"გამომძიებელი დედას მაგინებდა, "ოცნება" დამთავრდა, თქვენი ღარიბაშვილიც, ივანიშვილიც და თქვენი დედაცო..."
05-10-2015
"გამომძიებელი დედას მაგინებდა, "ოცნება" დამთავრდა, თქვენი ღარიბაშვილიც, ივანიშვილიც და თქვენი დედაცო..."
"ჩემს შვილზე "ნაციონალებმა" იყარეს ჯავრი"

22 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძეს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმში, დისკო-კლუბ "ლეგ­ასში" ნასვამი დევაძე და ბათუმის საქალაქო­ სამმართველოს პოლიციის თანამშრომელი მუკბანიანი წაკამათდნენ. ჩხუბის დროს დევაძემ მუკბანიანს სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში დაჭრა. მუკბანიანი იქვე გარდაიცვალა.

თავის დროზე, ითქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ დევ­აძე ე.წ. კრიმინალ­ურ­ ავტორიტეტ მინდია­ გორაძის
("ლავას-ოღლი") თანამზრახველი­ იყო, რომელმაც პოლიციელის მკვ­ლ­­­­ელობა­ შეუკვეთა. დაცვის მხარე ამ ვერსიას გავრცელებაში "ნაცი­ონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

ირაკლი გაბრიჭიძე, რამაზ დევაძის ადვოკატი: - 2014 წლის 26 დეკემბერს დევაძე მეგობრებთან­ ერთად მივიდა კლუბ "ლეგასში",­ სადაც სამოქალაქო ფორმაში ჩაც­მული პოლიციელი მუკბანიანი საყვარე­ლთან, უზბეკ ქალთან ერთად იყო... დევაძის თანმხლები პირი
მიდის მუკბა­ნიანის სუფრასთან და ეპატიჟება­ უზბეკ გოგონას, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

ვიდეოფირზეც ჩანს, რომ დევ­აძე ჩხუბში არ მონაწილეობს. მუკბანიანი­ იღებს იარაღს და აქეთ-იქით ისვ­რ­ის, რა დროსაც­ სამი კაცი დაი­ჭრა, შემდეგ ის დევაძის მეგობარს იარაღს თხრის პირში.

როცა პოლიციელი­ მისკენ მიმავალ დევაძეს ხედავს, უფრო აგრესიული ხდება... დევაძის ჩვენებით: "დარბ­აზში მოძრ­ავი განათება იყო და რაღაც მომენტში, ბედად­, ჩემკენ მომართული იარაღი დავინა­ხე,­ თავი გავწიე და უკუგდ­ების ილ­ეთი­ გავაკე­თე, გადავაგდე უკან და მეც­ თავით დავეცი. შემდეგ იარ­აღს ვწვდი, წა­ვართვი, ვიცოდი,­ ტყვია პირში იყო მიც­ე­მუ­ლი და მისი განმუხტვა მინდოდა. უცებ იარაღი გავარდა. ხალხი ირეოდა, ბნელოდა, მუკბ­ანიანი ძირს ეგდო და მეგონა, წაქცევისას­ გაითიშა".

- თუმცა იმავე ღამით სარფის საბაჟოზე დააკავეს.

- დასაბუთებულია, რომ დევაძე საქმეზე მიდიოდა. მას რომ სცოდნოდა, კაცი მოკლა, დაიმალებოდა და მერე გაპარვას შეეცდებოდა.

- რატომ გახდა­ ბრალდების მხარისთვის მასალა არადამაჯერებელი?

- სასამართლო გავლენის­ ქვეშ არის მოქცეული. მოსამართლემ გაითვ­ალისწინა არა მტკიცებულებები, არამედ საზოგადოების განწყობა.
კლუბში არის ერთი კამერა, რომელმაც ზუსტად­ ასახა, რაც მოხდა, მაგრამ მისი ფირი გამქრა­ლია.­

ოთხი ექსპერტიზა ჩავატარ­ეთ, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტიც და დავადგინეთ შემთხვევის ადგილი. სამხარაულის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტ­იზის დასკვნაში წერია, რომ დევაძე მუც­ლის მიდამოდან, ქვემოდან ზემოთ ისროდა.­ გვამის დათვალიერების ოქმითაც ჩანს, რომ გასროლა ქვემოდან ზემოთ­ მოხდა (მუკბან­იანს ლოყაში­ მოხვდა ტყვია, რომელიც კისრის მიდამოში გამოვიდა). ექსპერტიზამ დაადგინა გასროლის ტრაექ­ტორია, აღდგენილ იქნა სურათი­ და ყველაფერი ზუსტად დაემთხვა­ დევაძის ჩვენებას. გარეთა კამერებზეც დაფიქსირდა, რომ დევაძე ჩვეულებრივ გავიდა კლუბიდან. მან სიბნელეში ვერ დაინახა, რომ მუკბანიანი გარდაიცვალა.
პროცესზე ექსპერტებმაც დამაჯერებელი ჩვენებები მისცეს, სამხარაულის ბიუროშიც დავნიშნეთ ექსპერტიზა და მათაც ანალოგიური დასკვნები წარმოადგინეს. მიუხედავად ყველაფრისა, დევაძეს 12 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ეს იყო არა განზრახ მკვლელობა, არამედ გაუფრთხილებლობით სიცოც­ხლის მოსპობა. სამი კაცი იყო დაჭრილი და სამივე, როგორც მოწმეები, მოხსნეს პრო­ცესიდან.
ამ საქმეში ვიღაცის სერიოზული ინტერესია.

- ერთი ვერსიით,­ ჩხუბი თურქებსა­ და დევაძის თანმხლებ პირებს შორის მოხდა, მუკბ­ანიანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა­, რა დროსაც დევაძემ ის შურისძიების მოტივით­ მოკლა.
- მუკბანიანი სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული, ბილწსიტყვაობდა და იქცეოდა როგორც ბოროტმოქმედი, ამიტომ არავის უფიქრია, რომ ის პოლიციის თანამშრომელი იყო.

- ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ დევაძეს კრიმინალურმა ავტორიტეტმა შეუკვეთა პოლიციელის მკვლელობა.
- დევაძე წინასაარჩევნო მარა­თ­ონში­ იყო ჩაბმული და "ქართ­ულ ოცნებას" ეხმ­ა­რებოდა. ადამ­იანს ქურდობა უნდა და არჩევნებში მონაწილეობს?
ეს ჭორები "ნაციონალებმა" გაუვრცელეს, სპეციალურად მიაკერეს მისი სახელი "ლავას-ოღლის", რათა მის დასა­ცავად სხვებს ხმა ვერ ამოეღოთ. მართლაც, ყველა გაყუჩდა და გამოიტანეს კიდეც უკანონო განაჩენი. ბრალდება შურისძიების მოტივზე ლაპარაკობს, არადა, რამაზ დევაძე მუკბანიანს არ იცნობდა. ბრალდება ამტკიცებს, რომ თითქოს ის უზბეკი ქალი, დევაძის საყვარელი იყო და ამის გამო გაუსწორდა მას.

ნაზიბროლა ბოლქვაძე, რამაზ დევაძის დედა: - მაქვს უზბ­ეკი ქალის საუბრის ჩანაწერი, რომელიც მუკბანიანს ახლდა. ის ქალი ჩემთანაც მოვიდა და მომიყვა, ამ ამბის შემდეგ როგორ წაიყვ­ანა პოლიციამ და დილეგში 20 დღე ჰყავდათ­ დამწყვდეული, გამომძიებელი აიძულებდა ეთქ­ვა, რომ ორივე მამაკაცი მისი საყვარელი იყო და რამაზმა ამის გამო იძია შური. ეს გოგო იფიცებოდა, იმ დღეს პირველად ვნახე თქვენი შვილიო. იმასაც მოჰყვა, ვინ დაიწყო­ ჩხუბი. ჩემთან მოვიდა კლუბში მყოფი თურქიც, რომელმაც მითხრა, თქვენი შვილი რომ არა, იმ ღამეს ბევრი დაიღუპებოდაო. ჩემს შვილზე "ნაციონალებმა" იყარეს ჯავრი, მას შემდეგ დაიწყეს მისი დევნა, რაც რამაზი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურობდა. გიგლა მოსიძე, "ნაციონალ­ების" დროინდელი პოლიციელი, ამ ამბის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუ­ფ­ლეს. ამბობდა, გივი თარგ­ამაძე მავალებდა, ვინც "ოცნ­ებაში"­ აქტიურობდა, მიხედეო. რამაზს ბათუმში ყველა პატივს სცემს, მუკბანიანი ცემაში რომ შემოჰკვდომოდა, კიდევ დაიჯერებდნენ, მაგრამ იარაღი გამორიც­ხ­ულია. რამაზის მეგობარი (ვის გამოც ატყდა ჩხუბი და ხულიგნობის­ მუხლი წარედგინა) აღიარებს, მე მოვკიდე­ ხელი მეძავ ქალს და შევთავაზე ფულიო. როცა ის დაიჭირეს, მაგრად სცემეს,­ მაგრამ ხელი არაფერს მოაწერა. სასამართლოზე­ თქვა, გამომძიებელი დედას მაგინ­ებდა,"ოცნება" დამთავრდა, თქვენი ღარიბაშვილიც, ივანიშვილიც და თქვენი დედაცო...

- რა ურთიერთობა ჰქონდა თქვენს ვაჟს "ლავას-ოღლისთან"?

- "ლავას-ოღლი" და რამაზი ბავშვობ­აში­ ერთად ვარჯიშობდნენ, ჭიდაობდნენ. ეს დანაშაულია?­ რამაზ შავაძე, რამაზ დევაძის საქმის პროკურორი: "ბრალდებულის მხარეს განაჩენი თუ არ აკმაყოფილებს, გაასაჩივროს".

"კვირის პალიტრა" თარაშ მუკბანიანის მეუღლეს, თამარ კაცაძ­ე­საც დაუკავშირდა, თუმცა მან ინტერვიუზე უარი განგვიცხადა.

ნანა ფიცხელაური
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
07 ოქტომბერი 2015 16:54
მართლაც რა უნდოდა წესრიგის დამცველს იქ??? ისეთ სიტუაციაში??? ან რადგან იარაღი აქვს ეგრე უნდა ატრიალოს აქეთ-იქეთ??? მიაქციოს ასეთ რარაცეებს ყურადღება იმან ვისაც ევალება..... თანაც მარტო მანდ ხო არ მოხდა, ეგეთი რაღაცეები სხვაგანაც ხდება..... მაგალითად ვარკეთილში... კაზინოებთან და ბარ-რესტორნებთან.... გაყავთ იქვე ნაძვნარში ბიჭები და იქ ცემენ ერთს რამდენიმე...... ეგეთი იარაღიანი წესრიგის დამცველები.....გადაამოწმეთ აბა, იქნებ ტყუილს ვწერ.... ვისაც გეხებათ.... სანამ მოხდება რამე ისეთი....რაც არ უნდა მოხდეს წესით და რიგით....ორი დღის ამბავია ფეხი მოტეხეს ბიჭს ისე ცემეს...
მამუკა
07 ოქტომბერი 2015 11:54
მიუხედავად იმისა, რომ ნაცების მომხრე არასდროს ვყოფილვარ, ამ კომენტების წაკითხვის მერე, კიდევ უფრო ვეღარ ვიტან მიშას რომ ამ აზროვნების ხალხი მართლა რატომ არ ჩარეცხა და ჩახოცა. ვირეშმაკობას გადააყოლა ქვეყანა და ამ პინგვინს და მისნაირი კრიმინალური აზროვნების ნაგავს ჩაუგდო ხელში. რისი დემოკრატია, ესენი უნდა ძუყნო და ძუყნო, რომ გაქრნენ საერთოდ.
ბათუმელი
07 ოქტომბერი 2015 11:50
აღარავისი დაჯერება არ შეიძლება ისეთი დაბალი დონის გამოძიებები მიდის ფაქტების გარეშე ჭორის დონეზე ნამდვილად შეგნებულად რომ ყველას ტვინი აურიონ დაი სიმართლე დამალონ მერე ერთმანეთს დააბრალონ პარტიებმა...................... ისე კი ძველი შევარდნაძის დროინდელი მილიციელებით რომ აივსო პოლიცია აბა რა ეგონა ამ მთავრობას ყველა ქურდის და მამაძაღლების გაუნათლებელი სანათესაო არის დასაქმებული შეყრილი პოლიციაში და მთავრობაში უკეთეს არაფერს არც ელოდოთ

რედაქტორის რჩევით