"კარჩაკეტილად ვცხოვრობ, რადგან გამიჭირდება, ამ ჯალათებს სადმე გადავეყარო და მოძალადედ არ ვიქცე"
02-11-2015
"კარჩაკეტილად ვცხოვრობ, რადგან გამიჭირდება, ამ ჯალათებს სადმე გადავეყარო და მოძალადედ არ ვიქცე"
არმაზ ხარძიანი: "თან მაწამებდნენ და თან მეუბნებოდნენ, "პალიტრამედიის" ხელმძღვანელობაზე გვითხარი, რაში გამოვიჭიროთო!"

ყოფილი პატიმრების განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ ჟურნალისტის განცხადება იმის თაობაზე, რომ "ციხის კადრები" დადგმული იყო.

"ჩემი მწამებლები დღეს თანამდებობებზე არიან"

ლაშა არქანია,­ ყოფილი პატიმარი (პედაგოგი):
- 2011 წლის 14 ივნისს დამაკავეს­ სოფელ ჯვრის, წალენჯიხისა და ზუგდიდის პოლიციის განყოფილების პოლიციელებმა. ჯერ მანქანაში მცემეს, შემდეგ ენგურის სანაპიროზე, ბოლოს კი ჯვრის პოლიციის განყოფილებაში გააგრძელეს ცემა-წამება, წალ­ენჯიხის პოლიციის
განყოფილების იმჟამინდელი უფროსის გოჩა გოგ­ოხიას ხელმძღვ­ანელობით. გამოძიებისას ყველა პოლიციელი ამოვიცანი. მათ შორის იყვნენ ცრუბრალდების მოწმე თორნიკე შელია (დღეს უკვე ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების უფროსი), რუსლან აბულაძე­, ილუშა აქუბარდია, გიორგი სამუშია, კახაბერ სამუშია, კოხტა კოდუა და სხვები.

"პალიტრა TV"-ს მიერ 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი ღამის დეტალურად
გაშუქებას "პალიტრამედიის" ექვს ორგანიზაციაში ერთდროულად შემოსავლების სამსახურის შემოსვლა მოჰყვა. საზოგადოების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა თუ პოლიტიკოსებმა ეს საგანგაშოდ მიიჩნიეს და მხარდასაჭერად შეიკრიბნენ "პალიტრამედიის" ეზოში

საქმე ის გახლდათ, რომ დაკავებული ჰყავდათ ჩვენი გვარის წარმომადგენლები, რომელთაც ტერორისტული აქტის მოწყო­ბაში ადანაშაულებდნენ. მაიძულებდნენ ჩემს სოფელში - მუჟავაში მომხდარ ტერორისტ­ულ აქტში­ დამედანაშაულებინა პირები, რომელთაც საერთოდ არ ვიცნობდი. მოითხოვდნენ, ხელი დამედო მალხაზ არქანიასთვის და კიდევ სამი პირისთვის, სანაცვლოდ 2-წლიან პატიმრობას მაკმარებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში­ კი 20-წლიან "სროკზე" გამიშვებდნენ(!). პოლიციელებს გოგოხიამ დაუბარა, ჩემს მოსვლამდე ისე დაამუშავეთ, ყველაფერი აღიაროსო. მერე აქუბარდიამ დამიდო ჩვენება და ხელის მოწერას მაიძულებდა. არ ვთანხმდებოდი, ამ დროს
კოხტა კოდუამ­ ვიღაცას პრეზერვ­ატივწამოცმული "დუბი­ნკა" მოატანინა... ამის შემდეგ ხელის მოწერაზე­ დავთანხმდი, "ვაღიარებდი" ნარკოტიკისა და უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას. კოდუა ოჯახის წევრების ლიკვიდაცი­ით და ასაკოვანი დედის გაუპატიურებითაც კი დამემუქრა... 2013 წელს მცნეს დაზარალებულად, მაგრამ რად გინდა, ჩემი მწამებლები დღეს მაღალ თანამდებობებზე არიან მოკალათებული. გოჩა გოგოხია სასაზღვრო პოლიციის უფროსია. როლანდ ახალაიას მონა პროკურორებიც იმავე სტრუქტურაში არიან.
კარჩაკეტილ ცხოვრებას იმიტომ ვეწევი, რომ გამ­იჭირდება, ამ ჯალათებს სადმე გადავეყარო­ და მოძალადედ არ ვიქცე. ნონსენსი არ არის? - ჩემს წამებაში ეჭვმიტანილები ხელშეუხებლები არიან...

