"მაშინ სიმართლე რომ მეთქვა, დღეს მკვდარი ვიქნებოდი"
06-12-2015
"მაშინ სიმართლე რომ მეთქვა, დღეს მკვდარი ვიქნებოდი"
როგორც მელნიკოვმა აღნიშნა, ახალაია და ალანია გირგვლიანის საქმის სხვა პირებზე გადაბრალებას გეგმავდნენ

კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის, ოლეგ მელნიკოვის თქმით, დათა ახალაიას სააკაშვილი დაჰპირდა, რომ ღაჭავას, ალანიას, ბიბილურიძესა და აფციაურს შეიწყალებდა და ციხიდან გაათავისუფლებდა, - ამის შესახებ მელნიკოვმა გირგვლიანის საქმეზე დაკითხვისას განაცხადა. ამ საქმეზე ერთადერთი ბრალდებული მიხეილ სააკაშვილია.

როგორც მელნიკოვმა აღნიშნა, ახალაია და ალანია გირგვლიანის საქმის სხვა პირებზე გადაბრალებას გეგმავდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ახალაიამ ადეიშვილთან გამართა მოლაპარაკება, მას ეცნობა, რომ სწორედ
ალანია უნდა ჩამჯდარიყო ციხეში. ალანია დათა ახალაიას მეგობარი იყო და ინფორმაციის გადასამოწმებლად დათა ახალაია სააკაშვილთან მივიდა შავნაბადაზე. თუმცა, სააკაშვილმაც დაუდასტურა, რომ ამ საქმეზე ბიჭები უნდა ჩამსხდარიყვნენ, მაგრამ მათ მალევე შეიწყალებდა და ოთხივე პირი 100 ათასი ლარის ოდენობის თანხას მიიღებდა.
ბრალდებულ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე დაინტერესდა,
თუ რატომ შეცვალა მოწმემ სასამართლოსთვის არაერთხელ მიცემული ჩვენება, რაზეც მელნიკოვმა­ უპასუხა: "მე რომ მაშინ სიმართლე მეთქვა, დღეს მკვდარი ვიქნებოდი".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით