"ეს განყოფილება სიმხეცით ცნობილია"
23-11-2015
"ეს განყოფილება სიმხეცით ცნობილია"
"ზღაპრებს ჰყვებიან, თითქოს თვითდაზიანებები მივიყენე"

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში ნაცემი­ ადვ­ოკატი გიორგი მდინარაძე სამარ­თალ­დამცველების მიერ მისი წამების დეტალებს იხსენებს. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული ვაკე-საბუ­რთალოს სამმართველოს მე-5 განყო­ფილების უფროსი ლაშა კვირკვაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.­ მისი ადვოკატი ამბობს, რომ მდინარაძემ თვითდაზიანებები თავად მიიყენა.

გიორგი მდინარაძე: - ხელბორკილები­ დამადეს და 5-10 წუთი მირტყამდნენ. როცა ფირის ამოღება მოვითხოვეთ, აღმოჩნდა, რომ იმ ოთახში ვიდეოთვალი არ იყო. მაწამეს იმის
გამო, რატომ იყენებს­ დუმილის უფლებას შენი დაცვის ქვეშ მყოფი, ბავშვი­ გვაძლევს ჩვენებას, შენ ვინ გეკითხებაო...
კვირკვაია თავის კაბინეტში­ გამისწორდა. აშკარად ნასვ­ამი იყო. ხან ხელს შემომარტყამდა, ხან თავს მირტყამდა სახეში. კედელზე ჩემი სისხლის შხეფებიც იყო. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩავატარეთ და კედელზე ის ადგილი გაწმენდილია.
ახლა ზღაპრებს ჰყვებიან,
თითქოს ორ პოლიციელს ყური ავუწიე და მერე თვითდაზიანებები მივიყენე. იმავე დღეს ექსპერტიზის ჩატარ­ება­ მოვითხოვეთ, რათა შეემოწმებინათ კვირ­კვაია და მისი მოადგილე ზურაბ გუნია,­ მაგრამ ისინი ადგილზე არ დახვდნენ და სხვა თანამშრომლები შეამ­ოწმეს. მათ მეორე დღეს ჩაუტარდათ ექსპე­რტიზა და სიმთვრალე არ დაუდგინდათ. ეს განყოფილება თანამშრომ­ლების სიმხეცით ცნობილია... სხვებიც­ მირტყამდნენ, მაგრამ არ მახსოვს,­ ვინ იყვნენ. ისინი­ კვირკვაიას სასარგებლოდ ცრუ ჩვენებას­ იძლ­ევიან. ადვოკატებმა უარი თქვეს კვირკვ­აიას­ დაცვაზე, კობა კობახიძის გარდა, რომლის ცოლიც იმავე სამმართველოში გამომძიებელია...
ჩვენ დავუკავშ­ირდით იმ პირებს, ვისაც­ მსგავსი პრეტენზია აქვთ ამ სამმართველოს თან­ამშრომლებთან.

ვაჟა კ.:
- ქურდობის მცდელობისთვის დამ­აკავეს და მიმიყვანეს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში. სარდაფში ჩამიყვანეს და მაიძულებდნენ, ხელი მომეწერა აღიარებით ჩვენებაზე. რომ არ დავეთანხმე, ისე მცემეს, თავ-პირი გამიერთ­იანეს. ბოლოს მაინც თავისას მიაღწიეს.
ეს შენობა გამჭვირვალეა, მაგრამ აქვს სარდაფი, სადაც ბომბი­ რომ ააფე­თ­ქო, ზემოთ ვერაფერს გაიგებენ.
რომ მცემდნენ, იცოდნენ სამმარ­თველოს უფროსმა გოჩა კასრაძემ­, განყოფილების უფროსმა კვირკვა­იამ და ვინმე გივიმ, რომელიც სასტიკი მხეცია. ადვოკატს რომ ვითხოვდი, იმ გივიმ სახეში ხელკეტი შემომარტყა, აი, შენი ადვოკატიო...

მანანა ჩ.: - ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჩემი ძმისშვილი და მისი მეგობარი,­ 24-25 წლის ბიჭები ტაქსის აჩერებდნენ. ამ­ დროს მათ წინ დაბურულმინებიანი­ მანქანა გაჩერდა და ახალგაზრდებს მისამა­რთი ჰკითხეს. რაში გაინტე­რესებთო, უთქვამთ­ ბიჭებს, რის შემდეგაც ბიჭებს ისეთი სიტყვები­ უთხრეს, ვერ გავიმეორებ. შემდეგ­ ცემა დაუწყეს, თან საბუთებს ეძებ­დნენ. ჩემი ძმისშვილი ხელიდან გაუსხლტა, ერთ-ერთი­ კი იარაღით გაჰკიდებია, მაგრამ ვერ დაიჭირა. მის მეგობარი მე-5 განყოფილებაში წაიყვანეს. ცემა არც იქ დააკლეს. პოლიციელს ცოცხების კადრები გაუხსენებია, იმ შენს ძმაკაცს არ უნახავს ეს კადრებიო? ახალგაზრდებმა საჩივარი შეიტანეს გენინსპექციაში.­ საქმე აღიძრა ზურაბ გუნიასა და გივი სიხარულიძის მიმართ. ბიჭებმა დაკითხვაზე ორივე ამოიცნეს. იმედია, პოლიციელები პასუხს აგებენ.

ნანა ფიცხელაური
deo
25 ნოემბერი 2015 16:12
მადლიერები ვიყოთ, რომ ამ ადვოკატს უსამართლობაზე ხმის ამოღების არ შეეშინდა...
ra sibnelea!
24 ნოემბერი 2015 23:06
ram dagabrmavat xalxo? tqven fiqrobt rom policia ar scems adamianebs? vitom rame sheicvala ggoniat konkretulad policiashi? an dzalian chkvianebi arian danishnuli?! :)))
tyuils hgavs
24 ნოემბერი 2015 11:21
ararealuria raga saxeshi scemdnen an rato ar sheeshindebodat winasaarchevno provokacias hgavs

რედაქტორის რჩევით