"მოსახლეობაში ბევრი იარაღია" - უკანონო იარაღი ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოდის?
05-10-2015
"მოსახლეობაში ბევრი იარაღია" - უკანონო იარაღი ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოდის?
"დღეს ყოველი მესამე ახალგაზრდა ქუჩაში იარაღით დადის. ძირითადად, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები"

"შს სამინისტრომ ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა დასახოს უკანონო იარაღის მოსახლეობისგან ამოღება"


საქართველოში დანაშაულის დიდი ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხდება. საინტერესოა, სად შოულობენ ჩვენი თანამოქალაქეები იარაღს და რამდენად ხელმისაწვდომია ის. ფაქტია, იარაღის უკანონო ბრუნვის არხების გადაკეტვა ვერ ხერხდება.

(იხილეთ ასევე: "მეშინია, თბილისი ისევ კრიმინალების სათარეშოდ არ იქცეს" - სროლა და პანიკა თბილისის ცენტრში )


სპეციალისტების თქმით, დღეს საქართველოში იარაღის შავი
ბაზარი აღარ არის, მაგრამ მოსახლეობაში დიდი რაოდენობით იარაღია ჯერ კიდევ ომის პერიოდიდან. ზაზა ჭაია წლების მანძილზე თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო და კარგად იცის, რა გზებით გროვდება მოსახლეობაში უკანონო იარაღი:


- მოსახლეობაში ბევრი იარაღია. როცა ქალაქის კრიმინალური პოლიიცის უფროსი ვიყავი, გადავწყვიტეთ, უკანონო იარაღი ამოგვეღო. ეს
საქმე სპონტანურად არ კეთდება. ამას სჭირდება ოპერატიული ინფორმაცია, მისი დამუშავება, პროკურატურასთან ერთად საქმის აღძვრა და მუშა­ობა იმისთვის, რომ ამოიღო იარაღი. იყო შემთხვევები, როცა პირები ვიღაცის დასაჭრელად ან შურისსაძიებლად მიდიოდნენ და ჩვენ მათ ფაქტზე ვიჭერდით, ვაპატიმრებდით მანამ, სანამ დანაშაულს ჩაიდენდნენ.
ერთხელ ჩასაფრებული პირებიც დავაკავეთ. მსხვერპლს ელოდებოდნენ მოსაკლავად. ყოველ წელს მხოლოდ თბილისში 300-ზე მეტ უკანონო ცეცხლსასროლ იარაღს ვიღებდით, არაფერს ვამბობ ტყვიებზე, მჭიდებსა და სანადირო თოფებზე.


იარაღი ქვეყანაში 90-იანი წლებიდან არის დალექილი, მას დაემატა სამოქალაქო ომის, აფხაზეთის ომის, მოგვიანებით 2008 წლის ომის დროს შემოსული იარაღი. მთელი შიდა ქართლი დაკავებული ჰქონდათ ოკუპანტებს და შემოდიოდა და შემოდიოდა უკანონო იარაღი. ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარს გაკონტროლება უნდა, რადგან უკონტროლო ტერიტორია იარაღის, ნარკოტიკისა და კონტრაბანდის ბუდეა. დღეს ყოველი მესამე ახალგაზრდა ქუჩაში იარაღით დადის. ძირითადად, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები.

დანაშაულების უმრავლესობა უკანონო იარაღით ხდება. რეგისტრაციის წესების გამკაცრებამ ნაყოფი ამიტომაც ვერ გამოიღო. ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით რამდენი ადამიანი მოკლეს, ხომ იცით? წარმოგიდგენიათ, რამდენი იარაღი ტრიალებს ქალაქში? თუ ეს დანაშაულები­ არ გაიხსნა, ამას მოჰყვება ახალი დანაშაულები, დაზარალებულთა მხრიდან შურისძიების მოტივით... დღეს იარაღის შავი ბაზარი არ არის, თუმცა სპეცსამსახურების ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი იარა­ღი შემოვიდეს ქვეყანაში, თუნდაც შიდა დესტაბილიზაციისთვის. რუსი სამხედროებიც ყიდიან იარაღს. რუსეთის არმიაში კორუფცია ყვავის, ყველა რუსული ნაწილი ყიდის იარაღს. გნებავთ, ეს ჩათვალეთ შავ ბაზრად, ფაქტია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისუფლად შემოდის იარაღი.
აგვისტოს ომის დროს რუსულმა რეგულარულმა არმიამ ბორჯომის მისადგომებთან მიაღწია, ხაშურიც კი გაიარა, მთელი შიდა ქართლი ოკუპირებული ჰქონდათ. მათ გარდა შემოვიდა კაზაკთა რაზმები, ბატალიონი "ვოსტოკი". მათ მსუბუქი შეიარაღება: ტყვიამფრქვევები, ყუმბარსატყორცნები, ავტომატები, პისტოლეტები ჰქონდათ და, ბუნებრივია, დიდი ნაწილი გაიყიდებოდა.

