"ჩემს ქალიშვილს თვალებში ვეღარ ვუყურებ" - მეუფე ამბროსის შვილს - მამა ნოდარ ქათამაძეს უვადო პატიმრობა ემუქრება
"ჩემს ქალიშვილს თვალებში ვეღარ ვუყურებ" - მეუფე ამბროსის შვილს - მამა ნოდარ ქათამაძეს უვადო პატიმრობა ემუქრება
"ჩემი დანაშაულის გამო ჩემი სიძე, მამაო როგორ უნდა იჯდეს ციხეში? მე დავღუპე ოჯახი. მზად ვარ, ციხეში წავიდე და არ მიჭერენ. ჩემი უკუღმართი ცხოვრება მამაოს წინააღმდეგ გამოიყენეს. ჯერ ჩემს ვენებს შეხედონ და მერე მამა ნოდარის. ჩემი დაუდევრობით რამხელა პრობლემა შევუქმენი შვილსა და სიძეს. თავის დაწვაც კი მინდოდა პროკურატურის წინ, მაგრამ გადამაფიქრებინეს. ჩემი მიზეზით თუ დასჯიან უდანაშაულო ადამიანს, არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ"

ანჩისხატის დეკანოზი მამა ნოდარ ქათამაძე ხუთი თვეა, რაც მე-8 დაწესებულ­ებაში
წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სასულიერო პირი 2015 წლის 5 მაისს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული­ საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. როგორც მისი სიმამრი, დავით მაისურაძე, ამბობს,­ ეს ნივთები მას
ეკუთვნის და მის ნაცვლად უდანაშაულო ადამიანს სჯიან...

მალხაზ ჯანგირაშვილი, მამა ნოდარ ქათამაძის ადვოკატი:
- მამა ნოდარ ქათა­მაძე მაშინ დააკავეს, როდესაც ქუთაისიდან თბილისში მოდიოდა. საქმის მასალების მიხედვით, თითქოს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიიღეს ინფორმაცია, რომ მას ნარკოტიკები ჰქონდა მანქანაშიც და ბინაშიც... მას მანქანაში არაფერი აღმ­ოაჩნდა, მაგრამ ბინაში კი იპოვეს ნარკოტიკი­ და იარაღი. ბრალდებულის ჩხრეკისა­ და დაკავების დროს უხეშად დაირღვა საპროცესო­ კოდექსი. ამბობენ, ბინის გაჩხრეკის შემდეგ დავა­კავეთო, რეალურად კი ეს პროცედურა ადგილზევე მოხდა და მამა ნოდარს ხელბორკილები დაადეს...

პროცესზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ბინის ჩხრეკას ესწრებოდა დავით მაისურაძე, მამა ნოდარის სიმამრი, რომელსაც უთქვამს, თუ რამეს იპოვით, იცოდეთ, ჩემიაო. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ჩხრეკის ოქმში არ არის ასახული არც მაისურაძის იქ ყოფნა და არც მისი განმარტება, მეტიც, ის არ დაუკითხავთ. ადამიანი ამბობს, რომ მისია ნარკოტიკული საშუალება და "ბერეტას" პისტოლეტი, მაგრამ ბრალს სხვას უყენებენ, მას, ვისაც არავითარი შეხება არა აქვს ამ ყველაფერთან. გინდა, არ გინდა, იკვეთება მამა ნოდარის მიზანმიმართული დევნა.

მამა ნოდარს წაყენებული აქვს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა და იარაღის უკანონო შენახვა). ბრალდება ამ მუხლებზე ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე პატიმრობას, ასევე თავისუფლების უვადოდ აღკვეთას. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: მამა ნოდარი უდანაშაულოა და მოსამართლეები ვალდებული იყვნენ, ის უკანონო პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ. მივმართავთ­ დისციპლინარულ კოლეგიას, რათა დადგეს მოსამართლეების, ბადრი შონიასა და ვახტანგ მრელაშვილის, პასუხისმგებლობის საკითხი.

კურიოზული ვითარებაა: იგნორირებას უკეთებენ ადამიანს, რომე­ლიც ხუთჯერ ნასამართლევია, აღიარებს, რომ მისია აღმოჩენილი ნივთები და ამ დროს ბრალს უყენებენ მოქმედ სასულიერო პირს, რომელთანაც ვერაფრით აკავშირებენ იარაღსა და ნარკოტიკს.

სულხან ქათამაძე, მამა ნოდარის ძმა:
- ვიცი, საიდან იღებს­ სათავეს ეს ყველაფერი. მამაჩვენის, მეუფე ამბროსი ქათამაძის (ზვიად გამსახურდიას მოძღვარი) ბურუსით მოცული მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია. მამა განდევნეს და 15 წელი უცხოეთში ცხოვრობდა. ნეტავ სულ არ ჩამოსულიყო...­
მამაჩემი მოკლეს! დაადგინეს, თითქოს გაზით­ გაიგუდა, რაც აბსურდია, რადგან­ სახლში ბუნებრივი აირი გაუქმებული გვქონდა. გამოძიება არ დაწყებულა, არავინ დაკითხულა.

ტყიბულის ეკლესიაში დღესაც ასვ­ენია ნატყვიარი ხატები, მათ შორის არის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც შუბლზე სამი ნატყვიარი აქვს.
"მხედრიონის" დროს მამაჩემის მოკვლის მიზნით შტურმით აიღეს ეკლესია. მამა მდინარეში გადახტა, მერე გააპარეს და გაიქცა საქართველოდან... ამ საქმეს არც ადრე იძიებდნენ, არც ახლა აქვთ სურვილი. როგორც კი ჩემი ძმა, მამა ნოდარი, იწყებდა აქტიურობას და მამის საქმის გამოძიებას ითხოვდა, სასწაული ფათერაკები ხდებოდა. იმ ხელისუფლების დროსაც სცადეს მისი დაკავება - ბათუმიდან მოდიოდა, ქუთაისში გააჩერეს და უთხრეს, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთები უნდა გქონდ­ეთო. ჩემი ძმის მანქანა­ კი არ გაჩხრიკეს, დაშალეს და ვერაფერი აღმოაჩინეს. კუდ-ის თანამშრომლებმა ნარკოტიკის ჩადებაც სცადეს... ჩემი ძმა სასულიერო პირია და ისიც კი მეუხერხულება, ვამტკიცო, ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია-მეთქი. ანჩისხატში 4 წელია მოღვაწეობს, მანამდე შიომღვიმის მონასტერში იყო. სასულიერო მოღვაწეობას 1998 წლიდან ეწევა. მამა ნოდარი აქტიურობდა, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ გამართულ მიტინგზეც გამოვიდა, საჯაროდ გააპროტესტა მეუფე ამბროსის საქმის გამოუძიებლობა.

მიტინგზე გამოსვლიდან რამდენიმე დღეში დაფარული ნომრით მოუვიდა მესიჯი, დააყენე ერთი ადგილი, თორემ დაგაყენებინებთო.
ახლა იარაღი იპოვეს, კაცი ამბობს, ჩემიაო­ და შენ რა საფუძველი გაქვს, სხვას წაუყ­ენო ბრალი? დავით მაისურაძე­ ამბობს, რომ იმ დღესაც იყო ნარკოტიკის ზემოქმე­დების ქვეშ და ყველაფერი მის ოთახში აღმოაჩინეს... მამა ნოდარის დაპატიმრების შემდეგ, ოჯახში სიტუაცია დაიძაბა, ჩემი რძალი საყვედურობდა მამას, ეს რა გამიკეთეო, მან კი პროკურატურის წინ ბენზინის გადასხმა და თავის დაწვა დააპირა, ძლივს­ გადავაფიქრებინეთ. მამა ნოდარი იმას არ ამბობს, რომ იარაღი და ნარკოტიკი სიმამრისაა, უბრალოდ, არ აღიარებს, რომ მისია.

- საპატრიარქოს რა პოზიცია აქვს?

- მამა ნოდარს თავდებად უდგებოდა ათეულობით სასულიერო პირი, მათ შორის, მეუფე მიქაელიც. შეგროვდა ცნობილ პირთა ხელმოწერებიც თავდებობის შესახებ, მაგრამ არ გაითვალისწინეს­. საპატრიარქოც მხარში გვიდგას, მისი წარმომადგენელი ყველა პროცესს ესწრება.
დავით მაისურაძე, მამა ნოდარის სიმამრი: - პოლიციამ რაც ამოიღო, ყველაფერი ჩემი იყო. თავისთვის ვერ მიპატიებია, დროზე რომ ვერ გავიტანე შინიდან. როცა შემოვიდნენ, მითხრეს, აქ იარაღი ინახებაო. "ბერეტას" პისტოლეტი დაშლილი მქონდა შენახული. მიყვარს იარაღი და შინ სულ მქონდა, არასოდეს გამომიყენებია და არც მიტარებია.

