ჟვანიას "ნიღაბი" - რის დამტკიცებას ცდილობენ ამ ფოტოთი გარდაცვლილი პრემიერის მეგობრები
14-09-2015
ჟვანიას "ნიღაბი" - რის დამტკიცებას ცდილობენ ამ ფოტოთი გარდაცვლილი პრემიერის მეგობრები
"განა ვინმემ დაინახეთ, რომ საბურთალოს 53-ში ზურას ნაცვლად "არაბი შეიხი" შევიდა?!"

"გამოაქ­ვეყნეთ ეს ფოტო, რათა ყველა დარწმუნდეს ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრების­ სიცრუეში! "


მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯ­ულებმა ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრებს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, ამ საქმეზე ხმაური­ შეწყდა. თუმცა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბურუსით მოცული სიკვდილის გარემოებები დღემდე განხილვის საგანია.

ახლახან ზურას მეგობრებმა­ თავიანთი­ ფო­ტოარქივიდან "კვირის პალიტრას" მიაწოდეს ფოტო, რომელზეც ჟვანია ულვაშით არის. ალბათ, გახსოვთ, ჟვანიას დაცვის ყოფილმა წევრმა მიხეილ ძაძამიამ
ნაფიც მსაჯულებს განუც­ხადა, ყოფილი პრემიერი ქალაქში ნიღბით ხშირად დადიოდაო: "ეს ნიღაბი წვერი იყო... ზურას შავი სპორტული ჩანთა ჰქონდა, იქ ელაგა ესენი და როდესაც კონსპირაციულ ბინებში მივდი­ოდით, გაიკეთებდა ამ წვერს, სათვალეს, ქუდს ჩამოიფხატავდა... ამ დროს სასწაული შესახედი იყო".
ჟვანიას ყოფილმა თანაგუნდ­ელმა მარინა­ მოლოდინმა საკ­უთარი არქივიდან ფოტო
გადმ­ოგვცა და დასძინა, - სასაცილოა, სატირა­ლი რომ არ იყოს! აი, თურმე ამაზე ლაპ­არაკობდა ძაძამია, რომ ზურა ნიღბით დადიოდა.

- ეს ხომ კარნავალის ფოტოა?
- კი, 2004 წლის საახალწლო კარნავალის­ ფოტოა, სადაც ზურა ამგვარი ნი­ღ­ბით და ჩაცმულობით გამოგვეცხადა. მე ხევსური გოგო ვიყავი, შევარდნაძის ნიღაბი ვის ეკეთა,­ აღარ მახსოვს...­ როცა დაცვის წევრებმა­ ჟვანიას ნიღაბი და ჩაცმუ­ლობა აღწერეს­, გამახსენდა, რომ ზურა ასეთი­ ჩაცმუ­ლობით­ სადღაც მენახა. მე და ხათუნა ხოფ­ერიამ ძაძამიას ვკითხეთ: დაგვი­ზუსტე, სად დადიოდა ზურა ამ ნიღბით, სად შეიძინა ის, კიდევ ვის ახსოვს ეს ჩაცმულობა... ძაძამიამ მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ ეს ნიღაბი ზურასთვის ოპერ­იდან გამოიტანა. ჰოდა, გამ­ახსენდა, რომ მაშინ ოპერიდან მხოლოდ ზურამ კი არა, ყველამ გამოვიტ­ანეთ კოსტიუმები. შემდეგ ჩემი ფოტოარქივი­ მოვქექე და ეს ფოტოც ვიპოვე.­ აი, თურმე რას გულისხმობდა სამა­რცხვინო ძაძამია! როცა ვკით­ხეთ, რატომ ვერავინ შენიშნა­ იმ ავბედით ღამეს, როდის შევიდა­ კონსპირაციულ ბი­ნ­აში ზურა, გვით­ხრა, ნიღბით­ ვე­რ­ავინ­ იცნოო. მაგრამ განა ვინმემ­ იმ ღამით (ან სხვა დღე­ე­ბში)­ საბუ­რთალოს 53-ში "არაბი­ შეიხის" შესვლა დაინახა?!­ გამოაქ­ვეყნეთ ეს ფოტო, რათა ყველა­ დარწმუნდეს ჟვანიას დაცვის­ ყოფილი წევრების­ სიცრუეში! ეჭვი აღარ მეპარება, რომ ზურა სხვა ადგილას გარდა­იცვალა, რასაც ეს არამზადები მონდომებით მალავენ.

