"მამაჩემის ორმოციც არ იყო გასული, ნონიკაშვილი კი ქონებას ანაწილებდა"
12-10-2015
"მამაჩემის ორმოციც არ იყო გასული, ნონიკაშვილი კი ქონებას ანაწილებდა"
ბესო ხარძიანის ვაჟმა მამის მეორე მეუღლე თაღლით­ობაში დაადანაშაულა და მისი გასამართლება მოითხოვა

ეკა ნონიკაშვილი: "ავადმყოფები არიან. მთელი ცხოვრება ასე დარბოდნენ. ახლა უდესიანი რასაც უბრძანებთ, იმას აკეთებენ. მე საუკეთესო მეუღლე, მათ კი, ყველაზე კარგი­ მამა მოუკლეს და ამას ვერ ხვდებიან. ჩემი სიყვარულის დატირება არ მაცალეს,­ რაზე უნდა ვილაპარაკო?!"


28 მარტს საკუთარი სახლის სადარბაზოში სამი გასროლით მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის მკვლელობაზე საგამოძიებო ორგანო ჯერჯერობით დუმს - მართალია, რამდენიმე დღის წინ მთავარი პროკურორის
მოადგილე ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ბესო ხარძიანის მკვლელობის ყველა ფაქტობრივი გარემოება დადგენილიაო, თუმცა, ამ ეტაპზე, სხვა კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ. ამასობაში კი ხარძიანის ოჯახის წევრები ერთმანეთს სამკვიდრო წესით გასანაწილებელ ქონებას ედავებიან - 9 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბესო ხარძიანის ვაჟმა, მიხეილ ხარძიანმა მამის მეორე მეუღლე, ეკა
ნონიკაშვილი თაღლით­ობაში დაადანაშაულა და მისი გასამართლების მოთხოვნით პროკურატურაში შესაბამისი განცხადებაც შეიტანა.

- მამაჩემის მკვლელობიდან ზუსტად­ ორ კვირაში მისმა მეუღლემ ქონების სასწრ­აფოდ გაყიდვაზე ზრუნვა დაიწყო - ეკა ნონიკაშვილმა ბესოსთან თანა­ცხოვრების დროს შეძენილი ქონება­ უკანონოდ ისე გაასხვისა, რომ მემკვიდრეებს შორის სამკვიდრო გადანა­წილება არ მომხდარა. ნონიკ­აშვილმა ითაღლითა, რითაც სამოქა­ლაქო კოდექსის ოთხი - 207-ე პრიმა, 182-ე, 218-ე, 362-ე მუხლები დაარღვია.

ხარძიანების ოჯახი: მარცხნიდან - უმცროსი ბესო ხარძიანი, უფროსი ბესო ხარძიანი, ეკა ნონიკაშვილი, ქეთი ხარძიანი

- რა ქონების გასხვისებაზე საუბრობთ?

- ნონიკაშვილმა სამი მილიონის ღირებულების უძრავი ქონება თავის მეგობრებზე­ გადაანაწილა და, რაც მთავარია, სახლები, საოფისე ფართობები და მიწები მათ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ფასად გაასხვისა. მაგალითად, წავკისში მილიონ ლარად შეფასებული სამსართულიანი სახლი, რომლის მიწის ფართობი 1 300 კვმეტრია, 5 000 ლარად უახლოეს მეგ­ობარს ნაირა ნებიერიძესა და მის ქალი­შვილს, მაია გოგლიძეს­ მიჰყიდა. არადა, ეს ქონება ჩემზე, ჩემს დასა და ბებიაჩემზე უნდა გადანაწილებულიყო. ამასთან, ნონიკაშვილმა ერთ დღეში შვილს, ქეთი ხარძიანს საოფისე ფართობები და სახლები აჩუქა, ქეთიმ კი, თავის მხრივ, საჩუქრად მიღებული ქონება ოფიციალურად მეგობარს მიჰყიდა. ეს მიანიშნებს, რომ ფიქციური გასხვისებაა!

ნონიკაშვილმა წავკისის აგარაკის გასხვისების დოკუმენტაციაც გააყ­ალბა - მან სახლის არსებობა საერთოდ დამალა და ძველი საკადასტრო კოდით ოფიციალურად მხოლოდ­ მიწის ნაკვეთი გაყიდა. არადა, ამ ნაკ­ვეთზე სახლის მშენებლობის შემდეგ ქონებას ახალი საკადასტრო კოდი მიენიჭა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი მითითებულია, რომ ამ ტერიტორიაზე სახლი არ დგას. ჯამში, ნონიკაშვილმა თაღლითური მაქ­ინაციებით მილიონ-ნახევარი ქონება დამალა.

- შესაბამისი მტკიცებულებები გაგაჩნიათ?
- ორასგვერდიანი მასალა მაქვს, რომე­ლიც პროკურატურას მივაწოდე. წარმოიდგინეთ, მამაჩემის ორმოციც არ იყო გასული, ნონიკაშვილი კი ქონებას ანაწილებდა.
ეს პროცესი მან 18 მაისს დაასრულა, თუმცა­ ჩემთვის ცოტა ხნის წინ გახდა­ ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ქონების გასხვისებამდე­ ნოტარიუსთან ხელი მოაწერა, რომ მის სახელზე არსებულ ქონებას არ გაასხვისებდა, თუმცა, დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული 207-ე პრიმა მუხლი და მის სახელზე რეგისტრირებული ქონება უკანონოდ გაასხვისა.­ მოგეხსენებათ, ნასყიდობის ხელშეკრულებით თანაცხოვრების ეტაპზე შეძენილ ქონე­ბაზე მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ. ეკა ნონიკაშვილის სახელზე არსებული ქონება ბესოსიც იყო და ის სხვა მემკვიდრეებზეც უნდა გადანაწილებულიყო. ანუ, ამით ნონ­ი­კაშვილი შეეცადა, მემკვიდრეებისთვის გადასანაწილებლად მხოლოდ ბესოს სახელზე­ რეგისტრირებული ქონება დაეტოვებინა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მან პასუხი უნდა აგოს!

- ეკა ნონიკაშვილის დაკავებას ითხოვთ თუ თქვენი მთავარი მიზანი გასხვისებული ქონების დაბრუნებაა?
- ნონიკაშვილმა არა მხოლოდ მემკვიდრეებს, სახელმწიფოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, როდესაც უძრავი ქონება არარეალურ ფასად გაასხვისა და ამ ფორმით, გადასახადებსაც აარიდა თავი...

- პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანეთ. ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიგიღიათ?
- განაცხადი რამდენიმე დღის წინ შევიტანეთ... ვფიქრობ, უწყება ადეკვატურად­ იმოქმედებს, რადგან ამ საქმეში ოთხი მუხ­ლის დარღვევის ფაქტი ცალსახაა.

- სანამ მემკვიდრეები ქონებაზე დაობთ,­ ხარძიანის მკვლელობის საქმეს თუ ეცნობით, გავიდა თუ არა გამოძიება დამკვეთის კვალზე?
- გამოძიება ინფორმაციას მხოლოდ ეკა ნონიკაშვილს აწვდის, თუმცა, ბუნებრივია, მამაჩემის საქმის გამოძიება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

მიხეილ ხარძიანთან საუბრის შემდეგ ეკა ნონიკაშვილს დავუკავშირდით:

- რა გითხრათ, ავადმყოფები არიან. მთელი ცხოვრება ასე დარბოდნენ. ახლა უდესიანი რასაც უბრძანებთ, იმას აკეთებენ. მე საუკეთესო მეუღლე, მათ კი ყველაზე კარგი­ მამა მოუკლეს და ამას ვერ ხვდ­ებ­იან. ჩემი სიყვარულის დატირება არ მაცალეს,­ რაზე უნდა ვილაპარაკო?! არ ვაპირებ სისულელეებზე პასუხების გაცემას. ქონება კარგად­ დაითვალონ. პროკურატურაშიც, რაც უნდათ, ის შეიტანონ. მე ქმარი მომიკლეს და ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით...

მალხაზ სალაყაია, ბესო ხარძიანის ოჯახის ადვოკატი:
"ნონიკაშვილი მეუღლის მკვლელობის შემდეგ შინიდან არ გას­ულა, მხოლოდ სასაფლაოს მოპირკეთებით იყო დაკავებული და დღემდე გლოვობს. სიმ­ა­რთლე გითხრათ, არ ვიცი, რა ქონებას ფლობს, ამაზე არასდროს გვისაუბრია, რადგან ვთვლი, რომ ეს მისი პირადი საქმეა. არც არავის აქვს უფლება, მის კუთვნილ ქონებაში ჩაერიოს, მით უმეტეს, რომ ჩემი ინფორმაციით, ნონიკაშვილს მეგობრებზე ქონება არასოდეს გაუსხვისებია.­ ისიც ტყუილია, თითქოს ეკას თავის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვის უფლება­ არ აქვს, თანაც მიხეილ ხარძიანს არავინ ეკითხება,­ ნონიკაშვილი საკუთარ ქონებას რო­გორ განკარგავს - მას სრული უფლება აქვს, თავის სახელზე არსებული ქონება სურვილისამებრ­ მართოს. მემკვიდრეებზე კი ქონების ნახევარი სამკვიდრო წესით განაწილდება. ქონების ნაწილს, რომელიც ბესოს სახელზე ირიცხება, ნონიკ­ა­შვილი ვერ გაასხვისებდა, რადგან ნოტარიულად მსგავსი პროცედურები შეჩერებ­ულია - ბესოს მოკვლის დღიდან სამკვიდ­რო ქონება არავისზე გაცემულა... რაც შეეხება მკვლელობის საქმეს, არავინ იცის, ძიება როდის დასრულდება. ვიცით, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის და პროკურატურა მკვლელზეც გავიდა, თუმცა კონკრეტული დეტალები ჩვენთვის უცნობია".

რუსუდან შელია
ზაზა
18 ოქტომბერი 2015 09:31
მკვლელობა გახსენით მჯვლელი მოიკითხე შვილო რომ ბოდავ სისულელეებს.
თამაზი
17 ოქტომბერი 2015 17:52
მამაშენის მკვლელობის გახსნაზე მოაწყვე ერთი პრეს კომფერენცია აჯობებს, სულ ფულების თვლაში რომ ხართ. ასე აქტიურად მკვლელობაზე ისაუბროთ ჯობია
ტატა
16 ოქტომბერი 2015 10:06
ბაზრობას გავს აქაურობა. მსჯელობთ იმაზე რის აზრზეც არ ხართ და იმ ადამიანების სულში ძვრებით რომელთაც არ იცნოთ. გარდაცვლილს მაინც ეცით პატივი.

რედაქტორის რჩევით