"ახლა გაიძახიან, დადგმულია ციხის კადრებიო. რაც გადავიტანე, მომეჩვენა?"

გენო აროშიძე, ყოფილი პატიმარი (ბიზნესმენი): - გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ვიყავი. 2010 წელს, ადგილობრივი არჩევნების­ შემდეგ მომიწ­ყვეს სპეცოპერაცია და მოვხვდი გლდ­ანის მე-8 დაწესებულებაში, რომლის უფრ­ოსიც სისასტიკით განთქმული­ ოლეგ ფაცაცია­ იყო. ჩამიყვანეს კარანტინში, სადაც 10-12 კაცი გონების დაკარგვამდე წიხლებით და ხელკეტებით მცემდა­ და მაფურთხებდა. ნეკნები ჩამემტ­ვრა, თირკმელში ახლაც მაქვს ჩაკირული ჰემატომები, მარცხენა ყურში სმენა დავკარგე.

ახლა გაიძახიან, დადგმულია ციხის კადრებიო. რაც გადავიტანე, მომეჩვენა? თვითონ გამოვიარე ეს ჯოჯოხეთი და გავნადგურდი ფიზიკურად, მორალურად თუ მატერიალურად. რაც შეეხება­ ცოცხის კადრს,­ ეს რეალური რომც არ ყოფილიყო, ადამიანს გაუპატიურების იმიტაციას რომ გაუკეთებ, წამება არ არის?! ზოგი შემსრულებელი კი მისცეს პასუხისგებაში, მაგრამ სად არიან კალმახელიძე და შაშკინი?! თუ არ იცოდნენ, რა ხდებოდა მათ სისტემაში?! ის ყოფილი მაღალჩინოსნები, ვინც საქართველოდან გაიქცა, ხელცარი­ელები არ წასულან და ე.წ. კასრების კადრებიც ბევრმა გააყოლა ხელს.

"ღრიალი კივილსა და ღმუილში გადადიოდა"


არმაზ ხარძიანი­, ყოფილი პატიმარი (ჟურნალისტი): - გლდა­ნის ციხის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე თავად სცემდა პატიმრებს, მაგრამ იმის გამო, რომ ფიზიკურად სუსტი იყო, პირველ დარტყმას აყენებდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომელი უნდა ეცემათ პირველად. ამის შემდეგ იმ პიროვნებას დაესეოდნენ - ბუთლიაშვ­ილი, ფაცაცია, ყაჭეიშვილი, ძიძიგური,­ დათო (გვარი არ მახსოვს, პავლოვიჩს ეძა­ხდნენ), "ხონსკი", "ცხრამუხა", ანგო შანავა, ლევან ბეშქენაძე, რუსლანა... პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ციხეში ოფიცრებს­ მეტსახელები­ ჰქონდათ.
ბუთლიაშვილი და ფაცაცია წაქცეულ პატიმარს ზემოდან ახტებოდნენ (თითოეულის­ წონა მინიმუმ 120 კგ იყო), გონდაკა­რგულებს თავზე აშარდავდნენ და თან ხარხა­რებდნენ...

როცა 26 მაისს მომიტინგეები დაარბიეს, ციხეში რადიო გათიშეს, ინფორმაცი­ულ ვაკუუმში ვიყავით. როგორც მერე გავიგეთ, "პალიტრა TV"-ს მიერ 26 მაისის სისხლიანი დარბევის კად­რების გავრცელებას "პალიტრამედიაში" საგადასახადოს შესვლა მოჰყვა. ეს ამბავი ციხეში შევიტყვე, რადგან დაპატიმრებამდე ამ მედიასახლში ვმუშაობდი. ღამის 3 საათზე საკნიდან ადმინისტრაციის შენობაში გადამიყვანეს, გვითხარი, "პალიტრამედიის" ხელმძღვანელობაზე რისი თქმა შეგიძლია - სად აქვთ "პრაკოლი", რაში გამოვიჭიროთო? თავიდან წყნარად მითხრეს, ამ საკითხზე იფიქრე და ხვალ ვილაპარაკოთო. დამაბრუნეს საკანში, მაგრამ ნახევარ საათში ისევ გამიყვანეს. ეს ფსიქოლოგიური ტერორის ერთგვარი მეთოდია.

მეორე დღეს გამიყვანეს და მაყურებინეს გაუპატიურების ფირებს. მითხრეს, ჩვენთან თუ არ ითანამშრომლებ, შენც იგივე გელისო. როცა ვუთხარი, ეს არ მელის, რადგან თავს მოვიკლავ-მეთქი, მიპასუხეს, შენ თუ თავს მოიკლავ, შვილები და ცოლი გრჩებაო... დამისახელეს სკოლა, სადაც ჩემი შვილები სწავლობდნენ, ასევე სამხატვრო სალონი, სადაც ჩემი ცოლი აბარებდა ნამუშევრებს. ისიც მითხრეს, ჩემს ცოლს როგორი ფერის თმა ჰქონდა...

როცა საბოლოოდ ვთქვი უარი თანამშრომლობაზე, ოლეგ ფაცაციას დაუძახეს და ყურში რაღაც ჩასჩურჩულეს... ფაცაციამ გარეთ გამიყვანა, - მითხრეს, თავის მოკვლა უნდაო, კამერაში რომ დაგაბრუნო­, იქ მოიკლავ თავს თუ კარცერ­შიო? ჩუმად ვიდექი, სიგარეტს ვეწეოდი, მეგონა, ეს ჩემი ბოლო სიგარეტი იყო... შემდეგ ფაცაციამ ოფიცერს დაუძახა, - კამერაში წაიყვანეო. ამიყვანეს საკანში, რომელიც აბანოს გვერდით იყო. თუ ამ ციხეში ნამყოფი არ ხარ, ვერ მიხვდები, რას ნიშნავს აბანოს გვერდით მდებარე საკანი. იქ ყოველ ღამე ისმოდა საშინელი ღრიალი, რომელიც შემდეგ კივილსა და ღმუილში გადადიოდა...

ეს იყო უსაშინლესი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომელსაც იმიტომ მიმართავდნენ, რომ "კვირის პალიტრის" საწინააღმდეგო­ განცხადებები გამეკეთებინა, თითქოს ამ მედიასახლში ჟურნალისტებს აიძულებდნენ, შეკვეთილი სტატიები ეწერათ. პირდაპირ მეუბნებოდნენ, გიორგი თევდორაშვილს დაადე ხელი და თქვი, რომ შეკვეთილი მასალების წერას გაიძულებდათო. ვიდეოაღიარებას ჩავწერთ და მერე ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთო. მპირდებოდნენ, როცა გახვალ, იმავე მედიასახლში დაგასაქმებთ და მაღალ ხელფასსაც მოგცემთ, მაგ დროს ეგ ბიზნესი უკვე ჩვენი იქნებაო(!). რომ ვერ გამტეხეს, უმოწყალოდ მცემეს. ჩემს ე.წ. დაკითხვას მუდმივად ესწრებოდნენ "კილერა" და ოლეგ ფაცაცია, მათთან ერთად სამი ჰალსტუხიანი ახალგაზრდა, რომლებიც ვითომ მაშინებდნენ, აქედან მერაბიშვილთან მივდივართ და რას დაგვაბარებო...
მუხაძეს ტელეფონში ჰქონდა გადა­წერილი პატიმართა წამების ამსა­ხველი ფაილები, ჩართავდა და ციხის დერეფანში დადიოდა, რათა სხვა პატიმრებს­ გაეგონათ არაადამიანური ხმები...

