჭრა. როცა გამხეცებული მამაკაცი ქალს დანას ურტყამდა, შემთხვევით მაღაზიაში ალექსანდრე კობალაძე შევიდა და მაშინვე სცადა მოძალადისთვის ქალი გამოეტაცა, მაგრამ უშედეგოდ. მკვლელმა არც ის დაინდო, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და გაიქცა.
მამაკაცის ყვირილზე მაღაზიასთან ხალხი შეგროვდა,
სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, მაგრამ დალი ფარტენაძის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა, ალექსანდრე კობალაძის ჭრილობები კი სასიკვდილო არ აღმოჩნდა.

შორენა ჯაში, კლინიკის მთავარი მედდა:
"ყველაზე ღრმა თავის არეში მიყენებული ჭრილობაა. მამაკაცი იმდენად შოკირებული იყო, ხმას ვეღარ იღებდა. მხოლოდ ეს თქვა, სოფელში მივდიოდი, მაღაზიაში შევიარე პურის საყიდლად, დახლთან გამყიდველი
რომ ვერ დავინახე, მივიხედ-მოვიხედე, დავინახე, ქალი ძირს ეგდო და მამაკაცი დანას ურტყამდა. მკვლელს წინააღმდეგობა რომ გავუწიე, მე მომიბრუნდა და დანა რამდენჯერმე დამარტყაო".

მკვლელობის თვითმხილველი, ალექსანდრე კობალაძე, უკვე დაჰკითხეს. მალე მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს. სადისტურად მოკლული დალი ფარტენაძის მეუღლე აჭარის სუს-ის თანამშრომელია. თავიდან გამოითქვა ეჭვი, ხომ არ უკავშირდებოდა მკვლელობა მის საქმიანობას, თუმცა ეს მაშინვე გამოირიცხა და მკვლელობის მოტივიც გაცხადდა - მკვლელი ქალს სურსათს ნისიად სთხოვდა.

როსტომი­, ხელვაჩაურის მკვიდრი: "ამ ნაძირლის უმკაცრესად დასჯას ვითხოვთ. ის ნასამართლევია, აქაური არ არის, ერთ-ერთი თურქული კომპანიის თანამშრომელია, რომელსაც ხელვაჩაურში დენის ახალი სადენები გაჰყავს. როგორც ამბობენ, სურსათს მუდმივად ნისიად ითხოვდა, დალიც აძლევდა, მაგრამ იმ დღეს კიდევ რომ მოIსთხოვა პროდუქტები, ქალს უთქვამს, ჯერ ძველი ვალი არ მოგიტანია და ახალს ვერ მოგცემო. უცებ მკვლელს ქაღალდის საჭრელი დანა აუღია და ქალისთვის ყელი გამოუჭრია. მერე მაღაზიაში შესული კლიენტიც არ დაინდო. კობალაძე გამწარებული ყვიროდა, როგორც ჩანს, მკვლელი მიხვდა, რომ ხმაურზე ხალხი მოგროვდებოდა, დანა დაუგდია და გაქცეულა. ნაქირავებ ბინაში მისულა. თურმე ხელები სულ სისხლიანი ჰქონია, ეს ბინის მეპატრონეს შეუნიშნავს და მაშინვე პოლიციაში დაურეკავს".

ინეზა, მოკლულის მეზობელი:
"დალი კეთილი, სათნო, თავაზიანი და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ყველას დამხმარე და გვერდში მდგომი.
40 წლის იყო, შესანიშნავი ოჯახი ჰქონდა. ორ ქალიშვილს ზრდიდა: უფ­როსი გოგონა წელს ჩაირიცხა უნივერსიტეტში, პატარა კი მეექვსე კლასშია. ეს მაღაზია დალის დედისაა. იქვე კუთხეში დალი ყვავილებს ყიდდა. სწორედ იქ დატრიალდა ეს უბედურება. საშინელ დღეში არიან მისი ოჯახის წევრები. შეძრულები ვართ მომხდარით".

საქმის გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა
gizo
10 სექტემბერი 2015 00:34
lola
ძალიან მერიდება, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა მივუთითო? წაიკითხეთ თქვენი ნაწერი, სანამ დაპოსტავთ, შეცდომაცაა და შეცდომაც, ეს კი მარაზმია.
ına
07 სექტემბერი 2015 16:21
კმრისგან გამცარებულმა კალი მოკლა,,,ეს კაცურად მიგაცჰნია გიოოოო,,,მასინ არაკაცური საკციელი რას კვია?
lola
07 სექტემბერი 2015 15:05
აი ეს არის ნამდვილი გმირი! არა შემტხვევიტ გამხდარი როგორც სხვა არამედ მოფიქრებულად მიეხმარა ქალს როცა იცოდა ტავის სიცოცხლეს საფრტხეში აგდებდა!!

იმ პირუტყვზე კი ვიტყვი დრსი სინატელ არ უნდ ანახოს


ამ ქალის სული კი ნარტეკში იყოს

რედაქტორის რჩევით