დოკუმენტი, რომლის არსებობასაც ჯოზეფ ქეი ვერ ეგუება - კვირის პალიტრა

დოკუმენტი, რომლის არსებობასაც ჯოზეფ ქეი ვერ ეგუება

მიმდინარე სასამართლო დავებთან დაკავშირებით, პატარკაციშვილის ოჯახი ცდილობს მუდმივად საქმის კურსში ჩააყენოს საზოგადოება და ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას. 3 თებერვლის ბრიფინგიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ინა გუდავაძის ადვოკატებმა, მედიის მეშვეობით, საზოგადოებას გიბრალტარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ძირითადი ასპექტები გააცნეს და ამ თემაზე საუბარი ამოწურულიც იქნებოდა, რომ არა ერთი მაგრამ: ჯოზეფ ქეის წარმომადგენლობა ჯიუტად არწმუნებს საზოგადოებას, რომ ამგვარი განკარგულება "ბუნებაში არ არსებობს".

ამ ბოლო დღეებში ინა გუდავაძის პრესსამსახურში ბევრი სატელეფონო ზარი შემოვიდა, ერთი საერთო შეკითხვით: არსებობს თუ არა გიბრალტარის სასამართლოს 1-ელი თებერვლის განკარგულება?

როგორც ჩანს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მართლაც გაჩნდა მოთხოვნილება დამატებით, დოკუმენტირებულად ვისაუბროთ. იმედი გვაქვს, რომ ისინი, ვინც არ ენდობიან ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, გაცილებით მეტი ნდობით მოეკიდებიან შიშველ ფაქტებს. დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ, პრესის მეშვეობით გაეცნონ გიბრალტარის სასამართლოს განკარგულებებს და საკუთარი თვალით იხილონ, თუ რა გადაწყვეტილება გამოიტანა აღნიშნულმა სასამართლომ.

როგორც ამბობენ, ფაქტი ჯიუტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სიმართლეს ეხება. სიმართლეს კი მხოლოდ ერთი მხარე გააჩნია და მისი ინტერპრეტირების საშუალებას აღარ იძლევა. იხილეთ ფაქტები, დასკვნის გამოტანა კი თქვენთვის მოგვინდვია.

ამონარიდები სასამართლო განკარგულებებიდან:

ამით დაადგინა, რომ:

1. მეორე მოპასუხე (ჯოზეფ ქეი) გამორიცხულია ამ პროცესში შემდგომი მონაწილებიდან.

2. შიბნეფტ ჩომმისსიონ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება შევიდა ძალაში მეორე მოპასუხის (ჯოზეფ ქეის) წინააღმდეგ (როგორც განსაზღვრულია 2009 წლის 17 დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღებული განკარგულების მე-2 პარაგრაფში) და ამიტომ ამით ცხადდება:

ა) რომ ასეთი თანხები უშუალოდ ან არა უშუალოდ განთავსებული Valmor და/ან Summit Trust-ის აქტივებში, რომელიც შესაძლოა დავუკავშიროთ შიბნეფტ ჩომმისსიონ- ს (როგორც ნათქვამია 2009 წლის 17 დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილების 55-ე პარაგრაფში) უნდა განიკარგოს Valmor და/ან Summit Trust-ების მართვის მიზნებისთვის, როგორც ბატონი არკადი პატარკაციშვილის შენატანი ამ აქტივების შეძენაში.

ბ) რომ მეორე მოპასუხეს (ჯოზეფ ქეი) არ გააჩნია ინტერესი Valmor და/ან Summit Trust- ებში.

გ) არკადი პატარკაციშვილის ოჯახის განაცხადის დეტალურად შეფასებულ ხარჯებს იხდის მეორე მოპასუხე (ჯოზეფ ქეი).

სასამართლოს რეგისტრატორის თანაშემწე (ხელმოწერილია) ამით დადგენილია, რომ:

1) აპელანტის სააპელაციო შეტყობინების განხილვა უარყოფილია

2) აპელანტს ეკრძალება ამ აპელაციის შემდგომი გაგრძელება;

3) აპელანტს ეკისრება აუნაზღაუროს არკადი პატარკაციშვილის ოჯახს შუამდგომლობის შეტყობინების ხარჯები, რაც შეუთანხმებლობის შემთხვევაში წარმოადგენს დაუყოვნებელი დეტალური განხილვის საგანს.

განკარგულება

1. ეს არის დაყადაღების განაწესი ("განკარგულება") გამოტანილი მოსამართლე Dudley-ს მიერ 2010 წლის 1-ელ თებერვალს ჯოზეფ ქეისადმი ("მოპასუხე") ინდა გუდავაძის, ია პატარკაციშვილის და ლიანა ჟმოტოვას ("განმცხადებლები") განცხადების საფუძველზე. ის აგრძელებს დაყადაღების განაწესს მოპოვებულს განმცხადებლების მიერ მოპასუხის წინააღმდეგ 2009 წლის 17 დეკემბერს. მოსამართლემ მოიწონა ამ განკარგულების ბოლოს მოტანილ დანართში ჩამოყალიბებული ვალდებულებები.

სადამსჯელო შეტყობინება

თუ თქვენ, ჯოზეფ ქეი, არ დაემორჩილებით ამ განკარგულებას, ეს განიხილება, როგორც სასამართლოსადმი უპატივცემულობა და თქვენ გემუქრებათ პატიმრობა, ჯარიმა ან თქვენი ქონების კონფისკაცია.

ნებისმიერი სხვა პიროვნება, რომლისთვისაც ცნობილია ეს განკარგულება და ჩაიდენს რაიმე ქმედებას, რომელიც დაეხმარება ჯოზეფ ქეის ან მისცემს მას უფლებას დაარღვიოს ამ განკარგულების პირობები, აგრეთვე იქნება დადანაშაულებული სასამართლოსადმი უპატივცემულობაში და მასაც ემუქრება დაპატიმრება, ჯარიმა ან ქონების ქონფისკაცია.

KvirisPalitra.Ge

ინა გუდავაძის პრესსამსახური

R