"ჩემს შვილს რომ კლავდნენ, ტელეფონით მესმ­ოდა"
19-10-2015
"ჩემს შვილს რომ კლავდნენ, ტელეფონით მესმ­ოდა"
"ჩემს შვილს არაფერი ეშველება, მაგრამ სიმართლე უნდა გაირკვეს!"

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 წლის გაბ­რ­იელ (ბეგი) მამალაძის მკვლელობაში ბრალდებულ როინ ქარდავას განაჩენს ამ დღეებში გამოუტანს. ტრაგედია 25 მაისს, ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონში­ დატრიალდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მას ორი ახალგაზრდა დაესხა თავს, მაგრამ მხოლოდ 19 წლის როინ ქარდავას წაუყენეს­ განზრახ მკვლელობისთვის ბრალი.

მარიკა ზედელაშვი­ლი, ბეგის დედა:­

- გამოძიება ცდილობს, რომ მხოლ­ოდ ერთი ადამიანი გასამართლდეს, მეორე კი დაუსჯელი დარჩეს. წარმ­ოიდ­გინეთ­, ჩემს შვილს რომ
კლავდნენ, ტელეფონით მესმ­ო­და. ბეგის უნდოდა მე­გობრ­ისთვის 30 ლარი მიეცა­ და მკითხა,­ დედა, ფული სად არისო, ამ დროს დაესხნენ თავს ქუჩაში მიმავალს. გაკოჭეს და წამებში მომიკლეს შვილი. გამომძიებელი მეუბნებოდა, ექსპერტიზას ველოდ­ები და მასალებს მერე გაგაცნობთო. 10 დღე იყო დარჩენილი საქმის სასამართლოში გადაცემამდე, რომ დამირეკა, შეგიძლიათ, მასალებს
გაეცნოთო. ბევრი კითხვა გამიჩნდა­, მაგრამ მითხრეს, გამომძიებელი შვებულება­შია, დრო არ ითმენს, ხელი უნდა მოაწერ­ოთ დადგენილებას და სასამართლოში გაირკვევა ყველაფერიო. ამ იმედით დოკუმენტებს ხელი მოვაწერე და ახლა ფაქტის წინაშე დავდექი. ჩემი შვილის­ მკვლელის პროცესები ისე წარიმართა, არც კი უცნობებიათ. ქარდავას თანამზრახ­ველი იყო ლაშა ტუხაშვილი,­ მისი ნათლული. ჩვენებაში ქარდავა წერს: ჯიბეში "კნოპკიანი"­ დანა ჩავ­იდე­, დავურეკე ჩემს ნათლულს და ბეგის მოს­აძებნად წავედითო... დახვდნენ ქუჩაში და მომიკლეს. ორივემ გაკოჭა ჩემი შვილი. ამას ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. ბეგის ერთ ხელზე ქარდ­ავას დნმ-ის კვალია, მეორეზე - უცხო მამაკაცის. თუმცა,­ არ დაუდგენიათ, ვინ არის ის. რამდენი­ ხანია ვითხოვ, ჩაუტარდეს ექსპერტიზა ტუხაშვილს, მაგრამ...

- რატომ?
- მითხრეს, ოქროს მოწმეა, ის ამხე­ლს ქარდავას­ და თუ ჩვენება შეცვ­ალა,­ შეიძლება მკვლელმა თავი დაიძვრინოსო. ტუხაშვილს ვიღაც მფარველობს. ეჭვის საფუძველიც მაქვს - ამ საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი მისი მოსახელე და მოგვარე ლაშა ტუხაშვილი იყო. ბეგის ორი ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული.­ მოკლეს და გაიქცნენ. პირველ პროცესზე მივედით. გადაიდო და გვითხრეს, შეგატყობინებთ თარიღსო, მაგრამ არც კი დარეკეს. მერე გვითხრეს, პროცესი უკვე ჩავატარეთ და იმიტომ არ შეგატყობინეთ, რომ მოწმე ხართ და სარკმელიდან ხომ არ გაყურებინებდით პროცესსო(?!). ჩემს შვილს არაფერი ეშველება, მაგრამ სიმართლე უნდა გაირკვეს! სახეზეა ჯგუფური განზრახ­ მკვლელ­ობა. ჩაატარონ ექსპერტიზა, იყო თუ არა ჩემი შვილის სხეულზე ტუხაშვილის დნმ-ი.

- მკვლელობის მოტივი დადგინდა?
- მკვლელობის წინადღეს ბეგის ბოლო ზარი ჰქონდა... მერე მეგობარ დათო კირვალიძესთან ერთად დაურეკა გოგონებს,­ რომლებიც, სხვა ბიჭებთან ერთად, ბარში იყვნენ პეროვსკაიაზე. იქ მოხდა კონფლიქტი ქარდავასა და ჩემს შვილს შორის, მეორე დღეს კი ქარდავამ თავის ნათლულს დაურეკა და ბეგიზე შური იძია. ქარდავა თან ნასამართლევი იყო. მოვითხოვ­, პროკურატურამ დამნაშავეები საკადრისად დასაჯოს!

თეა ხურცილავა

იხილეთ ასევე: "ნეტავ შემდეგ რა იქნება? ალბათ, დანას გამიყრიან" - მართლაც დანით მოკლეს...
lamzira
09 თებერვალი 2016 00:39
sakartvelochi. mosamartle. advokati. im donezea. mkvdars venoki rom gadakido . usamartlo a ukanonoba. sabralo deda. romelsac esmis chvilis. cameba da ver chveli. mas gasamartleba advokati rachi. chirdeba. saxalxod unda gaasamartlod
dasajet damnashave
20 ოქტომბერი 2015 13:08
თუ ადამიანების არ გეშინიათ ღმერთის გეშინოდეთ
თუ შეგნებულად არ დასჯით დამნაშავეს ღმერთის წინაშე აგებთ პასუხს და აკიდებული ცოდვა კიდევ ვისზე გადავა ეს მხოლოდ ღმერთმა იცის
გ ე შ ი ნ ო დ ე თ
გვანცა
20 ოქტომბერი 2015 12:13
თუ თქვენ ამ საქმეს პატიოსნად და კეთილსინდისიერად არ გამოიძიებთ! მკვლელობის თანამონაწილეები იქნებით!!! ფეხქვეშ ნუ გათელავთ თქვენს ღირსების მუნდირს! თუ ესეთი არსებობს თქვენში !!!

რედაქტორის რჩევით