ეროსი კიწმარიშვილი სპეცსამსახურებმა მოკლეს?!
28-09-2015
ეროსი კიწმარიშვილი სპეცსამსახურებმა მოკლეს?!
"არ არის გამორიცხული, სპეცსამსახურებს მკვლელობის შემსრულებლები ქვეყნის შიგნით ან გარეთ მოეძებნათ"

"ეროსიმ სიცოცხლის ბოლო ორი საათი კომპიუტერთან გაატარა. ამინდის პროგნოზს ხომ არ ეცნობოდა 2 საათი?­"

"ექსპერიმენტითა და იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, უფრო მკვლელობა იკვეთება, ვიდრე თვითმკვლელობა"



2014 წლის 15 ივლისს ავტოფარეხში გარდაცვლილი მედიამაგნატ ეროსი კიწმარიშვილის ძმა წელიწადზე მეტია, გამოძიებისგან კითხვებზე პასუხს ელის. ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე საინტერესო გარემოება უყურადღებოდ დატოვეს­ და რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ჩიხშია შესული.
რესპონდენტი "კვირის პალიტრასთან" საქმეში არსებულ უცნობ დეტალებს ახმაურებს.

- 2015 წლიდან საგამოძიებო მოქმედებები შენელდა და საჭიროდ ჩავთვალეთ, გამოძიებისთვის ახალი ბიძგი მიგვეცა. შევხვდით პროკურატურის მაღალჩინოსნებსა
და საქმის გამომძიებლებს. ამის შემდეგ ძიება სამი მიმართულებით წარიმართა: 1. სატელეფონო ანძებიდან ინფორმა­ციის მოპოვება; 2. ფატალურ იარაღზე არსებული დნმ-ის მონაცემების დადგენა და იდენტიფი­ცირება; 3. ვიდეომასალების კვლევის გაგრძელება. ამოიღეს 2 თვის ამონაწერები ანძები­დან­ და 20-მდე პირის დნმ-ი შეადარეს სასხლეტზე არსებულ მასალას. ჩვენ კი ვაგრძელებდით ვიდეომასალის გაშიფვრას.

სატელეფონო ანძების გაშიფვრა შსს-ს სპეციალურ ქვედანაყოფს დაევალა. მათ მოვალეობაში შედიოდა იმ აბონენტთა ვინ­ა­ობის დადგენა, რომლებიც ივლისში ეკონტ­აქტებოდნენ ეროსის, მაგრამ აქამდე არაფერი გაკეთებულა. გამოძიება გვეუბნება, რომ წარმოდგენა არა აქვთ, რა ეტაპზეა­ ეს ჯგუფი. არც ის იციან, როდის დასრულდება ეს პროცესი. დნმ-სთან დაკავშირებითაც გაურკვევლობაა - შემოწმდა ყველა ის პირი,­ ვისაც შესაძლოა, ან დანამდვილებით ვიცით,­ რომ ამ იარაღთან ჰქონდა შეხება­ (ესენი არიან შსს-ს თანამშრ­ომლები, რომლებმაც ეს იარაღი მაშინ გაისროლეს, როცა საქართველოში შემოვიდა, შემ­ომტანი, გამყიდველები, მენეჯერები და სხვ.), მაგრამ თანხვედრა არ არის.

სასხლეტზე გვაქვს უცხო დნმ-ი, რომლის წარმომავლობაც არ ვიცით. ვიდეომასალაში ჩანს პირი,­ რომელიც ინტერესს იწვევდა, მაგ­რამ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა­.
არის საეჭვო საკითხები, რომ­ლებზეც გამო­ძიებისგან მხრების აჩეჩის გარდა, პასუხი ვერ მივიღეთ. საქმეში უამრავი უცნაური დეტალია, რომლებიც არ ესადაგება გამოძიების არჩ­ეულ ვერსიას. ვფიქრობ, გამოძიება ჩიხში შევიდა. არ ჩანს არანაირი­ მტკიცებულება,­ რომელიც რაიმე გამოკვეთილ­ ვერსიაზე შეგვაჩერებს. იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, უფრო მკვლელობა იკვეთება, ვიდრე თვითმკვლელობა, და ეს მხოლ­ოდ­ გარედან შეხედვით, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რა ინფორმაციაც ბოლო პერიოდში­ გვქონდა.

- რას გულისხმობთ?

- შემთხვევის ადგილს, იმას, რასაც ვერასდროს ნახავდით ეროსის მანქანაში: ჩამოწეულ ფანჯრებს, მით უმეტეს, ავტოფარეხში, სადაც დახურული სივრცეა; რატომღაც დაქოქილ მანქანას, დაკარგულ ტყვიას, 50 ვაზნას, გატენილ მჭიდს თვითმკვლელისთვის... თავი დავანებოთ იმ ინფ­ორმაციას, რომელიც მე მაქვს, რომ ეროსის­ სულ სხვა გეგმები ჰქონდა...

- რაიმე ახალი დეტალი თუ გახდა ცნობილი, რომელიც თქვენს ვერსიას ამყარებს?

- გვეკრძალება ყველაფრის გამხელა. თუმცა, გეტყვით, რომ საინტერესო ამბებია ინტერნეტსივრცეში. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ ეს ინფორმაცია მოიპოვა და მისი შესწავლა დაიწყო, იქ ისეთი სურათია,­ რომელსაც არ მოველოდი... ამ მასალის ამოღება გამოძიებას მაშინ უნდოდა, როდესაც მიცვალებული ჯერ კიდევ შინ ესვენა. ჩემმა­ რძალმა სთხოვა, სანამ ეროსის არ დაასაფლავებდნენ, პოლიციელებს­ პროცედურები არ ჩაეტარებინათ. საბოლო­ოდ, გამოძიებამ ეროსის პირადი ინტერნეტსივრცე იანვარში შეისწავლა. ხელჩასაჭიდი ბევრი რამ არის. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეროსის საქმიანობის, გეგმების მიმართ დიდი ინტერესი იყო... ვერაფერს დავაკონკრეტებ, თუმცა იმას­, რაზეც ახლა გაკვრით ვსაუბრობ, საზოგადოებას აუცილებლად ვუჩვენებ და მოვუყვები... არ გამოვრიცხავ, რომ ეს ეტაპი გამოძიებამ დაბლოკოს, რადგან ამ ინფორმაციის გამჟღავნება მისთვის ხელის შემშლელია. იმ ინფ­ო­რმაციამ, რომელსაც გავეცანი, ეჭვი გამიჩინა... გარ­ემოებები იმაზე მიანიშნებს, რომ ეროსის სიცოცხლეში თუ სიკვდილის შემდეგ ამ წყაროებით მას აკონტროლებდნენ. თუმცა გამოძიება ამბობს, რომ ვერ ნახეს ეროსის ბოლო აქტივობები­ და ივლისის ფაილები­ არ არსე­ბობს, მაშინ, როცა გვყავს­ მოწმე - მის ოჯახში მომუშავე ქალი ამბობს­, რომ ეროსიმ სიცოცხლის ბოლო ორი საათი კომპიუტერთან გაატარა. ამინდის პროგნ­ოზს ხომ არ ეცნობოდა 2 საათი?­ მათ უნდა ამოეღოთ ეს მასალა და ჩემთან ერთად შეემოწმებინათ... ვფიქრობ, კვალის მიგნება არ არის რთული - უნდა დადგ­ინდეს, წაიშალა, თვითონ ეროსიმ­ წაშალა თუ ვიღაც სხვამ. IT-ის სპეციალისტებს­ ფაილების აღდგენა შეუძლიათ...

- ვიდეომასალით რა ირკვევა?
- ცუდი ხილვადობაა, განსაკუთრებით იმ ადგილიდან, საიდანაც ავტოფარეხში ჩასასვლელი ჩანს. იქ ხალხი ტრიალებს, მაგრამ მოციმციმე წერტილების სახით და ძნელია გაერკვე, ვინ არიან. რაც შეეხება უცხო პირს, რომლითაც­ დავინტერესდ­ით, ეს არის ახალგაზრდა, რომელიც სადარბაზოს წინ გაივლის, მოეფარება სახლს, მერე უკან ბრუნდება მეორე ახალგაზრდასთან ერთად. ბო­ლოს მათი გზები იყრება (ორივე გაივლის სახლის შემოსასვლელს ჭავჭავაძის მიმართულებით და მიდის მარცხნივ, გაჩერებისკენ). ბუნებრივია, ამ გარემოებამ დაგვაინტერესა, ვინაიდან მომხდარს დროში ემთხვევა. პირველი ახალგაზრდის შესახებ ინფორმაცია მოვიპოვეთ, ის დაიკითხა და მისი მონაყოლი მიიღეს როგორც მტკიცებულება, რომ ის ადგილზე იმყოფებოდა საყოფაცხოვრებო მოტივით. მეორეს სახასიათო გარეგნობა აქვს, ერთხელ რომ ნახავ, არასდროს დაგავიწყდება. თუმცა მისი იდენტი­ფიცირება ვერ მოხერხდა, გამოძიებამ კვალს ვერ მიაგნო და მინელდა ინტერესიც...
მას სპორტული ტანსაცმელი აცვია,­ მოდის სადარბაზოს წინ, ტროტუარზე და ჩაუვლის ოთხივე კამერას...

