"თენგოს ერთი ჭრილობა ყელში, ხუთი კი გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული"
23-11-2015
"თენგოს ერთი ჭრილობა ყელში, ხუთი კი გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული"
"ფერცელიძეს მაგრად უცემია თენგო, კაციას კი მისთვის დანა გულში რამდენჯერმე დაურტყამს"
თენგო ფერცელიძე

15 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისში, კანდელაკისა და ტაშკენტის ქუჩების კვეთაზე მომხდარ დაპირისპირებას ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბ "მაჭახელას" 20 წლის ფეხბურთელი თენგო ფერცელიძე შეეწირა. კამათი ახალგაზრდებს შორის მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე დაიწყო და მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა. შსს-ს ინფორმაციით, ნასვამმა 19 წლის თენგო კაციამ ფერცელიძეს დანით რამდენიმე ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა და გაიქცა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი რამდენიმე საათში დააკავეს. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში
მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გიორგი, თენგო კაციას ახლობელი
: "ერთი ვერსიით, თენგოს კამათი ფერცელიძესთან სიგარეტის გამო მოუვიდა, მეორე ვერსიით კი უთანხმოება კაციასა და ფერცელიძის მეგობარს შორის დაიწყო, რომელიც, როგორც ამბობენ, გამომწვევად იქცეოდა. ფერცელიძე მათ კამათში მერე ჩართულა. ბიჭები ქუჩაში გასულან და იქ გაუგრძელებიათ ჩხუბი. ფერცელიძეს მაგრად უცემია თენგო,
კაციას კი მისთვის დანა გულში რამდენჯერმე დაურტყამს. შემდეგ დანა დაუგდია და გაქცეულა. თურმე არ იცოდა, რომ ფერცელიძე გარდაიცვალა და როცა უთხრეს, არაადამიანური ხმით დაუწყია ღრიალი".

შოთა ლორთქიფანიძე, საფეხბურთო კლუბ "მაჭახელას" პრეზიდენტი: "თენგო პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, მთელი კარიერა წინ ჰქონდა. იგი თავდაპირველად კლუბ "გაგრაში" თამაშობდა, "მაჭახელაში" წელს გადმოვიდა. ძალიან მოწესრიგებული, უკონფლიქტო და მეგობრული ადამიანი იყო. ყველას ძალიან უყვარდა".

რეზო ფერცელიძე, თენგოს ბიძაშვილი:
"თენგოს ერთი ჭრილობა ყელში, ხუთი კი გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ეს უთანხმოება დაიწყო მკვლელსა და თენგოს მეგობარს შორის. პროკურორმა გვითხრა, ჩხუბი სიგარეტის გამო ატყდაო. თენგოს ერთი მეგობარი ახლდა, მკვლელს კი - ორი.  თენგოს ძალით რომ ვერ აჯობა, კაციამ დანა რამდენჯერმე დაარტყა. პოლიციამ მკვლელი ცხელ კვალზე, უბანში, რომელიღაც სადარბაზოში დააკავა.

დაჭრილია მკვლელის მეგობარი ბიჭიც. მიმდინარეობს ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირების დამუშავება და ზუსტი პასუხიც მერე გვეცოდინება. თენგოს 2 თვის ძმა ჰყავს და თბილისში მის გამო ჩამოდიოდა ხშირად. 6 თვე ცხოვრობდა ჩემთან ბათუმში და მისი ხმამაღალი სიტყვა არ გაგვიგონია, ყველას ძალიან უყვარდა. თენგოს უნდოდა, უცხოეთში გაეგრძელებინა ფეხბურთის თამაში, ძალიან მონდომებული იყო. სამწუხაროდ, არ დასცალდა".

(იხილეთ ასევე: ყოფილმა პოლიციელმა მევალე ამ უკანასკნელის იარაღითვე მოკლა - სისხლიანი გარჩევა ლამბალოში)

თათა მესხი
shevardeni
28 ნოემბერი 2015 01:39
ისე ჯობია რო ისედაც განადგურებული ადამიანები,თქვენი კომენტარებიტ უფრო არ გააღიზიანოთ ზოგზოგიერტებმა.ფაქტი ერთია რო თენგოს მკვლელი მიწის ღირსი არაა.სადაც არ უნდა ჩასვან,ყველგანმოეტხოვება მაგ არაკაცს პასუხი და ურჩევნია რო თავის თავს თვითონ გამოუტანოს განაჩენი რაც შეიძლება მალე
გავაზელი
27 ნოემბერი 2015 14:36
თურმე არ იცოდა, რომ ფერცელიძე გარდაიცვალა და როცა უთხრეს, არაადამიანური ხმით დაუწყია ღრიალი".

აბა დანას რომ ურტყავდა, რა ეგონა, მოეღიტინებოდა? ამ ვირიშვილს უნდა ისე წარმოაჩინოს, რომ არ უნდოდა და "შემოაკვდა". რატომ არ შეიძლება, რომ განზრახ მკვლელობაზე სიკვდილით დასჯა იყოს?
.....................
25 ნოემბერი 2015 17:55
და რას უყურებდენ მაგ ცემას და ჩხუბს იმდენ ხანს ყველანი...... რატო არ გააშველეს დროულად........ ფიზიკურად ვერ მოერიაო, გასაგებია ეს სულ ვარჯიშობდა და აბა რა იქნებოდა, მაგრამ მაგრად რატო აცემინეთ, რატო არ გააჩერეთ, თუ ყველა სანახაობას უყურებდით იქ მყოფები???/ მარტო ერთის მეგობრები რატო დააკავეს, მეორეს მეგობარიც მიაყოლონ ზედ......

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები