"ვაზღვევინებთ ყველას, ვინც ბუკას სიკვდილს ხელი შეუწყო"
07-12-2015
"ვაზღვევინებთ ყველას, ვინც ბუკას სიკვდილს ხელი შეუწყო"
"ვიბრძოლებ სიცოცხლის ფასად! ასმათ შენგელაია, არ შეგარჩენ, შვილი წამართვი და გამაუბედურე!"


30 ნოემბერს შემაძრწუნებელი ამბავი მოხდა - 8 წლის ბუკა ნიკურაძე გარდაიცვალა.

"ვიბრძოლებ სიცოცხლის ფასად! ასმათ შენგელაია, არ შეგარჩენ, შვილი წამართვი და გამაუბედურე!" - შვილმკვდარი დედა მანანა ენუქიძე ბავშვის გარდაცვალებას იაშვილის კლინიკის პროფესორ ასმათ შენგელაიას აბრალებს.

ბუკას რამდენიმე თვის წინ იაშვილის კლინიკაში ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპია ჩაუტარდა. "16 მარტს, თურქეთში წაყვანამდე, იაშვილის კლინიკაში ბუკას ტომოგრაფია გადაუღეს და მოგვილოცეს, -
ბავშვი გამოჯანმრთელდა, კარგად არის და მალე უკეთესად იქნებაო, - იხსენებს ინგა ჩუბინიძე, ბუკას ბებია. ამის შემდეგ ბავშვი საერთოდ მოწყდა: ვეღარ დადიოდა, ვეღარ ლაპარაკობდა. ეს იცის ქიმიამ, ხომ იცოდით, რაზეც აწერდით ხელსო, - გვითხრეს კლინიკაში.
"ბუკა რომ რეანიმაციაში ავიყვანეთ, ასმათ შენგელაიამ თათბირი მოაწყო და განაცხადა, დედა-შვილს
ღორის გრიპი აღმოაჩნდაო და მთელი ჰემატოლოგიის განყოფილება აცრეს. თუ ჩემს შვილს ღორის გრიპი სჭირდა, ქიმიოთერაპიით მკურნალობდნენ ღორის გრიპს?!" - უთხრა "კვირის პალიტრას" ბუკას დედამ.
მას შემდეგ, რაც ბუკას მდგომარეობა დამძიმდა, ის უგონო მდგომარეობაში თურქეთის წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს. 7 ბიოფსიის შემდეგ თურქმა ექიმებმა იაშვილის კლინიკის დიაგნოზი არ დაადასტურეს.

ინგა ჩუბინიძე, ბუკას ბებია: "20 აპრილს ფონდმა "სოლიდარობამ" ბუკა თურქეთის წამყვან კლინიკაში გადაიყვანა. ანალიზი მოგვთხოვეს. აქ დიდი ბრძოლისა და ხვეწნის შემდეგ მოგვცეს და რომ ჩავიტანეთ, გვითხრეს, - ამ სინჯარაში ლეიკემიის ჩხირი არ არისო. ესენი კი დღესაც ამტკიცებენ, ბავშვს ლეიკემია ჰქონდა და ერთი წლის შემდეგ უნდა გამოჩენილიყოო. ერთი წელი ვეღარ გაუძლო ბუკამ"

ნათია გელაშვილი, ბუკას ნათლია: "ჩვენ ყველაფერს სამართლებრივად დავამტკიცებთ. ყველა საბუთი გვაქვს, რომ ბუკას ლეიკემია არ სჭირდა. ვაზღვევინებთ ყველა ექიმს, ვინც ბუკას სიკვდილს ხელი შეუწყო".

ივანე ჩხაიძე, იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმი:
- დიაგნოზი დაისვა სწრაფად, ასევე სწრაფად იყო მიღებული გადაწყვეტილება მკურნალობასთან დაკავშირებით.
შეიძლება დღეს დამაჯერებლად არ ჟღერდეს, მაგრამ ასეთი მკურნალობის შედეგად პაციენტების 3/4-ში დადებით შედეგს ვაღწევთ. ძალიან დიდი წინსვლაა წინა პერიოდთან შედარებით. მიგვაჩნია, რომ ის მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია საქართველოში, სწორი დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის შედეგია. თუმცა,
არიან პაციენტები, რომლებიც დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევა არ ექვემდებარება მკურნალობას, მაინც ვერ აღწევენ სასურველ შედეგს. ვითარდება სხვადასხვა სახის გართულება, რაც ლეტალური შედეგით მთავრდება. სავარაუდოდ, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, მკურნალობის მიუხედავად, შედეგი ვერ მივიღეთ".

იხილეთ ვიდეო

ეკა სალაღაია
megi
15 დეკემბერი 2015 10:23
ბუკა შვილო ძალიან ვწუხვარ და ვუთანაგრობ შენს საცოდავ დედიკოს,ვინც შენ სიცოსცხლე წაგართვა ის არამზადა არ უნდა ეგდოს დღესაც სამსახურში,დედებო გამოდით და გავერთიანდეთ ბუკას დედასთან ერთად და დავსაჯოთ ვაი და ვითომ ექიმები,რომლებსაც ფულით აქვთ ნაყიდი დიპლომები და პროფესორობა.
დროა გამოვფხიზლდეთ სანამ,კიდევ არ მომხვდარა ასეთი უბედურება და კიდევ არ წაგვართვან ასეთი ანგელოზები უდრუოდ ამ ქვეყნიდან და არ გამწარდეს კიდევსაწყალი დედები.
გიორგი
11 დეკემბერი 2015 09:22
ბუკას სული ნათელში ამყოფოს ღმერთმა, მთელი გულით გისამძიმრებთ, ძალიან ვწუხვარ ამ პატარას გამო, ექიმის ბრალი თუ არის ან ექიმთა ჯგუფის ყველა უნდა დაისაჯოს სამართლებრივად. ეს თუ უცოდინარობის გამო მოხდა საერთოდ უნდა მოკვეთონ ეს ადამიანები კლინიკიდან, რათა არ განმეორდეს ესეთი შემთხვევები, მშობლებს ბავშვის თუნდაც პატარა ავადმყოფობის დროს ყოველთვის ექიმების იმედი გვაქვს, მთელი ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ჩაერთოს ამ საქმეში და ამ ანგელოზის ამ ქვეყნად წასვლის გამო ყველა უნდა დაისაჯოს უვიცი ექიმიდან მის სამსახურში მიმღების ჩათვლით. გაითვალისწინეთ ავადმყოფობისგან არავინ ვართ დაზღვეული, ჯანდაცვის სამინისტროვ თქვენ უნდა დაგვაზღვიოთ განათლებული და მცოდნე ექიმებით!
hm
09 დეკემბერი 2015 10:39
რას უზახი უკეტეს მასეთ ადგილზე იყავი შენ და შენი ოჯახი საძაგელო , მაგრამ ალბად სიყვარული არ იცი და ოჯახიც საიდან გექნება ერთუჯრედიანო ,
საცოდავი პატარა ნუთუ ასე ეწერა ,ასეთ გაუგებრობაში ამოსვლოდა სული მენანები პატარა , მად უდედოდ ცოდო ხარ და საცოდავი დედაშენი კი ,,,შენს გარეშე, შენისთანა დღეები მას თ უ ვინმემ გაგწირა თავისი დაუდევრობით,,,,,,,,,

რედაქტორის რჩევით