რუსთავის #17 დაწესებულებაში მიღ­ე­ბ­ისას პატიმრებს ცემით კლავდნენ და ამ პროცესს ლევან პაჭკორია, მეტსახელად "ნინძა" ხელმძღვანელობდა. ზონის დირექტო­რი, ბაჩო ახალაიას ძმაკაცი ლაშა ბრეგვაძე მშვიდად უყურებდა, როგორ სცემდნენ პატიმრებს და მერე ამბობდა, გახსოვდეთ, რომ ზონაზე ქურდი მე ვარო. თუ საქართველოში ნიურნბერგის დარი პროცესი არ გაიმართება, ვერავინ იქნება­ იმის გარანტორი, ვინ ვის სად გადაეყრება­ და რა ხასიათზე. ნუ გამოცდით ჩვენს მოთმინებას, როდემდე შეუძლიათ გამწარებულ ადამიანებს მოთმენა. და კიდევ, როგორ გგონიათ, ისინი, ვინც კადრებს ავრცელებენ, არ უნდა დაისაჯონ? პატიმრებს ეს კინო ნანახი გვაქვს და ჭრილობაზე მარილის დაყრა რამდენად გამა­რთლებულია, თავად განსაჯეთ... ვინმემ რომ ვინმე ამოიცნოს კადრებში, სად მიდიხართ მერე?!

ნანა ფიცხელაური
თორნიკე
05 ნოემბერი 2018 12:19
ცუდია მაგრამ მასე სჯობს ვიდრე მაქედან გამოშვებულებმა ხალხს ყელი რომ გამოჭრან, აუპატიურონ, აქამონ(ქურდულს ებრძოდნენ რით ვერ მიხვდით და გადააზედმეტეს ცოტა),.. მე ვინმე მასე დამემუქროს/მცემოს ?? ყველაფერზე ხელს მოვუწერ მარა მერე რომ გამოვალ მე ხომ ვიცი რაც უნდა ვქნა, რაღაც მიქარულები გაქვთ თქვენც იმიტო ზიხარ კარჩაკეტილები..

ეხლა რომ აქციაებია ვაკის პარკში გადახედეთ ყველა ბიზნესმენი ან მათი ოჯახიდანაა------- ისისნი ვინც უმალავდნენ გადასახადებს თავის დროზე ქვეყანას... არ უნდა აეხიათ ფული?? უნდა აეხიათ ..


რატომ მე არ გამიკეთეს ცოცხი... მით უმეტეს ნაციონალების მგინებელი-მლანძღავი ვიყავი... ლექტორმა მითხრა გაიზრდები და სხვანაირად იიფიქრებო... აგერ ბიძომ დამანახა რომ თურემ ლექტორი მართალი ყოფილა.
ალბინა სიგუა
04 ნოემბერი 2018 21:13
ამდენი წლები რამ მოგათმენინათ ასე სასტიკად დასჯილებს?უარესი რა უნდა დაგემართოთ რაც მაგ მხეცებმა დაგმართეს,რატომ არ გადაუხადეთ სამაგიერო თქვენს დამამცირებლებს და ცოცხლად მკვლელებს?ხომ მოგეცათ შანსი შურისძიების ,არ გამოიყენეთ? მაშინ ატარეთ ის სიმძიმე რასაც ვერასოდეს ჩამოიტვირთავთ,მე არ ვამართლებ თქვენს საქციელს,პირიქით-ლაჩრობაში და სიმხდალეში გითვლით,ვაჟკაცები იქნებოდით როცა ამ ჯალათებს იგივე მეთოდით გადაუხდიდით სამაგიეროს,ერთიანობით ეს შეგეძლოთ......:"ჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა,სიკვდილი სახელოვანი"
თამრიკო
04 დეკემბერი 2017 17:31
და რატომ ითმენთ, თუ სახელიც იცით გვარიც?

რედაქტორის რჩევით