მამა ნოდარის დაკავების დღეს წამალი­ მქონდა გაკეთებული და როცა კაიფში ვარ, ჩემს გოგოს არ ვენახვები.
ნაძალადევში ვიყავი გასული. შინ დავბრუნდი და სამ საათში პოლიციაც მოვიდა. ერთი ბოთლი შამპანური მქონდა, ვიფიქრე, ციხეში მივდიოდი, გავხსენი და დავლიე, ტანსაცმელიც გამოვიცვალე და ვეუბნები პოლიციელებს, არ მიგყავართ-მეთქი? მიპასუხეს, შენ რაში გვჭირდებიო. გამიკვირდა, 5-ჯერ ვარ ნასამართლევი, არასდროს ვაღიარებდი­ დანაშაულს და მიჭერდნენ, ახლა ვაღიარე და არ დამაკავეს(?!). ვეუბნებოდი პოლიციას, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გავეშვი, მაგრამ ვინ მომაქცია ყურადღება? ყველა სასჯელი რუსეთში მაქვს მოხდილი, ბოლო "სროკი" მორდოვეთში, ნარკოზონაში მოვიხადე. თბილისში სახლი დაგირავებული მაქვს და ქირით ვცხოვრობთ. ჩემი დანაშაულის გამო ჩემი სიძე როგორ უნდა იჯდეს ციხეში? ჩემს ქალიშვილს, ნათიას, თვალებში ვეღარ ვუყურებ, მე დავღუპე ოჯახი. ვიხვეწები, დამიჭირონ, მზად ვარ, ციხეში წავიდე და არ მიჭერენ. ჩემი უკუღმართი ცხოვრება მამა ნოდარის წინააღმდეგ გამოიყენეს. ჯერ ჩემს ვენებს შეხედონ და მერე მისას. გასულ წელს რთული ოპერაცია გამიკეთეს, ტკივილები მაწუხებს­, ამიტომ ვიკეთებ წამალს. ჩემი დაუდევრობით რამხელა პრობლემა შევუქმენი შვილსა და სიძეს. თავის დაწვაც კი მინდოდა პროკურატურის წინ, მაგრამ გადამაფიქრებინეს. ჩემი მიზეზით თუ დასჯიან უდანაშაულო ადამიანს, არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ.

"კვირის პალიტრა" საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მამა ნოდარ ქათამაძის საქმის დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებდნენ.

მეუფე ამბროსი ქათამაძე

მეუფე ამბროსი ქათამაძე 1980-1992 წლებში წმინდა სინოდის წევრი, სხვადასხვა პერიოდში ბათუმისა და ნიკორწმინდის მღვდელმთავარი. იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოძღვარი. 1991-92 წწ. განვითარებული მოვ­ლენების გამო, მეუფე ამბროსი რუსეთში გადაიხვეწა, სადაც რუსულ სქიზმატურ დაჯგუფებას შეუერთდა. მასთან ერთად დევნილობაში მისი შვილი, მამა ნოდარ ქათამაძეც იყო.
2005 წლის 27 ივნისს, წმ. სინოდმა განიხილა მეუფე ამბროსის საკითხი, განუჩინა მას სინანული საბერო მოწესის მდგომარეობაში და დაენიშნა სათანადო პენსია.
2006 წლის 21 დეკემბრის წმ. სინოდის სხდომაზე, მეუფის შვილს ნოდარ ქათამაძეს აღუდგა სამღვდელო ხარისხი და განწესებულ იქნა შიომღვიმეში (შემდგომში - სამებაში), ხოლო მეუფე ამბროსის თაობაზე გადაწყდა, რომ შეუძლებელია მისი სამღვდელმთავრო ხარისხში აღდგენა. წმინდა სინოდმა იგი შიომღვიმის მონასტერში განაწესა და სინანულისაკენ მოუწოდა.
15-წლიანი იძულებითი ემიგაციიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 2008 წლის 26 ნოემბერს, 67 წლის მთავარეპისკოპოსი ამბროსი საკუთარ ბინაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო მხუთავი აირი ჩO, რომელიც მის ორგანიზმში 67%-ს შეადგენდა, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, მეუფის საცხოვრებელ ბინაში შემავალი ბუნებრივი აირი გაუქმებული იყო. მეუფის შვილის - მამა ნოდარის გამუდმებული მოთხოვნის მიუხედავად, მეუფე ამბროსის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე გამოძიება არ ჩატარებულა.

მეუფე ამბროსი ქათამაძე შიომღვიმის მამათა მონასტერშია დაკრძალული..

ნანა ფიცხელაური
lela
29 დეკემბერი 2015 00:52
ვიგაც გიორგის მინდა უპასუხო. სჰე არაადამიანო.
elene
29 დეკემბერი 2015 00:46
გმერტო სად ვცხოვრობტ ////
kaxa
22 დეკემბერი 2015 16:07
გილოცავ მამა ნოდარ განთავისუფლებას. შენ გაიხარე შენს ლამაზ ოჯახთან ერთად.საბოლოოდ სიმართლემ გაიმარჯვა. დიდება და აღფრთოვანება ქალბატონ მაიას ყველაზე კარგ და ობიექტურ მოსამართლეს.ყველაზე ძლიერ ადვოკატებს,რომლებმაც შეძლეს დიდი ბრძოლის შედეგად მიეღწიათ მამა ნოდარის განთავისუფლებისათვის.თქვენ გაიხარეთ კარგო ადამიანებო.მამა ნოდარ გისურვებ დღეგრძელობას და სულის სიმტკიცეს.მეუფე ამბროსის ამ უსაყვარლესი ადამიანის ძევ მამის სახელი და უდიდესი სიყვარული გინათებდეს გზას მომავლისაკენ, როგორც ეკლესიისთვის ასევე შენი ლამაზი ოჯახისათვის.გაიხარე და თავს ვხრი თქვენს წინაშე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები