"აი, შენ იარაღი, მიდი, შვილო, დაუმიზნე და ესროლე"
30-11-2015
"აი, შენ იარაღი, მიდი, შვილო, დაუმიზნე და ესროლე"
მამამ შვილს ჰკითხა: ლუკა, აბა, მითხარი, ვინ გაბრაზებსო? ბავშვმაც ერთ-ერთი თანატოლისკენ, საბასკენ გაიშვირა თითი: "ეს ბავშვი მაბრაზებს!" ყველასთვის მოულოდნელად დენისმა საქამრიდან პისტოლეტი ამოიღო და შვილს მისცა...

8 წლის წინ ჩემი ქმრის 35 წლის ძმა მანქანამ­ გაიტანა, მას მერე შეიცვალა დენისის ცხოვრება, თმა სულ გაუთეთრდა და ხშირად სვამს. ადრე კლინიკაშიც იწვა, ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი და პრობლემა აქვს... სიფხიზლეში ძალიან კარგი ადამიანია, მზრუნველი მამა. იმ დღესაც მთვრალი იყო და ვერ გააანალიზა,
რომ ბავშვებთან თუნდაც სათამაშო იარაღის ამოღება არ შეიძლება... მას მკურნალობა სჭირდება!


27 ნოემბერს სამართალდამცავებმა­ 3 შვილის მამა, 29 წლის დენის პოპოვი­ დააკავეს. დანაშაული, რომელიც მთვრალმა ჩაიდინა, უპრეცედენტოა.
დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მდებარე 213-ე ბაგა-ბაღში დენის პოპოვის­ ორი შვილი დადის: 5 წლის ბიჭი და ორწლინახევრის გოგონა.
საღამოს 5 საათზე ბაღში მთვრალი დენისი და მისი მეუღლე, ელზა მივიდნენ. ელზა მეორე­ სართულზე ავიდა პატარის ჩამოსაყვანად, დენისი კი პირველ სართულზე უფროსი შვილის ოთახის ფანჯარას მიადგა­ და დაუძახა. ბავშვმა ფანჯარასთან მიირბინა, დენისი გადაიხარა და შვილი ხელში აიყვანა. ამ დროს მამა-შვილს პედაგოგი მიუახლოვდა. მამამ შვილს ჰკითხა:­ ლუკა, აბა, მითხარი, ვინ გაბრაზებსო? ბავშვმაც ერთ-ერთი თანატოლისკენ, საბასკენ გაიშვირა თითი: "ეს ბავშვი მაბრაზებს!" მოულოდნელად დენისმა საქამრიდან პისტოლეტი ამოიღო, შვილს მისცა და უთხრა, აი, შენ იარაღი, მიდი, დაუმიზნე და ესროლეო. პედაგოგის შეშინებული სახის დანახვაზე დენისმა მისი დამშვიდება სცადა, ნუ გეშინია, იარაღი დატენილი არ არისო. პედაგოგმა ფანჯარა მიხურა და სასწრაფოდ გაიყვანა ის ბავშვი, ვისზეც პოპოვის შვილმა მიუთითა.
დენის პოპოვის ცოლი ამ დროს ბავშვ­ია­ნად ჩამოვიდა მეორე სართულიდან და ცოლ-ქმარმა შვილები ბაღიდან წაიყვანა. პედაგოგებს მაშინვე პოლიციაში არ დაურეკავთ­, პანიკის ატეხას მოერიდნენ, თუმცა, საქმის კურსში ჩააყენეს იმ ბავშვის მშობლები. მეორე დილით ბაღის დირექტორმა­ ნანა ბედენაშვილმა ბაგა-ბაღების სააგენტ­ოში ხელმძღვანელობას აცნობა, რაც მოხდა.

"პოპოვების შვილები წელს მოვიდნენ ბაღში. ძირითადად, დედას მოჰყავდა. პედაგოგს დენის პოპოვი­ სულ ორჯერ ჰყავს­ ნანახი და ორივეჯერ ნასვამი. პედაგოგი და მისი თანაშემწე ვერ აზუსტებენ, ეს ნამდვილად ცეცხლსასროლი­ იარაღი იყო თუ სათამაშო პისტოლეტი, თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, პოპოვი შვილის თანატოლს დაემუქრა"...
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფრ­ოსის მოადგილე ნინო ბურძენიძე, ამბობს,­ რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა: "პედაგ­ოგმა განმუხტა ჯგუფში მდგომარეობა და შეეცადა, ბავშვებს ეს დაევი­წყებინათ, მაგრამ ფაქტს რეაგირების გარ­ეშე ვერ დავტოვებთ. ეს არის მუქარა, მოწოდება შვილისთვის, რომ თანატოლს გაუსწორდეს იარაღით, რაც დანაშაულია და კანონით ისჯება".

ნინო, მშობელი:
"ჩემი შვილი სხვა ჯგუფშია, ამიტომ მომხდარი ტელევიზიით შევიტყვე. დილით ბაღთან ხალხს მოეყარა თავი, მალე საპატრულოს მანქანებიც გამ­ოჩნდნენ. უსაფრთხოების ზომები უნდა გამ­კაცრდეს. კიდევ კარგი, პატარებმა ვერც გააცნობიერეს, რა მოხდა და იმედია, ეს მათ ფსიქიკაზე არ აისახება".
ელზა პოპოვა, დენის პოპოვის მეუღლე:
- ერთ-ერთი ბავშვის მამიდას, რომელიც ამერიკაშია, "ფეისბუკზე" იმავე ღამით­ გაუვრცელებია ეს ამბავი. არ ვამართლებ ჩემს მეუღლეს, მაგრამ სიტუაციის ასე დრამატიზებაც არ შეიძლება. სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნახეს მხოლოდ პნევმ­ატური, ჩვეულებრივი პისტოლეტი, რომელიც თავისუფლად იყიდება მაღაზიებში და რეგისტრაციაც კი არ სჭირდება.

- რით გააბრაზა თქვენი შვილი თანატ­ოლმა, რომ თქვენი მეუღლე ასე მოიქცა?
- რამდენიმე დღის წინ ლუკამ გვითხრა,­ საბამ წამაქცია, ორი ბავშვი ზედ დამაწვა და მეტკინაო. ჩემი ქმარი ნასვამი იყო და ბავშვს უთხრა, თავი არავის დააჩაგვრინოო.­ იმ დღეს დენისიც გამომყვა ბაღში. ნასვამი იყო, თურმე შვილს ჰკითხა, აბა, რომ­ელმა გაწყენინაო. იარაღი არავისთვის დაუმიზნებია, ჯიბიდან ამოიღო და ისევ ჩაიდო. ისე გამოვედით შენობიდან, არავის არა­ფერი უთქვამს, არც ლუკას მასწავლებელს. ბავშვებს ლუკასთვის უკითხავთ, ეს იარაღი ნამდვილიაო? მასაც მოუტყუებია მეგობრები და უთქვამს, ნამდვილიაო. მერე გზაში მამა-შვილის საუბარს მოვკარი ყური, აწი არავინ გაწყენინებს, ყველას შეეშინდაო. მაშინ გავიგე, რაც მოხდა და ვეჩხუბე. მეორე დღეს პოლიცია მოგვადგა და დენისი დააკავეს.

- თქვენს მეუღლეს ფსიქიკური პრობლემა­ ხომ არა აქვს?
- 8 წლის წინ მისი 35 წლის ძმა მანქანამ­ გაიტანა, მას მერე შეიცვალა დენისის ცხოვ­რება, თმა სულ გაუთეთრდა და ხშირად სვამს. ადრე კლინიკაშიც იწვა, ტვინს­ არ მიეწოდება ჟანგბადი და პრობლემა აქვს. სისტემატური სამუშაო არა აქვს და ამას ძალიან განიცდის, ფერადი­ ლითონების ქარხანაში კვირაში ორი დღე მუშაობს. სიფხიზლეში ძალიან კარგი ადამიანია, მზრუნველი­ მამა. სამ შვილს ვზრდით.­ იმ დღესაც მთვრალი იყო და ვერ გააანალიზა­, რომ ბავშვებთან თუნდაც სათამაშო იარაღის­ ამოღება­ არ შეიძლება. მასზე ცუდს არავინ გეტყვით, დალევით გაინადგ­ურა ჯანმრთელობა. იმედია, ციხეში არ გაუშვ­ებენ, მას მკურნალობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, თვითონაც განიცდის იმას, რაც გაუაზრებლად ჩაიდინა. როცა სახლიდან ის პისტოლეტი წაიღეს პოლიციელებმა, გაეცინათ, ნამდვილი იარაღი გეგონებაო".
სამართალდამცველთა თქმით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ალბათ, ექსპერტები მის ფსიქი­კურ მდგომარეობასაც შეისწავლიან.

თეა ხურცილავა
...
03 დეკემბერი 2015 14:24
აკაკანდით ეხლა,მასწავლებლები როგორ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ბავშვებზე არ იცით ხო?ყველა უკან შეძვრომას რომ ცდილობთ მათთან უსაპნოდ.მე არავისთან მაქვს პრობლემა ,მაგრამ უამრავ თვალთმაქცს ვხედავ და გული მერევა თქვენნაირიბზე!თქვენ ხომ არ გითქვამთ რააა,თქვენი შვილებისთვის არავის დაეჩაგვინოვო!!არ ვამართლებ მამას,მაგრამ საციხედ არ უნდა გაიმეტონ.
ბევრია ისეთი ვინც გარეთ დადის და მართლა საციხეა.რაც შეეხება პანიკიორებს,რატომ იმ წუთსვე არ მოახდინეს რეაგირება?თუ ეს კაცი დამნაშავეა,ის მასწავლებლებიც დამნაშავეები არიან დანაშაულის დროულად შეუტყობინებლობისათვის!!!!!!!მორჩით კაკანს!!!!

მაია
02 დეკემბერი 2015 20:08
დედაც კაი ჩიტია რა, კიდევ რომ ამართლებს, ავადმყოფები არიან, დასაჭერია ის ქმარი, მაგას უნდა ესროლოს თავსიმა შვილმა და იქნება ღირსი
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
02 დეკემბერი 2015 18:00
ხო, რა ვიცი..... პირიქით რომ ყოფილიყო და საბა წაექცია ლუკას, თანაც ორი ბავშვი კიდე ზედ დასწოლოდა და ტკივილი მიეყენებინა, ალბათ მაშინ ლუკას დედას დაიჭერდით არა???? რატომ ასწავლეთ სხვა ბავშვის წაქცევაო????? პოპოვია თუ ,,პაიჭაძე'', ბავშვი ბავშვია და პედაგოპგებმა მიხედეთ ყველას.... მეტი რა გევალებათ????

რედაქტორის რჩევით