მშვენივრად ჩანს მისი სახე. გამოძიება კი ამბობს,­ რომ მას მზე ურტყამდა, სახეს მანჭავდა და ავთენტ­ური სახე დაკარგული ჰქონდა, ამიტომ პროგრამამ ვერ მოახერხა მისი პოვნა.­ გაგვიჩნდა ეჭვები გარკვეული პირების დაკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზეც. ჩემი აზრით, გამოძიება ზერელედ მოქმედებს­, რადგან საქმეში იკვეთება ერთი პირი, რომლითაც უნდა დაინტერესებულიყვნენ.

- ვინ არის ის, მისი დნმ-ი თუ შემოწმდა?
- ვგულისხმობ ოთხი მოწმიდან ერთს (სამი დაიკითხა), რომლის დაკითხვაც აქამდე­ ვერ მოხერხდა. როგორც ვიცი, ამ პირის დნმ-ი არ შემოწმებულა. არადა, გამოძიებისთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო. ვიცი მისი გვარ-სახელიც, თუმცა სახეზე არ მინახავს. ჯერჯერობით მეტს ვერაფერს ვიტყვი. სამწუხაროდ, წინ ვერაფრით წავიწიეთ. აქედან გამომდინარე, პროტესტი მიჩნდება. არ ვამბობ, რომ გამოძიებას კვალიფიკაციის პრობლემა აქვს, მაგრამ რასაც ვუყურებ, ბევრი შეცდომაა დაშვებული...

- თქვენი აზრით, რამ შეუშალა ხელი საქმის სხვა მუხლით გადაკვალიფიცირებას?

- ჩვენ ჩვენს თეორიებს ვაყალიბებთ, ისინი თავისას. ბევრი საეჭვო გარემოება­ა ვიდეომასალაში, მაგრამ იქ შუბლზე არავის აწერია, რომ მკვლელია... გამოძიებას მეტი ინტერესი უნდა გამოეჩინა. ყველაზე უცნაურია პასუხი, რომელიც ბოლო შეხვედრისას მივიღე: არავინ იცის, ამ საქმეს რამდენი დრო დასჭირდება, შეიძლება­ დიდხანს გაგრძელდეს და ოდესმე დასრულდესო.

- იმედი ხომ არ გადაგეწურათ?

- შანსი კიდევ არის. იქნებ ისეთი მარტივი სქემით წავიდეს გამოძიება, როგორც სოსანაშვილის შემთხვევაში: არსებობდა დნმ-ი, ანძის ჩანაწერები და დამნაშავე გამ­ო­ავლინეს. ეროსის საქმეში იმხელა რესურსი აქვთ სასხლეტზე დნმ-ისა და ანძის ამონაწერის სახით, რომ სიმართლის დადგენის­ დიდი შანსია. არ არის გამორიცხული, მალე გამოიკვეთონ საინტერესო აბონენტები. ჩვენ სამარჩიელოდ არა გვაქვს საქმე, გვაქვს მასალა და ამას ანალიზი სჭირდება. უამრავ კითხვაზე პასუხი გაუცემელია. გადაკვალიფიცირებაზე საუბარიც არ არის. არადა, მათი ვერსია ვერ მყარდება ვერანაირი მტკიცებულებით. მე მჯერა მკვლელობის ვერსიის, მაგრამ ვერც ამის მტკიცებ­ულება მოვიპოვე. მკვლელებს­ გამორჩეული კვალი არ დაუტოვებიათ...

ეროსის საჯაროდ ჰქონდა ყველაფერი გაცხადებული, რა გეგმებიც ჰქონდა თუ იარაღს­ ყიდულობდა. მაქვს მყარი ინფორმაცია, რომელიც მკვლელობის ვერსიას მიძლიერებს, ასევე ვიცი, რას აპირებდა ჩემი ძმა და რა ხდებოდა მის გარშემო... არ არის გამორიცხული, სპეცსამსახურებს მკვლელობის შემსრულებლები ქვეყნის შიგნით ან გარეთ მოეძებნათ.

ნანა ფიცხელაური
moqalaqe
08 ოქტომბერი 2015 13:29
იარაღი რო არ ეყოდა იმ დღით , მარტლაც საეჭვო ვიტარება იქნებოდა , მაგრამ ეხლა არადამაჯერებელია რომ მოკლეს.
meocnebe ixvi
05 ოქტომბერი 2015 20:58
რა არაადამიანი უნდა იყო ასეთი ბულკი რომ მოკლა
aka
05 ოქტომბერი 2015 20:03
როცა კვალი ივანიშვილთან მიდის ამ დროს ეროსის მკვლელობას სპეცსამსახურებს აბრალებენ საქმე რომ გაიადვილონ/აბა ხომ არ იტყვიან რუსმა ოლიგარქმა დაუკვეღაო

რედაქტორის რჩევით