- ხშირად გადაკეთებული იარაღითაც სჩადიან დანაშაულს.
- გადაკეთებული იარაღის აღრიცხვიანობა ჩემი ხელმძღვანელობის დროს იყო. იყვნენ იარაღის ხელოსნები, რომლებიც ანტიკვარულ იარაღს თანამედროვე სახეს­ აძლევდნენ. ყველა ხელოსანი აღრიცხვაზე გვყავდა. თითოეულს თავისი ხელწერა ჰქონდა. პროფესიონალები იყვნენ.

- დღეს იარაღის ყიდვა ინტერნეტითაც შეიძლება.

- ეს კიდევ ახალი უბედურებაა. შს სამინისტრომ ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა დასახოს უკანონო იარაღის მოსახლეობისგან ამოღება. ამისთვის ხელმძღვანელი და საშუალო რგოლები უნდა დაკომპლექტდეს პროფესიონალებით, რომ საქმე გაკეთდეს.

რა პროცედურებია საჭირო იარაღის ოფიციალურად გასაფორმებლად

შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განგვიმარტეს, რომ იარაღის შესაძენად, მოქალაქემ უნდა დაწეროს განცხადება, წარადგინოს იარაღის შეძენის ყუა (გადახდის ქვითარი), პირადობისა და საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი, იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონით განსაზღვრული­ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ფსიქოს წარდგენა სავალდებულო არ არის იმ შემთხვევაში, თუ პირს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეც­ხლსასროლი ან გაზის იარაღი, ან აქვს მანქანის მართვის მოწმობა.
რაც შეეხება იმას, თუ რა ასაკის პირს შეუძლია იარაღის შეძენა, როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, ასაკი დამოკიდებულია იარაღის ტიპზე. 18 წლიდან შესაძლებელია სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, ხოლო თავდაცვის ტიპის მოკლელულიანი და გაზის/აირის იარაღის შეძენა - 21 წლიდან.
მაღაზიებში დაურეგისტრირებელი იარაღი ვერ მოხვდება. ქვეყანაში შემოტანის შემდეგ, იარაღს შსს-ს მომსახურების სააგენტოში ბალისტიკური ექსპერტიზა უტარდება. ფასი იარაღის ხარისხზეა დამოკიდებული, შესაბამისად, 1.000-დან, 6.000-7.000 ლარამდე მერყეობს. დიდი მოთხოვნაა პისტოლეტებზე. იარაღის შეძენით დაინტერესებული, ძირითადად, 30-35 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან.

კიდევ ერთი გზა იარაღის შეძენისა ინტერნეტია. უამრავი საიტია, რომელთა მეშვეობითაც იარაღის ყიდვა შეიძLლება... თუ მოქალაქე საკუთრებაში არსებულ იარაღს ყიდის, ის ვალდებულია, განაცხადი შეიტანოს შსს-ს მომსახურების სააგენტოში და შემდეგ ახალ მფლობელს გადაუფორმოს კუთვნილი იარაღი. იარაღის გამოწერა უცხოური ინტერნეტსაიტებიდანაც შეიძლება, მაგრამ თუ პირი უცხოეთში შეიძენს იარაღს, საქართველოში შემოსატანად მან ნებართვა მომსახურების სააგენტოში უნდა აიღოს.
სარეგისტრაციო მონაცემებში ასახული ნებისმიერი მონაცემის შეცვლის შემთხვევაში პირი ვალდებულია ხელახალი რეგისტრაცია გაიაროს სააგენტოში 10 სამუშაო დღის ვადაში.

იარაღის შეძენის მსურველთ გამოცდის ჩაბარება მოუწევთ


შსს-ს მომსახურების სააგენტო ამა წლის 1-ლი ნოემბრიდან მნიშვნელოვან­ სიახლეს აწესებს - თავდაცვითი მოკლე­ლ­ულიანი (პისტოლეტი, რევოლვერი), სანადირო (გლუვლულიანი თოფები და ხრახლულიანი შაშხანები, კარაბინები), სპორტული (მცირეკალიბრიანი შაშხანები და პისტოლეტები) და გაზის (აირის) იარაღის შესყიდვის მსურველს 20-კითხვიანი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

30 წუთში ოციდან 18 კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა საკმარისი იქნება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი იარაღიდან ერთ-ერთის შეძენის უფლება მოგეცეთ.
თუ წარმატებით ჩააბარეთ გამოცდა,­ მაგალითად, პისტოლეტის შეძენის უფლ­ების მოსაპოვებლად და შემდგომ სხვა პისტოლეტის შეძენის სურვილი გაგიჩნდათ, გამოცდას აღარ ჩააბარებთ, თუმცა, შაშხანის შეძენის შემთხვევაში გამოცდის ხელახლა ჩაბარება მაინც მოგიწევთ.
მათ, ვისაც უკვე აქვს ოფიციალურად გაფორმებული იარაღი ან მას 1-ელ ნოემბრამდე შეიძენს, გამოცდის ჩაბარება არ მოუწევს.
საზოგადოების ნაწილი შეიძლება უარყოფითად შეხვდეს ამ სიახლეს, მაგრამ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკასთან 30-წლიანი ურთიერთობის გამოცდილებით გეტყვით, რომ ეს კანონი არათუ საჭირო, დაგვიანებულიც არის.

სამწუხაროდ, ხშირად, იარაღის გამოყენებისას, უსაფრთხოების ზომების დარღვევას უბედურება მოჰყვება ხოლმე პროფესიონალებშიც კი, რომელთაც ჰგონიათ, რომ იარაღის შესახებ ყველაფერი იციან. უპრიანი იქნებოდა, გამოცდა 20 თეორიული კითხვით არ შემოიფარგლოს და პრაქტიკული გამოცდაც დაემატოს, მაგალითად, პისტოლეტის ყიდვის მსურველმა გამომცდელს აჩვენოს, იცის თუ არა ვაზნების მჭიდში ჩაწყობა, პისტოლეტის დატენა და განმუხტვა, დამცველზე დაყენება, ჩახმახის დაშვება-შეყენება, იარღის დაშლა-აწყობა, სად და როგორ უნდა ინახებოდეს იარაღი, ვაზნები და ა.შ.

სასურველია, რომ გამოცდა სროლაშიც ჩატარდეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა განყოფილებაში ტირი შეიქმნას, რაც დღეს შეუძლებელია.

თეორიული გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა აამაღლებს იარაღის ყიდვის მსურველთა ცოდნის დონეს, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს უმთავრესი: არასოდეს მიმართოთ იარ­აღის ლულა ადამიანისკენ, თუკი თავდაცვის მიზნით სროლას არ გადაწყვეტთ! გასრ­ოლამდე თითი არ გედოთ სასხლეტზე!­ არ იაროთ გადატენილი­ პისტოლეტით­ (ეს არ ეხებათ ოპერატიულ თანამშრომლებს) - მის გადატენას ყოველთვის მოასწრებთ, თანაც იარაღის გადატენამ შეიძლება თქვენს მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიურად იმოქმედოს, მისი აგრესია დააცხროს და გასროლა აღარც დაგჭირდეთ!

თეა ხურცილავა
ირაკლი ალადაშვილი
Archil
19 ოქტომბერი 2015 15:02
იარაღს რა გამოლევს ცხელს თუ ცივს !! იარაღის ამოღება ზედმეტიადა არცაა სამართლიანი ჯერ მიცე უფლება და შემდეგ წაართვა ..ან იქნებ აჯობებდა ტარების უფლება არავის არ ქონდეს არც პარლამენტარს და არც ყოფილ გენერალს !! ან ყველას ქონდეს მაშინ ტარების უფლება ..ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა !!და მასეც რომ იყოს იარაღის ამორება უნდა დაიწყოს საზღვრისპირა არაქართული მოსახლეობიდან სადაც მართლაც არის თავმოყრილი უამრავი იარაღი და ქართველების წინააღმდეგ მიმართული .აი ეს გააკეთეთ ბატონებო !!!
fff
08 ოქტომბერი 2015 16:34
ქუჩაში თუ უცებ რეიდებს მოაწყობთ და გაჩხრიკავთ ხალხს საუკეთესო იქნება ,ნახეთ რამდენ იარაღს ამოიღებთ....უკანონოს.
ვიღაცა
08 ოქტომბერი 2015 09:38
მარტო საქართველოში ხდება ესეთი სისულელე.იარაღის(პისტოლეტი და ხრახნლულიანი კარაბინი)შეძენა და შენახვა საერთოდ უნდა იკრძალებოდეს.21 წლის დალაგებული გგონიათ?ბევრად უფროსები მინახავს ტარების უფლებით,უცებ იერაღისკენ რომ გაურბით ხელი(ეს ეხება ყველას,სხვათა შორის ყოფილ პარლამენტარებსაც). ყოველ მეორე ავტომანქანაში იარაღი დევს.როგორ ფიქრობთ,არ ჯობია პოლიციამ კანონი დაარღვიოს და მანქანები გაჩხრიკოს,თუნდაც ღამის საათებში?თუ ის ჯობია რომ ხოცონ ერთმანეთი და სხვა შემთხვევით გამვლელები.

რედაქტორის რჩევით