- იქნებ ზურაბ ჟვანიას სხვა ნიღაბიც ჰქონდა?

- გამორიცხულია! ძაძამიას აღწერა ზუსტად ამ ნიღაბს ემთხვევა, თანაც თქვა, რომ ოპერიდან­ გამოიტანა. კარგად მახსოვს, როდის­ გამოვიტანეთ ოპერიდან ნიღბები.

- ბატონ ზურაბს კონსპირაციული ბინები მართლა ჰქონდა?

- კონსპირაციული ბინები ჰქონდათ სხვა მაღალი თანამდებ­ობის პირებსაც და აქვთ დღესაც. ეს ბუნებრივია. მათ ზოგჯერ შეხ­ვედრებისთვის არაოფიციალური­ გარემო სჭირდ­ებათ, სადაც კედლებს "ყურები არ ექნებათ". დარ­წმ­უნებული­ ვარ, ზურას კონსპი­რაციული ბინა რომც ჰქონოდა­, ნიღბის გარეშე შევიდოდა და კლოუნობას არ დაიწყებდა, რადგან ეს დასამალი არ არის.

ხათუნა ხოფერია, ზურაბ ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელი:
- ამ ფოტომ მეც 2004 წლის კარნ­ავალი გამახსენა, სადაც ყველა კოსტიუმებით ვიყავით მისული. ფოტოებზე­ ზოგიერთის ამოცნობა­ დღეს უკვე მიჭირს, თუმცა, ზურამ­ ისეთი კრეატიულობა გამოავლინა, ამის დავიწყება შეუძლებელია. მისი დაცვის ყოფილმა წევრებმა­ ესეც თავიანთი მიზნებისთ­ვის გამ­ოიყენეს.­ რაც დრო გადის­, უფრო და უფრო გამაღიზიანებელი ხდება ის, რომ საქმე­ ბოლომდე გამოძიებული არ არის. სიმართლეს ფარდა მალე უნდა აეხადოს და ასეთ მარაზმს წერტილი დაესვას.

კახა გოჩაშვილი, ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი:
- 9 წელი ვიმუშავე ზურაბ ჟვანიასთან და არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე კონსპირაციულ ბინაში­ ნიღბით შესულიყო. ამათ უნამუსობას საზღვარი არ აქვს. ამ არაკაცების განცხადებებზე კომენტარი ერთხელ უკვე გავაკეთე, აღშფოთება გამოვხატე და მეტის თქმას­ აღარ ვაპირებ. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ ასეთი უნამუსობა შევაფასო...
simartle
02 ოქტომბერი 2015 03:22
მართლა საცოდავებო,ნაცებმა იციან მეგობრობა,მაგათ შეუნახეს ეგ ამბავი ხო და ოჯახს კიდია პეხებე,ზუსტად ნაცების დაყრილი ჭორი რომ არის და ოჯახი,შვილი გადარეულია იმიტომ აგარ გაჩერდნენ,როგორ პიქრობთ,ოჯახს არ უნდა სიმართლის გაგება? მისი დზმა გოგლა ხმას არ ამოიგებდა, ეს ამბავი მართლაი,რომ იყოს პირიქიტ იმ ვერსიის ტანახმა უპრო იქნებოდა,მაგრამ დარტმუნებულია,რომ მოკლულია და რაც გაუვრცელეს ჭორია. სასაცილოა რა ოჯახს პეხებზე კიდია და ნაციონალები წუხან და წუხდნენ ჯვანიას და მისი ოჯახის სახელზე. მაგითი უპრო ყიდით თქვენს თავს
ai,ai
15 სექტემბერი 2015 19:28
კახა თარგამაძეს აქვს ჟვანიაზე სერიოზულუ მასალები,მაგრამ შევარდნაძე უშლიდა გამოქვეყნებას,გვამის ექსგუმაცია ნათელს მოფენს საქმეს.
megobari
15 სექტემბერი 2015 14:29
დაწყნრდითთ ზურას მეგობრებო, უკვე ყველამ გავიგეთ მისი წარსულის შესახებ, უფრო თავს ჭრით ოჯახს, მაგრამ თქვენ ოღონდ რამე თქვათ, ოჯახის პრესტიჟი ფეხებზე გკიდიათ,არ მოისვენეთ სანამ სიმართლე არ ათქმევინეთ დაცვას ყოჩაღ ნაციონალებს, მეგობრობაც ცოდნიათ და საიდუმლოს შენახვაც, თქვენ რომ პირი დაგიღიათ

რედაქტორის რჩევით